Blog

  • ნიკა გვარამიას განცხადება ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    ნიკა გვარამიას განცხადება ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

    “1. ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და ყველა მიმდინარე პოლიტიკური საქმე უნდა შეწყდეს;

    2. “ქართული ოცნების” მიღებული ყველა კანონი, რომლითაც მიზანმიმართულად დაანგრია სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული მედიის და პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის მთავარი საყრდენები, უპირობოდ უნდა გაუქმდეს.

    2. დაინიშნოს ახალი არჩევნები სამართლიანი და თანაბარი წესებით, კერძოდ:

    3. საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს სრულად პარიტეტული პრინციპით 2020 და 2024 წლის საპარლამენტო რჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების თითო წარმომადგენლის შემადგენლობით. ყველა ქვემდგომი კომისია ხელახლა დაინიშნოს ახალი ადმინისტრაციის მიერ იმავე პრინციპით. (აქვე განვმარტავთ, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, მისი პირობით მაჩვენებლად აღება ბარიერგადალახული პარტიების განსასაზღვრად შესაძლებლად მიგვაჩნია).

    4. ემიგრანტებს დაუბრუნდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და გაიხსნას ადეკვატური რაოდენობის საარჩევნო უბნები ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

    5. სანდო კომისიასთან ერთად, არჩევნები ჩატარდეს სანდო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარი მანიპულაციის შესაძლებლობებს და სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სახის ამოცნობის/ვერიფიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებას. ასევე სავალდებულოდ დადგინდეს აუდიტის სავალდებულოობა მიუკერძოებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული დაწესებულების მხრიდან, როგორც საარჩევნო აპარატებთან, ასევე კენჭისყრის დღესთან მიმართებით.

    6. გაიხსნას საარჩევნო სიები, რათა შესაძლებელი გახდეს ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის გადამოწმება;

    7. საარჩევნო სასამართლო დავები განიხილოს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელთა შემადგენლობა დაინიშნება საერთო შეთანხმებით” – წერს ნიკა გვარამია.

  • მარიამ შენგელიას საკუთარ დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს – ვინ არის მომღერალის რჩეული ?

    მარიამ შენგელიას საკუთარ დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს – ვინ არის მომღერალის რჩეული ?

    მომღერალ მარიამ შენგელიას თავის დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს.

    ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში მარიკა აროშიძე გვიზიარებს.

    მარიამის რჩეული გიორგი მჭედლიშვილია.

  • რამდენად დიდია ჰანტავირუსით მასშტაბურად დაინფიცირების საფრთხე და რა სიმპტომები ახასიათებს მას? – ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    რამდენად დიდია ჰანტავირუსით მასშტაბურად დაინფიცირების საფრთხე და რა სიმპტომები ახასიათებს მას? – ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის სავარაუდო გავრცელების შემდეგ, საერთაშორისო ყურადღება სწორედ ამ კითხვაზეა გადართული. გავრცელებული ინფორმაციით, გემზე სამი ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­მოვ­ლე­ნი­ლია 8 შემ­თხვე­ვა – 3 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და 5 სა­ვა­რა­უ­დო, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც გემ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. შემთხვევამ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია იმის გამო, რომ საუბარია ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემაზეც.

  • საქართველოს ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს აფრთხილებს:

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ,  სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ბმულები დამოუკიდებლობის დღის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ბანკთან კავშირში არაა.

    „თქვენი უსაფრთხოებისთვის გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ბმულები დამოუკიდებლობის დღის გათამაშებასთან დაკავშირებით.

    ინფორმაციისთვის, ეს არ არის საქართველოს ბანკის გათამაშება გთხოვთ, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, არ გაუზიაროთ თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს და დარწმუნდეთ, რომ შეტყობინება გავრცელებულია ოფიციალური არხების მეშვეობით“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • „ერთ-ერთი ყველაზე რთული ახალმთვარეობა შეიძლება იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში“ – ხათუნა ნოელი ახალმთვარეობაზე

    „ერთ-ერთი ყველაზე რთული ახალმთვარეობა შეიძლება იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში“ – ხათუნა ნოელი ახალმთვარეობაზე

    ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

    „17 მაისის ახალმთვარეობა კუროს 26-ე გრადუსზე, თბილისის დროით ღამის 00:00:51-ზე ერთ-ერთი ყველაზე რთული და დაძაბული ახალმთვარეობა შეიძლება იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში.
    საქმე იმაშია, რომ ეს ახალმთვარეობა საქართველოს მუნდანურ რუკაში პირველ სახლში ხდება, ანუ პირდაპირ ეხება ქვეყნის სახეს, იდენტობას, საზოგადოებრივ განწყობას და ხელისუფლების ხილულ მდგომარეობას. ამას ემატება ისიც, რომ ახალმთვარეობა უძრავ ვარსკვლავ ალგოლთანაა შეერთებული, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფიქსირებულ ვარსკვლავთან,მითოლოგიურად ის კავშირშია მედუზა გორგონასთან და ასტროლოგიაში შოკს, კრიზისს, პანიკას, ძალადობრივ ან უკიდურეს სცენარებს, ‘’თავის დაკარგვის’’იმბოლიკას უკავშირდება.
    სანამ დეტალებზე გადავალ, მინდა გაგახსენოთ ჩემი ერთერთი პროგნოზი, რომელმაც ასტროლოგიის სიზუსტე დაადასტურა. როდესაც ორიოდე წლის უკან ტრანზიტული ურანი ფიქსირებულ ვარსკვლავ ალგოლს უერთდებოდა, მე ტვ ფორმულას ეთერიდან გითხარით,რომ თუ დონალდ ტრამპი, რომლის რუკაშიც ალგოლი აქტიურია, თავის დაკარგვას (პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით) გადაურჩება, ის პოლიტიკურად გაძლიერდება და პრეზიდენტად ვიხილავთ- მეთქი.
    იმავე დღეს,ფაქტობრივად რამოდენიმე საათში, პენსილვანიაში მოხდა თავდასხმა. ტყვია ტრამპს ზუსტად ალგოლის სიმბოლიზმის შესაბამისად თავის არეში, ყურში მოხვდა. თუმცა ის გადარჩა და მისი პოზიციები მნიშვნელოვნად გამყარდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ალგოლის სიმბოლიკა ზოგჯერ უკიდურესად პირდაპირ და შოკურადაც შეიძლება გამოვლინდეს.
    თუ 17 მისის ახალმთვარეობას დავუბრუნდებით, აქ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლებიც ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს.
    ახალმთვარე ხდება ზუსტად ალგოლის გრადუსზე. როგორც უკვე ვთქვი, ეს ვარსკვლავი, ცნობილი როგორც ‘’მედუზას თავი”, სიმბოლურად და ფიზიკურად უკავშირდება თავს, ძალადობას, უკონტროლობასა და რადიკალურ ცვლილებებს. ვინაიდან ახალმთვარე საქართველოს რუკის I სახლში ხდება, დარტყმის ქვეშ ექცევა ქვეყნის, იდენტობა და ლიდერი. ეს პირდაპირი მინიშნებაა ლიდერის უსაფრთხოების, რეპუტაციის ან ჯანმრთელობის რისკებზე.
    ახალმთვარეობის წერტილს უერთდება მერკურიც, რომელიც კუროს ბოლო, 29-ე, ე,წ, ანარეტულ გრადუსზე გრადუსზე დგას. ესეც დამატებით ბედისწერისწერტილია. კომუნიკაცია, მოლაპარაკებები ან გადაწყვეტილებები ხდება გარდაუვალი და კრიტიკული. ერთმა შეცდომამ ან პროვოკაციულმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია. განსაკუთრებით ამძაფრებს ინფორმაციულ, ეკონომიკურ და საერთაშორისო თემებს. საქართველოს ამ რუკაში მერკური მეორე სახლის მმართველია და მეშვიდე სახლში დგას, რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელი დაძაბულობა შეიძლება უკავშირდებოდეს ფინანსებს, ფასებს, ვაჭრობას, უცხოეთთან ურთიერთობებს, ხელშეკრულებებს, მოლაპარაკებებს, ან ღია პოლიტიკური დაპირისპირების ახალ ეტაპს. როცა ასეთი ახალმთვარეობა მერკურის მონაწილეობით იხსნება, ხშირად ვიღებთ ხმაურიან განცხადებებს, სკანდალურ ინფორმაციას, მოულოდნელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ეკონომიკურ ნერვიულობას და მძიმე საჯარო დისკუსიას.
    ის რომ მერკური მართავს II სახლს (ფინანსები) და დგას VII სახლში (პარტნიორები, ღია მტრები), ნიშნავს, რომ ეკონომიკური ბედი პირდაპირ არის დამოკიდებული უცხოურ ურთიერთობებზე. ალგოლის გავლენით, ეს კავშირები შეიძლება გახდეს კრიზისული, მოსალოდნელია უცხოური პარტნიორების მხრიდან ზეწოლა, ფინანსური სანქციების რისკი და რესურსებზე წვდომის პრობლემა.ასევე, ფინანსური ბაზრების რყევა, ვალუტის არასტაბილურობა.
    მერკური ალგოლთან და ანარეტულ გრადუსზე ესეც დეზინფორმაციის კამპანიაა, პანიკის დათესვა, ყალბი ახალი ამბები, რომლებმაც შეიძლება საზოგადოება აფეთქოს.
    ურანი, რომელიც ახალმთვარეობასთან შეერთებაში მოდის, ამ სურათს მოულოდნელობის და რღვევის ფაქტორს მატებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ საქართველოს ამ მუნდანურ რუკაში ურანი მართავს XI სახლს (ხალხი, იმედები) და დგას XII სახლში (ფარული მტრები). ეს ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების კოლექტიური მოლოდინები, პოლიტიკური ჯგუფები, ალიანსები და მომავლის გეგმები შეიძლება კულისებიდან, ფარული გავლენებით, დახურული პროცესებით ან არახილული ძალებით იმართებოდეს. მოკლედ, ის, რაც ზედაპირზე გამოჩნდება, შეიძლება მხოლოდ შედეგი იყოს იმ პროცესებისა, რომლებიც უკვე დიდი ხანია ფარულად მწიფდება.
    სურათს კიდევ უფრო ამძიმებს ტრანზიტული მარსის შეერთება საქართველოს ნატალურ ურანთან. ეს კლასიკური ასპექტია უეცარი დაძაბულობის, ფეთქებადი მოვლენების, პროვოკაციების, შეტაკებების, ტექნიკური თუ ენერგეტიკული ავარიებისს, ასევე ქუჩის პოლიტიკური პროცესებისს მკვეთრი აწევისათვის. მარსი (ომი, აგრესია, იარაღი) შეერთებაშია ნატალურ ურანთან არის ნაპერწკალი დინამიტზე. მოსალოდნელია უეცარი დივერსია ან პროვოკაცია. ვთქვათ, რაღაცის აფეთქება ან კიბერშეტევები.
    თუ ამას დავამატებთ საქართველოს რუკაში ლილიტს მერწყულში, მეათე სახლში, ვიღებთ კიდევ ერთ მძიმე აქცენტს ხელისუფლებაზე, საჯარო იმიჯზე, სკანდალზე, ანტისისტემურ განწყობებზე და მასობრივ უკმაყოფილებაზე.
