Blog

  • “ეს ხუმრობაა? არ მინდა დავიჯერო” – ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა

    “ეს ხუმრობაა? არ მინდა დავიჯერო” – ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა

    ვიდეო, რომელიც თითქოს რეალურ ინფორმაციას ავრცელებს, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. არა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოში ფასიანი არ გამხდარა.

    “ეს ხუმრობაა? არ მინდა დაჯერება” – წერენ კომენტარებში.

    სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ინფორმაციით, 112-ის მომ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის არის და იქ­ნე­ბა უფა­სო.

    ტექნოლოგიური განვითარების მწვერვალად წოდებული ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო დიდი დოზით შემოდის.

    ექსპერტების თქმით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ყალბი ინფორმაციის გავრცელების რისკიც იზრდება.

    გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აღმოჩნდა. კადრებსა და ხმოვან ნაწილში გამოყენებულია ტექნოლოგია, რომელიც რეალობის იმიტაციას ქმნის და მაყურებლის შეცდომაში შეყავს.

    მსგავსი ყალბი ვიდეოების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი თანდათან უმჯობესდება, შესაძლებელია დეტალებზე დაკვირვებით — ხშირად ადამიანის მოძრაობა, განსაკუთრებით თითების, არაბუნებრივად გამოიყურება. დააკვირდით ხმას, ხმის ტონი შეიძლება იყოს ძალიან მონოტონური ან ზედმეტად „სუფთა“.

    სინქრონიზაცია ხანდახან აშკარად არ ემთხვევა ტუჩების მოძრაობა და ხმა ერთამენთს სცდება.

    თუ ვიდეო ასახავს რაღაც სენსაციურს, შეამოწმე, გაშუქდა თუ არა ამბავი სანდო მედიასაშუალებებში.

    სოციალური მედიის კომპანიები წლებია იბრძვიან მსგავსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით AI-ის ეპოქაში კიბერ უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ხან ძლიერდება, ხან სუსტდება.

  • ნინი შერმადინი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს – “სანამ გამადეპორტებენ იდოს ეს ვიდეოც”

    ნინი შერმადინი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს – “სანამ გამადეპორტებენ იდოს ეს ვიდეოც”

    „სოცქსელში ვრცელდება კომენტარები, რომ მე ვარ არალეგალი და უნდა გამაგდონ ამ ქვეყნიდან…ერთ-ერთმა ქალბატონმა ნიუ-ჯერსის პოლიციაც მოთაგა“ – ნინი შერმადინი ვიდეომიმართვას მიმართვას ავრცელებს.

  • SOS! ვრცელდება საგანგაშო კადრები ვაზისუბნიდან და საგანგებო გაფრთხილება მშობლებს!

    ვრცელდება საგანგაშო კადრები ვაზისუბნიდან და საგანგებო გაფრთხილება მშობლებს!- “ჩემს 12 წლის ბიჭს შეეხო, ავტეხე ამბავი..”

  • „წვიმა, თოვლი და სეტყვა…“ – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

    „წვიმა, თოვლი და სეტყვა…“ – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

    21  აპრილს – სამშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +5, +10°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი  8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +3, +8°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°.

    22  აპრილს – ოთხშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +18 +23°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით  +11, +16°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით  +6, +11°,ზოგან  +16°-მდე;

     

    23  აპრილს – ხუთშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9 +14°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით  +4, +9°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა,  მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°, ზოგან  +22°-მდე; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით  +3, +8°, ზოგან  +14°-მდე.

  • 21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    დიდ დროს წაგართმევთ პირადი პრობლემების მოგვარება, რომელიც თქვენი დაუდევრობის შედეგია. თქვენი მძაფრი რეაქციები ახლობლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. გააკონტროლეთ ემოციები, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

    კურო

    შესაძლოა, დაუფიქრებელი მოქმედებით სერიოზული საფრთხე შეუქმნათ პირად ურთიერთობებს. რაც ნაკლებად აჰყვებით ემოციებს, მით მეტი შანსი გექნებათ თავიდან აიცილოთ გამოუსწორებელი შეცდომები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

    ტყუპები

    სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ პირად ურთიერთობებს. უარი არ თქვათ წვეულებებზე. დაისვენეთ, წინ საინტერესო ამბები გელოდებათ.

    კირჩხიბი

    გაწუხებთ, რომ ბევრი რამ თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით არ ვითარდება, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ მოულოდნელად ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდება.

    ლომი

    შეეცადეთ, იყოთ უფრო დიდსულოვანი ახლობლებთან, მით უმეტეს, რომ თანდათან უპირობო ლიდერი ხდებით ირგვლივ მყოფებში, გააკონტროლეთ ემოციები და თავს ნუ მოახვევთ ყველას თქვენს სურვილებსა თუ მისწრაფებებს.

    ქალწული

    ერიდეთ გადაღლას, გააკონტროლეთ ჯანმრთელობა. ნუ მიიღებთ სარისკო გადაწყვეტილებას და ეცადეთ, დაისვენოთ.

    სასწორი

    სასიკეთო დღეა, იქ სადაც სხვა დროს დიდი ძალისხმევა გჭირდებოდათ, ახლა წარმატებას მარტივად მიაღწევთ, მთავარია, ზედმეტად არ გადაიღალოთ.

    მორიელი

    საჭიროა, შეცვალოთ ტაქტიკა და ნაკლები ემოციები დახარჯოთ ოჯახში თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას. ეცადეთ, ყველაფერი საკუთარი ძალებით გააკეთოთ, მაგრამ, ამასთანავე, ერიდეთ ზედმეტად ფიზიკურ გადაღლილობას.

    მშვილდოსანი

    რაც ნაკლებად იაქტიურებთ, მით უკეთესია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მოახერხებთ გამოძრომას, ეცადეთ, არავის საქმეში ჩაერიოთ.

    თხის რქა

    თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან. გაწერეთ ბიუჯეტი. ამ ეტაპზე, ფინანსური საკითხები შესაძლოა, უფრო გართულდეს, ამიტომ, საჭიროა, იყოთ უფრო ეკონომიური და წინდახედული.

    მერწყული

    სასიამოვნო მოულოდნელობების და დიდი ხნის საოცნებო სურვილების ახდენის ალბათობა დიდია. თქვენი სიმშვიდითა და ტაქტით კი ნებისმიერ ადამიანთან იპოვით მისასვლელ გზას.

    თევზები

    ფინანსურ საკითხებში თქვენს შინაგან ხმას მოუსმინეთ და დაუგეგმავ საყიდლებს მოერიდეთ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით ეფექტურად შეძლებთ მიზნების მიღწევას.

  • ვინ იქნება მომავალი პატრიარქი – მეუფე ანტონის განცხადებამ საზოგადოება გააოგნა სრულად წაკითხვა..

    ვინ იქნება მომავალი პატრიარქი – მეუფე ანტონის განცხადებამ საზოგადოება გააოგნა სრულად წაკითხვა..

    რთული იქნება იმიტომ, რომ მე ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, პატრიარქი იყო ჩვენი, ყველას მამა და მამის წინაშე ყველანი ვიყავით შვილები და ახლა ვინც არ უნდა იქნეს მომავალი პატრიარქი ის იქნება ძმათა შორის, შვილებიდან არჩეული და შვილები, ძმები ერთმანეთს შეიძლება ცოტა, რაღაცნაირად რთული იქნება შვილებში. მამის წინაშე ვერავინ ვერ ამოიღებს ხმას და ძმის წინაშე შეიძლება უფრო მეტი ის იყოს… ამიტომ რთული ეპოქა იქნება აუცილებლად” – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ (ბულუხია)​ “TV პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა

  • საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

    საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

    საქართველოს საპენსიო ფონდი 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

    ფონდის ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია. 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28 882-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137,2 მილიონი ლარი.

    თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია.

  • “მატჩი მე-15 წუთზე შეწყდა …” – 21 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა, ვრცელდება მძიმე კადრები

    “მატჩი მე-15 წუთზე შეწყდა …” – 21 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა, ვრცელდება მძიმე კადრები

    ინგლისელი ფეხბურთელი ბილი ვიგარი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მოთამაშემ უდიდესი დრო არსენალის ახალგაზრდულ გუნდებში გაატარა, ბოლოს კი ინგლისის ქვედა დივიზიონის გუნდ ჩიჩესტერ სიტიში ასპარეზობდა, სწორედ აღნიშნულმა გუნდმა გაავრცელა ეს სამწუხარო ინფორმაცია.

    აღნიშნულ დაპირისპირებაში თამაში მე-15 წუთზე შეწყდა, რადგან 21 წლის ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება მიიღო და შემთხვევის შედეგად ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ფეხბურთელს ოპერაციაც ჩაუტარდა, სამწუხაროდ ახალგაზრდა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

    იხილეთ ფოტო

  • ახლახან, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დეტალები

    ახლახან, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დეტალები

    იაპონიაში, ივატეს პრეფექტურის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

    BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრა სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ის დაშორებით, 10 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

    NHK-ის ინფორმაციით, იაპონიის სეისმური ინტენსივობის შკალაზე, ყველაზე ძლიერად დაზარალებულ ტერიტორიებზე(0-დან 7-მდე) ბიძგების ძალამ 5+-ს მიაღწია.

    სააგენტომ ცუნამის გაფრთხილება ივატეს პრეფექტურაში, ასევე, ჰოკაიდოსა და აომორის პრეფექტურის ნაწილებში გამოაცხადა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება ასევე გავრცელდა მიათისა და ფუკუშიმას პრეფექტურებში.

  • სკოლის სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა: 7 ბავშვი დაიღუპა

    სკოლის სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა: 7 ბავშვი დაიღუპა

    სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 7 მოსწავლე დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შემთხვევა ინდოეთში, რაჯასტანის შტატში მოხდა.

    სააგენტოს ინფორმაციით, ათობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ინციდენტის დროს კლასში დაახლოებით 25-დან 30-მდე მოსწავლე იმყოფებოდა.

    სამართალდამცველები სახურავის ჩამონგრევის მიზეზად ძლიერ წვიმებს ასახელებენ.