26 წლის ლანა ლა­ტა­რია მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს.

Written by

in

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ზაალ ლა­ტა­რია ქა­ლიშ­ვი­ლის სამ­ძი­მარ­ზე ჩა­მო­ვი­და. მას სარფში ახ­ლობ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი დახ­ვდნენ. მძი­მე კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა.

26 წლის ლანა ლა­ტა­რია მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს, ლა­ნას დედა, ქრის­ტი­ნე კვა­რა­ცხე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო და იქი­დან თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ბრუნ­დე­ბა, ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მა­მამ, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა ზაალ ლა­ტა­რი­ამ.

  • “ვა­ი­მე შვი­ლო, მოვ­დი­ვარ მამა, შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე, შვი­ლი აღა­რა მყავს” – წერს ზაალ ლა­ტა­რია.

მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი სთხოვ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ შვილმკვდა­რი მამა უპ­რობ­ლე­მოდ შე­მო­ეშ­ვათ სამ­შობ­ლო­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რია ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დეგ ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს.

“ლანა მე­სა­მე შვილ­ზე იყო ფეხ­მძი­მედ, ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ მას ნა­ყო­ფი მო­შორ­და, სა­ღა­მოს გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, რად­გან სახ­ლში გახ­და ცუ­დად. ამ­ბო­ბენ, რომ სეფ­სი­სი გან­ვი­თარ­და. ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლანა აღარ გვყავს. ვინც მას იც­ნობ­და, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი გოგო იყო. სი­ტყვე­ბი არ მაქვს, მი­ჭირს მას­ზე სა­უ­ბა­რი” – ამ­ბობს მე­გო­ბა­რი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *