Blog

  • 19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    მატულობს იღბლიანობა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, ყველა შანსი გაქვთ, წარმატებისთვის. დაისვენეთ აქტიურად.

    კურო

    რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ სხვებთან წვრილმან საკითხებზე შეთანხმება, შეეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ ნებისმიერ ადამიანზე. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია.

    ტყუპები

    გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, თავი წარმოაჩინოთ, როგორც კარგმა პროფესიონალმა და კარგმა მრჩეველმა, ამით არა მარტო განმტკიცდება, არამედ ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი. საღამოს აქტიურად დაისვენეთ, წინ რთული კვირაა.

    კირჩხიბი

    ვითარებიდან გამომდინარე, შანსი გექნებათ, მოიპოვოთ ლიდერის პოზიციები ნებისმიერ სფეროში. იმოქმედეთ გაბედულად, პირად საკითხებში.

    ლომი

    სერიოზულად და ყურადღებით მოეკიდეთ ყოველ უმნიშვნელო დეტალსაც კი, ვინაიდან, დიდი ალბათობით, ის დიდ როლს ითამაშებს თქვენს პირად ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებისას, პირველ რიგში გაიაზრეთ სამომავლო შედეგები.

    ქალწული

    ელოდეთ კრიტიკას, რაც უნდა საწყენი და მტკივნეული იყოს, თქვენი შეცდომების გამო, უარყოფითი აზრების მოსმენა, მოუსმინეთ ახლობლებს და მათი თვალით შეხედეთ თქვენს თავს.

    სასწორი

    შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს, თქვენი ცოდნა და ენერგია მიმართეთ მათკენ, ვინც მხარდაჭერას საჭიროებს ან თქვენზე უმცროსია, ეს ორივე მხარისთვის სასიკეთო იქნება.

    მორიელი

    ყველას დაანახვეთ, თუ რამდენად დაკავებული და საქმიანი ხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრებმა შესაძლოა, თავისი საქმეც თქვენ გადაგაბარონ, რის გამოც ,ამოსუნთქვის საშუალებაც არ გექნებათ.

    მშვილდოსანი

    თქვენ შეძლებთ, საკუთარი შარმის, დამაჯერებელი საუბრისა თუ კავშირების გამოყენებით გარშემომყოფებისგან მიიღოთ ის შედეგები, რომელიც თქვენთვის საინტერესო და სასურველი იქნება. იმოქმედეთ არა პირდაპირი, არამედ შემოვლითი გზებით.

    თხის რქა

    კონფლიქტებსა და გარდაუვალი წყენის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ, მოძებნოთ საერთო ენა ოჯახის წევრებთან. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ხართ თქვენს თავში, ნუ შეეცდებით ყველას დაუმტკიცოთ სიმართლე.

    მერწყული

    იყავით უფრო მოქნილი და ნუ ჩაიციკლებით მოქმედების ერთ ვარიანტზე. ერთი და იგივე მიზნისკენ არსებობს უამრავი გზა, კომპრომისით და ირგვლივ მყოფებთან შეთანხმებით, უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე პრინციპულობითა და სიჯიუტით.

    თევზები

    მშვიდად მიჰყევით ცხოვრების დინებას, ყველაფერი, თქვენი ჩარევის გარეშე, სასიკეთოდ ვითარდება. დაისვენეთ, მოდუნდით, აღიდგინეთ ძალა და ენერგია შემდეგი აქტიური დღეებისთვის.

  • რას წერს ცოტნე ივანიშვილი პატრიარქ შიოზე, რომელიც მასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

    რას წერს ცოტნე ივანიშვილი პატრიარქ შიოზე, რომელიც მასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

    “უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე,”- წერს ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში და პატრიარქთან 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, სამებაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

  • “გაუზიარეთ მათ, ვისაც სიმსივნეების ეშინია” – ექიმი ჯაბა ზარქუა საზოგადოებას მიმართავს

    “გაუზიარეთ მათ, ვისაც სიმსივნეების ეშინია” – ექიმი ჯაბა ზარქუა საზოგადოებას მიმართავს

    ექიმი ჯაბა ზარქუა საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.

    “ძალიან მნიშვნელოვან რამეს მინდა შევეხო, რითიც შეიძლება ბევრი ადამიანის შფოთვა მოიხსნას – გაუზიარეთ თქვენს ნაცნობებს ვინც ღელავს თავის ჯანმრთელობაზე და ეშინია სიმსივნეების.

    ზოგად გასტროენტეროლოგიურ პრაქტიკაში სიმსივნეები იშვიათია, თუმცა მისი შიში ძალიან ხშირი. მე მინახავს არაერთი პაციენტის განადგურებული ცხოვრება სიმსივნის შიშისა და მასთან ასოცირებული ქცევების გამო, დაკარგული დრო, დახარჯული ფინანსები, გაუთავებელი სიარული ექიმებთან, წამლების დაუსრულებელი მოხმარება… ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ ან ცუდი გამოცდილება ჰქონდა ადამიანს (სიმსივნე დაემართა მის ახლობელს) ან უბრალოდ ვიღაცეებმა შეაშინეს (ეს სცენარი უფრო ხშირია – სრული პასუხისმგებლობა ერთმანეთის დაზაფვრაზე დაგეშილ სოციუმს, არამარტო ექიმებს!).

    მოდით, შიშებს დავუპირისპიროთ მეცნიერება და ვნახოთ, რა შანსია დაგვემართოს სიმსივნე, როცა რამე გასტროენტეროლოგიური პრობლემა გვაქვს.

    მაშ ასე (ორგანოების მიხედვით):

    1. საყლაპავი

    ბარეტის საყლაპავი (არადისპლაზიური) – 0.12-0.33% წლიური რისკი

    ბარეტის საყლაპავი (დაბალი ხარისხის დისპლაზია) – 0.4% წლიური რისკი

    ბარეტის საყლაპავი (მაღალი ხარისხის დისპლაზია) – 6% წლიური რისკი

    აქალაზია – ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ზოგადი ინციდენტობა 0.15%

    2. კუჭი

    ჰელიკობაქტერიული ინფექცია – 2.9% კუჭის ადენოკარცინომის რისკი

    ქრონიკული ატროფიული გასტრიტი – 0.1-1.0% წლიური რისკი

    კუჭის ინტესტინური მეტაპლაზია – 0.25% წლიური რისკი

    კუჭის პოლიპები (ფუნდუსის ჯირკვლის პოლიპები, ჰიპერპლასტიური პოლიპები) – თითქმის არ აქვთ რისკი

    3. წვრილი ნაწლავი

    ცელიაკია – ლიმფოპროლიფერატიული სიმსივნეები 2.8-3.1-ჯერ მეტი ვიდრე ზოგად პოპულაციაში

    კრონის დაავადება (წვრილი ნაწლავის) – 4-20-ჯერ მომატებული რისკი ზოგად პოპულაციასთან შედარებით (თუმცა ზოგად პოპულაციაში ეს რისკი უკიდურესად მცირეა)

    4. მსხვილი და სწორი ნაწლავი

    ადენომატოზური პოლიპი (ზოგადად) – 0.25% წლიური რისკი

    წყლულოვანი კოლიტი (10-30 წელიწადში) – 2-18% რისკი, შესაბამისად

    წყლულოვანი კოლიტი PSC-თან ერთად – 10 წელიწადში 9% რისკი

    5. ღვიძლი

    C ჰეპატიტით გამოწვეული ციროზი – 3-5% წლიური რისკი

    B ჰეპატიტით გამოწვეული ციროზი – 3-8% წლიური რისკი

    B ჰეპატიტი ციროზის გარეშე – 0.4-0.6% წლიური რისკი (ზოგიერთ ჯგუფში)

    PBC-თი გამოწვეული ციროზი – 3-5% წლიური რისკი

    PSC – მთელი ცხოვრების დაგროვებითი რისკი 6-13%

    6. ნაღვლის ბუშტი

    ნაღვლის ბუშტის კენჭები (>3 სმ-ზე ან სიმპტომური) – 1-3% რისკი

    ნაღვლის ბუშტის პოლიპები (>1 სმ-ზე) – >10% რისკი

    7. პანკრეასი

    გვერდითა სადინრის IPMN – 18% რისკი

    მთავარი სადინრის IPMN – 64% რისკი

    მემკვიდრული პანკრეატიტი (PRSS1 მუტაცია) – 25-40% რისკი 70 წლის ასაკისათვის

    ქრონიკული პანკრეატიტი (ზოგადად) – 4% რისკი

    8. ანალური არხი

    პაპილომავირუსთან ასოცირებული ანალური ინტრაეპითელური დაზიანება (მაღალი ხარისხის დისპლაზიით) – 8.2-9.5% 5 წლიანი რისკი.

    გაავრცელე მეცნიერება, არ დაზაფრო ადამიანები” – წერს ჯაბა ზარქუა

    ზოგად გასტროენტეროლოგიურ პრაქტიკაში სიმსივნეები იშვიათია, თუმცა მისი შიში ძალიან ხშირი. მე მინახავს არაერთი პაციენტის განადგურებული ცხოვრება სიმსივნის შიშისა და მასთან ასოცირებული ქცევების გამო, დაკარგული დრო, დახარჯული ფინანსები, გაუთავებელი სიარული ექიმებთან, წამლების დაუსრულებელი მოხმარება… ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ ან ცუდი გამოცდილება ჰქონდა ადამიანს (სიმსივნე დაემართა მის ახლობელს) ან უბრალოდ ვიღაცეებმა შეაშინეს (ეს სცენარი უფრო ხშირია – სრული პასუხისმგებლობა ერთმანეთის დაზაფვრაზე დაგეშილ სოციუმს, არამარტო ექიმებს!).

    მოდით, შიშებს დავუპირისპიროთ მეცნიერება და ვნახოთ, რა შანსია დაგვემართოს სიმსივნე, როცა რამე გასტროენტეროლოგიური პრობლემა გვაქვს.

    მაშ ასე (ორგანოების მიხედვით):

    1. საყლაპავი

    ბარეტის საყლაპავი (არადისპლაზიური) – 0.12-0.33% წლიური რისკი

    ბარეტის საყლაპავი (დაბალი ხარისხის დისპლაზია) – 0.4% წლიური რისკი

    ბარეტის საყლაპავი (მაღალი ხარისხის დისპლაზია) – 6% წლიური რისკი

    აქალაზია – ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ზოგადი ინციდენტობა 0.15%

    2. კუჭი

    ჰელიკობაქტერიული ინფექცია – 2.9% კუჭის ადენოკარცინომის რისკი

    ქრონიკული ატროფიული გასტრიტი – 0.1-1.0% წლიური რისკი

    კუჭის ინტესტინური მეტაპლაზია – 0.25% წლიური რისკი

    კუჭის პოლიპები (ფუნდუსის ჯირკვლის პოლიპები, ჰიპერპლასტიური პოლიპები) – თითქმის არ აქვთ რისკი

    3. წვრილი ნაწლავი

    ცელიაკია – ლიმფოპროლიფერატიული სიმსივნეები 2.8-3.1-ჯერ მეტი ვიდრე ზოგად პოპულაციაში

    კრონის დაავადება (წვრილი ნაწლავის) – 4-20-ჯერ მომატებული რისკი ზოგად პოპულაციასთან შედარებით (თუმცა ზოგად პოპულაციაში ეს რისკი უკიდურესად მცირეა)

    4. მსხვილი და სწორი ნაწლავი

    ადენომატოზური პოლიპი (ზოგადად) – 0.25% წლიური რისკი

    წყლულოვანი კოლიტი (10-30 წელიწადში) – 2-18% რისკი, შესაბამისად

    წყლულოვანი კოლიტი PSC-თან ერთად – 10 წელიწადში 9% რისკი

    5. ღვიძლი

    C ჰეპატიტით გამოწვეული ციროზი – 3-5% წლიური რისკი

    B ჰეპატიტით გამოწვეული ციროზი – 3-8% წლიური რისკი

    B ჰეპატიტი ციროზის გარეშე – 0.4-0.6% წლიური რისკი (ზოგიერთ ჯგუფში)

    PBC-თი გამოწვეული ციროზი – 3-5% წლიური რისკი

    PSC – მთელი ცხოვრების დაგროვებითი რისკი 6-13%

    6. ნაღვლის ბუშტი

    ნაღვლის ბუშტის კენჭები (>3 სმ-ზე ან სიმპტომური) – 1-3% რისკი

    ნაღვლის ბუშტის პოლიპები (>1 სმ-ზე) – >10% რისკი

    7. პანკრეასი

    გვერდითა სადინრის IPMN – 18% რისკი

    მთავარი სადინრის IPMN – 64% რისკი

    მემკვიდრული პანკრეატიტი (PRSS1 მუტაცია) – 25-40% რისკი 70 წლის ასაკისათვის

    ქრონიკული პანკრეატიტი (ზოგადად) – 4% რისკი

    8. ანალური არხი

    პაპილომავირუსთან ასოცირებული ანალური ინტრაეპითელური დაზიანება (მაღალი ხარისხის დისპლაზიით) – 8.2-9.5% 5 წლიანი რისკი.

    გაავრცელე მეცნიერება, არ დაზაფრო ადამიანები” – წერს ჯაბა ზარქუა.

  • რა შემთხვევაში და ვინ მიიღებს საჯარო უწყებებში პრემია-დანამატებს და ფულად-ჯილდოს?

    რა შემთხვევაში და ვინ მიიღებს საჯარო უწყებებში პრემია-დანამატებს და ფულად-ჯილდოს?

    საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს მიიღებენ, – შესაბამისი კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.

    კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

    ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პირებს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის მიეცემათ.

    მისივე ინფორმაციით, სახელფასო დანამატის გაცემისთვის ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება საჭირო.

    რაც შეეხება ფულად ჯილდოს – ის შეიძლება გაიცეს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

    მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კანონში შესატან იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა პირთა რიცხოვნობის გაზრდას შეეხება. განაგრძეთ კითხვა…

  • გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

    გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

    ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია, „პრაიმტაიმს“ ახალ წინასწარმეტყველებაზე ექსკლუზიურად ესაუბრება.

    „პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ამიტომ ის ყოველთვის იქნება დაცული, რადგან ენერგეტიკულად არის მაღალ ველზე. თუმცა არის რაღაცები, რასაც ვერ გავექცევით და უნდა გავუფრთხილდეთ.

    იქნება პატარ-პატარა ნგრევები, მსოფლიო მასშტაბით ომი, რუსეთ-უკრაინამ რა შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიოს, ეს ომი მაინც გაგრძელდება.

    საქართველოს ბევრი რამ ნაკლებად შეეხება, თუმცა არის ახალი ვირუსი, რომელიც აუცილებლად გავრცელდება, ეს კორონავირუსის ახალი ვერსიაა, საკმაოდ ძლიერი და მძიმე.

    სამწუხაროა, მაგრამ ქართველ მსახიობს დავკარგავთ, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს, ის სერიალ ცხელ ძაღლში თამაშობდა. საქართველოში ჩამოვარდება მფრინავი აპარატი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.

  • დაღუპული სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და – რა დეტალები ხდება ცნობილი?

    დაღუპული სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და – რა დეტალები ხდება ცნობილი?

    შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ხრამ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს.

    ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რუ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და.

    AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცი ნო­დარ მი­ქე­ლა­ძეა, რო­მე­ლიც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

    “ბა­თუ­მე­ლე­ბის” ტრა­გი­კულ ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და სუფ­რა 15 მა­ისს, გვი­ან სა­ღა­მოს, რო­მელ­ზეც სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

    ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

    ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • “წარმოუდგენელია, სირცხვილია” – ეს ხდება რუსთაველის თეატრში

    “ეს ხდებოდა ჩვენს რუსთაველის თეატრში. თბილისში. აქ. 9 მაისს. კი თბილისში. 2026 წელს”- ამის შესახებ კატერინა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

  • ასტროლოგები მაისის მეორე ნახევრის 3 ფავორიტ ზოდიაქოს ასახელებენ

    ასტროლოგები მაისის მეორე ნახევრის 3 ფავორიტ ზოდიაქოს ასახელებენ

    ასტროლოგები ასახელებენ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომლებსაც მაისის მეორე ნახევარში ყველაზე დიდი ფინანსური იღბალი ელოდებათ.

    მაისის ბოლო კვირები ბევრისთვის მოულოდნელ ცვლილებებს მოიტანს, თუმცა ასტროლოგების თქმით, განსაკუთრებით სამი ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს წარმატების ენერგიას – როგორც ფინანსურ, ისე პირად ცხოვრებაში.

    კურო – დიდი შანსია, მიიღოთ შემოსავლის ახალი წყარო ან შემოთავაზება, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდით. მნიშვნელოვანია, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება.

    ლომი – წარმატება კარიერაში და ყურადღების ცენტრში ყოფნა. შესაძლოა, სწორედ ახლა დაიწყოს პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა.

    მშვილდოსანი – იღბალი მოგზაურობას, ახალ ნაცნობობასა და ფინანსურ წინსვლას უკავშირდება. ასტროლოგები გირჩევენ, რისკების ნუ შეგეშინდებათ.

  • რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად – ექიმის განმარტება

    რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად – ექიმის განმარტება

    ტარხუნა შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს, მაკრო და მიკრო ელემენტებს. შეიცავს რკინასა და მანგანუმს, რაც აღემატება დღიური ნორმის რაოდენობას.

    რაციონში მისი დამატება ამცირებს რკინადეფიციტური ანემიისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკს. ტარხუნის წყალობით შენარჩუნებულია ჰემოგლობინის ნორმალური დონე. მანგანუმი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და მონაწილეობს უმეტეს მეტაბოლურ პროცესში. თუმცა ტარხუნას აქვს თავისი უარყოფითი თვისებები. დიდი დოზით მიღება არაფრის ვარგა, მათ შორის არც ამ არომატული სანელებლის.

    მისი მიღება ეკრძალებათ ორსულებს (ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და აბორტის პროვოცირებას ახდენს), მეძუძურ დედებს, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, უჩივით გასტრიტს, კუჭის მჟავიანობასა და წყლულებს, ალერგიული ხართ მცენარეებზე…

    რა სახით უნდა მივიღოთ ტარხუნა? შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ როგორც ექიმი ამბობს, მისი ცოცხლად მიღება მავნეა…

    ექიმი ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე (ჯაბა ექიმი გირჩევთ) პროდუქტებთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციებს და რჩევებს აქვეყნებს ხოლმე. ამჯერად ექიმი ტარხუნის უარყოფით თვისებებზე წერს.

    ჯაბა ტყემალაძე: ტარხუნა აბზინდას სახეობაა, მაგრამ აქვს სასიამოვნო გემო და არომატი. ეს მცენარე შეიცავს ფენოლ მეთილხავიკოლს, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშად ითვლება. ამ ნივთიერების გამოყენებისას აღინიშნება ზრდის ჰორმონის აქტივობა და ნეოპლაზიების განვითარება. ამიტომ, ტარხუნამ უნდა გაიაროს ხანგრძლივი თერმული დამუშავება, როგორც ჩაქაფულის დამზადების რეცეპტში. დაბალ ცეცხლზე 2-საათიანი ჩაშუშვის პროცესში თითქმის ყველა მავნე ნივთიერება აორთქლდება.

    უმმა ტარხუნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კენჭის ჩამოყალიბება, გააღიზიანოს კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი. მისი ტოქსიკური ნივთიერებები ააქტიურებს ორგანიზმის დიურეზულ თვისებებს და თუ თირკმელებში დიდი კენჭია, პროვოცირებას უკეთებს მის დაძვრას.

    ეს სანელებელი მკაცრად არ შეიძლება ორსულ და მეძუძურ ქალებისთვის, თუნდაც მცირე რაოდენობით. მეთილხავიკოლის გარდა ტარხუნა შეიცავს კიდევ ერთ საშიშ ნივთიერებას – ტუიონს. ის უარყოფითად მოქმედებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან უბრალოდ სპონტანური აბორტი. გარდა ამისა, ტუიონი უარყოფითად მოქმედებს დედის რძის გამომუშავებაზე.ნედლმა ტარხუნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება გონების დაკარგვა და კრუნჩხვები.

  • ვირუსულად გავრცელებული კადრები იხილეთ კომენტარებში

    ვირუსულად გავრცელებული კადრები იხილეთ კომენტარებში

    დედამთილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – ქორწილში გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.