Blog

  • “2 მილიონი ლარი ვალი მაქვს… ალიმენტს მამა იხდის, მაგრამ..” – რას ყვება თამო ვაშალომიძე

    “2 მილიონი ლარი ვალი მაქვს… ალიმენტს მამა იხდის, მაგრამ..” – რას ყვება თამო ვაშალომიძე

    თამო ვაშალომიძე გადაცემა სარკასტიკას სტუმრობდა, სადაც ბევრ თემას შეეხო – ოჯახს, შვილებს, კომპანიას და ა.შ. წამყვანების შეკითხვაზე, თუ რატომ აღარ იძებნება მის გვერდზე ძველი, მოდელობის დროინდელი თამამი ფოტოები, თამო პასუხობს, რომ შვილების გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება და ისიც აღნიშნა, რომ ბევრ რამეს ნანობს წარსულში. მათ შორის მედავითნეობაზე ვრცლად საუბარს და ფსალმუნის წაკითხვას სატელევიზიო ეთერში. თამოს თქმით, 12-დან 15 წლამდე იყო მედავითნე ადგილობრივ ეკლესიაში, სანამ თბილისში წამოვიდოდა:

    — ფოტოები გაქრა. მე გავაქრე… როდესაც სოფია გავაჩინე, ბავშვთან ერთად ყველაფერი შეიცვალა დროთა განმავლობაში. უცებ გავხდი ცნობილი და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე…

    ვინ იყომთავარი სიყვარული?

    …მე ვფიქრობ, რომ ჩემი ყოფილი ქმარი იყო ჩემი ერთადერთი სიყვარული… მე გადაწყვეტილებებს უცებ არ ვიღებ. ჩვენ ერთი წლის დაშორებულები ვიყავით, სანამ მე „კი“-ს ვიტყოდი, ძალიან დიდხანს ვიბრძოდი… დაშორების მიზეზებზე არ მინდა საუბარი… ღალატი არ ყოფილა. ის დამშორდა და არა მე. აქედან დავიწყოთ… შესაბამისად, ღალატი არ ყოფილა… ბოლო წლები რთული იყო ურთიერთობა.

    დაშორების მერე გავრცელებული ამბავი, რომ ცოლ-ქმარმა დავა დაიწყო „თამოსკინზე“.

    … ეგ ისეთი თემაა… არაფერს არ მართმევდა… სასამართლო მაგაზე არ ყოფილა… არ მინდა ამაზე საუბარი… „თამოსკინი“ თავიდანვე ჩემი იყო, 100%-ით ჩემი იყო და არის… ჩემს ყოფილ ქმარს არ დავუკარგავ იმას, რომ მართლა ძალიან დამეხმარა თავიდან, ფინანსურად გვერდში დამიდგა, ყველაფერი მასწავლა — ინვოისის გაკეთება, ტრანსპორტირება და ასე შემდეგ…

    ერთი რამ ყოველთვის მინდა ვთქვა: ჩემი კომპანია ჩემი აშენებულია. ის, რომ ვიღაცამ მოგცეს 5 000 დოლარი და გითხრას — წადი, შეარჩიე პროდუქტები და ბიზნესი ააწყეო — ასე არ ყოფილა. მე არავის ვუკარგავ კარგს. დიდი თანხა არავის მოუცია. რაღაც თანხა იყო, მაგრამ არ მინდა დაკონკრეტება…

    მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახის, მაგრამ იმაზე დავას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ „თამოსკინი“ თუ კარგი პროდუქტი არ არის, ვერ გაიყიდება. მე შეიძლება ცნობილი ვიყო, მაგრამ თუ მომხმარებელი ერთხელ იყიდის და არ მოეწონება, მეორედ აღარ იყიდის…

    მე ჩემს ყოფილ ქმარს, როგორც ჩემი შვილების მამას, ძალიან დიდ პატივს ვცემ. დანარჩენი მისი პირადია… კარგი მამაა…

    სახლიდან წამოსვლა და ახალი ცხოვრება…

    სახლი, საიდანაც წამოვედით, ჩემი მეუღლის სახლი არ ყოფილა, მისი ოჯახის სახლი იყო. წამოვედი რაღაც მიზეზების გამო. საჭირო იყო, რომ წამოვსულიყავი და კარგიც იყო, რომ წამოვედი…

    2 მილიონი ლარი ვალი მაქვს… 2 მილიონს რაღაც აკლია… თქვენ როგორ ფიქრობთ? როცა სახლიდან მოდიხარ, ქირით გადადიხარ, უამრავი ხარჯი გაქვს, მანქანას ყიდულობ… ალიმენტს მამა იხდის, მაგრამ სკოლის გადასახადს მე ვიხდი – 7 900 დოლარს…სახლის ყიდვა, კომპანია, სტაფი, ხარჯები…

    პირადი…

    პირადში არაფერი ხდება…თვალები მიბრწყინავს ჩემი კომპანიისა და ჩემი შვილების გამო.კორეაში რომ ვიყავი, პარტნიორთან ერთად რაღაცები გადავიღეთ. ხალხმა იმდენი კომენტარი დაწერა… მაგრამ იმდენად კაცთმოძულე გავხდი, იმდენად მძიმე იყო ჩემთვის ეს დაშორება, რომ ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი ძალა ჩემი კომპანია, ჩემი შვილები და განვითარებაა.როცა მეკითხებიან, პირადში რა ხდება, პასუხი ერთია — არაფერი.

  • 🔴 დედა ემიგ­რან­ტია და სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­სულს ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დახ­ვდა -ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔴 დედა ემიგ­რან­ტია და სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­სულს ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დახ­ვდა -ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    გო­რის მე-11 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე, ვიქ­ტო­რია არუ­თი­ნი­ა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნას ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­უ­ტარ­და და ახლა ოჯა­ხი ექ­სპერ­ტი­ზის­გან ელო­დე­ბა პა­სუხს თუ რა გახ­და ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, გო­გო­ნა აბა­ზა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

    “ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯა­ხის წევ­რებს ამ დიდ ტრა­გე­დი­ას. ვიქ­ტო­რია ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლეა, მე-12 კლას­ში გა­და­ვი­და. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო. კარ­გად სწავ­ლობ­და, ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო­ნა. ზუს­ტი მი­ზე­ზი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ჯერ არ ვი­ცით, ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს ელო­დე­ბა ოჯა­ხი. ექ­სპერ­ტი­ზა გარ­დაც­ვლილ გო­გო­ნას უკვე ჩა­უ­ტარ­და. მე ნამ­დვი­ლად არ მაქვს პა­სუ­ხი, ზუს­ტად რით არის გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი. დენ­მა და­არ­ტყაო, თით­ქოს ით­ქვა, მერე ისიც ით­ქვა, რომ თით­ქოს გული გა­უ­ჩერ­და, აბა­ზა­ნა­ში იყო და გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ უჰა­ე­რო­ბით ხომ არ და­ე­მარ­თა, ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ არ ვი­ცით, ამ ვერ­სი­ე­ბი­დან ვერ­ცერ­თს ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და და ექ­სპერ­ტე­ბი და­ად­გე­ნენ ამ ტრა­გე­დი­ის მი­ზეზს.

    გო­გო­ნას სახ­ლში მოხ­და, ბავ­შვი აბა­ზა­ნა­ში იყო შე­სუ­ლი სა­ბა­ნა­ოდ და ეს ტრა­გე­დია მოხ­და. ხვალ არის უკვე დაკ­რძალ­ვა, ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი იყო, მე-12 კლას­ში გა­და­ვი­და წელს, კარ­გად სწავ­ლობ­და, ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი იყო, არც ის გა­მი­გია არას­დროს რომ რა­ი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქო­ნო­და. განაგრძეთ კითხვა>>>

  • 🔴 თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔴 თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ იმყოფებოდა.

    ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე, სამართალდამცველები.

    არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი თავისით გაუჩნდა. ცეცხლი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

    შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს “გურია ნიუსი” ავრცელებს.

  • გორში 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

    გორში 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

    სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა.

    როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა.

    „დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა.

    სასწავლო წლის დასრულებას, წესით, სიხარული, გეგმები და ზაფხულის მოლოდინი უნდა ახლდეს. მაგრამ ერთ-ერთ სკოლაში არდადეგები სრულიად სხვა ემოციით დაიწყო – ცრემლით, დუმილითა და აუტანელი ტკივილით.

    გარდაიცვალა 16 წლის ვიკა – ლამაზი, სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელსაც თანაკლასელები და მასწავლებლები განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ.

    მისი კლასელები წერენ, რომ ეს მათთვის უკვე მეორე უმძიმესი დანაკარგია ერთ წელიწადში. შარშან კლასმა კიდევ ერთი ბავშვი, გივიკო, დაკარგა და იმ ტკივილის მოშუშებაც ვერ მოასწრეს, რომ ბედმა ახალი, უმძიმესი დარტყმა მიაყენა.

    “სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც დღეს ჩვენი კლასი, მშობლები, მასწავლებლები და ბავშვები ვატარებთ…” – წერენ ისინი.

    მასწავლებლებიც ემოციურად ემშვიდობებიან თავიანთ მოსწავლეს: “ისევ მოუშუშებელი ტკივილით დავასრულეთ სასწავლო წელი… ახლა ჩვენი მოსწავლე, ცქრიალა ვიკა, ანგელოზებმა წაიყვანეს…”

    ვფიქრობ, ყველაზე მტკივნეული სწორედ ის არის, როცა ადამიანი, რომელსაც წინ მთელი ცხოვრება ჰქონდა, ასე ადრე ტოვებს ამ სამყაროს.

    ვიკას ოჯახს, ახლობლებს, თანაკლასელებსა და მთელ საზოგადოებას გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ“,- წერს ილია ჩაჩიბაია.

     

  • ‼️‼️ გიორგი გახარიას შოკისმომგვრელი განცხადება იხილეთ კომენტარში 👇👇

    ‼️‼️ გიორგი გახარიას შოკისმომგვრელი განცხადება იხილეთ კომენტარში 👇👇

    „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან „კოლაბორაციონიზმში“ ადანაშაულებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი.

    “რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება”- წერს ექს-პრემიერი.

    მისი თქმით, ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

    “რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება. ამ მიზნით, საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში დაინიშნა რუსი ჩინოსანი და სწრაფი ტემპით ხორციელდება 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება”.

    ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

    ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს და კვლავ უარს ამბობს ჩვენს მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს”, – წერს გახარია X-ზე.

  • სტიქია დასავლეთ საქართველოში, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. რა ხდება ადგილზე?

    სტიქია დასავლეთ საქართველოში, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. რა ხდება ადგილზე?

    სენკში სტიქიას ებრძვიან, ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილიდან ადგილობრივები ავცადებენ დაიტბორა საცხვრებელი სახლებიც.

    სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქის ზონაში პურვილივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამხაურები. მათივე ცნობით ქალაქში რთული მდგომარეობაა

  • საშინელი სანახავია… მთელ თბილისში ეს ხდება, ხალხს საერთოდ აღარ ერიდებიან” – რა გამოხმაურება მოჰყვა გელა დაიაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს?

    საშინელი სანახავია… მთელ თბილისში ეს ხდება, ხალხს საერთოდ აღარ ერიდებიან” – რა გამოხმაურება მოჰყვა გელა დაიაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს?

    “ეძებენ…” – პოეტ გელა დაიაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

    მთავარია, ომი არ არის და ქექონ რა პრობლემაა… ნემსებიც ეყაროს ქუჩაში და გინების კორიანტელიც ისმოდეს სკოლის ეზოდან პატარა ბავშვების, სიგარეტის სუნით გაჟღენთილები რომ დადიან 4-5 კლასელი გოგო-ბიჭები ეგეც არაუშავს, მთავარია მშვიდობა! ასეთ მშვიდობას რა ვუთხარი…

    სადაა პოლიცია? რუსთაველზე ტროტიარზე კი არ უნდა დასდევდნენ ხალხს და ამას თვალს არიდებდნენ…

    მთელ თბილისში ეს ხდება, ხალხს საერთოდ აღარ ერიდებიან – სადარბაზოები, სკვერები, სკოლის და საბავშვო ბაღების წინ, ყველგან ეს ხდება… თბილისის კედლები აჭრელებულია მათი ინტერნეტ საიტის წარწერებით, სადაც შეგიძლიათ ნარკოტიკი გამოიწეროთ და კურიერს მიაქვს პირდაპირ სახლში ხაჭაპურის ან პიცის მაგივრად, ყუთში შეფუთული. ყოველ მეტრში კამერებია და გგონიათ პოლიციამ არ იცის რაც ხდება? ასეთ ჭაობში საქართველო 90-იან წლებში არ ყოფილა. პატარა ბიჭებით დაწყებული და მოხუცებით დამთავრებული ყველა ამ საქმეშია ჩართული. ესენი ყველა ნარკომანი კი არ არის, ზოგი კურიერია და საკმაოდ დიდ თანხას უხდიან… ხალხი დაასაქმა ამ მთავრობამ, სამუშაო ადგილები შექმნა…

    ახლა ამას რომ უყურებ, ერთი ფრაზა მოგდის სამწუხაროდ ადამაინს თავში – ერი რომელსაც მომავალი არ აქვს…

    ვინც იღებს, ის უნდა მისულიყო და შეეჩერებინა. ასე შორიდან სეირის ყურების მოთხოვნილებაა, ჩვენი ტრაგედია.

    უკვე დღისით, მზისით, ბავშვები თამაშობენ, ისინი იქ რა დღეში არიან…

    საშინელი სანახავია ამდენი გაუბედურებული, დეგრადირებული და განადგურებული ახალგაზრდა… ამათ შემყურე, მომავლის იმედი მიკვდება მე პირადად…

    უნდა დავწერო ჩემი სათქმელი და არ გაბედოს დამიწეროს არავინ რამე უარყოფითი! ბოროტი, დასაჭერი და არა ადამიანები არიან, ვინც ნარკოტიკს ასე მალავს იქეთ, აქეთ… ახალგაზრდებს წამლავენ, სიცოცხლეს უსპობენ! მაგრამ თვითონ ახალგაზრდას რატომ არ ყოფნის გონება, ჭკუა, ნებისყოფა რომ არ გაეკაროს არანაირ ნარკოტიკს, წამალს, ტაბლეტებს? ახალგაზრდებო არ გაეკაროთ არანაირ საწამლავ ნარკოტიკებს! ნუ იღუპავთ თავს! იცხოვრეთ ჯანსაღად ღირსეულად! ბედნიერება და წინსვლა თქვენს ხელშია!

    ზომბებად გადაიქცა ეს ხალხი. ასე როგოე წაიწყმიდეთ სული… ამდენი ნარკომანი, ამდენი მკვლელი დღეს ჩვენს ქვეყანაში… მკვლელობა უფრო ხშირია, ვიდრე ქურდობა. მოეგეთ გონს ხალხო, რატომ ღუპავთ თქვენ თავს და სხვასაც აუბედურებთ. ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო და ქართველი ერი” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.

  • პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

    პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III, ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. პატრიარქი ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რვა წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.

    „ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა.

    პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად.

    ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.

    მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად.

    უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა”, – წერია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

  • „მის შესახებ ცუდი ხილვა მქონდა…“ ღმერთმა ნუ ქნას ეს ყველაფერი გამართლდეს , ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება

    „მის შესახებ ცუდი ხილვა მქონდა…“ ღმერთმა ნუ ქნას ეს ყველაფერი გამართლდეს , ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება

    ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“  აცხადებს, რომ საქართველო „ინარჩუნებს სტაბილურობასა და პირველ პოზიციას“, მაშინ როცა მსოფლიოს სხვა რეგიონებში სხვადასხვა ტიპის კრიზისები, კატასტროფები და არეულობები გაგრძელდება.

    მისი შეფასებით, გლობალურად მოსალოდნელია ბუნებრივი სტიქიების, მათ შორის მიწისძვრებისა და წყალდიდობების გახშირება, ასევე პოლიტიკური დაძაბულობები სხვადასხვა ქვეყანაში.

    „საქართველო ინარჩუნებს პირველ ადგილს და სტაბილურ ხაზს. ფარგლებს გარეთ კი ხდება კატასტროფები.  ნგრევები, მიწისძვრები, არეულობები და წყალდიდობები გაგრძელდება.  მინდა ვთქვა, რომ საქართველო ყველაზე წმინდა და დაცული მიწაა.

    ერთადერთი რისიც მეშინია ეს არის უცხოპლანეტელების თავდასხმა ამერიკაში, ზოგს ეს სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება და გავიგებთ. რადგან არეულობას გამოიწვევს. (შეიძლება დადგმულიც იყოს)

    უკრაინის ომს რაც შეეხება, უკრაინა უდიდეს დარტყმებს მიიღებს მომავალ პერიოდში. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. სამწუხაროა… ზელენსკის გადადგომაა მოახლოებული. მის შესახებ ცუდი ხილვა მქონდა… ზელენსკი დიდხანს ვერ იცოცხლებს.

    ამას ექსკლუზიურად გეუბნებით – მომავალ პერიოდებში 2032 წლამდე ისრაელი აუცილებლად დაარტყამს თურქეთს – უდიდესი კონფლიქტი ექნებათ ერდოღანს და ისრაელს. უდიდესი კრიზისი იქნება. კარგი ისაა, რომ საქართველო ყველაზე დაცულია. რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან დაზიანდება (მსოფლიო თამაშზე)  ვხედავ დიდ არეულობას და არ დამთავრდება კარგად“, – ამბობს გოგა მანია.

  • ‼ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს იხილეთ პირველი კომენტარი 👇

    ‼ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს იხილეთ პირველი კომენტარი 👇

    სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალდონელია სეტყვა.„26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.