ტრაგედია გარდაბანში – ავარიის დროს დაღუპულთა შორის 17 წლის სპორტსმენია

Written by

in

გარდაბანში უმძიმესი ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული 17 წლის სპორტსმენი ჯალილ მასიმოვია. როგორც ირკვევა, ბიჭი MMA – ის მებრძოლი იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა და ერთი დაშავდა, გარდაბანში დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

საბედისწერო წამები გარდაბანში – რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *