Blog

  • 27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი – ენერგიით სავსე დღე გელით. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ახალი შესაძლებლობა. ეცადეთ, გადაწყვეტილებები ემოციების გავლენით არ მიიღოთ.

    კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ან ამბავი, რომელიც განწყობას გაგიუმჯობესებთ.

    ტყუპები – კომუნიკაცია დღეს თქვენი მთავარი ძალაა. გულწრფელი საუბარი გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

    კირჩხიბი – საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმეთ. დასვენება და შინაგანი სიმშვიდის აღდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ლომი – შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. თქვენი იდეები დაფასდება, თუ მათ თავდაჯერებულად წარმოადგენთ.

    ქალწული – სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა მოგიწევთ. ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი პასუხისმგებლობებით.

    სასწორი – ახალი შთაბეჭდილებებისა და საინტერესო ნაცნობობის დღეა. კარგი დროა სამომავლო გეგმების დასახვისთვის.

    მორიელი – ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერია. ენდეთ შინაგან ხმას, მაგრამ ფაქტებიც გადაამოწმეთ.

    მშვილდოსანი – ურთიერთობები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, ვინმემ თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა მოისურვოს.

    თხის რქა – შრომისმოყვარეობა შედეგს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად.

    მერწყული – შემოქმედებითი იდეები და ახალი ინტერესები გაგიჩნდებათ. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებული გზის არჩევის.

    თევზები – ოჯახური საკითხები წინა პლანზე გადმოვა. ახლობლებთან გულწრფელი საუბარი სიმშვიდეს მოგიტანთ.

  • (ვიდეო) „ასეთი სანახაობა ცხოვრებაში არ მინახავს“ – ბათუმიდან გავრცელებული ვიდეო რეკორდულ ნახვებს აგროვებს”

    (ვიდეო) „ასეთი სანახაობა ცხოვრებაში არ მინახავს“ – ბათუმიდან გავრცელებული ვიდეო რეკორდულ ნახვებს აგროვებს”

    „ასეთი სანახაობა ცხოვრებაში არ მინახავს“ – ბათუმიდან გავრცელებული ვიდეო რეკორდულ ნახვებს აგროვებს”

  • 🔴 ანი გიუნტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – “გამიფრინდა ჩემი ნატალია…”

    🔴 ანი გიუნტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – “გამიფრინდა ჩემი ნატალია…”

    ანი გიუნტერს და გარდაეცვალა.

    სამწუხარო ინფორმაციას ტელესახე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    „გამიფრინდა ჩემი ნატალია… პანაშვიდი: პარასკევი, შაბათი.გასვენება: კვირას 2 საათზე. ი. გამყრელიძის 20“, – წერს ანი გიუნტერი.

    capture-1782488194.jpg

  • 🔴 ხელჩართული ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში – კადრები ადგილიდან იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔴 ხელჩართული ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში – კადრები ადგილიდან იხილეთ კომენტარებში ⤵️

    პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

    დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას. მ

    ამ დროისთვის პარლამენტის სხდომა შეწყვეტილია.

  • “ოპერაში ვიყავით, ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მკითხა…” – რა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ეთერში? ‼

    “ოპერაში ვიყავით, ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მკითხა…” – რა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ეთერში? ‼

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ გაიხსენა, როგორ შესთავაზა, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატობა. ზურაბიშვილის განცხადებით, ამ თემაზე მათ შორის დეტალური განხილვა არ ყოფილა და დღემდე არ იცის, რატომ სწორედ ის შეარჩიეს კანდიდატად.

    “ოპერაში ვიყავით. ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მკითხა – თქვენ კიდე გინდათო პრეზიდენტობაო? დავფიქრდი და უცებ ეხლა პასუხი უნდა გავცე და – რატომ არა? – ეს არის ჩემი ყველაზე ისეთი პასუხი და შემდეგ არანაირი შეხვედრა იმაზე, რომ გაერჩია მე რას ვფიქრობ. ერთი ერთზე არასდროს არ ყოფილა საუბარი, რომ აი თქვენ, როგორც პრეზიდენტი, რას აპირებთ? როგორ აპირებთ? – არაფერი! წავიდა და პარტიაში ჩემი კანდიდატურა გაიტანა, როცა პარტია რეალურად წინააღმდეგი იყო, ესეც ვიცი. ჩემი მთავარი კითხვა ამ ყველაფერზე დღეს და ჩემი შვილის მთავარი კითხვა არის – რატომ შენ? და არა მაქვს პასუხი” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “TV პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

  • დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი… – ექიმის გაფრთხილება

    დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი… – ექიმის გაფრთხილება

    ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში განმარტავს, რატომ შეიძლება იყოს ღამით ნერწყვდენა საყურადღებო სიმპტომი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

    მისი თქმით, თუ დილით გაღვიძებისას ამჩნევთ, რომ ბალიში, რომელზეც გეძინათ, ნერწყვით არის დასველებული, ეს ნიშანი არ უნდა დააიგნოროთ. მსგავსი მდგომარეობა ხშირად უკავშირდება გასტროეზოფაგურ რეფლუქსს — მდგომარეობას, როდესაც კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოდის.

    ექიმის განმარტებით, ნორმალურ პირობებში კუჭის შიგთავსი საყლაპავში ან საერთოდ არ უნდა ამოდიოდეს, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით და იშვიათად. თუმცა რეფლუქსის დროს მჟავა შიგთავსი უფრო დიდი მოცულობით და უფრო ხშირად ხვდება საყლაპავში.

    როგორც გიორგი ღოღობერიძე ამბობს, როდესაც კუჭის მჟავა საყლაპავში აღწევს, იქ არსებული გემორეცეპტორები თავის ტვინს შესაბამის სიგნალს აწვდიან. ამის შედეგად აქტიურდება ცდომილი ნერვი, რომელიც სანერწყვე ჯირკვლებს, განსაკუთრებით კი ყბისქვეშა ჯირკვალს, ააქტიურებს. შედეგად პირის ღრუში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა, რაც შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდეს და ადამიანს ძილის დროს ნერწყვი გადმოსდიოდეს.

    ექიმი ურჩევს ყველას, ვინც მსგავს სიმპტომს ამჩნევს, ყურადღებით დააკვირდეს საკუთარ ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართოს.

    წყარო: ​primetime.ge

  • 🔴 “პატარძლის ნაცვლად დედა” – ვიდეო ჯვრისწერის ცერემონიიდან, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის

    🔴 “პატარძლის ნაცვლად დედა” – ვიდეო ჯვრისწერის ცერემონიიდან, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის

    “პატარძლის ნაცვლად დედა” – ვიდეო ჯვრისწერის ცერემონიიდან, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის.

    ვიდეო: demsikk

  • “შეეშვათ მანიპულაციებს – მიკროფონი რომ გამოგართვათ, ჩაგარტყათ და გითხრათ: არაფერ შუაში ვარ, რადგან მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ”- რას ამბობს კახა კალაძე?

    “შეეშვათ მანიპულაციებს – მიკროფონი რომ გამოგართვათ, ჩაგარტყათ და გითხრათ: არაფერ შუაში ვარ, რადგან მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ”- რას ამბობს კახა კალაძე?

    აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. თხოვნაა, შეეშვათ სიცრუის გავრცელებას – ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება – მე რომ მიკროფონი გამოგართვათ, თავში ჩაგარტყათ და გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. „ყველაფერი ჩემი ბრალია“ ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, „ყველაფერი ჩემი ბრალია“,- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში მომხდართან დაკავშირებით მის შესაძლო პასუხისმგებლობას ეხებოდა.

    როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, უამრავი ვიდეო აქვთ და საზოგადოებას მიაწვდიან, თუ რა ხდება ახალ რეაბილიტირებულ სივრცეებში.

    შეგახსენებთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში ბავშვის დაშავების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა. გამგეობა აღნიშნავდა, რომ ატრაქციონი რამდენიმე მოზარდმა დააზიანა, წაქცეული კონსტრუქცია კი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა. მათივე ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

  • „გაძლიერდება ქარი, მოსალოდნელია შტორმი და წვიმა ელჭექით“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

    „გაძლიერდება ქარი, მოსალოდნელია შტორმი და წვიმა ელჭექით“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

    „27-28 საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოში ადგილობრივად ძლიერი ნალექია ნავარაუდევი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

    ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია შტორმული სიტუაცია.

    უამინდობის ფონზე იზრდება სხვადასხვა სტიქიური პროცესის განვითარების რისკი, მათ შორის მდინარეებზე წყლის დონის მატების, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესაძლებლობა.

    გაითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე და თვალყური ადევნეთ პროგნოზის ოფიციალურ წყაროებს“, – წერს მეტეოროლოგი.

  • რა კადრებს აქვეყნებს მოქალაქე ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან?

    რა კადრებს აქვეყნებს მოქალაქე ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან?

    “საბურთალოზე ერთი მე ვარ გველუკა და მეორე ეს, ცირკის კიბეზე აბირჟავებდა” – ამის შესახებ მოქალაქე ლელა გველუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.