მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

Written by

in

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სატრანსპორტო საშუალების საგამოცდო მოედანზე შუახნის კაცმა გულის შეტევა მიიღო, რის შემდეგაც ის სასწარაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

როგორც “ქართლის ამბები” წერს, გარდაცვლილი 57 წლის კაცია, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტიდან იყო.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *