Blog

  • რუსეთის დუმამ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

    რუსეთის დუმამ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

    დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

    დოკუმენტი დუმას ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა, ხელშეკრულებას კი მოსკოვში 9 მაისს პუტინმა და დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოაწერეს ხელი.

    შეთანხმება ოფიციალურად თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს.

    რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ასევე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებასა და კანონმდებლობის დაახლოებას მოიცავს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დანცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

  • ვრცელდება ფარულად გადაღებული აუდიო-ვიდეო კადრები

    ვრცელდება ფარულად გადაღებული აუდიო-ვიდეო კადრები

    სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის 2 საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია”.

  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    წვიმა, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

    „მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
    თუმცა ნალექი არსად გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე, მზიანი და თბილი საათები კვლავ დარჩება ჩვენი ყოველდღიურობის მთავარ ფერად, მხოლოდ საღამოსა და ღამის საათებში გაგვიავდრდება, ქარის გაძლიერებით.
    სითბო და სინათლე ისევ ჩვენთანაა, ხოლო წვიმა მხოლოდ ხანმოკლე ხნით, თითქოს ბუნების ემოციური შეხსენება იქნება, რომ ყოველი დღე თავისი სიურპრიზით მოდის.
    გისურვებთ საოცარ დღეებს და აქვე გეტყვით, რომ მზის ულტრაიისფერი ინდექსი მაღალია, შეგიძლიათ გაირუჯოთ და გაზაფხულზეც დატკბეთ მშვენიერი ნამზეურით”,- წერს კობა ფარტენაძე.

     

  • სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 16 მაისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 16 მაისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

  • ვინ შეძლებს დაფინანსების მიღებას? – კახა კალაძის ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    ვინ შეძლებს დაფინანსების მიღებას? – კახა კალაძის ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისივე განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, წელს მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.

  • “რა ბოროტი უნდა იყო ქალი, ასე მოიქცე!”  – ვრცელდება ვიდეო

    “რა ბოროტი უნდა იყო ქალი, ასე მოიქცე!” – ვრცელდება ვიდეო

    “რა ბოროტი უნდა იყო ქალი, ასე მოიქცე!” – ქორწილში, დედამთილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, კადრები სოციალურ ქსელში ვრცე.ლდება

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, გულის კუნთის გაძლიერება და სტრესის შემცირება ამ ბალახეული ნაყენითაა შესაძლებელი

    თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, გულის კუნთის გაძლიერება და სტრესის შემცირება ამ ბალახეული ნაყენითაა შესაძლებელი

    როზმარინი უძლიერესი სამკურნალო ბალახია, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ ართრიტის, ასთმის, ეგზემის, ღვიძლისა და გულის დაავადებების, სისხლძარღვების, სახსრების, ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად, კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

    როზმარინი კარგად იზრდება თბილ კლიმატში და აქტიურად გამოიყენება როგორც სანელებელი.

    სამკურნალო მცენარეს მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის:

    გულ-სისხლძარღვთა სისტემა

    აუმჯობესებს გულის მუშაობას, სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. როზმარინი სასარგებლოა სერიოზული დაავადებების შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად, განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევა.

    თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და გულის ფუნქციონირების  გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია როზმარინის შემდეგი წესის მიხედვით მიღება: 1 ჩ. კ. როზმარინი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადწურეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, მიიღეთ თითო-თითო ს. კ.

    კანის მოვლა

    როზმარინი აახალგაზრდავებს კანს, ატენიანებს, ამცირებს ნაოჭებს, ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას, ხსნის შეშუპებას, აშორებს პიგმენტურ ლაქებს.

    რეკომენდებულია როზმარინის ჩაის დალევალა, საცხებსა და ნიღბებში როზმარინის ეთერზეთის რამდენიმე წვეთის დამატება, აგრეთვე სახის კანის როზმარინის ნახარშით გაწმენდა.

    ანთება და სახსსრები

    მცირებს სახსრების ტკივილს, კურნავს ანთებას. როზმარინი ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების აღმოსაფხვრას. სწორედ ამიტომ, სასარგებლოა სახსრების, სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადების,  ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ.

    თავის ტვინი

    აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას. ეს გამოწვეულია იმით, რომ როზმარინი ზრდის სისხლის ნაკადს თავში. ბალახი შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უშლიან მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერის დეგრადაციას.

    ხელს უწყობს თმის ზრდას

    როზმარინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და, სწორედ ამიტომ, თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ზრდის ასასწრაფებლად საუკეთესოა მის ბაზაზე მომზადებული ნიღბები. გადაავლეთ თვალი ჩვენს გვერდს და მოიძიეთ როზმარინის ბაზაზე მომზადებული თმის უძლიერესი ელექსირი, რომელიც ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას, აუმჯობესებს თმის მდგომარეობას, მატებს მოცულობას, ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას.

    სიმსუქინის საწინააღმდეგო

    როზმარინი გეხმარებათ წონის დაკლებაში ცხიმების დაშლის დაჩქარებითა და მადის დაქვეითებით. ბევრად უფრო ეფქტურია როზმარინის, სალბის, აბზინდასა და კვრინჩხის ყვავილების კომბინაცია. მოცემული მცენარეები (გამომშრალი) აიღეთ თანაბარი რაოდენობით და აურიეთ. ნარევი გადაიტანეთ მშრალ თავდახურულ ქილაში. ნარევის 1 ჩაის კოვზს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 25 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 100-100 მლ. დალიეთ 30 დღე.

    არსებობს როზმარინის სამკურნალო თვისებების გამოყენების რამდენიმე გზა:

    • შეისუნთქეთ როზმარინის ეთერზეთის არომატი. ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დაამატეთ ჰაერის არომატიზატორს, შამპუნს, საცხს, თმისა და კანის მოვლის ნიღბებს.
    • ყოველ საღამოს, ძილის წინ, დალიეთ როზმარინის ჩაი.
    • როზმარინის ჩაის დალევა რეკომენდებულია დიაბეტის, ღვიძლის დაავადებების, ნაღვლის ბუშტის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

    როზმარინი კარგად ხარობს ქოთანშიც. ზრდასრული მცენარის ყლორტი დასაფესვიანებლად ჩადეთ წყლიან ქილაში. დაფესვიანებული ღერო გადაიტანეთ ქოთანში. ქოთანი დადგით მზიან მხარეს და უძლიერესი სამკურნალო მცენარე და  არომატული სანელებელი მუდამ ხელმისაწვდომი გექნებათ.

    როზმარინის მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ეპილეფსიური კრუნჩხვების, ორსულობის, II-III ხარისხის ჰიპერტენზიის დროს.

    გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • ცნობილია როდის დაისვენებენ სკოლები და ბაღები მაისში

    ცნობილია როდის დაისვენებენ სკოლები და ბაღები მაისში

    განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025-2026 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით, მეორე სემესტრის დასრულებამდე კიდევ 2 ოფიციალური დასვენების დღე იქნება.

    დასვენების დღეებია: 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე, 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

    წყარო: ​primetime.ge

  • “ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა…” – შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    “ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა…” – შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    მიწამ როგორ უნდა მიგიღოს… გლოვობს ჩემი ბათუმი… პატარა ანგელოზო, ვაი შენს დედას,  ეს რა ტრაგედია დატრიალდა… არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ ტკივილს შეამსუბუქებს…“, –  ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე წერს.

    „პატარა ანგელოზი ლიზი ცეცხლაძე, რომელმაც უკვე მოასწრო სიყვარულის დატოვება ამ სამყაროში, ძალიან ადრე წავიდა…

    მისი ღიმილი, მისი პატარა ნაბიჯები, მისი სითბო – სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.
    ასეთი ნათელი სული არასოდეს ქრება — ის უბრალოდ ცას ანათებს…

    ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ აუტანელ დანაკარგს.

    ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და ვლოცულობ, რომ ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ მძიმე დღეების გასავლელად.

    მშვიდად განისვენე პატარა ანგელოზო ლიზიკო.

    “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს  და სამძიმარს უცხადებს ოჯახს”

    შვილმკვდარი დედა და მამა რით უნდა ანუგეშო და როგორ უნდა დაამშვიდო?… ტკივილსაც გაძლება ხომ უნდა?… მიწაში რომ ჩადებს ასეთ  ანგელოზ შვილს ის დედა და მამა რით უნდა ანუგეშო და როგორ უნდა დაამშვიდო?…

    გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ლიზიკო
    ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. … მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ… მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.
    უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

    “ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა უმანკო ანგელოზის ლამაზი სული.

    (ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს მხოლოდ არ იცხოვრა ამქვეყნად….
    თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა…)

    (ის იმდენად ლამაზი იყო,  სანთლებთან ერთად ანათებდა…
    ახლა გაიგეს პატარა მზის ჩაქრობის ამბავი…
    ის კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა…  “ყვავილების მდინარეს კუბო  ცისკენ მიჰქონდა” ))))

    დღეს დიდი სიმწარე და ტრაგედია ტრიალებს ცეცხლაძეების  ოჯახში ამ უმძიმეს ტრაგედიას რა სიტყვები აღწერს
    ნაადრევი,  მოულოდნელი და მოუშუშებელი სიმწარე ხარ პატარავ.
    ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ანგელოზი სული.
    გამძლეობას გისურვებთ ოჯახს.

    ლიზი ცეცხლაძე ანგელოზად იქცა“, –  წერს შოთო სიხარულიძე.