Blog

  • თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა – კადრები ადგილიდან

    თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა – კადრები ადგილიდან

    საფრანგეთში, ქალაქ ტომბლენში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელსაც პარაშუტისტები გადაჰყავდა, თერთმეტი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

    ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად პილოტი და 10 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ხუთი სტუდენტი და ხუთი ინსტრუქტორი.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელსაც პარაშუტისტების სკოლა იყენებდა, ნენსი-ესის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

    ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კატასტროფის დროს აეროდრომზე დაღუპულთა ნათესავები იმყოფებოდნენ.

  • წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა… – ამინდი უარესდება

    წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა… – ამინდი უარესდება

    29 ივნისი – ორშაბათი

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით +14, +19°,  დღისით +23, +28°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით  +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°,  დღისით +16, +21°.

  • მიხო, მარო და სექსი …

    მიხო, მარო და სექსი …

    მარო და მიხო შეთანხმდებიან, რომ როდესაც სექსი მოგვინდება ზრდილობიან ვუთხრათ ერთმანეთს ამის შესახებო და მოიგონეს კოდური სიტყვა “მანქაზე დაბეჭდვა”. მოკლედ, ერთ დილასაც გასძახა მიხომ მაროს:

    -მარო მოდი ერთი საბეჭდ მანქანაზე დავბეჭდოთო.

    მარომ:

    – აი სარეცხს გავფენ და ამოვალო.

    შუადღე მოვიდა და მარო არ ჩანს. გადასძახა მიხომ:

    – მოდი ერთი დავბეჭდოთო.

    -აი ბოსტანს გავთოხნი და მოვდივარო.

    მოსაღამოვდა და მარო არ გამოჩნდა. გადასძახა ისევ მიხომ:

    – აი სადილს გავამზადებ და ამოვალო უპასუხა მარომ.

    დაღამდა და ავიდა მარო. მიხო წევს უკვე იძინებს და მარომ უთხრა:

    -მოდი მიხო დავბეჭდოთ მანქანაზეო.

    -აღარ მინდა უკვე, ხელით გადავწერეო – უპასუხა მიხომ : )

  • ყველაზე ძლიერი ბუნებრივი მკურნალია

    ყველაზე ძლიერი ბუნებრივი მკურნალია

    ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი კიდევ ერთ რჩევას ავრცელებს, სადაც ჭინჭარს „ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბუნებრივ მკურნალად“ მოიხსენიებს.
    მისი თქმით, ბუნებაში არსებობს მცენარეები, რომლებიც ყოველდღიურ რაციონში ჩართვის შემთხვევაში ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.
    „ჭინჭრის ფოთლის ჩაი – დავიწყებული სამკურნალო სასმელი. ადამიანების უმეტესობა ამ მცენარეს გვერდს უვლის და არ იცის… რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი მკურნალია.
    ჭინჭრის ფოთლის ჩაის შეუძლია:
    შეამციროს სახსრების ანთება მხარი დაუჭიროს ღვიძლის გაწმენდას გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა
    დაეხმაროს სისხლში შაქრის ბალანსს. ხელი შეუწყოს წონის კლებას გააძლიეროს თმა და კანი მხარი დაუჭიროს პროსტატის ჯანმრთელობას ეს არ არის თანამედროვე დანამატი.
    ეს არის უძველესი ცოდნა.
    როგორ მოვამზადოთ ჭინჭრის ჩაი:
    აიღეთ 1 სუფრის კოვზი გამხმარი ჭინჭრის ფოთოლი დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი დააფარეთ და დააყენეთ 10–15 წუთი. გაწურეთ და დალიეთ თბილი შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ლიმონი მინერალების უკეთ შეწოვისთვის.
    როდის დავლიოთსაუკეთესო დროა დილით, ცარიელ კუჭზე დღეში 1–2 ჭიქა საკმარისია მნიშვნელოვანია რეგულარულობა და არა გადამეტება. თქვენს სხეულს ქიმია არ სჭირდება. თქვენს სხეულს სჭირდება მინერალები, ქლოროფილი და ნამდვილი მცენარეული ძალა. ბუნება კურნავს, თუ მას შანსს მივცემთ,“ – აღნიშნავს არუნ ხათრი.
  • ⭕ 4 000-5 000 ლარი – ცნობილია რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში

    ⭕ 4 000-5 000 ლარი – ცნობილია რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში

    2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

    საქმიანობები, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 3 ათას ლარს აჭარბებს საქართველოში

    მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

    • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9 პროცენტით);
    • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 290.7 ლარი (გაიზარდა 3.1 პროცენტით);
    • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 230.4 ლარი (გაიზარდა 11.8 პროცენტით);
    • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 186 ლარი (გაიზარდა 7.1 პროცენტით).

    „2026 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების – 2 836 ლარი იყო.

    ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9.0%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 234.7 ლარი (9.0%).

    საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

    2026 წლის 1-ელ კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 166.3 ლარით (7.7%) და 2 335.9 ლარი შეადგინა.

    საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 358.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 632.7 ლარი, გაიზარდა 6.8%-ით)

    2026 წლის 1-ელ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.8 ლარით (11.2%) გაიზარდა და 2 413.7 ლარი შეადგინა.

    საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს,“ – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს – სპეციალისტების პროგნოზი

    რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს – სპეციალისტების პროგნოზი

    გლობალური კლიმატის ცვლილების ეპოქაში, მსოფლიო სულ უფრო ხშირად საუბრობს ფენომენზე, რომელიც წყნარ ოკეანეში იბადება, თუმცა მისი „ექო“ მთელ პლანეტაზე, მათ შორის საქართველოშიც ისმის. ეს არის ელ-ნინიო – ბუნებრივი მოვლენა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ამინდის მკვეთრ ანომალიებს იწვევს.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ოკეანეებისგან შორს, კავკასიის რეგიონში მდებარეობს, გლობალური კლიმატური სისტემები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როგორ აისახება წყნარი ოკეანის გათბობა ჩვენს რეალობაზე?

    მარტივად რომ ვთქვათ, ელ-ნინიო არის ოკეანისა და ატმოსფეროს ურთიერთქმედების ციკლი. ამ დროს წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში წყლის ზედაპირის ტემპერატურა ჩვეულებრივზე მეტად თბება. ეს „ზედმეტი სითბო“ ატმოსფეროში გამოიყოფა, ცვლის ჰაერის მასების მოძრაობას და მთელ მსოფლიოში იწვევს: ზოგან უპრეცედენტო გვალვებსა და ხანძრებს, ზოგან კი — კატასტროფულ ნალექებსა და წყალდიდობებს.

    როგორ აღწევს ოკეანის სითბო საქართველომდე?

    საქართველოზე ელ-ნინიო პირდაპირ გავლენას არ ახდენს, თუმცა ის მოქმედებს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცირკულაციურ სისტემებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ჩვენი რეგიონის ამინდს განსაზღვრავენ.

    კლიმატოლოგების დაკვირვებით, ელ-ნინიოს აქტიურ ფაზაში საქართველოში რამდენიმე ძირითადი ტენდენცია იკვეთება:
    1. ანომალიურად ცხელი ზაფხული;
    ელ-ნინიო, როგორც წესი, ზრდის გლობალურ ტემპერატურას. საქართველოში ეს ვლინდება ხანგრძლივი, დამღლელი სიცხის ტალღებით. ზაფხულის თვეებში თერმომეტრის ნიშნული ხშირად აჭარბებს ნორმას, რაც ქალაქებში ცხოვრებას აუტანელს ხდის, ხოლო რეგიონებში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის.
    2. არაპროგნოზირებადი ნალექები და ლოკალური შტორმები;
    ელ-ნინიოს პერიოდში ირღვევა ნალექების ბალანსი. მოსალოდნელია ხანგრძლივი გვალვები, რომლებსაც მოულოდნელად ცვლის უეცარი, კატასტროფული ხასიათის თავსხმა წვიმები. ასეთი ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი ნალექი ხშირად ხდება ნიაღვრების, მეწყერებისა და ღვარცოფების მიზეზი, რაც საქართველოს მთიანი რელიეფისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.
    3. თბილი ზამთარი;
    ელ-ნინიოს წლებში საქართველოში ზამთარი ხშირად ჩვეულებრივზე რბილი და თბილია. ბარში თოვლის საფარი მინიმალურია, თუმცა ეს სულაც არ არის კარგი ამბავი. თბილი ზამთარი ნიშნავს მთებში თოვლის ნაკლებობას, რაც გაზაფხულსა და ზაფხულში მდინარეების დაშრობას და წყლის დეფიციტს იწვევს.
    რა საფრთხეს უქმნის ეს ფენომენი ქვეყანას?
    მსგავსი გლობალური ძვრები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ყოველდღიურობაზე:
    სოფლის მეურნეობა: გაზაფხულის მოულოდნელი ყინვები ან ზაფხულის ხანგრძლივი გვალვები აზარალებს მოსავალს (განსაკუთრებით კახეთსა და შიდა ქართლში).
    წყლის რესურსები: სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტი სერიოზულ გამოწვევად იქცევა ხოლმე.ტურიზმი: ზამთრის კურორტებზე თოვლის ნაკლებობა პირდაპირ დარტყმას აყენებს სამთო-სათხილამურო სეზონს.მნიშვნელოვანია: ელ-ნინიო არ არის კლიმატის ცვლილების ერთადერთი მიზეზი, თუმცა კლიმატის გლობალური თბობა მას კიდევ უფრო აგრესიულს და არაპროგნოზირებადს ხდის.ელ-ნინიო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედამიწა ერთიანი ორგანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტროპიკული ქარიშხლები არ ბობოქრობს, წყნარი ოკეანის „ცხელი სუნთქვა“ ჩვენს კლიმატზეც ტოვებს კვალს. ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ამინდის ამ სიურპრიზებთან ადაპტაცია, წყლის რესურსების სწორი მართვა და სოფლის მეურნეობის ახალ რეალობაზე მორგება.

    წყარო: ​primetime.ge

  • 28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიური იქნება. კარგი დროა დაგროვილი საქმეების დასასრულებლად და ახალი იდეების განსახილველად. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

    კურო
    ოჯახი და პირადი ურთიერთობები დღის მთავარი თემა იქნება. სასურველია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მშვიდ გარემოში მიიღოთ.

    ტყუპები
    კომუნიკაცია წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრა ან ახალი ინფორმაცია, რომელიც მომავალში გამოგადგებათ.

    კირჩხიბი
    ყურადღება ფინანსებსა და ბიუჯეტზე გადაიტანეთ. ემოციური შესყიდვებისგან თავის შეკავება კარგი გადაწყვეტილება იქნება.

    ლომი
    თქვენი ენერგია და თავდაჯერებულობა სხვების ყურადღებას მიიპყრობს. კარგი დღეა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად.

    ქალწული
    სასურველია, ცოტა დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ. დასვენება და გეგმების გადახედვა უფრო პროდუქტიულს გაგხდით.

    სასწორი
    მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობა სასიამოვნო შედეგს მოგიტანთ. გუნდური მუშაობა განსაკუთრებით წარმატებული იქნება.

    მორიელი
    შესაძლოა, პროფესიულ სფეროში თქვენი შრომა დაფასდეს. მოთმინება სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.

    მშვილდოსანი
    ახალი ცოდნის მიღება ან მოგზაურობის დაგეგმვა შთაგაგონებთ. ოპტიმიზმი დღის მთავარი უპირატესობა იქნება.

    თხის რქა
    დღე ხელს უწყობს ფინანსური და იურიდიული საკითხების მოწესრიგებას. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერას.

    მერწყული
    პარტნიორული ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    თევზებიდღე შესაფერისია ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ რეჟიმსა და სამუშაო პროცესების ორგანიზებაზე ზრუნვისთვის. მცირე ცვლილებებიც კი დადებით შედეგს მოგიტანთ.

  • ‼ ივლისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    ‼ ივლისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C , მაღალმთიან ზონაში +17, +19°C -ის ფარგლებშია.

    ივლისი საქართველოს დიდ ნაწილში წლის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე +42, +45°C, ქართლსა და კახეთში +37, +41°C, მთაში +36, +42°C, მაღალმთიან ზონაში +31, +38°C-ს აღწევს.

    ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +12, +14°C-ს შეადგენს, ქართლსა და კახეთში +6, +13°C-ს, მთიან რაიონებში +5, +8°C-ს შეადგენს, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში კი +4°C-დან -3°C-მდე იკლებს.

    ყინვები შესაძლებელია 1-2 დღეს აღინიშნოს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ივლისის თვეში ყინვას არ ელოდებიან.

    ივლისის თვეში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რაც 190-230 მმ-ს შეადგენს. კოლხეთის დაბლობზე თვეში მოსული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 60-150 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა ქვეყნის მთიანი და მაღალმთიანი ზონა, სადაც მოსული ნალექების რაოდენობა 50-100 მმ-ს შეადგენს.

    კოლხეთის დაბლობის გამოკლებით, ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოში ივნისთან შედარებით ყველგან მცირდება. მისი მნიშვნელობა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში საშუალოდ 8-10, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 6-11 დღეს შორის მერყეობს.

    დასავლეთ საქართველო

    შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო ტემპერატურასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +19, +16° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +36°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +25°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +18, +19°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება მთაში ღამით +17, +14°C -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +12, +9°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება მთაში დღისით +34, +37°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +30, +33°C -მდე.

    აღმოსავლეთ საქართველო

    ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24 +27°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +16, +13°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +36, +39°C-მდე.

    ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

    კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე, თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17, +14°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +38°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მთაში მოსალოდნელია +21, +23°C, მაღალმთიან რაიონებში +17, +18°C, რაც 10-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9, +6°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +34, +37°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +32°C-მდე.