საზარელი ავარიის პირველი კადრები, რომელსაც მე-12 კლასელი ემსხვერპლა – 17 წლის სპორტსმენი თავად მართავდა მანქანას, რომელიც ბოძს შეეჯახა

საზარელი ავარიის პირველი კადრები, რომელსაც მე-12 კლასელი ემსხვერპლა – 17 წლის სპორტსმენი თავად მართავდა მანქანას, რომელიც ბოძს შეეჯახა
არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს.
„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავებას უდასტურებენ.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
მანამდე, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მალანია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლანჩხუთში დააკავეს.
გიგა ავალიანის დედის ეკა კუპატაძის განცხადებით, „გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება“.
„რომ არ გიორგი მალანია, შესაძლებელია დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო, რადგან ნია იმნაძე ამ ყველაფერს სისრულეში მაინც მოიყვანდა თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად, მაგრამ საქმე ისაა, რომ გიგა მოკლეს 1-ელ ოქტომბერს, 2 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე იყო და სავარაუდოდ, ჩვენ ერთად წავიდოდით სახლში. გიორგი მალანიამ დააჩქარა გიგა ავალიანის მკვლელობა და კიდევ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება, იმიტომ, რომ გიორგი მალანია სახეში უყურებდა გიგას, მან იცოდა, რომ გიგას წუთები დათვლილი იყო. მან იცოდა, რომ მის მასწავლებელს მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ბოლო მითითებები, ზუსტად არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ ბოლო მითითებები მან ალექსანდრე გაბაშვილს მისცა მამასთან ერთად. ის იჯდა მამასთან ერთად მანქანაში, როცა ბოლო დეტალებს აწვდიდა ალექსანდრე გაბაშვილს. გაკვეთილზეც უპასუხა ალექსანდრე გაბაშვილს, სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად ესაუბრა მკვლელს”, – განუცხადა ეკა კუპატაძემ „ტვ პირველს“.

ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“ბაბლი ისევ აღშოფთდა როცა ვთქვი რომ ჩემთვის საკითხი დგას ბიძინა VS მიშა.
მეგობრებო, ყველას თავის ველი შეუძლია ჰქონდეს. ვიღაცისთვის ბრძოლის წარმატება ქალბატონ სალომეზე გადის, ვიღაცისთვის ალიანსებზე და ვიღაცისთვის მიშაზე.
ის რომ თურმე ქოცური პროპაგანდა გვაშინებს პრობლემაა მეგობრებო.
ნებისმიერ პროპაგანდას უნდა ებრძოლო და არა ემონო. გაუმართავია ბოლო სიტყვა მაგრამ გასაგები” – წერს ნანუკაჟორჟოლიანი.



სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კონკრეტული პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი.
“დაზარალებული, მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ადვოკატები მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და იციან, რას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
კონკრეტული პირის მიმართ ჩნდება ეჭვი საქმეში, იცოდა თუ არა მან კონკრეტული დანაშაულის შესახებ, დამალა, ხელი შეუწყო, დაეხმარა, რასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები. ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზეც იგივე შემიძლია გითხრათ – ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციულობის მაღალი დონე ამის ფონზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე ვერ საუბრობდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ წუთებში მე როგორც ვიცი და ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში.
აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას. დაზარალებულს, ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც – არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს – როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც.
დღეს, მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება შეიძლება სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგებამდე მიტანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირის ბრალდება. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული ემოციურ ფონზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ბაია პატარაია ავრცელებს. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო გარდაცვლილის ახლობლები ფემიციდის შესაძლო ფაქტზე და დანაშაულის გარემოებებზე საჯაროდ საუბრობენ.
“2026 წლის 26 ივნისს, საქართველოში, ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს ჩვენი დის, 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვას ცხედარი.
წინასწარი მონაცემებით, გოგონა თბილისში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად წავიდა. ისინი იქ ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავდნენ. გოგონას ახლობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
როდესაც ფული გამოელიათ, მისმა მეგობარმა ბიჭმა ის ქუჩაში მარტო დატოვა.
ქუჩაში ფატიმამ ერთი გოგონა გაიცნო. ფატიმა ქუჩაში დარჩა დახეული საბუთებით, მობილურისა და ფულის გარეშე. გოგონამ დახმარება შესთავაზა და ჰკითხა, ახლობლებიდან ვინ შეძლებდა ჩამოსვლას და მის წაყვანას. ფატიმამ თავისი ბიძაშვილის ტელეფონის ნომერი მისცა.
ბიძაშვილი ჩამოვიდა და ფატიმა წაიყვანა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი განზრახვა სრულიად სხვა იყო…
მან ფატიმა ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო.
ეჭვმიტანილმა ფატიმას ცხედარი დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიმდინარეობს გამოძიება.
გოგონა სრული ობოლი იყო – ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავდა. მას 19 წლის უმცროსი და დარჩა.
გთხოვთ, მაქსიმალურად გაახმაუროთ ეს ამბავი! საჭიროა მედიის, ფემინისტების, იურისტებისა და ბლოგერების ჩართვა!” – წერს სოციალურ ქსელში თბილისში მოკლული აზერბაიჯანელი გოგონას ახლობელი.
დღეს უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ახალგაზრდა გოგო მოკლეს.

პარიზის მეტროში თავდამსხმელმა სამი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ცნობილია, რომ თავდასხმა სამ მეტროს სხვადასხვა სადგურზე მოხდა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცმა დანაშაული ბანოლეტს (სენ-სენ-დენი) და ლევალუა-პერეს (ჰო-დე-სენი) შორის მდებარე მესამე ხაზის სხვადასხვა სადგურზე ჩაიდინა. თავდასხმა 16:15-დან 16:45 საათამდე მოხდა.
პარიზის მეტროში თავდამსხმელმა სამი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ცნობილია, რომ თავდასხმა სამ მეტროს სხვადასხვა სადგურზე მოხდა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცმა დანაშაული ბანოლეტს (სენ-სენ-დენი) და ლევალუა-პერეს (ჰო-დე-სენი) შორის მდებარე მესამე ხაზის სხვადასხვა სადგურზე ჩაიდინა. თავდასხმა 16:15-დან 16:45 საათამდე მოხდა.
პროკურორების თქმით, ოფიცრებმა მისი ადგილსამყოფლის დასადგენად სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოიყენეს. საბოლოოდ, დამნაშავე საკუთარ სახლში დააკავეს. რაც შეეხება დაშავებულებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„საკმაოდ ბევრი სისხლი იყო; ეს საკმაოდ ღრმა ჭრილობა იყო“ – განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მედიას.
პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი 2000 წელს დაიბადა.