დღის განმავლობაში თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაღიზიანება ან გულის ფრიალი გაწუხებთ? მიზეზი ყოველთვის მხოლოდ სტრესი არ არის. ზოგჯერ ორგანიზმი უბრალოდ წყლის ნაკლებობას გვანიშნებს.
როდესაც საკმარის წყალს არ ვსვამთ, სისხლის მოცულობა მცირდება და გულს მისი გადატუმბვა უფრო უჭირს. შედეგად, ტვინსა და სხვა ორგანოებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რაც შეიძლება გამოიხატოს თავბრუსხვევით, სისუსტით, კონცენტრაციის დაქვეითებით, გულის აჩქარებითა და გაღიზიანებით.
ბევრი ფიქრობს, რომ თუ საღამოს ერთბაშად ბევრ წყალს დალევს, დღის განმავლობაში დაკარგულ სითხეს აინაზღაურებს. სინამდვილეში, ასე არ ხდება. ორგანიზმს წყალი მთელი დღის განმავლობაში, მცირე ულუფებით სჭირდება.
ამიტომ ნუ დაელოდებით წყურვილის ძლიერ შეგრძნებას. სვით წყალი რეგულარულად, განსაკუთრებით ცხელ ამინდში ან ფიზიკური დატვირთვის დროს. ზოგჯერ ერთი მარტივი ჩვევა – დროულად წყლის დალევა უკეთესად გაგრძნობინებთ თავს და ენერგიასაც შეგინარჩუნებთ.

Leave a Reply