2026 წლის 26 ივლისის საღამოს, სოჭში საზარელი ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაიღუპა და სამი არასრულწლოვანი დაშავდა. კრასნოდარის მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ოფიციალური მონაცემებით, ავტოავარია “კურორტნი პროსპექტის“ შემოვლით გზატკეცილზე, “პირველი მამაისკის“ გვირაბის შესასვლელამდე მოხდა.
Toyota Land Cruiser-ის მარკის ავტომობილს 42 წლის მძღოლი მართავდა, რომელმაც ძლიერი წვიმის დროს მნიშვნელოვნად გადააჭარბა დასაშვებ სიჩქარეს. როგორც მედია გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, გზის სველ მონაკვეთზე ავტომობილმა კონტროლი დაკარგა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და სრული სიჩქარით შეეჯახა გვირაბის ბეტონის პორტალს. განაგრძეთ კითხვა

Leave a Reply