21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

როგორც კი თავისუფლების მოთხოვნილება გაგიჩნდებათ, თქვენი ურთიერთობა, შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალოს. დღეს შესანიშნავი დროა ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ან ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

ბოლო დროს ხელმძღვანელობა ხშირად გაქებთ, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა შესაძლოა, კოლეგებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს. ხელსაყრელი დროა ნებისმიერი სიახლის, აქტიური ქმედებებისა და მსხვილი შენაძენებისთვის.

შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა სულიერი წონასწორობა დაგირღვიოთ, ამიტომ ეცადეთ ყველაფერს ფილოსოფიურად მიუდგეთ.

კურო

ეცადეთ, პარტნიორს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საყვედურების მოსმენა მოგიწევთ. მალე ბევრი საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება, მათ შორის ისიც, რაც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ოჯახს გაწუხებთ. ამ დღეს გაჩნდება შანსი, რომ ღირებული ინფორმაცია სხვებზე ადრე მოიპოვოთ ან ისწავლოთ ის, რაც უახლოეს დღეებში დაგჭირდებათ.

მეწარმეებს მაკონტროლებელი ორგანოების შემოწმება ელით, დასაქმებულები კი პრემიას უნდა ელოდონ. ფიზიკური ენერგიის მოჭარბებამ შესაძლოა გადაღლა და თავის ტკივილი გამოიწვიოს. საღამოს ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს და ორგანიზმს მძიმე საკვებით ნუ დატვირთავთ.

ტყუპები

სასიყვარულო საქმეებში სხვისი რჩევების ნაცვლად საკუთარ გულს მოუსმინეთ. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა — შესაძლოა, გარშემომყოფებს შორის ისეთებიც იყვნენ, ვისაც თქვენი ბედნიერება კი არა, შური ამოძრავებს. გულწრფელობა დაძაბულობის განმუხტვაში დაგეხმარებათ.

გამორიცხული არ არის, რომ სხვისი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ეს ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა სანაცვლოდ ერთგულ მეგობრებს შეიძენთ. მოერიდეთ დიდ ხარჯებს, კრედიტების აღებასა და ფულის გასესხებას. გაუფრთხილდით ბიუჯეტს და ფრთხილად იყავით, რათა ტრავმები და გაუფრთხილებელი ქმედებები თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ნებისმიერ სფეროში წარმატებული დღე აქვთ, თუმცა ის განსაკუთრებით ხელსაყრელია აქტიური დასვენების, შეხვედრებისა და სტუმრობისთვის. შეგიძლიათ მოგზაურობა ან ძვირად ღირებული შენაძენი დაგეგმოთ. სასურველია, რომ ოჯახის წევრებს მეტი დრო დაუთმოთ და სანთლების შუქზე ვახშამი მოაწყოთ.

გირჩევთ ყოველი სიტყვა და ნაბიჯი აკონტროლოთ, რომ უსიამოვნო ისტორიებში არ გაეხვიოთ. ბიზნესმენები მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებენ – ეს შეიძლება სახელმწიფო დახმარება, მომგებიანი ხელშეკრულება ან შეთავაზება იყოს.

თუ ართრიტისკენ გაქვთ მიდრეკილება, შესაძლოა სახსრების ტკივილმა თავი შეგახსენოთ.

ლომი

შესაძლოა მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს დაძაბავს. მოემზადეთ სირთულეებისთვის და ეცადეთ, საკუთარი სურვილები რეალობას შეუსაბამოთ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების განხილვისთვის. მოსალოდნელია დაწინაურება ან ფინანსური ჯილდო. აქტიურობა გამოიჩინეთ და ახალი შესაძლებლობები ეძებეთ.

თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შენაძენებისა და ფინანსური ინვესტიციებისგან – რისკი შესაძლოა გაუმართლებელი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით, შინაგანი ენერგიის მოჭარბებამ შესაძლოა, თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. არსებობს გარშემომყოფებთან კონფლიქტის ალბათობაც. ეცადეთ საღამო რომანტიკულ გარემოში გაატაროთ – სიმშვიდე და სიმყუდროვე თქვენს კავშირს უფრო გააღრმავებს.

ქალწული

გირჩევთ პარტნიორის მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ — სიყვარულის მცირე გამოვლენასაც კი ნდობის აღდგენა და ურთიერთობის გაღრმავება შეუძლია. სტუმრების მისაღებად კარგად მოემზადეთ — სახლი დაალაგეთ და განსაკუთრებული ვახშამი მოამზადეთ.

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, სამსახურის ან სასწავლებლის შეცვლის, ახალი სპეციალობის ან ტექნიკის ათვისებისთვის. შესაძლოა ხელში საიდუმლო ინფორმაცია ჩაგივარდეთ, რომელიც ბიზნესში ან უძრავ ქონებაში წარმატებულ ინვესტიციას მოგიტანთ.

თუ ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილი ხართ, ეცადეთ წნევის ცვალებადობა თავიდან აიცილოთ.

სასწორი

ვარსკვლავები სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას გპირდებიან. ეცადეთ მცირე შვებულება მოიწყოთ და მთელი დრო პირად ცხოვრებას დაუთმოთ. აუცილებელი არ არის, რომ ოჯახის წევრების ყველა კაპრიზი შეასრულოთ – ზოგჯერ სიმტკიცისა და პრინციპულობის გამოჩენა აუცილებელია.

პლანეტების განლაგება საქმეში წარმატებას გპირდებათ, ამიტომ ეცადეთ მთელი ყურადღება გადაიტანოთ. მიზანდასახულობა დიდ მიღწევებს მოგიტანთ. მეწარმეებმა ფინანსებისა და ახალი წამოწყებების მიმართ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. თქვენს ნიშანს დღეს სიჩქარე ახასიათებს, რაც შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს. ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი ზედმეტად უნდა დატვირთოთ, განსაკუთრებით ნადიმის დროს.

მორიელი

ცხოვრების რადიკალურად შეცვლის დროა. შესაძლოა, მოსაბეზრებელი სამსახური მიატოვოთ ან უიმედო ურთიერთობა დაასრულოთ. მოერიდეთ ნათესავების კრიტიკას, რასაც შეიძლება დიდი უკმაყოფილება მოჰყვეს. ხელსაყრელი დროა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და ოჯახის წევრების დახმარებისთვის.

გავლენიანი ადამიანის დახმარებისა და თქვენი შრომისმოყვარეობის წყალობით კარიერული წინსვლა რეალობად იქცევა. უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვეულ სიამოვნებებზე უარი თქვით. ხელსაყრელი დროა ფინანსური ოპერაციებისთვის, თუმცა დიდ მოგებას ნუ ელოდებით. დროა, სამომავლოდ გადადებული საქმეები დაასრულოთ. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, ეს დღე იდეალურია დიეტის დასაწყებად.

მშვილდოსანი

შესაძლოა, საინტერესო ადამიანთან რომანი გააბათ, თუმცა გრძნობები მალე გაქრება. თაყვანისმცემლების ყურადღება არასდროს გაკლდათ. სული რომანტიკას გთხოვთ, თუმცა ჯერჯერობით, საყოფაცხოვრებო პრობლემებთან და მოსაბეზრებელ ვალდებულებებთან გამკლავება მოგიწევთ. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და ახალ გარემოებებს შეეგუოთ.

უახლოეს ხანებში გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ შოპინგისა და ფულის ხარჯვისგან თავი უნდა შეიკავოთ. სამაგიეროდ, კარგი დროა გრძელვადიანი გეგმების განხილვისთვის. იფიქრეთ ენერგიის აღდგენასა და დასვენებაზე. გეგმების განხორციელების დრო მოგვიანებით მოვა, ახლა კი რელაქსაციისთვის განეწყვეთ.

თხის რქა

ნეპტუნისა და სატურნის განლაგება მიანიშნებს, რომ დღეს ზედმეტად დაძაბული იქნებით. ეცადეთ განტვირთვის უსაფრთხო გზა იპოვოთ და საყვარელ ადამიანთან კამათს მოერიდოთ, განსაკუთრებით, ნათესავებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მიზნის მისაღწევად შესაძლოა, სხვადასხვა ხრიკისა და ეშმაკობის გამოყენება მოგიწიოთ, რაც მტრების რაოდენობას გაგიორმაგებთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ გამოიყენოთ თქვენი უნარები მატერიალური კეთილდღეობისთვის. ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, ჰიგიენური წესები მაინც არ დაივიწყოთ.

მერწყული

დღეს პაემანი ან მეგობრული შეხვედრა წარმატებით ჩაივლის. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ – ეს ორივეზე დადებითად აისახება და ოჯახურ ურთიერთობებს უფრო დაათბობს. ამ დღეს მერკურისა და იუპიტერის გავლენა შემცირდება, თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი კი გაიზრდება.

სამსახურსა და სახლში მშვიდი გარემოს შექმნა სამუშაო საკითხების მოგვარებას ხელს შეუწყობს. ჯერჯერობით, ბანკიდან კრედიტის აღება არ ღირს – გამორიცხული არ არის, რომ წამგებიან პირობებზე დაგითანხმონ. ინტუიცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

სასურველია, რომ ამ საღამოს გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბოთ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმეები გვერდით გადადოთ და მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. ამ დღეს გარემოს ნებისმიერი ცვლილება თქვენთვის სასარგებლო იქნება, ამიტომ მივლინებაზე უარს ნუ იტყვით. შესაფერისი დღეა საქმიანი კავშირების გასაფართოებლად.

მალე მიხვდებით, კარიერულ წინსვლაში ვინ დაგეხმარებათ. შესაძლოა, გავლენიანი მფარველის დახმარებით თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჰიპერტონიისკენ მიდრეკილ თევზებს უნდა ახსოვდეთ, რომ ზედმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა ჯანმრთელობა შეგირყიოთ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *