Blog

  • ვირუსულად გავრცელებული კადრები იხილეთ კომენტარებში

    ვირუსულად გავრცელებული კადრები იხილეთ კომენტარებში

    დედამთილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – ქორწილში გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.

  • 🛑 ეს არის ის, რასაც ელოდით‼️‼️შოკისმომგვრელი სიახლე: რა იცვლება პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის 😮

    🛑 ეს არის ის, რასაც ელოდით‼️‼️შოკისმომგვრელი სიახლე: რა იცვლება პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის 😮

    2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან, უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები შეწყდება.

    ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

    კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.

    როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.

    პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შედეგად, ზედმეტად დარიცხული პენსიების შემთხვევაში, შეღავათი 1 685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი, 1 213 804 ლარია.

    ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის არის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.

    რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130 500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1 444 პირს/ოჯახს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2 653 678 ლარს შეადგენს.

  • რას ამბობს ვახტანგ ძაბირაძე ვიდეოზე, რომელშიც პატრიარქის სიტყვები შემთხვევით გაისმა და განხილვის თემად იქცა

    რას ამბობს ვახტანგ ძაბირაძე ვიდეოზე, რომელშიც პატრიარქის სიტყვები შემთხვევით გაისმა და განხილვის თემად იქცა

    „აქ არის ბატონი ბიძინა“? – შიო III-მ, აღსაყდრების შემდეგ, ქადაგებისას, პროტოპრესვიტერთან დააზუსტა, იმყოფებოდა თუ არა იმ მომენტში სვეტიცხოველში ბიძინა ივანიშვილი. ვიდეო სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

    სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

    2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

    გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. იყო სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი. 20 მა­ისს მა­რი­ა­მი 22 წლის გახ­დე­ბო­და.

    „ყველას დაგვიტოვა სიყვარულის და მეგობრობის მაგალითი და გაქრა  ყველას თავისი მარიამი ჰყავდა… “

    „ჩვენი ნიჭიერი, ხალისიანი, ქოთქოთა მარიამი ,ძალიან დააკლდები შენს მშობლიურ მეექვსეს, მარიამ“

    „ისეთი ადამიანი იყო, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. უნივერსიტეტიდან უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს მასთან და ყოველთვის თბილად გამახსენდება.“

    „მა­რი­ა­მი თსუ-ს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო, ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი. სულ გვერ­დში გვედ­გა, ყვე­ლაფ­რის თავი და თავი იყო ხოლ­მე, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში” – წერენ  გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.

  • ახალი გადაწყვეტილება, რომელიც სესხებს ეხება – რამდენით გაგეზრდებათ ყოველთვიური გადასახადი?

    ახალი გადაწყვეტილება, რომელიც სესხებს ეხება – რამდენით გაგეზრდებათ ყოველთვიური გადასახადი?

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

    „ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი წარმოქმნა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა გლობალურად ინფლაციის ზრდაში უკვე აისახა. ამავდროულად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა საერთაშორისო ტრანსპორტირებას აფერხებს და მიწოდების ჯაჭვების რღვევის რისკებს აძლიერებს. ეს კი, თავის მხრივ, წარმოების ხარჯებს აძვირებს, რაც დამატებითი ინფლაციის წყარო შესაძლოა გახდეს.

    ზემოაღნიშნული ნავთობის ფასების გაძვირების პირდაპირი ეფექტი საქართველოს ბაზარზეც საწვავის ფასებში უკვე აისახა. აღნიშნული მიწოდების შოკების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტიანი დონიდან გადაიხარა და 5.9 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, ბოლო პერიოდში დაჩქარდა, რამაც მეორე რაუნდის რისკები უფრო საყურადღებო გახადა. თუმცა დაჩქარების მიუხედავად, ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) აპრილში 3.2 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა.

    მიუხედავად მწვავე გეოპოლიტიკური შოკებისა, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ დონეზე რჩება. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.7 პროცენტი, ხოლო პირველ კვარტალში 9.1 პროცენტი შეადგინა. ამასთანავე, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორებია, რაც მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს.

    სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარი მოიაზრებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მეორე კვარტალში დასრულებას. თუმცა აღნიშნული დაშვება პირობითია და მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეოპოლიტიკური ვითარების დეესკალაცია აღნიშნულ პერიოდში მართლაც განხორციელდა, გლობალური მიწოდების სიმძლავრეების აღდგენის ხანგრძლივობა დამატებით გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო მეტად გამოკვეთილია. თუმცა, ასევე, ნარჩუნდება ცენტრალურ სცენართან შედარებით გეოპოლიტიკურის ვითარების უფრო სწრაფად დეესკალაციის შესაძლებლობაც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები.

    მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური სცენარი მოიაზრებს, გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გახანგრძლივებასა და გამწვავებას. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ფასები უფრო მეტად გაიზრდება და მიწოდების ჯაჭვების რღვევა ფართომასშტაბიანი გახდება. შედეგად საქართველოშიც მიწოდების მხრიდან მომდინარე ინფლაციური შოკი გაძლიერდება, რაც მეორე რიგის ეფექტებს გაამწვავებს და საბოლოოდ ინფლაცია ცენტრალურად სცენართან შედარებით მაღალი იქნება. განაგრძეთ კითხვა

  • ასტროლოგები მაისის მეორე ნახევრის 3 ფავორიტ ზოდიაქოს ასახელებენ

    ასტროლოგები მაისის მეორე ნახევრის 3 ფავორიტ ზოდიაქოს ასახელებენ

    ასტროლოგები ასახელებენ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომლებსაც მაისის მეორე ნახევარში ყველაზე დიდი ფინანსური იღბალი ელოდებათ.

    მაისის ბოლო კვირები ბევრისთვის მოულოდნელ ცვლილებებს მოიტანს, თუმცა ასტროლოგების თქმით, განსაკუთრებით სამი ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს წარმატების ენერგიას – როგორც ფინანსურ, ისე პირად ცხოვრებაში.

    კურო – დიდი შანსია, მიიღოთ შემოსავლის ახალი წყარო ან შემოთავაზება, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდით. მნიშვნელოვანია, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება.

    ლომი – წარმატება კარიერაში და ყურადღების ცენტრში ყოფნა. შესაძლოა, სწორედ ახლა დაიწყოს პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა.

    მშვილდოსანი – იღბალი მოგზაურობას, ახალ ნაცნობობასა და ფინანსურ წინსვლას უკავშირდება. ასტროლოგები გირჩევენ, რისკების ნუ შეგეშინდებათ.

  • მსოფლიოში ოქრო გაიაფდა – რა ღირს საქართველოში

    მსოფლიოში ოქრო გაიაფდა – რა ღირს საქართველოში

    მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასებმა იკლო. უფრო კონკრეტულად კი, ერთ დღეში ოქროს ფასი 2,5%-ით, ხოლო ვერცხლი, 7,8%-ით შემცირდა.

    რაც შეეხება საქართველოს, ოქრო – 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 411 ლარი ღირს, 750 სინჯის – 308 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 240 ლარი ღირს.

  • შტორმი და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    შტორმი და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათი ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • “რა მაგარია ამბავია გილოცავთ” – კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

    “რა მაგარია ამბავია გილოცავთ” – კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

    N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

    “სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა თხოვნის გათვალისწინებით, განაგრძობს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ცვლილებას.
    ამჯერად, ცვლილება შეგვაქვს ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის გავლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის – N304 მარშრუტში. აღნიშნულ მარშრუტზე 16 მაისიდან 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 18-მეტრიანი ავტობუსებით.
    შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გამოთავისუფლებულ ავტობუსებს, ინტერვალის შემცირების მიზნით, სხვა მარშრუტებზე გამოვიყენებთ”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა და ახალი ავტობუსების მარშრუტებზე გასვლის პარალელურად, გამოთავისუფლებული რესურსი ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება.