რას წერს ვერაზე მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში – ნიკა ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა

Written by

in

ხორავას ქუჩაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა.

ნიკოლოზის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში ნიკოლოზის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

“პირველი დაბადების დღე უშენოდ, დე…ამ ღიმილის გამო, დე??!! 18 წელი… გილოცავ, ჩემო სიამაყე”.

შეგახსენებთ, ვერაზე მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა, 43 წლის ნიკა კაპანაძემ გასროლა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიჭრა, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

44-1785575279.png

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *