Blog

  • შტორმი და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    შტორმი და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათი ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • “რა მაგარია ამბავია გილოცავთ” – კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

    “რა მაგარია ამბავია გილოცავთ” – კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

    N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

    “სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა თხოვნის გათვალისწინებით, განაგრძობს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ცვლილებას.
    ამჯერად, ცვლილება შეგვაქვს ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის გავლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის – N304 მარშრუტში. აღნიშნულ მარშრუტზე 16 მაისიდან 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 18-მეტრიანი ავტობუსებით.
    შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გამოთავისუფლებულ ავტობუსებს, ინტერვალის შემცირების მიზნით, სხვა მარშრუტებზე გამოვიყენებთ”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა და ახალი ავტობუსების მარშრუტებზე გასვლის პარალელურად, გამოთავისუფლებული რესურსი ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება.

  • ზოდიაქოს 4 ნიშანს, 2026 წლის ზაფხულში განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელოდება

    ზოდიაქოს 4 ნიშანს, 2026 წლის ზაფხულში განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელოდება

    2026 წლის ზაფხულში ზოდიაქოს ოთხ ნიშანს განსაკუთრებული შანსი მიეცემა, რომ წარმატებას მიაღწიოს. ვარსკვლავური განლაგება იმდენად ხელსაყრელია, რომ ამას სკეპტიკოსებიც კი შეამჩნევენ. ამ ადამიანების გვერდით ყოფნაც კი პოზიტიურად იმოქმედებს თქვენზე, რადგან მათი ოპტიმიზმი გარშემომყოფებზეც გავრცელდება:

    მორიელი: ინტუიცია არ გიღალატებთ

    თქვენ ისედაც კარგად გრძნობთ ადამიანებს, მაგრამ ამ ზაფხულს ეს უნარი კიდევ უფრო გაგიმძაფრდებათ. ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე ნეპტუნის გავლენით ისეთ რაღაცებს მიხვდებით, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდით.
    მაგალითად, ადვილად გაარჩევთ, ვინ არის გულწრფელი და ვინ – არა. შესაძლოა, ძველ დოკუმენტებში რაიმე ღირებული აღმოაჩინოთ ან შემთხვევით ნაყიდმა ლატარიამ მოგება მოგიტანოთ.
    ენდეთ თქვენს შინაგან ხმას და რაციონალური ეჭვების გამო მას ნუ ჩაახშობთ. თუ ინტუიცია რაღაცისკენ გიბიძგებთ, აუცილებლად მიჰყევით მას. ოღონდ გახსოვდეთ: როცა წარმატებას მიაღწევთ, მცირედით სხვებსაც დაეხმარეთ. სიკეთის გაზიარება თქვენს იღბალს კიდევ უფრო გააძლიერებს.

    ლომი: თქვენი დრო მოდის

    ლომებო, 2026 წლის ზაფხული საუკეთესო პერიოდია აქტიურობისთვის. ივლისში მზე და იუპიტერი ერთმანეთთან ძალიან კარგ კავშირს ქმნიან. ეს კი ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს.
    ის პროექტები, რომლებიც ადრე გვერდზე გადადეთ, მოულოდნელად ისევ აქტუალური გახდება. შესაძლოა, ძველმა ნაცნობმა თავად შეგახსენოთ თავი. ფინანსური მდგომარეობაც დასტაბილურდება და წინსვლას დაიწყებთ.

    განსაკუთრებით წარმატებული იქნება მოგზაურობა. მცირე გასეირნებამაც კი შეიძლება, ისეთი ნაცნობობა მოგიტანოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ყველაფერს ნუ დაგეგმავთ – დატოვეთ ადგილი მოულოდნელობებისთვის, რადგან სწორედ ასე გიპოვით იღბალი. უბრალოდ, ზედმეტად ნუ იტრაბახებთ. სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მეტ წარმატებას მოგიტანთ.

    მერწყული: სიურპრიზი წარსულიდან

    მერწყულები ხშირად მომავალზე ფიქრობენ, თუმცა ამ ზაფხულს სამყარო წარსულიდან დაგასაჩუქრებთ. ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე რეტროგრადული მერკური თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.

    შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ ან შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც დიდი ხნის წინ გქონდათ კონტაქტი და ეს შეხვედრა ახალ საქმეს ჩაუყრის საფუძველს. ასევე დიდია შანსი, მიიღოთ ისეთი შეთავაზება, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 25 ივლისიდან 5 აგვისტომდე პერიოდი. თქვენი უცნაური იდეებიც კი, რომლებსაც სხვები სერიოზულად არ აღიქვამდნენ, შეიძლება შემოსავლიანი აღმოჩნდეს. დააკვირდით თქვენს ფიქრებსა და დეტალებს – სწორედ მათში იმალება წარმატების გასაღები.

    კურო: შრომა დაგიფასდებათ

    კუროებო, თქვენი მოთმინება და შრომისმოყვარეობა ამ ზაფხულს შედეგს გამოიღებს. თქვენი მფარველი ვენერა ივნისსა და ივლისში ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ.
    თუ რემონტს ან სამსახურის შეცვლას აპირებთ, ახლა საუკეთესო დროა. გაგზავნილი რეზიუმე სასურველ ადგილზე მოხვდება, ხოლო დაწყებული საქმე ახალ ეტაპამდე მიგიყვანთ.

    განსაკუთრებით გაუმართლებ მათ, ვინც ხელსაქმითაა დაკავებული ან მომსახურების სფეროში მუშაობს. თქვენი პროფესიონალიზმი ამ პერიოდში ძალიან დაფასდება. ნუ მოგერიდებათ თქვენს შესაძლებლობებზე საუბარი. თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტები – თუ ცხოვრება უფრო მარტივ გზას შემოგთავაზებთ, სწორედ ის აირჩიეთ.

    წყარო: ​beaumonde.ge

  • ვრცელდება პრემიერ მინისტრის განცხადება

    ვრცელდება პრემიერ მინისტრის განცხადება

    ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    პრემიერმა შეაფასა გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა მდინარაძეს  ძალაუფლება ჩამოერთვა.

    „იგივე წარმატებით იგივე ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის უფრო სუსტი ნებისმიერი მინისტრის თანამდებობასთან შედარებით. ზუსტად იგივეა, ანალოგიურად, ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია. ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში. ძალიან მარტივია სინამდვილეში ეს ყველაფერი. აქაც ახერხებენ კონკრეტული ადამიანები  სპეკულირებას. სამართალდამცავი ორგანოები არის ძალიან  სპეციფიკური. ყოველდღიურ რეჟიმში არის ხშირად ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც პირადად მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხითაც კი შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი რგოლის გაჩენა. აქამდეც, მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა საერთო კოორდინაციის ფუნქციას, ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა ისედაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისას, ამას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე, რაც სწორია.  ეს ფუნქცია, რეალურად, ჩვენგან ჰქონდა მინიჭებული, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობდა, თუმცა, კიდევ ერთხელ, არ იყო რაღაც ეტაპზე ფორმალიზებული და გადავწყვიტეთ ამის ფორმალიზება, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ამოცანის ფორმალიზება გადაწყდა ჩვენი მხრიდან“, –  განაცხადა პრემიერმა.

  • ტრაგედია საგარეჯოში – 3 წლის გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

    ტრაგედია საგარეჯოში – 3 წლის გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

    უბედურ შემთხვევას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 3 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავში მოხდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც ეზოდან გამომავალ ავტომობილთან ახლოს მიირბინა, ავტომობილის კართან შეხების შემდეგ დაეცა და თავის არეში მძიმე ტრამვა მიიღო.

    სოფელში ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლი შვილების სკოლიდან გამოსაყვანად წასვლას აპირებდა.მომხდარი ფაქტის ზუსტი გარემოებების დასადგენად, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული.

  • ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია

    ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია

    ქუთაისში, ბალახვანში ყვავილების მაღაზიაში ხანძარია.

    როგორც მეგა ტვ-ს წყარო უყვება , მაღაზია ხანძრის გაჩენის დროს დაკეტილი იყო.

    არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და პოლიცია.

  • “ივნისიდან მართვის უფლების მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება” – შსს-ს მომსახურების სააგენტო

    “ივნისიდან მართვის უფლების მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება” – შსს-ს მომსახურების სააგენტო

    მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.

    აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

    “ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს” – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    უწყების ცნობითვე, მძღოლობის კანდიდატებს, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული მინიჭებული 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სააგენტოს ცხელი ხაზის (1272) მეშვეობით შეუძლიათ დააფიქსირონ ინფორმაცია და ისარგებლონ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობით.

    ამასთან, სააგენტო განმარტავს პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის წესებს, რომელიც ბოლო მცდელობიდან გასული დროის მიხედვით განისაზღვრება:

    გეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე მეტი ვადა აქვთ გასული;

    არაგეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე ნაკლები ვადა აქვთ გასული.

  • გარდაბანში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

    გარდაბანში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

    გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა. ინფორმაციას   რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე ადასტურებს.

    გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას აღნიშნული პირის გარდა, კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, გარდაცვლილია 8 ახალგაზრდა.

    დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

  • რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მაისის თვეში – ასტროლოგიური პროგნოზი

    რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მაისის თვეში – ასტროლოგიური პროგნოზი

    ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც მაისში უზარმაზარ მოგებას მიიღებს. ეს ნიშნებია:

    კურო

    ბოლო თვეების ფინანსური ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს. თქვენ მიიღებთ მოგებას ადრე განხორციელებული ინვესტიციებიდან ან დადებით მომგებ გარიგებას. მთავარია, ხარჯვა არ იჩქაროთ: მაისი გრძელვადიანი კეთილდღეობის საფუძველს ქმნის.

    ლომი

    თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი ნიჭით ან ავტორიტეტით გამოიმუშაოთ ფული. ეს შეიძლება იყოს ბონუსი, შემოსავლის ზრდა საკუთარი ბიზნესის მეშვეობით ან მოულოდნელი მხარდაჭერა. წარმატება თქვენი თავდაჯერებულობისა და ლიდერობის უნარის შედეგი იქნება.

    სასწორები

    მაისი ფინანსურ შეთავაზებას მოიტანს, რომელზედაც უარის თქმა ძნელი იქნება. ეს შეიძლება იყოს ახალი პოზიცია, მომგებ პროექტი ან თანამშრომლობა. იგრძნობთ, რომ საბოლოოდ სტაბილურობის ახალ დონეს აღწევთ.

    თხის რქა

    თქვენი შეუპოვრობა და დისციპლინა სრულად დაფასდება. შესაძლებელია კარიერული წინსვლა ან მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელიც სტაბილურ შემოსავალს მოიტანს. ეს თვე დაამტკიცებს, რომ მოთმინებას და შრომას ნამდვილად მოაქვს შედეგს.

    თევზი

    შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ ფული იმ წყაროდან, რომელზედაც დიდი ხანია უარი თქვით – ვალის დაფარვის, მემკვიდრეობის ან შემთხვევითი იღბლის შედეგად. ინტუიცია გეტყვით, სად ჩადოთ ისინი ინვესტიციაში, რათა მოგებამ ზრდა განაგრძოს.