Blog

  • „შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ…“ – რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

    „შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ…“ – რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

    UFC-ის მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგი სოციალურ ქსელში ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
    პოსტს ემოციური ტექსტიც ახლავს – „შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ…“

    ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგის ურთიერთობა წლების განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. წყვილი სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდა ერთობლივ ფოტოებს და ბევრისთვის ჰარმონიული ურთიერთობის მაგალითს წარმოადგენდა.

    მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათი გზები გაიყო, თუმცა არც ერთ მხარეს ურთიერთობის დასრულების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია.
    წყვილის ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ტაბლოიდური პრესა მუდმივად აკვირდება ორივე მხარის აქტივობას სოციალურ ქსელში.


    წყარო: ​primetime.ge

  • “მიდი კახა არ დამზოგო!” – ორი დღის გადასული ვიყავი, საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი დაღლილი უცებ ზევიდან ატყდა ხმაური

    “მიდი კახა არ დამზოგო!” – ორი დღის გადასული ვიყავი, საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი დაღლილი უცებ ზევიდან ატყდა ხმაური

    ჩემმა ყოფილმა მდგმურმა ბინა იყიდა რუსთავში. ამას წინათ გამომიარა და ეს ამბავი მომიყვა.
    ორი დღის გადასული ვიყავი, საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი დაღლილი უცებ ზევიდან ატყდა ხმაური, თავიდან ვიფიქრე რომ ჩხუბობდნენ, მაგრამ მერე მივხვდი რომ ნამეტანი ვნებიანი სექსი ხმები იყო…თან არ ჩერდებოდნენ…მარტო ვიყავი და გრძნობებს რომ არ ავყოლოდი ტელევიზორი ჩავრთე მუსიკალურ არხზე ბოლომდე ავუწიე…ჩამეძინა…გამაღვიძა გაბმულმა ზარმა, გავაღე კარი და ვიღაც მაღალი ულვაშებიანი კაცია..
    – რა ხდება მეგობარო!…ცოტა რომ ჩაუწიო ტელევიზორს არ შეგიძლია?!…ხალხი ცხოვრობს აქ!… ღამეა და ძილი გვინდა!…
    – თქვენ ვინ ბრძანდებით?…
    – ზედა მეზობელი ვარ!..
    – აა ზედა?!..ანუ თქვენ მუსიკის ხმამ შეგაწუხათ და “მიდი კახა არ დამზოგო!” და ” არ გაჩერდე კახა რა კარგი ხარ !” ამის ხმამაღლა ყვირილი ძილისპირულია მეზობლებისთვის თქვენი აზრით?!…
    – ვინ კახა?!..ზურა მქვია!..სამსახურიდან გვიან მოვედი… უცებ გაფითრდა…
    – ნაღდად ზემოდან მოდიოდა ეგ ხმები?… აქ უკვე მივხვდი რომ შარში გავყავი თავი…
    შენიშვნა : ფოტო პირობითია

  • “ცომი, რომლითაც იმერულს, აჭარულს, მეგრულს და ლობიანს ვაკეთებ… მე ამით ვმუშაობ”

    “ცომი, რომლითაც იმერულს, აჭარულს, მეგრულს და ლობიანს ვაკეთებ… მე ამით ვმუშაობ”

    „ცომი, რომლითაც იმერულს, აჭარულს, მეგრულს და ლობიანს ვაკეთებ… მე ამით ვმუშაობ“ – ალეკო ჯავაშვილი უნივერსალური ცომის მისეულ ვარიანტს გვიზიარებს
    დაგჭირდებათ:
    ფქვილი 3 კილოგრამი
    ზეთი 60 გრამი
    წყალი 1,300 ლიტრი
    მარილი 2 სუფრის კოვზი
    მშრალი საფუარი 1 სუფრის კოვზი (მაქსიმუმ, 8 გრამი)
    მოვზილოთ ცომი და ბოლოს შევაზილოთ ზეთი.მოგეჩვენებათ, რომ მაგარია, მაგრამ ასე არ არის, ძალიან დარბილდება. ცომს არ ვფუთავთ, ვაკრავთ მხოლოს სამზარეულოს ცელოფანს – ამბობს მზარეული.
  • ვრცელდება კადრები, როგორ ტოვებს ილია თოფურია საავადმყოფოს – როგორ გამოიყურება ქართველი მებრძოლი?

    ვრცელდება კადრები, როგორ ტოვებს ილია თოფურია საავადმყოფოს – როგორ გამოიყურება ქართველი მებრძოლი?

    სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ დატოვა ილია თოფურიამ საავადმყოფო, სადაც ჯასტინ გეიჯთან ბრძოლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. განაგრძეთ კითხვა>>>

  • გოგა მანია ივლისის თვის ფინანსურად წარმატებულ ზოდიაქოს 4 ნიშანს ასახელებს

    გოგა მანია ივლისის თვის ფინანსურად წარმატებულ ზოდიაქოს 4 ნიშანს ასახელებს

    ეზოტერიკოსი გოგა მანია ივლისის  ფინანსურად წარმატებულ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს.

    ესენია: მშვილდოსანი, ვერძი, ლომი და კირჩხიბი.

    ვრცლად 

  • „30 ივნისს მარწყვის მთვარეა, აანთეთ სანთელი და წარმოთქვით ეს სიტყვები” – ეზოტერიკოსი რიტუალს გვიზიარებს

    „30 ივნისს მარწყვის მთვარეა, აანთეთ სანთელი და წარმოთქვით ეს სიტყვები” – ეზოტერიკოსი რიტუალს გვიზიარებს

    მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.

     

    „30 ივნისის  მარწყვის  მთვარეა
    სახელწოდება „მარწყვის მთვარე“ მომდინარეობს ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხებისგან (ინდიელებისგან). ეს სახელი აღნიშნავდა დროს, როდესაც ზაფხულის დასაწყისში ველური მარწყვი მწიფდებოდა. ეს არის ხვავის, მადლიერებისა და ბუნების ტკბილი საჩუქრების სიხარულის მთვარე.
    მარწყვის მთვარე სინამდვილეში არ არის წითელი ან ვარდისფერი ფერის. სახელი მოდის ველური მარწყვის დამწიფებიდან და არა მთვარის შეფერილობიდან.
    მარწყვის მთვარე არის მიკრომთვარე (Micromoon). ეს ნიშნავს, რომ ის დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფ წერტილში (აპოგეაში) იმყოფება. ამის გამო, ის ჩვეულებრივ სავსე მთვარეზე ოდნავ პატარა და ნაკლებად კაშკაშა გამოჩნდება.

    სავსემთვარეობის რიტუალი
    თუ ფიქრობდით, რომ (სან-ხუანის) ენერგეტიკული პორტალი უკვე დაიხურა, ბევრი ეზოთერული ტრადიციის მიხედვით, ეს ასე არ არის.
    ითვლება, რომ ცეცხლი განწმენდს, ხოლო სავსე მთვარე ახალ ენერგიას, კურთხევასა და განახლებას ატარებს. სწორედ ამიტომ, ეს სავსემთვარეობა ბევრისთვის მადლიერების, ძველის დასრულებისა და ახალი სურვილების ჩაფიქრების განსაკუთრებულ დროდ მიიჩნევა.
    საქართველოში მარწყვის სავსემთვარეობის პიკური მომენტი 2026 წლის 30 ივნისს, 03:57 საათზე (თბილისის დროით) დადგება. სწორედ ამ დროს, ან მის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში, რიტუალის შესრულება ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევა.
    რიტუალი
    აანთეთ სანთელი (ან თუ შესაძლებელია, იყავით ცეცხლთან), რამდენიმე წამით შეხედეთ მთვარეს, გაშალეთ ორივე ხელისგული, თითქოს მის სინათლეს იღებთ და სამჯერ წარმოთქვით:

    „განწმენდის წმინდა ცეცხლო,
    კურთხევის მანათობელო მთვარევ,
    რაც ძველია, სიყვარულით დასრულდეს,
    რაც ახალია, სიხარულით შემოვიდეს.
    დაე, ჩემი გზა გაიხსნას
    იღბლის, სიუხვის, სიმშვიდისა და კეთილდღეობისკენ.
    ასე იყოს. ასე იყოს. ასე იყოს.“

    შელოცვის წარმოთქმისას წარმოიდგინეთ, როგორ ტოვებს თქვენს ცხოვრებას ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ და როგორ ივსებით ახალი შესაძლებლობებით, სიუხვით, იღბლითა და ბედნიერებით.
    დაე, ეს სავსემთვარეობა გახდეს თქვენი ცხოვრების ახალი, ნათელი და წარმატებული ეტაპის დასაწყისი.
    ისევე, როგორც მარწყვი მწიფდება, ასევე მწიფდება ჩვენი ოცნებები, მიზნები და გულები”,- წერს იოსელიანი.

     

  • 29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღე.

    კურო

    ყურადღება ფინანსებს და ყოველდღიურ საქმეებს მიაქციე. ზედმეტ ხარჯებს მოერიდე.

    ტყუპები

    კომუნიკაცია წარმატებას მოგიტანს. საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი.

    კირჩხიბი

    საკუთარ ემოციებს მეტი დრო დაუთმე. დასვენება ენერგიას შეგმატებს.

    ლომი

    იდეების წარმოსაჩენად ხელსაყრელი დღეა. თავდაჯერებულობა შედეგს მოგიტანს.

    ქალწული

    გეგმების დალაგება და მნიშვნელოვანი საკითხების დასრულება გაგიადვილდება.

    სასწორი

    ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    მორიელი

    მოთმინება საუკეთესო მოკავშირე იქნება. ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.

    მშვილდოსანი

    ახალი შესაძლებლობა შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს. იყავი გახსნილი ცვლილებების მიმართ.

    თხის რქა

    შრომა და პასუხისმგებლობა დაფასდება. საღამოს დასვენებისთვის დრო გამონახე.

    მერწყული

    შემოქმედებითი იდეები წარმატებას მოგიტანს. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება.

    თევზები

    ინტუიციას ენდე, მაგრამ გადაწყვეტილებები ფაქტებზე დაყრდნობით მიიღე. დღე მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის.

  • ✨⬇ „ჰოლანდიაში დაიბადა, სანდრა იყო წასული…“ – ედუარდ სააკაშვილი პირველი შვილის მამა გახდა, რა დაარქვეს ახალშობილს

    ✨⬇ „ჰოლანდიაში დაიბადა, სანდრა იყო წასული…“ – ედუარდ სააკაშვილი პირველი შვილის მამა გახდა, რა დაარქვეს ახალშობილს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რამდენიმე დღის წინ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მისი პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი ილი­კო სა­ა­კაშ­ვი­ლი ახ­სე­ნა.

    რო­გორც ირ­კვე­ვა, შვი­ლი მის ვაჟს ედუ­არდს რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­ე­ძი­ნა.

    ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს­დღე­ო­ბით ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტია. იგი ამ­ჟა­მად ნი­დერ­ლან­დებ­ში ცხოვ­რობს და იქ აგ­რძე­ლებს თა­ვის წარ­მა­ტე­ბულ პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას. სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა – მა­დი­ნა მე­ლაა. წყვი­ლი მე­დი­ის­გან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან დის­ტან­ცი­უ­რად ცხოვ­რობს. ისი­ნი თით­ქმის არ ჩნდე­ბი­ან არ­სად, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა პრე­სის ფურ­ცლებ­ზე მოხ­ვდნენ.

    AMBEBI.GE მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მას ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილს ესა­უბ­რა, ვის­თვი­საც ილი­კო პირ­ვე­ლი შვილ­თაშ­ვი­ლია:

    „ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა პა­ტა­რას მოვ­ლი­ნე­ბამ, ედუ­არ­დის შვი­ლია ილი­კო, ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­ხე­ლი ჰქვია, კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვი­სი. დე­ტა­ლებს მე ვერ გე­ტყვით, სან­დრა იყო წა­სუ­ლი მაგ დროს ჰო­ლან­დი­ა­ში (იქ და­ი­ბა­და ილი­კო) და მას შე­ეხ­მი­ა­ნეთ. კი ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მათ ტე­ლე­ფო­ნით, მაგ­რამ ახლა სხვა რა­ღა­ცებ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი, ვი­ა­ვად­მყო­ფე ძა­ლი­ან, ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, გუ­შინ კი­დევ, 82 წლის გავ­ხდი. პირ­ვე­ლი შვილ­თაშ­ვი­ლია ჩემ­თვის და უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა“. – ამბობს ნიკოლოს სააკაშვილი.

    სრულად იხილეთ AMBEBI.GE -ზე

  • ცნობილია! – როდის შედგება თოფურიასა და გეიჯის რემატჩი

    ცნობილია! – როდის შედგება თოფურიასა და გეიჯის რემატჩი

    ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ, ილია თოფურიას 180-დღით (6-თვით)  ეკრძალება ოქტაგონზე დაბრუნება, სანამ მას თვალის არეში დაზიანებების გამო ყბა-სახის ქირურგი , ოფიციალურად არ გასცემს ნებართვას.,

    როგორც ადრე დავწერე სტატუსში, მას ორივე თვალის ორბიტალური ძვლის მცირე მოტეხილობა აქვს  (უფრო მეტად მარჯვენა თვალზე) და გატეხილი აქვს ცხვირი.

    საბედნიეროდ, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა და იგი მკურნალობასა და რეაბილიტაციას სახლში გადის. სამედიცინო  კონტროლის ქვეშ.

    ექიმების გაცემული 180-დღიანი შეზღუდვის გამო, „ელ მატადორი“ ოქტაგონს 2026 წელს სავარაუდოდ ვეღარ დაუბრუნდება და სრულ გამოჯანმრთელებაზე იქნება ფოკუსირებული.

    გარდა ამისა, თავად ჯასტინ გეიჯიმ დაადასტურა, რომ ის 2026 წელს ბრძოლას აღარ აპირებს.

  • თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა – კადრები ადგილიდან

    თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა – კადრები ადგილიდან

    საფრანგეთში, ქალაქ ტომბლენში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელსაც პარაშუტისტები გადაჰყავდა, თერთმეტი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

    ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად პილოტი და 10 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ხუთი სტუდენტი და ხუთი ინსტრუქტორი.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელსაც პარაშუტისტების სკოლა იყენებდა, ნენსი-ესის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

    ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კატასტროფის დროს აეროდრომზე დაღუპულთა ნათესავები იმყოფებოდნენ.