    ვღებულობთ ფონს, სადაც ერთი მწვავე ამბავიც კი საკმარისია, რომ ვითარება სწრაფად და უკონტროლოდ გამწვავდეს. რაც ჩენ არაერთხელ გვინახავს კიდეც, მას მერე, რაც 2018 წლის 16 დეკემბრიდან ჩვენი ქვეყნის რეალობისათვის ეს ბოლო ასტროლოგიური რუკა შევიდა ძალაში.
    ამ ახალმთვარეობის მსუბუქად შეფასება არ გამოდის. მოსალოდნელია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა, კიდევ ერთი სახელისუფლებო კრიზისი, მძიმე ან შოკისმომგვრელი საჯარო ამბები, მედიისა და ინფორმაციული ველის გამწვავება; არაა გამორიცხული ეკონომიკურ-საგარეო საკითხებზე დაძაბულობა. ცხადია, არც ქუჩის პროტესტის გამძაფრება, ასევე ფარული პროცესების მოულოდნელი გამოვლენა არ გამოდის მოულოდნელი.
    ასეთ დროს ყველაზე მთავარი პანიკაში არ შესვლა, პროვოკაციების არ აყოლა და მოვლენების მიღმა მდგომი რეალური მიზეზების დანახვაა.
    მოვლენები შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად, ახალმთვარეობიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, მაგრამ საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ჩვენზე,
    აქვე ავღნიშნავ, რომ ეს ახალმთვარეობა მძიმეა კოლექტიურად, მაგრამ პიროვნულ რუკებზე განსხვავებულად მოქმედებს. რაც შემიძლია ზოგადი ინფორმაციის სახით გითხრათ- მოსალოდნელია ფასების ნახტომი (საწვავი, საკვები), ლარის რყევა. არაფერი არ იყიდოთ იმპულსურად (განსაკუთრებით 29-31 მაისის პერიოდში). ჯობია, შექმნათ რეზერვი, მითუმეტეს თავი აარიდეთ კრიპტოს და ნებისმიერ სხვა სპეკულაციებს. ურთიერთობები/პარტნიორობა რთულდება, მოსალოდნელია ბიზნეს დავები, უცხოელებთან კონფლიქტები.მოერიდეთ კდაპირისპირებას, პროვოკაციები ჯაჭვურად მოქმედებს. მოლაპარაკებები გადადეთ ივნისამდე.
    უსაფრთხოება/ჯანმრთელობა- უბედური შემთხვევები, განსაკუთრებით თავის არეში. არაა გამორიცხული ავარიებიდა ტექნიკური პრობლემები. იყავით ფრთხილად მგზავრობის დროს (20-25 მაისი). მითუმეტეს თავიდან აიცილეთ რისკიანი ქმედებები, -მაგ. ღამის მგზავრობა.
    რადგან მოსალოდნელია ყალბი ახალი ამბები, პანიკა სოც.ქსელებში, ჯობია შეამოწმოთ ფაქტები და არ ენდოთ ერთ წყაროს. მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გადადეთ.
    ვის ეხება- ცხადია მზით, მთვარით ASC-ით კუროებს, ანალოგიურად მორიელებს, ლომებს და მერწყულებს, მით უფრო თუ 23-29 გრადუსის ფარგლებში გყავთ აქ რამე, თქვენთვის შესაძლოა არც ისე მარტივი პერიოდი იყოს. თუმცა კუროებისთვის ერთგვაროვანი არ იქნება, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. წარმატებებს მოუტანს ქალწულებს, თხისრქებს, კირჩხიბებს და თევზებს. დანარჩენებისთვის ნეიტრალურია.
    მეტი დეტალებისათვის – კონსულტაციაზე ჩამეწერეთ, დაბადების დრო თუ მიახლოებულად იცით, დავიწყოთ მაქედან დავაზუსტოთ და შემდეგ გადავიდეთ პროგნოზზე. მხოლოდ პროგნოზი -50 ლარი. დროს დაზუსტება დამოკიდებულია იმ ინტერვალზე რაც გასარკვევია”,- წერს ხათუნა ნოელი.

