🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ბრაზილიაში ბანჯი-ჯამპინგის დროს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ქვეყანა შეძრა. 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი სან-პაულუს შტატში, ქალაქ ლიმეირაში, ხიდიდან გადახტომისას დაიღუპა – გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების თოკი სათანადოდ არ იყო დამაგრებული.
შემთხვევა შაბათს, ე.წ. “ჩონჩხის ხიდზე“ მოხდა.
ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მარიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხიდზე გადახტომისთვის ემზადებოდა. ფოტოს აღწერაში მან ხუმრობით დაწერა: “ვინ იყო ის გიჟი, რომელმაც ხიდიდან გადმოხტომის უფლება მომცა?“
ვიდეოჩანაწერში, რომელიც შემთხვევის შემდეგ გავრცელდა, ისმის, როგორ ყვირიან ადგილზე მყოფები: “თოკი, ხალხო, თოკი!“
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე ქაოსი და პანიკა დაიწყო. ერთ-ერთმა მოწმემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხიდზე ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ და ტრაგედია საკუთარი თვალით ნახეს. განაგრძეთ კითხვა

Leave a Reply