Blog

  • ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს

    ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს

    ტრადიციული მედიცინის სპეციალისტმა, ენდოკრინოლოგმა ნინო ვაშაკიძე გადაცემაში დილა მშვიდობისა, საქართველო დიასტოლური, ე.წ. „გულის წნევის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანები ხშირად მხოლოდ ზედა, სისტოლურ წნევას აქცევენ ყურადღებას, მაშინ როცა ქვედა წნევა წლების განმავლობაში სისხლძარღვებს აზიანებს.

    ექიმის განმარტებით, მაღალი დიასტოლური წნევა ინფარქტისა და ინსულტის რისკს ზრდის, ხოლო დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა ტვინისა და გულის არასაკმარის კვებაზე მიუთითებდეს. მისი თქმით, ნორმად 60-80 მაჩვენებელი ითვლება.

    ნინო ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ დიასტოლური წნევის დასარეგულირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, მათ შორის ყოველდღიური ფეხით სიარული, სწორი კვება და სტრესის მართვა. ექიმის თქმით, სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს მაგნიუმითა და კალიუმით მდიდარი პროდუქტები — ისპანახი, ნუში და გარგრის ჩირი.

  • ვერაფრით მიხვდებით ვინ არის სტალინის გვერდით ფოტოზე- სენსაციური ფაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა!

    ვერაფრით მიხვდებით ვინ არის სტალინის გვერდით ფოტოზე- სენსაციური ფაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა!

    ამა წლის აპრილში, როსარქივი, რომელიც რუსეთი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, უშუალოდ სახელმწიფოს მეთაურს დაექვემდებარა. სტატუსის ცვლილება ახსნილი იქნა მასში დაცული მასალების განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობით. სანამ ექსპერტები თავს იტეხდნენ იმაზე, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, გაზეთ “პრეზიდენტში” გამოჩნდა ისტორიული გამოძიება. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სამეფო ოჯახი არ დახვრეტილა. ყველა მათგანმა განვლო ხანგრძლივი ცხოვრება, ხოლო თავად მეფის ძემ, ალექსეიმ საკმაოდ კარგი კარიერაც კი გაიკეთა სსრკ-ში.

    უფლისწული ალექსეი ნიკოლაის ძე რომანოვის სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, ალექსეი ნიკოლაის ძე კოსიგინად ტრანსფორმაციაზე პირველად ჯერ კიდევ გარდაქმნის (პერესტროიკის) დროს დაიწყო საუბარი. ინფორმაციამ პარტიული არქივიდან გაჟონა. თუმცა მას ისტორიულ ანეგდოტად უფრო მიიჩნევდნენ. მაგრამ ეჭვი მაინც არსებობდა. სამეფო ოჯახის ცხედრები ხომ არავის უნახავს, ხოლო მათი სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ ხმები ყოველთვის დადიოდა. და აი, ვითომდა დახვრეტილი ოჯახის წევრის შესახებ ინფორმაცია ჩნდება გაზეთში, რომელსაც სკანდალურს ნაკლებად თუ ვუწოდებთ.

    “- შესაძლებელი იყო იპატიევის სახლიდან გაქცევა ან გაპარვა? აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა! – წერს გაზეთ “პრეზიდენტში” ისტორიკოსი სერგეი ჟელენკოვი. – შორიახლოს ფაბრიკა იყო. 1905 წელს, სახლის მეპატრონემ ფაბრიკამდე გათხარა საიდუმლო გასასვლელი, იმ შემთხვევისთვის, თუ სახლში რევოლუციონერები შეიჭრებოდნენ. ბორის ელცინის მიერ სახლის დანგრევის დროს, ბულდოზერი სწორედ იმ გასასვლელში ჩავარდა და ასე გახდა საიდუმლო გვირაბის შესახებ ცნობილი.

    მაინც რაში დასჭირდათ ბოლშევიკებს სამეფო ოჯახის წევრებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება?

    მკვლევრებმა, ტომ მანგილდმა და ენტონი სამერსმა 1979 წელს გამოსცეს წიგნი, სახელწოდებით “რომანოვების საქმე, ანუ დახვრეტა, რომელიც არ შემდგარა”. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1978 წელს ვადა ამოეწურა საიდუმლოების 60 წლიან გრიფს 1918 წელს ხელმოწერილ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, და ხელმისაწვდომი გახდა მანამდე გასაიდუმლოებული არქივები. პირველი, რაც წიგნის ავტორებმა ამოქექეს, იყო ინგლისელი ელჩის ტელეგრამები, რომლებშიც საუბარი იყო ბოლშევიკების მიერ მეფის ოჯახის ევაკუაციაზე ეკატერნბურგიდან პერმში.

    ალექსანდრე კოლჩაკის არმიაში ბრიტანული დაზვერვის აგენტების მონაცემებით, 1918 წლის 25 ივლისს ეკატერინგურგში შესვლისას, ადმირალმა დაუყოვნებლივ დანიშნა გამომძიებელი სამეფო ოჯახის დახვრეტის საქმის გამოსაძიებლად. სამი თვის შემდეგ კაპიტანმა ნამიოტკინმა წარუდგინა მოხსენება, რომელშიც აუწყებდა, რომ დახვრეტის მაგივრად ადგილი ჰქონდა მის ინსცენირებას. კოლჩაკმა არ დაუჯერა და იგვე საქმე მეორე გამომძიებელს, სერგეევს დაავალა, რომლისგანაც სულ მალე მსგავსი მოხსენება მიიღო.

    მეფის ოჯახი

    ადმირალ კოლჩაკს, რომელმაც თავი უკვე გამოაცხადა რუსეთის უმაღლეს მმართველად, არაფერში სჭრდებოდა ცოცხალი მეფე, ამიტომ, 1919 წელს, უკვე მესამე გამომძიებელს, ნიკოლაი სოკოლოვს მისცა სრულიად ნათელი ბრძანება – ეპოვა იმპერატორის სიკვდილის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სოკოლოვმაც, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, და მოხსენებაში დაწერა: “გვამები ჩაყარეს მაღაროში და გადაასხეს მჟავა”.

    ტომ მანგოლდმა და ენტონი სამერსმა ჩათვალეს, რომ გამოცანის გასაღები თავად ბრესტის ხელშეკრულებაში უნდა ეძებნათ. თუმცა ამ დოკუმენტის სრული ტექტსი არც ლონდონის და არც ბერლინის გასაიდუმლოებულ არქივებში არ არის. მკვლევარების აზრით, ხელშეკრულებაში არის პუნქტები, რომლებიც მეფის ოჯახს ეხება.
    სავარაუდოდ, იმპერატორმა ვილჰელმ II-მ, რომელიც ალექსანდრა ფიოდოროვნას ახლო ნათესავი იყო, მოითხოვა მეფის ოჯახის ყველა ქალბატონის გერმანიისათვის გადაცემა. გოგოებს არ ჰქონდათ რუსულ სამეფო გვირგვინზე უფლებები და, შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ ბოლშევიკებისთვის საშიშროებას. მამაკაცები კი დარჩნენ მძევლად, როგორც გარანტია იმისა, რომ გერმანიის არმია არ დაესხმოდა თავსა პეტერბურგისა და მოსკოვს.

    ამგვარი ახსნა სრულიად ლოგიკური ჩანს. განსაკუთრებით მაშინ, თუ გავიხსენებთ, რომ მეფე ჩამოაგდეს არა წითლებმა, არამედ ისევ თავისიანმა ლიბერალურად განწყობილმა არისტოკრატიამ, ბურჟუაზიამ და არმიის უმაღლესმა ლიგებმა.
    ბოლშევიკები ნიკოლოზ II-ის მიმართ რაიმე განსაკუთრებულ სიძულვილს არ გრძნობდნენ. მათთვის იგი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა, სამაგიეროდ შესანიშნავი კოზირი და გასაცვლელი მონეტა იყო მოლაპარაკებების დროს.

    ლენინი იმასაც ხვდებოდა, რომ ნიკოლოზ II, თუ კარგად “შეანჯღრევდი” ნამდვილი ოქროს კვერცხების მადებარი ქათამი იყო, რაც იმ დროს ახალგაზრდა ხელისუფლებას ჰაერივით სჭირდებოდა. მეფე ხომ დასავლეთის ბანკებში შენახული უამრავი საოჯახო თუ სახელმწიფო სიმდიდრის საიდუმლოს ფლობდა. მოგვიანებით რუსეთის იმპერიის ეს საგანძური ინდუსტრიალიზაციისთვის იქნა გამოყენებული.

    თუ დავუჯერებთ გაზეთ “პრეზიდენტს”, “სტალინმა ააშენებინა აგარაკი სოხუმში, სამეფო აგარაკის გვერდით და ჩადიოდა ხოლმე იქ იმპერატორთან შესახვედრად. ოფიცრის ფორმაში გამოწყობილი ნიკოლოზ II იმყოფებოდა კრემლშიც, რაც დაადასტურა გენერალმა ვატოვმა, რომელიც იოსებ ბესარიონის ძის დაცვაში მუშაობდა.”

    გაზეთისავე ცნობით, უკანასკნელი იმპერატორის სულისთვის პატივის მისაგებად, მონარქისტებს შეუძლიათ წავიდნენ ნიჟნი ნოვგოროდში, “Красная Этна”-ს სასაფლაოზე, სადაც დაკრძალული იქნა სინამდვილეში რუსეთის მეფე 1958 წლის 26 დეკემბერს.

    გაცილებით უცნაური ბედი ერგო ტახტის მემკვიდრეს ალექსეი ნიკოლაევიჩს. ისტორიკოს სერგეი ჟელენკოვს უამრავი მტკიცებულება მოჰყავს იმისა, თუ როგორ გადაიქცა უფლისწული ალექსეი წითელარმიელ კოსიგინად. გამძვინვარებული სამამულო ომის დროს, თან ЧК-ს მფარველობით, ამის გაკეთება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. სტალინმა ახალგაზრდა ალექსეიში დიდი მომავალი დაინახა და ხელი შეუწყო მის კარიერულ წინსვლას.

    1942 წელს, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის რწმუნებული კოსიგინი ალყაშემორტყმულ ლენინგრადში მოსახლეობისა და სახელმწიფო საკუთრების ევაკუაციას ხელმძღვანელობდა. ის საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა იქაურობას და ამიტომ შეძლო ე.წ. “სიცოცხლის გზის” ორგანიზება ქალაქის მოსამარაგებლად.

    1949 წელს, მალენკოვის მიერ “ლენინგრადის საქმის” გამოძიებისას კოსიგინი სასწაულებრიად “გადარჩა”. სტალინმა, რომელიც მას ყველას თანდასწრებით უფლისწულს ეძახდა, ალექსეი ნიკოლოზის ძე გრძელვადიან მივლინებაში გაგზავნა ციმბირში, სადაც, ვითომცა საჭირო იყო კოოპერაციული მოღვაწეობისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერება.

    სტალინი კოსიგინთან (მარცხნივ)ერთად
    კოსიგინი იმდენად მოშორებული იყო შიდაპარტიული საქმიანობისგან, რომ თავისი პოზიციები შეინარჩუნა მფარველის გარდაცვალების შემდეგაც. ხუშოვსა და ბრეჟნევს სჭირდებოდათ გამოცდილი მეურნე, შედეგად კოსიგინმა უმინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გაძლო ყველაზე დიდხანს – 16 წელი.

    არც ნიკოლოზ II-ისა და მისი ქალიშვილების კვალი დაკარგულა სამუდამოდ. 90-იან წლებში იტალიურ გაზეთ “ლა რეპუბლიკა”-ში გამოჩნდა ჩანაწერი, სადაც მოთხრობილი იყო და პასკალინა ლენარტის გარდაცვალებაზე, რომელსაც 1939-დან 1958 წლამდე ეკავა მნიშვნელოვანი პოსტი რომის პაპის, პიუს XII-ის კარზე. სიკვდილის წინ მან ნოტარიუსს გაუმხილა, რომ სინამდვილეში ოლგა რომანოვა, ნიკოლოზ II-ის ქალიშვილი ბოლშევიკებს არ დაუხვრეტიათ და ხანგრლივი ცხოვრება გალია ვატიკანის მფარველობაში, ბოლოს კი დაკრძალული იქნა სოფელ მარკოტეს სასაფლაოზე, ჩრდილოეთ იტალიაში. მითითებულ მისამართზე მისულ ჟურნალისტებს მართლაც დახვდათ საფლავის ქვა, რომელზეც გერმანულა დეწერა: “ოლგა ნიკოლოზის ასული. რუსეთის მეფე ნიკოლოზ რომანოვის უფროსი ქალიშვილი, 1895 – 1976”.

  • ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?

    ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?

     

    სა­მე­ბი­დან გა­მო­სულ პატ­რი­არქ შიო მე­სა­მეს ეზო­ში უამ­რა­ვი მომ­ლოც­ვე­ლი ელო­და. ისი­ნი ახა­ლარ­ჩე­ულ პატ­რი­არ­ქს შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ. “გვიყ­ვარ­ხარ პატ­რი­არ­ქო!”, ის­მო­და დღეს სა­მე­ბის ეზო­ში.დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცელ­და უამ­რა­ვი ფოტო, ვი­დეო სა­მე­ბის ეზო­დან, მაგ­რამ მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ბერი ან­დრია გე­წა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ პატ­რი­არქ შიო მე­სა­მეს თა­ვი­სი და, ლელა მუ­ჯი­რი მხარ­ზე ეამ­ბო­რე­ბა.

    პატ­რი­არ­ქო­ბის სამ კან­დი­დატს შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ყვე­ლა­ზე მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია შიო მუ­ჯი­რის შე­სა­ხებ იცო­და. ბევ­რი მათ­გა­ნი დღეს გა­ი­გებს, რომ შიოს ჰყავს და, რო­მე­ლიც დღეს ძმას სა­მე­ბის ეზო­ში ელო­და.

    ლელა მუ­ჯი­რი ხუთი შვი­ლის, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. ის პატ­რი­არ­ქის ერ­თა­დერ­თი დაა. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი გახ­ლავთ. ის ხში­რად სტუმ­რობს სხვა­დას­ხვას გა­და­ცე­მებს რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, მუ­შა­ობს ბავ­შვებ­თან, მაგ­რამ ძმა­ზე სა­ჯა­როდ არა­სო­დეს უსა­უბ­რია.

  • გასკდა გული, შენთან სიკვდილს რა უნდოდა”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    გასკდა გული, შენთან სიკვდილს რა უნდოდა”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. მოულოდნელად გარდაცვლილ ბიჭს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

    „გამისკდა გული ბიჭო ეს რა რა მესმის. შენთან სიკვდილს რა უნდოდა ჩემო სიხარულო რა…“

    ჩვენი ბავშვობა ბიჭო, რა უდროო იყო… ღმერთმა გაანათლოს შენი სული“

    „გასკდა გული. რამდენი ახალგაზრდა ტოვებს ამ სამყაროს. ნათელი და სანთელი თქვენს ლამაზ სულს“

    „ასეთი საუკეთესო ახალგაზრდის ნაადრევად წასვლა იმ ქვეყნად, მხნეობას, გამძლეობას გისურვებთ ოჯახს, ახლობლებს“ – წერენ მეგობრები და ახლობლები.

  • ,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

    ,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს :https://siaxle.co/?p=2975&preview=true

    „11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“.

    წყარო: primetime.ge

  • რუის-ურბნისის ეპარქია სამძიმრის წერილს ავრცელებს

    რუის-ურბნისის ეპარქია სამძიმრის წერილს ავრცელებს

    რუის-ურბნისის ეპარქია სამძიმრის წერილს ავრცელებს:

    გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, ვედრების მამათა მონასტრის წევრი – ბერი გერმანე ნანეიშვილი.

    დაკრძალვა ხუთშაბათს, 14 მაისს,
    14:00 საათზე, ამავე მონასტერში.

    ✝️ უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი;

  • რა არის ცნობილი 30 წლის სასულიერო პირზე, რომელიც დღეს სამების ტაძარში პატ­რი­არ­ქის გა­მორ­ჩე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, დე­ლე­გა­ტებს შო­რის იყო

    რა არის ცნობილი 30 წლის სასულიერო პირზე, რომელიც დღეს სამების ტაძარში პატ­რი­არ­ქის გა­მორ­ჩე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, დე­ლე­გა­ტებს შო­რის იყო

    სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა ირი­ნე­ოს შენ­გე­ლია, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვი გახ­და.

    ყვე­ლა­ფე­რი კი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს გავ­რცე­ლე­ბით და­ი­წყო – მამა ირი­ნე­ო­სი პატ­რი­არ­ქის გა­მორ­ჩე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და დე­ლე­გა­ტებს შო­რის იყო.

    • რო­გორც “ფე­ის­ბუქ­ში” მამა ირი­ნე­ო­სის ან­გა­რი­ში­დან ირ­კვე­ვა, ის 1996 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი. აი, რას წერს მის შე­სა­ხებ დედა სი­დო­ნია:

    “შე­სა­შუ­რი ბი­ოგ­რა­ფია აქვს ამ ასაკ­ში!

    “2014 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ას­რუ­ლა ქა­ლაქ თბი­ლი­სის Ν99 სა­ჯა­რო სკო­ლა. 2015-16 წლებ­ში სწავ­ლობ­და ქა­ლაქ თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში. 2016 წელს ელა­დის (სა­ბერ­ძნე­თი) მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში აღიკ­ვე­ცა მო­ნაზვნად.

    2017-2018 წლებ­ში, სა­ბერ­ძნე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის, დრა­მის მიტ­რო­პო­ლიტ პავ­ლეს რე­კო­მენ­და­ცი­ი­თა და წარ­გზავ­ნით ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და ათო­ნის წმინ­და მთა­ზე, წმინ­და პავ­ლეს მო­ნას­ტერ­ში, სუ­ლი­ე­რი და ას­კე­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი შეს­წავ­ლის­თვის. 2018-2019 წლებ­ში შე­ის­წავ­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ბერ­ძნუ­ლი ენა და მი­ე­ნი­ჭა არის­ტო­ტე­ლეს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბერ­ძნუ­ლი ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი B2 დონე.

    2019-2022 წლებ­ში სწავ­ლობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, თე­სა­ლო­ნი­კის უმაღ­ლეს სა­ეკ­ლე­სიო აკა­დე­მი­ა­ში, სა­მო­ძღვრო (პას­ტო­რა­ლუ­რი) და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. 2022-2023 წლებ­ში, ჩრდ. ამე­რი­კის ეპის­კო­პოს სა­ბას ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და რე­კო­მენ­და­ცი­ით სწავ­ლობ­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბულ, Bossey Ecumenical Institute-ში, CAS-ES გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლის ფორ­მა­ცი­ულ კურ­სზე, სა­დაც შე­ის­წავ­ლა მო­დუ­ლი “Ecumenical Biblical Hermeneutics” და და­იც­ვა აკა­დე­მი­უ­რი ნაშ­რო­მი, თე­მა­ზე: “შე­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის პერ­სპექ­ტი­ვი­დან”.

    2022-2023 წლებ­ში სწავ­ლობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, ათე­ნის უმაღ­ლეს სა­ეკ­ლე­სიო აკა­დე­მი­ა­ში, სა­მო­ძღვრო (პას­ტო­რა­ლუ­რი) და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­დაც უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით და­იც­ვა სა­დიპ­ლო­მო აკა­დე­მი­უ­რი ნაშ­რო­მი, თე­მა­ზე: “XVI სა­უ­კუ­ნის რე­ლი­გი­უ­რი რე­ფორ­მა­ცია: პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი თე­ო­ლო­გი­ის სა­წყი­სე­ბი“.2025 წლის 14 იან­ვარს, ამე­რი­კის ბერ­ძნუ­ლი სამ­თა­ვა­რე­პის­კო­პო­სოს სტი­პენ­დი­ით (100% და­ფი­ნან­სე­ბით) ჩა­ი­რი­ცხა ბოს­ტო­ნის Holy Cross School of Theology-ში, გაძ­ლი­ე­რე­ბულ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ThM (Advanced Master of Theology).

    მღვდელ­მო­ნა­ზონ ირი­ნე­ოსს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო საღვთის­მე­ტყვე­ლო კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და სიმ­პო­ზი­უმ­ში, მათ შო­რის: გერ­მა­ნი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, შვე­დეთ­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, იტა­ლი­ა­ში, ის­რა­ელ­ში, აშშ-ში და ა.შ.

    მას ეკუთ­ვნის არა­ერ­თი თე­ო­ლო­გი­უ­რი ნაშ­რო­მი ქარ­თულ, ბერ­ძნულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე, მათ შო­რის:

    1. სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი პა­სა­ჟის ინ­ტერპრე­ტა­ცია – “ქრის­ტე მე­უ­ფის შეხ­ვედ­რა მდი­დარ მე­ბა­ჟე ზა­ქეს­თან”.

    2. “თე­ო­ლო­გი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მისი გა­მო­ხატ­ვის გზა“.

    3. “თა­ნა­მედ­რო­ვე ოკულ­ტიზ­მის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი – მა­გია და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია“.

    4. “ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის თე­ო­ლო­გია (კი­თხვა-პა­სუ­ხი)“

    5. “ყვე­ლა­ფე­რი უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის შე­სა­ხებ“ (თა­ნა­ავ­ტო­რი).ფლობს ქარ­თულ (მშობ­ლი­უ­რი), ბერ­ძნულ, ძველ­ბერ­ძნულ და ინ­გლი­სურ ენებს”, – აღ­ნიშ­ნავს დედა სი­დო­ნია.

    თვი­თონ მამა ირი­ნე­ოსს კი დღე­ვან­დე­ლი დღის შე­სა­ხებ შემ­დე­გი პოს­ტი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი:

    “დღეს მე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მე-14 გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის მო­ნა­წი­ლე დე­ლე­გა­ტი, იმ კრე­ბის, რო­მელ­მაც ივე­რი­ის უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სი­ის საყ­დარ­ზე მიტ­რო­პო­ლიტ შიოს კა­თა­ლი­კო­ზად არ­ჩე­ვა და­ა­დას­ტუ­რა.უწ­მინ­დე­სო და უნე­ტა­რე­სო შიო, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად კრებ­სი­თო­ბის დაც­ვით, თქვენ გახ­დით ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღო­ლი, სწო­რედ ამი­ტომ, გულ­წრფე­ლად გი­სურ­ვებთ, თქვე­ნი პატ­რი­არ­ქო­ბა იქ­ცეს მშვი­დო­ბის, მო­წყა­ლე­ბის, შე­რი­გე­ბი­სა და ერ­თო­ბის გან­მტკი­ცე­ბის პლატ­ფორ­მად.

    იმე­დი მაქვს, შეძ­ლებთ იყოთ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მამა, მათ­თვი­საც ვინც მხარს გი­ჭერ­დათ და მათ­თვი­საც, ვინც სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობ­და. დღეს ეკ­ლე­სი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი, მოთ­მი­ნე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი სი­ტყვა.ღმერ­თმა მო­გა­ნი­ჭოთ ძალა, სიბ­რძნე და სიმ­დაბ­ლე ამ დიდი ჯვრის ტა­რე­ბა­ში.ჩემი თა­ო­ბის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ვარ­ღვი­ეთ ბა­რი­ე­რე­ბი და გა­ნათ­ლე­ბა და­სავ­ლეთ­ში მი­ვი­ღეთ, ისი­ნი ვინც უან­გა­როდ და წმინ­დად ვემ­სა­ხუ­რე­ბით ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ას, გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ თქვენ გა­მო­ი­ყე­ნებთ ჩვენს რე­სურსს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და აღ­მავ­ლო­ბის­თვის! ჩვე­ნი სამ­წყსოს ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის და ცხო­ნე­ბის­თვის! უფა­ლი გფა­რავ­დეთ!” – წერს ირი­ნე­ო­სი.

  • ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება

    ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება

    ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი 11-17 მაისის კვირის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს.

    „კვირის ფავორიტები: ვინ არიან იღბლიანი ზოდიაქოები 11-დან 17 მაისამდე?  

    …გაჩერდით და ამოისუნთქეთ! ამ კვირაში სამყარომ საბოლოოდ გადაწყვიტა: „მერწყულებმა უკვე საკმარისი ტრანსფორმაცია გაიარეს, დროა, ცოტათი დაისვენონ“.

    11-დან 17 მაისამდე პერიოდს თქვენთვის შვების განცდა მოაქვს.საქმეები თითქოს თავისთავად დაიწყებენ მოძრაობას , ყოველგვარი ზეწოლის, ჭაპანწყვეტისა და იმ მუდმივი კითხვის გარეშე: „კიდევ რა უნდა მოხდეს?!“
    ეს ის პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ ოდნავ მოეშვათ, ბედისწერა კი თავად მოგიტანთ საჭირო კარებს, ადამიანებსა და მინიშნებებს.

    მთავარია — არ უგულებელყოთ ის, რაც იოლად მოდის.
    დაიმახსოვრეთ: ხშირად სწორედ სიმსუბუქეა იმის ნიშანი, რომ თქვენ, როგორც იქნა, სწორ ნაკადში მოხვდით.

    მერწყულებო, ეს კვირა თქვენთვის იქნება სუფთა ჰაერის ყლუპი ხანგრძლივი ცვლილებების შემდეგ”,- წერს იოსელიანი.

  • 12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    მოაწესრიგეთ გარემო და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. განსაკუთრებით შედეგიანი იქნება სახლიდან მუშაობა და მეტი ეფექტურობისთვის ახალი მიზნებისა და გეგმების შედგენა.

    კურო

    დღეს, თქვენი დიპლომატიურობით და მოქნილობით, ყველასაგან გამორჩეული იქნებით და ნებისმიერ პრობლემიდან იპოვით გამოსავალს. იდეალური დღეა ყოველგვარი გაუგებრობების მოსაგვარებლად.

    ტყუპები

    შორს ემოციები! დღეს, ცივი გონებით ჩაატარეთ თქვენი შემოსავალ-გასავალის რევიზია, შესაძლოა, ახალი შემოსავლის წყაროც აღმოაჩინოთ. სასიკეთო დღეა, ასევე, ბიუჯეტის გასაწერად. დღეს, თქვენი პრაქტიკული გონება სწორ გზაზე დაგაყენებთ.

    კირჩხიბი

    თავი შეიკავეთ პირდაპირობისა და კრიტიკისგან, მოთოკეთ ემოციები და მოერიდეთ ფიცხ ადამიანებთან კონტაქტს. გამოიჩინეთ თავდაჭერილობა და გონიერება გარშემომყოფთა მიმართ.

    ლომი

    კარგია, დაისახო მიზნები, მაგრამ დიდებულია, როდესაც ხედავთ, რომ საკუთარი ძალისხმევის შედეგად, რეალობად იქცევა თქვენი სურვილები და უფრო მშვენიერი ხდება სამყარო. დღეს თქვენი დღეა.

    ქალწული

    დღეს, საქმეებში წარმატებისთვის, არასტანდარტული გზების ძიება და რაიმე ეშმაკური ხერხის მოფიქრება იქნება საჭირო. თუ მეგობრებთან შეხვედრას თეატრალურ სანახაობად გადააქცევთ, ყველას დიდხანს და პოზიტიურად დაამახსოვრებთ თავს.

    სასწორი

    მთელი დღის განმავლობაში, გონებაში მხოლოდ სამსახურებრივი პრობლემების მოგვარების საკითხებს ატრიალებთ და ეძიებთ გამოსავალს, ალბათ, ამიტომაც ამაოდ არ ჩაივლის თქვენი მცდელობა და წარმატებით გადაწყვეტთ ყველა ამოცანას.

    მორიელი

    აქტიურობა, პრაქტიკულობა და შემოქმედებითი ჟინი, ნებისმიერი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. თქვენი გონებამახვილობით, ისე  „გაუსწორდებით“ კონკურენტებს, რომ დიდხანს გონს ვერ მოეგებიან ამ მოულოდნელობით.

    მშვილდოსანი

    აღებული გეზი და მაქსიმალურად მომართული გონება გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ, ამიტომ, სჯობს, მეტად გააკონტროლოთ საკუთარი სიტყვები და ემოციები თანამოაზრეებთან კომუნიკაციისას, შესაძლოა, მათგან ძალიან ბევრი მოითხოვოთ.

    თხის რქა

    დღეს, დაჩქარებულ რეჟიმში ფიქრი, გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება მოგიწვეთ, თუმცა, შესაძლოა ეს ფორმა თქვენთვის უჩვეულო იყოს. გაგახარებთ იმის გაცნობიერება, რამდენად საჭირო და სასარგებლო ხართ ახლობლებისთვის.

    მერწყული

    ოცნებების დრო აღარაა, იფიქრეთ მომავალზე და კონკრეტულად გადაწყვიტეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აწმყო და ის ადამიანები დაივიწყოთ თქვენს ირგვლივ, რომლებიც მზრუნველობას და მხარდაჭერას საჭიროებენ.

    თევზები

    თქვენი თავდაჯერებულობა და რწმენა, რომ თვითონ შეგიძლიათ ყოველგვარი სირთულის დაძლევა, მართლაც შეუძლებელს შეგაძლებინებთ. ყველაფერთან ერთად, სრულიადაც არ შეგაწუხებთ სხვების აზრი და შეფასებები.

  • „ჩემი, ჩემი, ჩემი – ეს ყველაფერია“ – რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე

    „ჩემი, ჩემი, ჩემი – ეს ყველაფერია“ – რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე

    რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ დაწერა, რომ 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა.

    თამუნა მუსერიძის მიმართის შემდეგ სანდრო მიკუჩაძემ დაწერა – “ეს ისე უბრალოდ”.

    „ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი სამი ერთში – ეს ყველაფერია“ – სანდრო მიკუჩაძე შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.