Author: admin

  • დადგენილია! ახლა თვითმხილველებს ვესაუბრე…

    დადგენილია! ახლა თვითმხილველებს ვესაუბრე…

    მაქსიმალურად გააზიარეთ !!!!!!
    ახლა თვითმხილველებს ვესაუბრე. 2014 წელს, იმ დღეს, საღამის შვიდი საათის შემდეგ ძალიან კოკისპირულად წვიმდა და ყველა თვითმხილველი ადასტურებს, რომ შარვლებიც და ფეხსაცმელებიც ტალახიანი ჰქონდათ. ეს ფოტო, რომელიც დაიდო, ფოტოშოპით არის გაკეთებული, ვინაიდან იმავე გზაზე წამოსულ ადამიანებს ფეხსაცმელები მინიმუმ გატალახებული უნდა ჰქონოდათ, ხოლო შარვლებიც სულ ტალახში ჰქონდათ იმ დროს.
    ახლა ყველაზე მნიშვნელოვანს მინდა გავუსვა ხაზი: თავდაპირველი ვერსია, რისი გავრცელებაც გურიკაზე სურდათ, ის იყო, რომ გურიკა მგელმა შეჭამა. როდესაც მიხვდნენ, რომ ეს გეგმა არ გამოდგებოდა და სისულელე იქნებოდა, თავიდან სწორედ ამაზე მუშაობდნენ. მარშრუტკასთან იყვნენ ანა გელაშვილი და კიდევ სხვა გოგოები, რომლებიც ყვირილით მოცვივდნენ და იძახდნენ, რომ ვიღაც ბიჭი მგელმა შეჭამაო. ზევით ჯგუფის სხვა წევრებიც გაიქცნენ. ამას მოწმეებიც ადასტურებენ. გაქცევამდე ის გოგოები იძახდნენ,
    რომ მამიდას გამოშვებული იყო ეს ბიჭიო..
    გამოირიცხა ის ამბავი, რომ გურიკა ღამე წავიდა მოსალოცად  გურიკა 6-7 საათისთვის უკვე დაკარგული, მოკლული ან გატაცებული ჰყავდათ.
    ბევრ დეტალს კიდევ გაიგებთ, დაელოდეთ!, წერს დავით მახარაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს

  • ვერაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა ვიდეოს აქვეყნებს

    ვერაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა ვიდეოს აქვეყნებს

    ნიკოლოზ ღუნაშვილი, რომელიც ვერაზე მომხდარ დანაშაულს ემსხვერპლა, წარმატებული აბიტურიენტი იყო. დღეს მასაც უნდა ეზეიმა უნივერსიტეტში ჩარიცხვა და სხვებთან ერთად გაეზიარებინა ეს სიხარული. თუმცა, არ დასცალდა.

    17 წლის ბიჭის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

    “ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე… მიყვარხარ ჩემო ცხოვრება…”

    შეგახსენებთ, ვერაზე მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა, 43 წლის ნიკა კაპანაძემ გასროლა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიჭრა, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

  • “ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს

    “ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს

    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

    კომპანიის თანახმად, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალში, ეთვალისში, ბოდავსა და მიმდებარე სოფლებში;

    12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აჩხოტი, არშა, კარკუჩა და მიმდებარე სოფლებში;

    13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში- დავათი, ჭოპორტი, წითურები და მიმდებარე სოფლებში;

    14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭოპორტი, ახატანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;

    15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძალისი, ვაზიანი, ძველი ქანდა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

    “ენერგო პრო-ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

  • რატომ უნდა დაყაროთ მარილი კარებთან! მიზეზი გაგაოცებთ! ეს უნდა იცოდეთ!

    რატომ უნდა დაყაროთ მარილი კარებთან! მიზეზი გაგაოცებთ! ეს უნდა იცოდეთ!

    თქვენ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მარილი უძველი დროიდან გამოიყენება, როგორც დეზინფექციისა და გამწმენდი საშუალება. მისი საშუალებით, სხვადასხვა ნივთების გაწმენდასა და დეზინტოქსიკაციას შეძლებთ. გარდა ამისა, იგი საკამოდ იაფია. ბევრ მაღაზიაში იყიდება საწმენდი საშუალებები, მაგრამ ისინი ქიმიკატებს შეიცავენ, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
    უფრო დეტალურად რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილი:
    1. მწერებისაგან დაცვა- თუ გსურთ, რომ ფანჯრებს, კარებებსა და გარდერობს მწერები აღარ მიეკარონ, ამ ადგილებში მარილი დაყარეთ. იგი ასევე შეამცირებს სინესტეს თქვენს სახლში;
    2. ვერცხლის, თითბერის (ლატუნის) და სპილენძის ნივთების გასაწმენდად- ეს მეტალები ბუნებრივ შეფერილობას კარგავენ, თუ მათ პერიოდულად არ წმენდთ. შეურიეთ ერთმენეთს ვაშლის ძმარი და მარილი, ეს საშუალენა ნებისმიერ ლაქასა და ჭუჭს ამოიყვან მეტალიდან;

    3. კანალიზაციის გაწენდა- ცოტაოდენი მარილი გახსენით ადუღებულ წყალში, ჩაასხით აბაზანისა და სამზარეულოს ნიჟარებში. მარილი გაიტანს დაგროვილ ცხიმსა და ჭუჭყს, რაც მილების გაჭედვას თავიდან აგაცილებთ;

    4. გაწმინდეთ ავტომობილისა და სახლის მინები- 2 სუფრის კოვზი მარილი გახსენით 3, 5 ლიტრ თბილ წყალში. იგი ეფექტურად მოაშორებს ლაქებს თქვენს მინებს და დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს სისუფთავეს;
    5.კანის გაახალგაზრდავება- შეურიეთ მარილი ლავანდის ან ზეითუნის ზეთს. წაისვით ეს ნარევი სხეულზე. რამდენიმე წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ. მარილი თქვენს კანს ახალგაზრდა და ჯანმრთელ იერს შესძენს;

    6. აუმჯობესებს რეცხვის ხარისხს- სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს ცოტაოდენი მარილი დაამატეთ, იგი უნარჩუნებს სამოსს პირვანდელ სახეს და ადეზინფიცირებს მას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ სარეცხს მზეზე აშრობთ;
    7. ფარდებისა და ხალიჩების ფერების აღსადგენად- თუ გსურთ რომ თქვენს ფარდებსა და ხალიჩებს ბუნებრივი ფერი დაუბრუნოთ, მარილიან წყალში ჩაალბეთ ნაჭერი, შემდეგ კი მისი საშუალებით გაწმინდეთ ისინი. ბევრად უფრო ეფექტურია მარილიან წყალში ოდნავ დაალბოთ ჩოთქი და ხალიჩები ისე გაწმინდოთ. ამ საშუალებით მას დაგროვილ ჭუჭყსაც მოაშორებთ და პირვანდელ ფერსაც დაუბრუნებთ.

    გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!

  • ამდენი ხნის შემდეგ გოგა მანია გურამ დადიანიძის შესახებ დუმილს არღვევს.

    ამდენი ხნის შემდეგ გოგა მანია გურამ დადიანიძის შესახებ დუმილს არღვევს.

    ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა.

    „გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს…“ – ამბობს გოგა მანია.

    გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება.

    „ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, – აცხადებს გოგა მანია.

    წყარო: ​primetime.ge

  • გარდაცვლილები თავიანთ საწოლებში ნახეს – ორი ერთ ოთახში და მესამე – მეორე ოთახში

    გარდაცვლილები თავიანთ საწოლებში ნახეს – ორი ერთ ოთახში და მესამე – მეორე ოთახში

    საშინელი ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში. გუშინ, საღამოს საათებში, მეზობელმა, რომელმაც როგავების სახლთან ჩაიარა, საშინელი სუნი იგრძნო და მაშინვე განგაში ატეხა. ეზოში შესულს როგავების სახლიდან არც ერთმა იქ მცხოვრებმა ქალბატონმა ხმა არ გასცა, მიხვდა რაღაც ხდებოდა, რადგან სახლიდან საშინელი სუნი გამოდიოდა და სასწრაფოდ 112-ში დარეკა. მალე მივიდნენ ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები და უმძიმესი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და როლენა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილას დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ახლა ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, თუ რა გახდა სამი დის გარდაცვალების მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ, დები ქუჩაში ბოლო დღეებში არ უნახავთ, ამიტომ არის ვარაუდობენ, რომ ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.

    ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო შველიძეს, რომელიც გვიდასტურებს, რომ სამივე გარდაცვლილი დედმამიშვილია.

    ლადო შველიძე:

    – ძალიან სამწუხარო ამბავია მომხდარი. გარდაცვლილები დები არიან. ტყუპი ნაირა და როლენა როგავები 60 წლისანი იყვნენ, მათ ჰყავდათ სახლში უფროსი და, დალი როგავა, რომელიც ტყუპებზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, 66 წლის იქნებოდა. სამივენი ერთად ცხოვრობდნენ, ერთ სახლში. არც ერთი გათხოვილი არ იყო. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. სულ სახლში იყვნენ, იქ საქმიანობდნენ. ამ ოჯახში სულ 6 შვილი გაიზარდა, მათი დედმამიშვილებიც უკვე გარდაცვლილები არიან. ამ ტრაგედიის მიზეზი რა გახდა, არ ვიცით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს სამივეს ცხედარი და ექსპერტები იტყვიან რეალურად რით გარდაიცვალნენ ისინი. ახლო მეზობელი არ ჰყავდათ და ამიტომ მოხდა ასე გვიან რომ გაირკვა ეს ამბავი. მე წუხელ, ღამის სამ საათზე შევიტყვე მომხდარი, დამირეკეს ძალოვნებმა, რომ მივედი სამართალდამცავები, კრიმინალისტები და ყველა უკვე იქ იყო. ოთახში არ შევსულვარ, რადგან ეზოშიც საშინელი, გაუსაძლისი სუნი იდგა და სპეციალურად დამცავი პირბადის გარეშე სახლში შესვლას ვერც შევძლებდით. ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი, იმიტომ, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ თუ არ თქვა მიზეზი, თუ არ დაიდო ექსპერტიზის პასუხი, ჩვენ ვერანაირი ინფორმაციას ვერ ვფლობთ. უფროსია დალი, როლენა და ნაირა არიან ტყუპები. როგორც ვიცი, ძმისშვილი პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საქართველოში რომ არ არის ამჟამად ეს ნამდვილად ვიცი. დადებითად დავახასიათებ გარდაცვლილებს, სოფელში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. როგორც ვიცი, არ მუშაობდნენ.

    – ბატონო ლადო, ვინ მოიკითხა გარდაცვლილები?

    – როგორც გითხარით სულ სახლში ფუსფუსებდნენ. თხილი ჰქონდათ ეზოში და საქმიანობდნენ სახლში. როგორც მეზობელი ამბობს, საშინელი სუნი იგრძნო, ეზოში შესულა, მაგრამ თურმე ისეთი მძაფრი სუნი იყო, პოლიცია გამოიძახა. შეატყობინეს პოლიციას, პოლიციის მოსვლამდე სახლში არავინ შესულა, რადგან მიხვდნენ რომ რაღაც ხდებოდა. ისეთი სუნი იყო, ახლოსაც ვერ მივიდოდა ადამიანი. დარეკა პოლიციაში და ხალხიც მოგროვდა ეზოში, ჭიშკართან უკვე იგრძნობოდა ძალიან ცუდი სუნი. ძალოვნები რომ შევიდნენ სამივე გარდაცვლილი დახვდათ. თავიანთ საწოლებში ნახეს ისინი. ორი ერთ ოთახში და მესამე მეორე ოთახში. ბოლოს მეზობლებმა ალბათ ოთხი-ხუთი დღის წინ ნახეს, ამიტომ არის ვარაუდი, რომ რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან. ცხედრები გახრწნილია. მე როგორც კი შემატყობინეს, პოლიციამ რომ დამირეკა მივედი მაშინვე, მაგრამ სახლში შესვლა ვერ შევძელი, რადგან ძალიან მძაფრი სუნი იყო. საჭმლით ინტოქსიკაციას ვარაუდობენ, მაგრამ მე ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი. სიმართლე რომ გითხრათ, ისეთი სუნი იყო, ახლოსაც არ მივსულვარ. ფიზიკურად ვერ შევიდოდა სახლში უნიღბო ადამიანი. მჭიდრო მოსახლეობა არ არის, ახლო მეზობელი არ ჰყავდათ და ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ გვიან იპოვეს ცხედრები. სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან. ცოტა მოშორებით არის მეზობელი, მან გაიარა, უბრალოდ სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია. სულ ექვსი დედმამიშვილები იყვნენ, დღეს არც ერთი აღარ არის ცოცხალი. სამხარაული ალბათ იტყვის თავის სიტყვას, დადებს ექსპერტიზის პასუხებს. ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ მათ ახლობლებს.

    “კვირის პალიტრა” სამძიმარს

  • შემზარავი ამბავი – ზუგდიდში, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან

    შემზარავი ამბავი – ზუგდიდში, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან

    მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.