Blog

  • რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად გაეცა პასუხი კითხვაზე

    რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად გაეცა პასუხი კითხვაზე

    “არა, არ შემიძლია საუბარი…” – ასე უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად ეპასუხა კითხვაზე, როგორი არის მისი ემოცია გამარჯვების და ზედიზედ მეორედ, ჩემპიონობის მოპოვების შდეგ.

    ცნობისთვოს, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში პარი სენ-ჟერ­მენ­მა ლონ­დო­ნის “არ­სე­ნა­ლი” და­ა­მარ­ცხა და ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას როლი მო­ე­დან­ზე გარ­დამ­ტე­ხი იყო.

    თავ­და­პირ­ვე­ლად “არ­სე­ნა­ლი” 1-0-ს იგებ­და და პა­რი­ზე­ლებს ლონ­დო­ნე­ლე­ბის დაც­ვის გარ­ღვე­ვა უჭირ­დათ, თუმ­ცა მე­ო­რე ტა­იმ­ში, ხვი­ჩამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბის შე­დე­გად, 11-მეტ­რი­ა­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, უს­მან დემ­ბე­ლემ კი პე­ნალ­ტი ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა. ან­გა­რი­ში გა­თა­ნაბრდა და სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ამ­დე მი­ვი­და, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბა პსჟ-მ მო­ი­პო­ვა.

  • რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?

    რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?

    პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია – ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო.

    ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული „პარი სენ-ჟერმენისა“ და ლონდონის „არსენალის“ მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა – პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს – 1:1 (4:3).

    ხვიჩამ მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანგარიშის გათანაბრებაში.

    სამწუხაროდ კვარაცხელია მეორე ტაიმის მიწურულს გაიყვანეს, რადგან ტრავმის გამო ფინალში ბოლომდე თამაში ვერ შეძლო.

    როგორც ცნობილია, ჩემპიონტა ლიგის ფინალში გამარჯვებული ბონუსის სახით დაახლოებით 28 მილიონს მიიღებს, ჯამში “პსჟ”-მ კი ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა სტადიის გავლისათვის დაახლოებით 100 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.

    აღნიშნული თანხიდან რა თქმა უნდა ფეხბურთელებიც მიიღებენ გარკვეულ ბონუსებსაც.

    ხვიჩა კვარაცხელია

  • ნიცა თავაძის ვრცელი წერილი: „ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ… ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები – და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას”

    ნიცა თავაძის ვრცელი წერილი: „ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ… ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები – და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას”

    „ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ, რამხელა ძალაა საჭირო ასეთ მომენტებამდე მისასვლელად. ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები… და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას. ახლა კი ზედიზედ ორგზის ჩემპიონი ხარ.

    • უქმეები ოჯახთან ერთად – ნიცა, კვარა და დამიანე: ნიცა თავაძის ოჯახური კადრები და პატარა დამიანე მამასთან ერთად

    იმის ყურება, თუ როგორ ხდები ყველაფერი ის, რისთვისაც ოდესღაც ლოცულობდი, ყველაზე ლამაზი რამაა. ყოველთვის მეამაყები. მიყვარხარ, ჩემო მარადიულო ჩემპიონო წინ კიდევ ბევრი რამაა…“ – დაწერა ნიცა თავაძემ ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ.

    nitsa-tavadze

    • “საქართველოს პრინცესასთან ერთად” – ნიცა თავაძე მეგობრებთან ერთად და ფოტოები ტრიბუნებიდან

    ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტრიუმფი და ოჯახური ზეიმი ბუდაპეშტში 

    „პარი სენ-ჟერმენმა“ ტიტული წარმატებით დაიცვა და ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი კარიერაში უკვე მეორედ მოიგო. ბუდაპეშტში გამართულ ფინალურ დაპირისპირებას, სადაც ერთმანეთს პსჟ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდნენ, ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს ფეხბურთელის მთავარი მოტივატორები – მეუღლე ნიცა თავაძე და შვილი, დამიანე. ნიცამ უნგრეთის დედაქალაქიდან პირველი ემოციური კადრები უკვე გაუზიარა გამომწერებს; წყვილმა ქართველი ვარსკვლავის მორიგი ისტორიული ტრიუმფი მოედანზე, კვლავ ერთად აღნიშნა.

    nitsa-tavadze

  • “სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბა” – რას ამბობს გარემოსდაცვითი ექსპერტი

    “სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბა” – რას ამბობს გარემოსდაცვითი ექსპერტი

    გა­რე­მოს­დაც­ვი­თი შე­ფა­სე­ბის ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა გვი­ლა­ვა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ცხელ ზაფხულს უნდა ველოდოთ.

    „ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა ბოლო 15-20 წე­ლია, სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა მუდ­მი­ვად იმა­ტებს. მთლი­ა­ნად ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ათას­წლე­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­თი სწრა­ფი დათ­ბო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა – ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წელი წინა წლის რე­კორდს ამ­ყა­რებს. შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ წელს რე­კორ­დი არ მო­იხ­სნას, მაგ­რამ სა­ერ­თო დი­ნა­მი­კა ზრდა­დია. ეს სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის.“ – ამბობს მამუკა გვილავა „ambebi.ge“-სთან ინტერვიუში.

  • „მესამე დაშავებულის გადასარჩენად ექიმები ახლაც იბრძვიან” – რას შეეჯახა დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა, რასაც ტრაგედია მოჰყვა?

    „მესამე დაშავებულის გადასარჩენად ექიმები ახლაც იბრძვიან” – რას შეეჯახა დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა, რასაც ტრაგედია მოჰყვა?

    ორი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული, რომლის სიცოცხლისთვის მედიკოსები იბრძვიან.

    ასე დასრულდა სოფელ გაჭედილთან უმძიმესი ავარია, როდესაც ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ახალგაზრდა – ნიკა ფა­ი­ლო­ძე და ლე­ვან ბე­რიშ­ვი­ლი – დაიღუპნენ.

    “ახალგაზრდა ბიჭები არიან გარდაცვლილი, შემზარავი ტრაგედია ტრიალებს. მესამე დაშავებულის გადასარჩენად ექიმები ახლაც იბრძვიან” ,- ამბობს ადგილობრივი.

    შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    კარგი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი კონტაქტების დასამყარებლად. ნუ შეგეშინდებათ ახალი შესაძლებლობების.

    კურო

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დიდი ხარჯების ან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არ არის.

    ტყუპები

    ურთიერთობების სფერო აქტიურდება. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბრები, შეთანხმებები ან ახალი ნაცნობობები.

    კირჩხიბი

    ყურადღება სამუშაოსა და ყოველდღიურ საქმეებზე გადაიტანეთ. კარგი დროა ორგანიზებისა და დაგეგმვისთვის.

    ლომი

    დღე ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობას, სიყვარულსა და თვითგამოხატვას. თქვენი იდეები ყურადღებას მიიპყრობს.

    ქალწული

    ოჯახური და საყოფაცხოვრებო საკითხები გახდება პრიორიტეტი. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

    სასწორი

    კომუნიკაცია და მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება. კარგი დროა ახალი კონტაქტებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის.

    მორიელი

    ფინანსური საკითხები ყურადღების ცენტრში იქნება. სასურველია ხარჯებისა და შემოსავლების გადახედვა.

    მშვილდოსანი

    თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა დასრულდეს ერთი ეტაპი და დაიწყოს ახალი. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებსა და შესაძლებლობებს.

    თხის რქა

    დროა დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. ზედმეტი დატვირთვა არ იქნება სასარგებლო.

    მერწყული

    მეგობრები და თანამოაზრეები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. შესაძლებელია საინტერესო შეთავაზების მიღება.

    თევზები

    კარიერულ საკითხებში წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება. თქვენი შრომა და მიღწევები უფრო შესამჩნევი გახდება.

  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა! – განახლებული ამინდის პროგნოზი

    წვიმა, ელჭექი, სეტყვა! – განახლებული ამინდის პროგნოზი

    31 მაისს – კვირას

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, დღისით ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით  +7, +12°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია  სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით  -3, +2°, დღისით  +8, +13°.

    1 ივნისს – ორშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით  +8, +13°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +2 +7°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +14, +19°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია  სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +6, +11°, დღისით +21, +26° მთაში ღამით  +1, +6°, დღისით +18, +23°;  მაღალმთაში ღამით -3, +2°,  დღისით +9,+14°; ზოგან  +18-მდე°;

    2 ივნისს – სამშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.  დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +8 +13°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით ზოგიერთ, დღისით  უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია  სეტყვა. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14°, დღისით +21, +26° მთაში ღამით  +4, +9°, დღისით +17, +22°;  მაღალმთაში ღამით  +1, +6°,  დღისით +10,+15°.

  • “მოქალაქე გაშიშვლდა და შიშველ მდგომარეობაში ირუჯებოდა, რამაც სხვების უკმაყოფილება გამოიწვია”

    “მოქალაქე გაშიშვლდა და შიშველ მდგომარეობაში ირუჯებოდა, რამაც სხვების უკმაყოფილება გამოიწვია”

    ბათუმის პლაჟზე მოქალაქე გაშიშვლდა და შიშველ მდგომარეობაში ირუჯებოდა, რამაც სხვების უკმაყოფილება გამოიწვია.

    სანაპიროზე მყოფი მოქალაქეების თქმით, კაცის ქცევა შეუფერებელი იყო და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რის გამოც 112-ში დარეკეს.

    ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც მოქალაქეს ტანსაცმლის ჩაცმისკენ მოუწოდეს.

    ვიდეო: “აჭარა თაიმსი”

    56-1779365188.jpg

  • „დაახლოებით 1 წელი მაინც იქნება აქტიური ახლა გადადგმული საგულისხმო ნაბიჯები…“ – ყველაფერი რაც 31 მაისის სავსემთვარეობის შესახებ უნდა იცოდეთ

    „დაახლოებით 1 წელი მაინც იქნება აქტიური ახლა გადადგმული საგულისხმო ნაბიჯები…“ – ყველაფერი რაც 31 მაისის სავსემთვარეობის შესახებ უნდა იცოდეთ

    ფსიქოლოგი და ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე 31 მაისის სავსემთავარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

    ლურჯი სავსემთვარე (,,Blue Moon”) და საქმეში ჩართული სამყაროს კარიბჭის მთავარი ვარსკვლავები, ალდებარანი და ანტარესი.
    * ამ სტატიაში სწორედ 31 მაისის უმნიშვნელოვანეს სავსემთვარეობაზე ვისაუბრებ:
    * სავსემთვარეობა თბილისის დროით 12:45 საათზე იქნება მშვილდოსნის 9°55 გრადუსზე.
    * ზოგადად, ამ ცის კაბადონზე 4 სამეფო ვარსკვლავია და ესენია: ალდებარანი, ანტარესი, ფორმალჰაუტი და რეგულუსი.
    * ეს ამ თვის რიგით მე-2 სავსემთვარეობაა, რაც იშვიათად ხდება, ხოლო მისი მოქმედების არეალი კიდევ დიდი ხნით გაგვყვება და დაახლოებით 1 წელი მაინც იქნება აქტიური ახლა გადადგმული საგულისხმო ნაბიჯები.
    * ანტარესი – თავად სიტყვა გვეუბნება ,,ანტე“, რაც შემცვლელს ან დაპირისპირებულს ნიშნავს. არესი კი მეომარს. ბერძნულ მითოლოგიაში არესი ომის ღმერთია, რაც რომაულ პანთეონში მარსის სახელითაა ცნობილი.
    * ანტარესი, როგორც მარსთან მოქიშპე, მისი მოწინააღმდეგეა.
    * ძველ სპარსულ წყაროებში იხსენიება, როგორც დასავლეთის მცველი.
    * ანტარესი, აგრეთვე, 15 ძირითად ვარსკვლავშია შესული. (ალკიონი, დენებ ალგედი, ვეგა, კაპელა, ალგოლი, ალდებარანი, ალპეკა, ანტარესი, არკტურუსი, სპიკა, სირიუსი, პროკიონი, რეგულუსი და ალგობარი.)
    * ის უფრო იუპიტერისა და მარსის ბუნებისაა. ადამიანებს აძლევს გულუხვობას და ლიდერულ სულისკვეთებას, მეომარი და პირდაპირია, მაგრამ ვლინდება ხოლმე დესტრუქციით და უხეში ხასიათით, სადაც დაუნდობელი ბრძოლა და ომია, იქაა ანტარესიც.
    * პტოლემეოსის წყაროებიც ნათლად უთითებს, რომ იგი წარმატებას აძლევს უშიშარ და მებრძოლ ხალხს, თუმცა მასთან რისკები და კონფლიქტები მრავლადაა. ძალაუფლების ძლიერი წადილი და აგრესია გააჩნია.
    * ალდებარანი – ძველი სპარსელები მას უფრო აღმოსავლეთის მცველად მოიხსენიებენ.
    * იძლევა პატივს, სიმართლეს, ლიდერობას, ღირსებას, პატიოსნებას და სხვა …
    * ალდებარანი ძალიან აფასებს მორალურად სუფთა და კეთილშობილ ადამიანებს. მას მიეწერება მოულოდნელი და სწრაფი სასიკეთო შედეგები, სამართლიანი და მიზანსწრაფულია.
    * ეს სავსემთვარეობა ბევრის ცხოვრებაში დასვამს ლოგიკურ კითხვებს: საით მიდის გეგმები? სწორია ის არჩევანი, რომელსაც ვემსახურებით თუ რეფორმებია საჭირო?
    * მშვილდოსანი ეს მეტად იდეოლოგიური ნიშანია. მას სჭირდება მეტი მომავლის ხედვა და რწმენა იმისა, რომ დასახული მიზანი შესრულდება.
    * პიკზე მთვარე ასპექტირებული იქნება ურანის, ნეპტუნისა და სატურნის ენერგიებით.
    * ჩვენ ვიხილავთ მთელ რიგ გარღვევებს და სოციალურ ამბოხს, თუ ინფორმაციები და მასალები სწორად არ გადამუშავდება. არაა გამორიცხული, რომ დამყარეს სოციალურ სამყაროში ცენზურა ან ვინ იცის – დიქტატურაც და ამის გამო, სამართლებრივი დავა.
    * პერიოდი ხელს უწყობს ფართმოსაშტაბიანი საკითხების მოწესრიგებას, საბუთებთან მუშაობას, ვიზებთან დაკავშირებული ამბების მოგვარებას, უცხოელებთან კონტაქტს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვისაც გექნებათ რაიმე გადასაწყვეტი ბევრი შესაძლოა ახლა გაირკვეს.
    * მშვილდოსანი აქტიურად კურირებს პოლიტიკურ და სულიერ მიმართულებებს. მომდევნო პერიოდებში ბევრ სიახლეებს ვიხილავთ, მით უმეტეს, მომდევნო წლის ტენდენციებშიც გამოვლინდება იგი.

    რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს:  ვერძი – რა გაქვთ დასამთავრებელი? სწავლა, უცხოეთი, განათლება, თვალსაწიერის გაფართოება, ეშელონური შეხვედრები. მოეზმადეთ ცხოვრებისეული ცვლილებებისა და რეფორმებისთვის.  კურო – ეცადეთ გაისტუმროთ ვალდებულებები. კარგი დროა საფინანსო საკითხების მოგვარებისთვის. იმუშავეთ თქვენს შიშებსა და ფსიქოლოგიურ წნეხზე. კარგი დროა სულიერი ვარჯიშისა და ფსიქოლოგიური პრაქტიკებისთვისაც.  ტყუპები – ძველი ურთიერთობები მთავრდება და იწყება ახალი ან მყარდება არსებული კონტაქტი. გადახედეთ, რამე ცვლილებები ხომ არაა უკვე საჭირო თქვენს პირად ცხოვრებაში? ნუ დაარღვევთ კანონს, იყავით სამართლიანი, სხვა შემთხვევაში გაუგებრობები გარანტირებულია. შესაძლოა ახალი კონტაქტის წინაშეც აღმოჩნდეთ, რომელიც მისაღები იქნება.  კირჩხიბი – იზრუნეთ თქვენს სულიერ და ფიზიკურ სხეულზე. კარგი დროა ექიმთან ვიზიტისთვის. წამლების პროფილაქტიკისა და გამასაჯანსაღებელი ეფექტისთვის. ბევრი თქვენგანი განიკურნება ან დადგება გადაყვწეტილების წინაშე, თუ რა არის აუცილებელი კრიზისიდან გამოსასვლელად. მშვენიერი დროა დასვენებისა და სამსახურეობრივი საკითხების გადახედვისთვის.  ლომი – ძალიან ბევრი ლომი პოპულარული გახდება სპორტული და ხელოვნების სამყაროს დახმარებით. გაგიჩნდებათ სურვილი მეტის კეთების, შესაძლოა აღმოჩნდეთ საყოველთაო პიარში. დრო კარგია სასიყვარულო კავშირების დამყარებისთვის ან გაუმჯობესებისთვის.  ქალწული – რაც თქვენი არაა და ძველი დრომოჭმულია ყველაფერი დაასრულეთ და გაუშვით. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა მიწა იყიდოს ან გაყიდოს. მოაწესრიგეთ საბუთები. ზოგი რემონტს გადაწყვეტს ან ბინას შეიცვლის კიდეც. კარგი დროა სანათესაო კონტაქტებისა და ფესვებთან დაბრუნებისთვის.  სასწორი – ეცადეთ, რომ ისაუბროთ მოზომილად და არავის არ დაპირდეთ ზომაზე მეტს. არაა გამორიცხული, რომ ამის გამო სიტყვებზე გამოგეკიდონს კიდეც. დრო მისაღებია სწავლისა და მოგზაურობისთვის ან პრობლემების გადასაჭრელად. შეაძლოა დახუროთ ერთი ეტაპი და დაიწყოთ აბსოლუტურად სხვა. არაა გამორიცხული ახალი ნაცნობობის ან მარკეტინგული გარიგების წინაშე.  მორიელი – უფრო მეტად დადგება ფინანსური საკითხების მოგვარების წინაშე. უძრავი ქონება, გასასტუმრებელი ვალდებულებები, რაიმეს შესყიდვა ან გაყიდვა. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს ახალი ბიზნეს გეგმა ან შემოსავლის წყარო გაუჩნდეს.  მშვილდოსანი – დიდი ტრანსფორმაციის და სოციალური იმიჯის შექმნის დროა. გახსოვდეთ, რომ ყველას ვერ მოეწონებით. იქნება მომენტები, როცა შეგაქებენ, მაგრამ მომენტებში კრიტიკას დაიმსახურებთ. აქტიური და შემოქმედებითი დროა. სიტყვები უაზროდ არ ისროლოთ, მეტი მოისმინეთ და ტრადიციულად ბრძნული რჩევები გაეცით. თქვენს სოციალურ სტატუსს და იდენტობას შეეხება მიმდინარე სავსემთვარეობა.  თხის რქა – სულიერი ტრანსფორმაციის და სიმშვიდის დროა. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა დროებით მარტოობაში იპოვნოს ჭეშმარიტება ან გაგეხსნათ სულიერების მხრივ ალტერნატიული გზები. შეასრულეთ დანაპირები. ფსიქოლოგიური ვარჯიშების, საღვთისმეტყველო საკითხებში გარკვევის, ჩაძიების, უცხოეთთან კონტაქტის და შიშებთან ადაპტირების დროა.  მერწყული – გადააფასებთ სამეგობრო წრეს, მომავლის მიზნებს და დასვამთ კითხვას: რა იდეა მუშაობს და ვისთან ერთად, ხოლო ვისთან არა? დრო კარგია რეფორმებისა და ახალი ნაცნობობისთვის, დაემშვიდობეთ გამოუსადეგარ ტექნიკას და წარსულ ნივთებს. ახლა ნათლად დაინახავთ თუ ვინ დგას თქვენს გვერდით და ვინ ნაკლებად. თქვენს ცხოვრებას გადააფასებთ და ახალ გარემოში აღმოჩნდებით.  თევზები – ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავსემთვარეობაა თქვენს ცხოვრებაში, რადგანაც მოქმედება ხდება კარიერულ ნიადაგზე. გახსოვდეთ, რომ მოუსმინეთ სხვების რჩევებს, არ აჩქარდეთ, ბევრი თქვენგანი დიდი კარიერული ნახტომის წინაშე აღმოჩნდება, ნაწილი კი დაემშვიდობება დრომოჭმულ გარემოს.და ბოლოს: ხაზგასმით ვამბობ ამ სავსემთვარის ეფექტი მომდევნო წლისთვისაც თვალშისაცემი იქნება!“ – წერს გიორგი ლობჟანიძე.