„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს. „ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია. რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს,“ – ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის მიმართვაში.
„ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ, დღეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს.
ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე“, – მიმართა ეკა კუპატაძემ.
ჰიპ-ჰოპ არტისტისა და მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს ყოფილი მეუღლე ანუკა გიორგელაშვილი პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს წლების წინ მომხდარ ინციდენტზე და გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა, მათი შვილი სამშობიაროდან გააშვილეს, მათ კი უთხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა.
„ვიმშობიარე 1998 წელს 16 დეკემბერს, გაჩნდა მარიამი – გოგო. ორსულობაც იყო ჩვეულებრივად, ნორმალურად მიმდინარეობდა ყველაფერი. მშობიარობაც ნორმალურად. გაჩნდა, მომილოცეს, რომ გამიჩნდა უჯანმრთელესი შვილი. გადამიყვანეს პალატაში, ვაჭამე. ექვსი საათი მე მყავდა ბავშვი და პერიოდულად შემოდიოდა ექთანი. „გავიყვანთ, უნდა დაისვენო“. 17 წლის ვიყავი. გაიყვანეს ბავშვი, შენ დაისვენეო.
წინათგრძნობა მქონდა სასწაული, ბოლო პერიოდი მქონდა საოცარი შიში, ოღონდ რის მეშინოდა, მე თვითონ არ ვიცოდი და რაღაცნაირად მინდოდა, რომ ბავშვი ჩემთან ყოფილიყო. გავედი, რომ შევხედე ოთახში, ბლოკში, სადაც ბავშვები იყვნენ, ვხედავ, რომ ჩემი შვილი აღარ არის იქ, სადაც აწერია გვარი, იქ აღარ წევს. დავიწყე კითხვა, რომ ბავშვი სად არის მეთქი. არავინ იყო. გამოვიდა პედიატრი და მეუბნება ტექსტს, რომ შენს შვილს გაუჭირდა მუცლიდან გამოსვლა და გადავიყვანეთ ბაროკამერაში, სადაც დედის ჟანგბადს ისუნთქებს რაღაც პერიოდი. იქ არ შემიშვეს.
გამოვიდა პედიატრი, დამამშვიდა, არაფერიო სერიოზული პრობლემა არ არის, ნუ გეშინიაო და დამიწყო გამოკითხვა. მთელი გენეტიკა გამოიკითხა, ვის რა პრობლემა ჰქონდა. და არავის არაფერი პრობლემა არ გვქონია, ვიყავით ჯანმრთელები. ანუ გაიგეს ეს ყველაფერი და დააზუსტეს. კარგიო, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო და დამიდეს რაღაც ფურცლები, რაც დღემდე არ მასვენებს.
რაღაცებზე მაქვს ხელი მოწერილი ისე, რომ არც წამიკითხავს, იმიტომ, რომ ვიჯექი ვტიროდი, რაღაც ბავშვურად ეს ჩემი ემოციები იყო და მომაწერინეს რაღაცაზე ხელი. ვერ ვისვენებდი, გამოვდიოდი, მივდიოდი, გამოვდიოდი, მივდიოდი და ამ ნერვიულობის ფონზე და რომ დაინახეს, რომ ძალიან ემოციებში ვიყავი, ერთ-ერთი ექიმი მოდის და მეუბნება ტექსტს, რომელიც ცხოვრებაში არ დამავიწყდება: „კაი, რა გატირებს, პატარა ხარ, კიდე მილიონ ბავშვს გააჩენო. ნუ, ეს ჩვეულებრივი ტექსტი, მათი სტანდარტული, დამამშვიდებელი. აი მანდ ჩავიკეცე, იმიტომ, რომ მივხვდი, რაღაც ხდებოდა. შემოდის ექთანი, მიკეთებს ნემსს, დამამშვიდებელს გაგიკეთებო, გავითიშე, მთელი ღამე მეძინა. დილით რომ გავიღვიძე, უკვე ამბები დამხვდა, მაგრამ მე მაინც არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილი იყო, ვითომ გარდაცვლილი.
დილით დაურეკეს დედაჩემს და კახას. უკვე ემზადებოდნენ ისინიც ჩამოსასვლელად, პამპერსები, რაღაცები უნდა ჩამოეტანათ და ეუბნება ექიმი, რომ ბავშვი დამძიმდა, სასწრაფოდ ჩამოდითო. ოღონდ, რომ ჩავიდნენ, ათი წუთიც არ უნდოდა ჩემი სახლიდან ჩაჩავამდე ჩასვლას, ეუბნებიან, რომ დაგირეკეთ, უკვე ბავშვი გარდაცვლილი იყო და ვერ გითხარითო.
სახელიც დავარქვი, მერე საბუთებში აღმოჩნდა რომ შეუცვალეს სახელი1, ჩემმა მეუღლემ გაიგიჟა თავი და გამოატანეს. მაგრამ როგორც ჩანს სხვა ბავშვი იყო. იმიტომ რომ ჩემი შვილი იყო შავგვრემანი და გარდაცვლილი ბავშვი იყო თეთრი და ქერა. ოღონდ ეს გაიგეთ მერე.
დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე ნათესავებთან მოკითხვა ვინ ნახა ბავშვი მეთქი, ზუსტად ვიცოდი რომ ის ბავშვი არ არის ჩემი შვილი. პირველი დღიდან ვიცოდი, მერე გვეძახდნენ, რომ თქვენ ანუ ილუზიებში ხართო ორივე.
ოთხი წელი არ იძებნებოდა დაბადების მოწმობა, შემდეგ გამოჩნდა ოღონდ მე დავარქვი მარიამი, იქ არის გატარებული ელენეთი. ჩაჩავაშიც ელენეთი არის გატარებული. თვითონ იყო შოკში ეს ბიჭი, ვაიმე ცოცხალიაო, იმიტომ რომ გარდაცვალება არ არისო და უცბად მიყურებს და არააო, ასე აწერია რომ მოკვდაო, კუთხეში ხელით მიჯღაბნილი მოკვდა.
ჩაჩავაში ჯერ მითხრეს, რომ ყველანაირი საბუთი დამწვარიაო და მერე აღმოჩნდა რომ არ იყო დამწვარი. იქ წერია, რომ ფილტვი არ გაეხსნა და ტვინში გაჟონვა იყო გარდაცვალების მიზეზი. ფილტვი არ გაიხსნა ექვსი საათის მერე?!
ბოლო წლები უკვე დავხურე ეგ თემა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ცუდად ვიყავი რაღაც პერიოდი და ვცდილობ, რომ აღარ ვილაპარაკო მაგ თემაზე. მოლოდინი გვაქვს, გვაქვს და იმედი არის მაინც ცოტა მაგრამ რა ვიცი. ყველაზე მეტად მაგის მეშინია, რომ იმ ჩემმა შვილმა სადღაც რომ გაიგოს, აყვანილია, იქ ჩემი ხელმოწერა არის, შეიძლება რომ მე გავაშვილო? შეიძლება არ დაიწყოს ძებნა ,ყველაზე მეტად რისიც მეშინია“, – ამბობს ანუკა გიორგელაშვილი.
აშშ-ში, მისურის შტატში, 10 წლის ბიჭს 7 თვის გოგონას მკვლელობისთვის პირველი ხარისხის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ People-ი სენტ-ლუისის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
სასიკვდილო გასროლა 26 ივნისს, ნორთ ბროდვეიზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. გამოძიების თანახმად, ტრაგედია რამდენიმე წუთში განვითარდა: მოზარდმა იარაღი ლეიბის ქვეშ იპოვა. ბავშვის ხელით გასროლილი ტყვია ჩვილი ბავშვისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა და პირდაპირ თავში მოხვდა.
გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ბიჭის მამასაც მეორე ხარისხის მკვლელობასა და ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ბრალდებებში წაუყენეს ბრალი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭმა მკვლელობის შტატის რეკორდი მოხსნა – მისი ასაკის ბავშვისთვის არასდროს წაუყენებით ბრალი მკვლელობაში.
რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.
საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.
რა იცვლება კონკრეტულად?
ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.
რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:
ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
ან საინვესტიციო მიზნით;
ან სათამაშო ბიზნესში;
ან ვირტუალურ აქტივებთან;
ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.
რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?
ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.
„მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.
ვერძი – დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებამდე დეტალები გადაამოწმეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლე გელით.
კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა, მოულოდნელი ხარჯი გაჩნდეს, თუმცა დღის ბოლოს ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.
ტყუპები – კომუნიკაცია თქვენი მთავარი ძალა იქნება. წარმატებას მიაღწევთ მოლაპარაკებებსა და საქმიან შეხვედრებზე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და გადაღლას მოერიდეთ.
კირჩხიბი – ემოციური დღე გელით. ინტუიცია სწორ მიმართულებას გაჩვენებთ, ამიტომ საკუთარ შინაგან ხმას ენდეთ. ოჯახთან გატარებული დრო ენერგიას შეგმატებთ.
ლომი – შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. კარგი დღეა კარიერული გეგმების განსახორციელებლად და საკუთარი იდეების წარმოსაჩენად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.
ქალწული – დაგეგმილი საქმეების დასრულება გაგიადვილდებათ. ორგანიზებულობა წარმატების მთავარი გასაღები იქნება. მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას როგორც საკუთარი, ისე სხვების მიმართ.
სასწორი – დღე ჰარმონიულად წარიმართება. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის ან ძველი ურთიერთობის გასაძლიერებლად. ფინანსურ საკითხებში ზომიერება შეინარჩუნეთ.
მორიელი – შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ნუ იჩქარებთ — კარგად გააანალიზეთ ყველა ვარიანტი. საღამოს დასვენება და სიმშვიდე განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.
მშვილდოსანი – ოპტიმიზმი და ენერგია დაგეხმარებათ რთული საკითხების მოგვარებაში. მოგზაურობასთან, სწავლასთან ან ახალ ცოდნასთან დაკავშირებული შესაძლებლობა შეიძლება გამოჩნდეს.
თხის რქა – პრაქტიკული მიდგომა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. სამუშაო გარემოში თქვენი ძალისხმევა დაფასდება. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებს.
მერწყული – ახალი იდეები და საინტერესო შეთავაზებები შეიძლება მიიღოთ. არ შეგეშინდეთ ცვლილებების — ისინი მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება. საღამოს დასვენება აუცილებელია.
თევზები – დღე შემოქმედებითი ენერგიით იქნება სავსე. კარგი დროა საყვარელი საქმიანობისთვის, ახალი გეგმების დასაწყებად და საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. მოერიდეთ ემოციურ გადაწყვეტილებებს.
რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.
საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.
რა იცვლება კონკრეტულად?
ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.
რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:
ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
ან საინვესტიციო მიზნით;
ან სათამაშო ბიზნესში;
ან ვირტუალურ აქტივებთან;
ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.
რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?
ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.
„მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„30 ივნისის მარწყვის მთვარეა
სახელწოდება „მარწყვის მთვარე“ მომდინარეობს ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხებისგან (ინდიელებისგან). ეს სახელი აღნიშნავდა დროს, როდესაც ზაფხულის დასაწყისში ველური მარწყვი მწიფდებოდა. ეს არის ხვავის, მადლიერებისა და ბუნების ტკბილი საჩუქრების სიხარულის მთვარე.
მარწყვის მთვარე სინამდვილეში არ არის წითელი ან ვარდისფერი ფერის. სახელი მოდის ველური მარწყვის დამწიფებიდან და არა მთვარის შეფერილობიდან.
მარწყვის მთვარე არის მიკრომთვარე (Micromoon). ეს ნიშნავს, რომ ის დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფ წერტილში (აპოგეაში) იმყოფება. ამის გამო, ის ჩვეულებრივ სავსე მთვარეზე ოდნავ პატარა და ნაკლებად კაშკაშა გამოჩნდება.
სავსემთვარეობის რიტუალი
თუ ფიქრობდით, რომ (სან-ხუანის) ენერგეტიკული პორტალი უკვე დაიხურა, ბევრი ეზოთერული ტრადიციის მიხედვით, ეს ასე არ არის.
ითვლება, რომ ცეცხლი განწმენდს, ხოლო სავსე მთვარე ახალ ენერგიას, კურთხევასა და განახლებას ატარებს. სწორედ ამიტომ, ეს სავსემთვარეობა ბევრისთვის მადლიერების, ძველის დასრულებისა და ახალი სურვილების ჩაფიქრების განსაკუთრებულ დროდ მიიჩნევა.
საქართველოში მარწყვის სავსემთვარეობის პიკური მომენტი 2026 წლის 30 ივნისს, 03:57 საათზე (თბილისის დროით) დადგება. სწორედ ამ დროს, ან მის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში, რიტუალის შესრულება ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევა.
რიტუალი
აანთეთ სანთელი (ან თუ შესაძლებელია, იყავით ცეცხლთან), რამდენიმე წამით შეხედეთ მთვარეს, გაშალეთ ორივე ხელისგული, თითქოს მის სინათლეს იღებთ და სამჯერ წარმოთქვით:
„განწმენდის წმინდა ცეცხლო,
კურთხევის მანათობელო მთვარევ,
რაც ძველია, სიყვარულით დასრულდეს,
რაც ახალია, სიხარულით შემოვიდეს.
დაე, ჩემი გზა გაიხსნას
იღბლის, სიუხვის, სიმშვიდისა და კეთილდღეობისკენ.
ასე იყოს. ასე იყოს. ასე იყოს.“
შელოცვის წარმოთქმისას წარმოიდგინეთ, როგორ ტოვებს თქვენს ცხოვრებას ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ და როგორ ივსებით ახალი შესაძლებლობებით, სიუხვით, იღბლითა და ბედნიერებით.
დაე, ეს სავსემთვარეობა გახდეს თქვენი ცხოვრების ახალი, ნათელი და წარმატებული ეტაპის დასაწყისი.
ისევე, როგორც მარწყვი მწიფდება, ასევე მწიფდება ჩვენი ოცნებები, მიზნები და გულები”,- წერს იოსელიანი.
სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შეხვდებით. დედების მთავარი კითხვაა, როგორ და რა გზით მოაშორონ შვილებს ტილები. რჩევები განსხვავებულია. დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხშირად შეხვდებით ისეთ რჩევებს, სადაც დედები ძაღლების რწყილის წამლის, “ბარსის” გამოყენებას ურჩევენ.