‼️ცნობილია, ვინ დაინიშნა 112-ის ახალ ხელმძღვანელად

Written by

in

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის დირექტორად ნიკოლოზ ბაჭულაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი, ნიკოლოზ ბაჭულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს.

ცნობისთვის, გუშინ იმავე გვერდმა გაავრცელა ინფრორმაცია, რომ 112-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა თანამდებობა დატოვა.

“ყველაფერი პოლიციის შესახებ” წერდა, რომ “არსოშვილმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და საკუთარი ნებით გადავიდა კადრების განკარგულებაში.“

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *