„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი…“ – რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „სამგორში“

Written by

in

ამ წუთებში მეტროსადგურ სამგორთან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა აცნობა, მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი, მოულოდნელად გახდა ცუდად, სამწუხაროდ, სასწრაფომ ვეღარ შეძლო მისი გადარჩენა…“, – გვითხრა თვითმხილველმა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *