„უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი კურსდამთავრებული“ – სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„გლოვობს „ფესვები“. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული,
უპატიოსნესი, საუკეთესო და ღვთისმმოსავი, ირაკლი ქარაია.

უფალმა მიიბაროს მისი სპეტაკი სული, დაუმკვიდროს მარადიული ცათა სასუფეველი.
ვგლოვობთ, სულით ხორცამდე ვგლოვობთ…“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *