Blog

  • გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი)

    გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი)

    გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი.

    მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სამ­ყა­რო გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად იშ­ლე­ბა, ვიდ­რე მათ ეგო­ნათ და ზუს­ტად გან­სა­ზღვრეს, რო­დის დას­რულ­დე­ბა ის.

    • ნი­დერ­ლან­დე­ბის რად­ბო­უ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი ერთ კვინ­ვი­გინ­ტი­ლი­ონ წე­ლი­წად­ში ჩაქ­რე­ბა. ეს გა­მო­ი­სა­ხე­ბა ერთი 78 ნუ­ლით.

    რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახა­ლი გათ­ვლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე პე­რი­ო­დია, ვიდ­რე წინა პროგ­ნო­ზი.

    პრო­ცესს, რო­მე­ლიც, მათი აზ­რით, სამ­ყა­როს სიკ­ვდილს იწ­ვევს, “ჰო­კინ­გის გა­მოს­ხი­ვე­ბა“ ეწო­დე­ბა. ამ დროს – შავი ხვრე­ლე­ბი თან­და­თა­ნო­ბით “ქრე­ბი­ან“ და არა­რა­ო­ბა­ში გა­და­დი­ან.

    ადრე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ფე­ნო­მე­ნი მხო­ლოდ შავი ხვრე­ლე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მსგავ­სად აორ­თქლე­ბა შე­უძ­ლი­ათ ისეთ ობი­ექ­ტებს, რო­გო­რი­ცაა ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და თეთ­რი ჯუ­ჯე­ბი.

  • “ეს რა ხდება მოერედ მოსვლაა?” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

    “ახმეტა-თიანეთის გზა. სადაცაა, მთლიანი გზა ჩაინგრეს” — წერს მოქალაქე Facebook-ჯგუფ ახმეტა და ახმეტელებში და ვიდეოს აქვეყნებს

     

    ვიდეო: ფალა ვანდიშვილი

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

    თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

    თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მარნეულის სოფელ ზემო სარალიდან თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული.

    მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

  • რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ ?

    რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ ?

    თბილისში 24 წლის გოგოს ცხედარი, მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.

    ინფორმაციას ჟურნალისტი ჟეიჰუნ მუჰამედალი ავრცელებს.

    “მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალიდან 24 წლის ახალგაზრდა გოგონას ცხედარი თბილისში, მის საცხოვრებელ ბინაში ჩამოხრჩობილი მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

    შემთხვევის რა გარემოებებში მოხდა, ამ ეტაპზე უცნობია.

    მისი მეგობრები აცხადებენ რომ გუშინწინ ნახეს და ძალიან ბედნიერი და კარგ ხასიათზე იყო.” – ჯეიჰუნ მუჰამედალი

    მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა განცხადებას ავრცელებს

    მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა განცხადებას ავრცელებს

    მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “საქართველოში პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს

    ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ორივე ერთად ზის ამ ქვეყანაზე როგორც ორადგილიან დივანზე.

    ერთი მართავს, მეორე თამაშობს „პროტესტს“,და ხალხს უტოვებენ როლს — ტაშის დამკვრელის.

    ეს არ არის პოლიტიკა არამედ კარტელი. ყველაზე საინტერესო ის არის რომ როცა ჩნდება რამე რეალური მაგალითად „მეგობარი აქტი“,

    უცებ ორივე მხარე იწყებს ერთნაირად ნერვიულობას. რატომ? იმიტომ რომ ეს თამაში ანგრევს მათ კომფორტს. იქ უნდა აგოს ვინმემ პასუხი და ეგ არავის უნდა .

    მერე გამოდიან და გვეუბნებიან —„დაელოდეთ, დასავლეთი მოაგვარებს“.

    მე პირდაპირ გეტყვით:

    არავინ არ მოვა და არავინ არ მოაგვარებს არაფერს .

    ყველა თავის საქმეს აკეთებს — ხალხი კი ილუზიაშია .

    ახლა მთავარი ილუზია “გაჩითეს” – ტრამპ თაურის აშენება იპოდრომის ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი დოლარი მხოლოდ ფრენჩაიზისთვის- დაალაგეს ტრამპთან.

    იმედით და ოცნებით იყავი ბიძინა” – წერს ია ფარულავა.

  • როგორ ამინდია მოსალოდნელი 19-21 აპრილს საქართველოში

    როგორ ამინდია მოსალოდნელი 19-21 აპრილს საქართველოში

    19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – კადრები ბელიაშვილის ქუჩიდან სადაც გვიან ღამით ავტომობილი დაიწვა

    უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – კადრები ბელიაშვილის ქუჩიდან სადაც გვიან ღამით ავტომობილი დაიწვა

    თბილისში, გვიან ღამით ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა

    ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს .

    მათვე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • „პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და გულზე…“ – არუნ ხათრი ენერგეტიკულ სასმელებზე

    „პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და გულზე…“ – არუნ ხათრი ენერგეტიკულ სასმელებზე

    ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.

    ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ენერგეტიკული სასმელების მავნე თვისებებზე საუბრობს:

    „საქართველოში ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად სვამენ ენერგეტიკულ სასმელებს და ბევრ მშობელს ეს უბრალოდ „მოდად“ ეჩვენება, მაგრამ ეს არ არის უბრალო სასმელი. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და გულზე.

    თინეიჯერებში ენერგეტიკული სასმელები იწვევს ძილის დარღვევას და კონცენტრაციის დაქვეითებას, შფოთვას და გაღიზიანებას, გულის აჩქარებას, შაქრის მკვეთრ მატებას და მომავალში ინსულინ რეზისტენტობას

    დღეს ერთი ქილა, ხვალ ჩვევად გადაიქცევა. მშობლებო – თუ თქვენ არ გააკონტროლებთ გარემოს, რეკლამა გააკონტროლებს თქვენს შვილებს. ენერგია არ მოდის ქილიდან

    ენერგია მოდის სწორი კვებიდან, ძილიდან და ცხოვრების წესიდან. დაფიქრდით რას აძლევთ თქვენს შვილებს ყოველდღე – ენერგიას თუ ნელ ნელა ზიანს“,- წერს არუნ ხათრი.