“ძალიან მძიმედ არის ეს ბავშვი, კომაშიაო” – ადგილობრივი მოზარდზე, რომელსაც სკვერში კონსტრუქცია დაეცა

Written by

in

💬 “მაღაზიიდან გამოვედი და იმ დროს გადაბრუნდა ეს საქანელა. აქ იყო ჩვეულებრივი სარწეველა, წინ იყო სკამი. ზედა მხარე მოხვდა, ზედ თმებიც კი ეკიდა. ძალიან მძიმედ არის ეს ბავშვი, კომაშიაო. ნაძალადევიდან, ქვემოდან იყო ამოსული… უბედურება მოხდა” | ამბობს TV პირველთან ადგილობრივი მოზარდზე, რომელსაც სკვერში კონსტრუქცია დაეცა.

🔴 დღეს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ივნისს ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოზარდებმა კონსტრუქცია დააზიანეს, ატრაქციონი ბავშვს დაეცა და მძიმე დაზიანება მიიღო.

💬 “მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის…” | აღნიშნულია განცხადებაში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *