“ოპერაში ვიყავით, ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მკითხა…” – რა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ეთერში? ‼

Written by

in

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ გაიხსენა, როგორ შესთავაზა, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატობა. ზურაბიშვილის განცხადებით, ამ თემაზე მათ შორის დეტალური განხილვა არ ყოფილა და დღემდე არ იცის, რატომ სწორედ ის შეარჩიეს კანდიდატად.

“ოპერაში ვიყავით. ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მკითხა – თქვენ კიდე გინდათო პრეზიდენტობაო? დავფიქრდი და უცებ ეხლა პასუხი უნდა გავცე და – რატომ არა? – ეს არის ჩემი ყველაზე ისეთი პასუხი და შემდეგ არანაირი შეხვედრა იმაზე, რომ გაერჩია მე რას ვფიქრობ. ერთი ერთზე არასდროს არ ყოფილა საუბარი, რომ აი თქვენ, როგორც პრეზიდენტი, რას აპირებთ? როგორ აპირებთ? – არაფერი! წავიდა და პარტიაში ჩემი კანდიდატურა გაიტანა, როცა პარტია რეალურად წინააღმდეგი იყო, ესეც ვიცი. ჩემი მთავარი კითხვა ამ ყველაფერზე დღეს და ჩემი შვილის მთავარი კითხვა არის – რატომ შენ? და არა მაქვს პასუხი” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “TV პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *