Blog

  • „ერთად მუშაობდნენ…“ – რა არის ცნობილი ავარიის შედეგად დაღუპულებზე

    „ერთად მუშაობდნენ…“ – რა არის ცნობილი ავარიის შედეგად დაღუპულებზე

    გარდაბანში ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.

    მათივე ცნობით, ისინი ერთ სამსახურში მუშაობდნენ და დილით ერთად მგზავრობდნენ.

    კადრები ადგილიდან ↓

     

  • უმძიმეს ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა

    უმძიმეს ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა

    უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და გარ­და­ბან­ში, კერ­ძოდ სო­ფელ ბირ­ლიკ­ში, დღეს დი­ლით BMW – ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, ერთი კი კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს.

    გლო­ვაა სო­ფელ­ში, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. სამი გარ­დაც­ვლი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვია.

    “ხუთი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი, სამი ჩვე­ნი სოფ­ლის ბირ­ლი­კის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, მათ შო­რის ორი ძმაა. და­ნარ­ჩე­ნი – კი­დევ ორი გარ­დაც­ვლი­ლი სა­გა­რე­ჯო­ე­ლია. ის ბი­ჭე­ბიც ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან. დიდი ტრა­გე­დი­აა. რო­გორ მოხ­და, ზუს­ტად ვერ გე­ტყვით – ძა­ლი­ან მძი­მე ავა­რი­აა, BMW – ს მარ­კის მან­ქა­ნით სოფ­ლის ცენ­ტრში, მა­ღა­ზი­ას­თან ძა­ლი­ან დიდ ხეს შე­ას­კდნენ. სულ 6 ახალ­გაზ­რდა იჯდა მან­ქა­ნა­ში. 5 გარ­დაც­ვლი­ლია და ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, სამ­ძი­მა­რი ოჯა­ხებს”, – ამ­ბობს ამბები.ge სა­უ­ბარ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კა­ლი­ნი­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში ნუშ­რა­ვან მა­მე­დო­ვი.

    ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

  • „18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

    „18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

    გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.  ერთი  დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი.  გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

    შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც.

    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

    „ავარია ჩემ სახლთან მოხდა. ჩემი მეზობლები იყვნენ. ყველა მათგანი კარგი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ და მაგიტომ მოხდა ასე.  ყველა თითქმის ტოლები – 18 წლისები.  ერთად ვარჯიშობდნენ. ერთი ბოქსს ასწავლიდა ჩემ შვილს.  გარდაცვლილიდან 2 ძმანი იყვნენ”,– უყვება „პრაიმტაიმს” ადგილობრივი.

  • (ვიდეო) უმძიმეს ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა

    (ვიდეო) უმძიმეს ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა

    უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და გარ­და­ბან­ში, კერ­ძოდ სო­ფელ ბირ­ლიკ­ში, დღეს დი­ლით BMW – ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, ერთი კი კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს.

    გლო­ვაა სო­ფელ­ში, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. სამი გარ­დაც­ვლი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვია.

    “ხუთი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი, სამი ჩვე­ნი სოფ­ლის ბირ­ლი­კის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, მათ შო­რის ორი ძმაა. და­ნარ­ჩე­ნი – კი­დევ ორი გარ­დაც­ვლი­ლი სა­გა­რე­ჯო­ე­ლია. ის ბი­ჭე­ბიც ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან. დიდი ტრა­გე­დი­აა. რო­გორ მოხ­და, ზუს­ტად ვერ გე­ტყვით – ძა­ლი­ან მძი­მე ავა­რი­აა, BMW – ს მარ­კის მან­ქა­ნით სოფ­ლის ცენ­ტრში, მა­ღა­ზი­ას­თან ძა­ლი­ან დიდ ხეს შე­ას­კდნენ. სულ 6 ახალ­გაზ­რდა იჯდა მან­ქა­ნა­ში. 5 გარ­დაც­ვლი­ლია და ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, სამ­ძი­მა­რი ოჯა­ხებს”, – ამ­ბობს ამბები.ge სა­უ­ბარ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კა­ლი­ნი­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში ნუშ­რა­ვან მა­მე­დო­ვი.

    ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

  • ‼️ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ‼️ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    🔻 გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა | ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ის ტიპის ავტომობილი ხეს შეეჯახა. მთავარი დეტალებს შსს-ში არკვევს.

    🔴 მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

  • საზარელი ავარია, BMW – ს ტიპის ავტომობილო ხეს შეეჯახა, გარდაცვლილია 3 ადამიანი – რა ხდება ცნობილი?

    საზარელი ავარია, BMW – ს ტიპის ავტომობილო ხეს შეეჯახა, გარდაცვლილია 3 ადამიანი – რა ხდება ცნობილი?

    ცოტა ხნის წინ, გარ­დაბ­ნის შე­სას­ვლელ­თან სა­ში­ნე­ლი ავა­რია მოხ­და.

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ხეს შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლია 3 ადა­მი­ა­ნი. ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი გარ­დაბ­ნე­ლე­ბი არ არი­ან .

    მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვას შსს-ში ვცდი­ლობთ.

  • 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    სასურველია, დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.

    კურო

    დაუვიწარი იქნება დღევანდელი საღამო, არის ალბათობა, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და წერტილი დაუსვათ გაუგებრობებს, რომლის მოგვარებასაც აქამდე ამაოდ ცდილობდით.

    ტყუპები

    ის, რაც თქვენში ხდება, თავს უსუსურ, გამოუცდელ ადამიანად გაგრძნობინებთ და იმდენად შეგაშფოთებთ, რომ მზად ხართ, უარი თქვათ ყოველგვარ ნორმებსა და სტანდარტებზე. მოეშვით, მალე ყველაფერი დალაგდება, ახლა კი აქტიური დასვენების დროა.

    კირჩხიბი

    დაკავდით სასარგებლო საქმიანობით ოჯახურ გარემოში, ან გაიხსენეთ მივიწყებული ჰობი, შექმენით საინტერესო ესკიზები, შეცვალეთ სამოსის სტილი, ან სულაც რაიმე კულინარიული შედევრი „შექმენით“. დღესასწაულის მოწყობის დროა.

    ლომი

    ყურადღებით დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ ქმედებებს, საუბარს და აუცილებლად გააკეთებთ შესაბამის დასკვნებს. სასიკეთოა ცურვა და ვარჯიში ენერგეტიკული ბალანსისთვის.

    ქალწული

    მოინახულეთ ახლობლები, მეგობრები, გაისეირნეთ ბუნებაში მათთან ერთად, გამოაფხიზლეთ გადაღლილი გონება და აივსეთ სული და ფიზიკური სხეული ჯანსაღი ენერგიებით და პოზიტივით.

    სასწორი

    ნუ აჰყვებით აბეზარ ფიქრებსა და მოგონებებს, ისინი არა მარტო თქვენს გუნება-განწყობაზე აისახება ნეგატიურად, არამედ, ენერგიასაც გამოგაცლით და გამოგფიტავთ, მუქ ფერებში დაგანახვებთ ცხოვრებას. აჯობეთ საკუთარ თავს.

    მორიელი

    ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, საკვების ხარისხს, სჯობს, მიირთვათ ჩვეული კერძები მცირე ულუფებით და თავი შეიკავოთ ეგზოტიკური საკვებისგან. სასურველია, გონება დაასვენოთ სამსახურებრივ თემებზე ფიქრისგან.

    მშვილდოსანი

    შექმენით მყუდრო ატმოსფერო თქვენს ირგვლივ და დაკავდით არსებული ინფორმაციის გაანალიზებით, შესაძლოა, რომელიმე საკითხი გაურკვევლობას იწვევს თქვენში, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მოიძიეთ საჭირო ლიტერატურა.

    თხის რქა

    ნაკლები იფიქრეთ საქმეებზე და მეტი გართობისა და მოდუნების საშუალება მიეცით საკუთარ თავს. სასიკეთოა სასიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაცია, მოიფიქრეთ რაიმე, დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გასატარებლად.

    მერწყული

    მოსალოდნელია ახალი რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც შესაძლოა, არც ისე დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ დასამახსოვრებელი ნამდვილად იქნება, თუმცა, არაფერია გამორიცხული.

    თევზები

    თავი დაანებეთ შემოვლით გზებს და პირდაპირ განაცხადეთ თქვენი სურვილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სადავეები სხვების ხელში აღმოჩნდება და დააგვიანებთ.

  • “თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს მის ოჯახს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

    “თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს მის ოჯახს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

    „ჯუნგლების“ ძირძველი წევრი ოთიკო სიმსივე გარდაიცვალა. ინფორმაცია მათ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.

    სამწუხაროდ გარდაიცვალა „ჯუნგლების“ ძირძველი წევრი ოთიკო სიმსივე. თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს და გამძლეობას ვუსურვებთ მის ოჯახს და ახლობელ ადამიანებს. ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები ძმაო“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

  • იტალიაში 35 წლის ემიგრანტი დაჩეხეს – პოლიციამ 4 არასრულწლოვანი და ერთი 20 წლის პირი დააკავა

    იტალიაში 35 წლის ემიგრანტი დაჩეხეს – პოლიციამ 4 არასრულწლოვანი და ერთი 20 წლის პირი დააკავა

    საშინელი ფაქტი მოხდა იტალიის ქალაქ ტარანტოში! დილის 5 საათზე
    სასოფლო სამეურნეო სამსახურის შესასრულებლად მიდიოდა
    35 წლის ემიგრანტი , წარმოშობით მალიდან – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე წერს.

    „ მას ფეხმძიმე მეუღლე დარჩა…
    ველოსიპედით სამსახურში მიმავალი  ახალგაზრდა გახდა 5 კაციანი ჯგუფის სამიზნე და  ამ ჯგუფის წევრებიდან
    4 არასრულწლოვანი იყო:
    მხოლოდ 14 და 15 წლისანი.
    თავის გადასარჩენად მსხვერპლმა ,
    იქვე ახლოს მდებარე ბარს შეაფარა თავი
    რა დროსაც მეპატრონემ მას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდააააააა.
    და საშუალება არ მისცა სიცოცხლე დაეცვა საბრალოს.
    და არც პოლიციას გამოუძახა…
    ადამიანის გადარჩენისთვის ერთი ნაბიჯი იყო საჭირო….
    ის ყველანაირი ბასრი  საშუალებებით დაჩეხეს… რაც კი ხელთ ქონდათ ამ
    ” არაკაცების ჯგუფს”.

    რა უნდოდათ
    დილის 5 საათზე არასრულწლოვანებს გარეთ?
    სად იყვნენ მშობლები ამ დროს!
    ბარის მეპატრონე!
    საზოგადოება.

    სამწუხაროდ ჩვენ, რასისტული საზოგადოება ვართ !
    ამას დავწერ ხმამაღლა რადგან
    მე თავად მომიწია ნ.13 ავტობუსში, რომლითაც ვისარგებლოთ ყოველ დღე,
    მომიწია  შეტაკება პატივსაცემ “ასაკოვან მოხუცთან”, რომელიც უშვერი სიტყვებით ამკობდა ავტობუსში ამოსულ შოკოლადისფერ დედა შვილს , პატარა სულ სადღაც 7 თვის იქნებოდა.

    რადგან შეწუხდა , ვერ აიტანა მისი ტირილი. აი ეს არის დღევანდელი ინტეგრაციის სახე!
    მე ვიტყვი რომ:
    სკოლები რომელიც  სავსეა ემიგრანტი ბავშვებით და დღემდე ბევრი სახით ხდება ახალმისული ბავშვების ბულინგი!
    მეტი ყურადღება არის საჭირო,
    საჭიროა საგანმანათლებლო ახალი პროექტები ინტეგრაციისთვის.

    ჩამოშლილია:
    მიმღებლობის კულტურა,
    სტუმარმასპინძლობის კულტურა !
    უნდა უფრო გაძლიერებული ფორმით ხდებოდეს  ორივე მხარის სტუმრის და მასპინძლის  თანდასწრებით  ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა!

    ჩვენ ვიღებთ უცხო სამყაროს და ამავდროულად ვანადგურებთ!
    დღეს  ჩემთვის ” ბიძია თომას
    ქოხის” თანამედროვე ისტორია განმეორდა!
    შორეული ქვეყნიდან ჩამოსული საბრალო ადამიანი…

    ვინ იცის რა ოცნებებით ქარგავდა მის მომავალ სამყაროს🥺
    ის პატარას ელოდებოდა.
    აქ ყველა სიტყვა ზედმეტია ამ ჯგუფის დასაცავად.
    უმკაცრესი განაჩენი!
    ვერ ვიქნები ჰუმანური მათ მიმართ!
    ნებისმიერ სტრუქტურას, სკოლას, ადამიანებს, კანონს  ევალებათ ინტეგრაციისთვის მეტი ყურადღების მიქცევა და ამ ეტაპზე ვიტყვი ადგილობრივებთან მეტად.

    ემიგრაციაში არის მთელი მსოფლიო
    ადამიანებს ავიწყდებათ თავიანთი ისტორიები. ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ისევ დუმილით ვგუდავ ამ ტკივილს
    ამ ახალგაზრდის დაკარგული სიცოცხლე
    კი არის დღევანდელობის მწარე  რეალობა! საჭიროა: სანამ მოხდება ცუდი, მანამ
    ვიმოქმედოთ“, – წერს ფიქრია კუჭუხიძე.

    იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი: ოთხი არასრულწლოვანთა პროკურატურის, ხოლო ერთი საერთო პროკურატურის განკარგულებით. სრულწლოვანი 20 წლის ფაბიო სალეა, ხოლო ოთხი არასრულწლოვანი 15-დან 16 წლამდე ასაკისაა.

  • რუსეთის დუმამ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

    რუსეთის დუმამ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

    დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

    დოკუმენტი დუმას ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა, ხელშეკრულებას კი მოსკოვში 9 მაისს პუტინმა და დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოაწერეს ხელი.

    შეთანხმება ოფიციალურად თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს.

    რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ასევე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებასა და კანონმდებლობის დაახლოებას მოიცავს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დანცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.