     

  • “რა მაგარია ამბავია გილოცავთ” – კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

    “რა მაგარია ამბავია გილოცავთ” – კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

    N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

    “სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა თხოვნის გათვალისწინებით, განაგრძობს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ცვლილებას.
    ამჯერად, ცვლილება შეგვაქვს ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის გავლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის – N304 მარშრუტში. აღნიშნულ მარშრუტზე 16 მაისიდან 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 18-მეტრიანი ავტობუსებით.
    შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გამოთავისუფლებულ ავტობუსებს, ინტერვალის შემცირების მიზნით, სხვა მარშრუტებზე გამოვიყენებთ”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა და ახალი ავტობუსების მარშრუტებზე გასვლის პარალელურად, გამოთავისუფლებული რესურსი ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება.

  • ტრაგედია თბილისის მეტროში, სადაც წუხელ 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა: რას ჰყვებიან თვითმხილველები? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    ტრაგედია თბილისის მეტროში, სადაც წუხელ 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა: რას ჰყვებიან თვითმხილველები? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ თბი­ლი­სის მეტ­რო­ში. მეტ­რო­სად­გურ “სამ­გორ­ში” 30-წლამ­დე ასა­კის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და შე­უძ­ლოდ, ად­გილ­ზე მო­ვი­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფიც, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

    რო­გორც ტრა­გე­დი­ის შემ­სწრე ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან, გო­გო­ნას თან ახ­ლდნენ მე­გობ­რე­ბი და ამ­ბობ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდას რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი.

    “შე­ვეს­წა­რი და ახ­ლაც ვერ მოვ­დი­ვარ აზ­რზე… მა­ტა­რებ­ლის ვა­გონ­ში უეც­რად ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­ვარ­და ხე­ლი­დან და და­ე­ცა, სამ­გო­რის მეტ­როს სად­გურ­ზე რა არ უკე­თეს ერთ სა­ათ­ზე მეტი სას­წრა­ფოს ექი­მე­ბი მისი გუ­ლის ასა­მუ­შა­ვებ­ლად ბო­ლომ­დე იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­დნენ, გული გა­უ­ჩერ­და საბ­რა­ლოს .ყვე­ლა პულ­სის შკა­ლას ვუ­ყუ­რებ­დით მო­ნი­ტორ­ზე, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით, ზოგი ლო­ცუ­ლობ­და ზოგი ტი­რო­და არა­ფე­რი გა­მო­ვი­და წა­მი­ე­რად გარ­და­იც­ვა­ლა სა­წყა­ლი.

    მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი ახ­ლდნენ თან. მათ თქვეს, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ი­კე­თა კუ­ჭის ოპე­რა­ცი­აო. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო” – ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

    რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა – ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი! – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    წვიმა, ელჭექი, სეტყვა – ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი! – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • „ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი…“ – რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „სამგორში“

    „ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი…“ – რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „სამგორში“

    ამ წუთებში მეტროსადგურ სამგორთან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

    როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა აცნობა, მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

    „ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი, მოულოდნელად გახდა ცუდად, სამწუხაროდ, სასწრაფომ ვეღარ შეძლო მისი გადარჩენა…“, – გვითხრა თვითმხილველმა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

  • ტრაგედია გარდაბანში – ავარიის დროს დაღუპულთა შორის 17 წლის სპორტსმენია

    ტრაგედია გარდაბანში – ავარიის დროს დაღუპულთა შორის 17 წლის სპორტსმენია

    გარდაბანში უმძიმესი ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული 17 წლის სპორტსმენი ჯალილ მასიმოვია. როგორც ირკვევა, ბიჭი MMA – ის მებრძოლი იყო.

    ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა და ერთი დაშავდა, გარდაბანში დღეს დილით მოხდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

    საბედისწერო წამები გარდაბანში – რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა