Blog

  • ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო

    ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო

    ნიდერლანდში, ტბაში მარნეულელი ახალგაზრდა დაიხრჩო. MARNEULINEWS-ს ინფორმაციით სოფელ ქვემო სარალის მცხოვრები 18 წლის რალიზ რაგიმოვი ნიდერლანდში ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი ნიდერლანდში სამუშაოდ იმყოფებოდა.

  • “ვაიმე გივისგან ამას არ ველოდი..” – გივი სიხარულიძის მამაკაცებისადმი მიმართვა განხილვის თემად იქცა

    “ვაიმე გივისგან ამას არ ველოდი..” – გივი სიხარულიძის მამაკაცებისადმი მიმართვა განხილვის თემად იქცა

    “რუსთავი 2”-ზე ახალი გადაცემა “ამბავი იწყება, რომლის წამყვანი სალომე გოგიაშვილი იქნება. პირველი გადაცემის ნაწყვეტი გავრცელდა. გივი სიხარულიძის მიმართვა მამაკაცებისადმი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

  • “პოლიციის თანამშრომლებს პაპუნა ლოცულაშვილი სხვა პირში აერიათ” – მედია

    “პოლიციის თანამშრომლებს პაპუნა ლოცულაშვილი სხვა პირში აერიათ” – მედია

    “ტვ პირველის” ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებს პაპუნა ლოცულაშვილი სხვა პირში აერიათ. ისინი ადგილზე ნარკოტიკის დამდებ პირს ეძებდნენ.

    ადვოკატის, რევაზ რევაზიშვილის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციამ მანქანა ფეხებთან გაუჩერა და კინაღამ დააჯახა, რაზეც დაზარალებულმა უკმაყოფილება გამოთქვა, ამის შემდეგ კი შსს-ს წარმომადგენლები პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ.

    რევაზ რევაზიშვილი გვიყვება, რომ პაპუნა ლოცულაშვილს თავიდან 3 პირი სცემდა, შემდეგ კი დამხმარე ეკიპაჟის წევრებიც ჩაერთნენ ძალადობაში.

    ადვოკატის თქმით, თავდაპირველად მას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მათი ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილი პოლიციელებს მანქანაში ეჯდათ და მთელ ქალაქში დაატარებდნენ.

    “არასდროს ისეთ სამართალდარღვევასთან შეხება არ ჰქონია, რაც საფუძველს მისცემდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომ შეეჩერებინათ, ან რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედება ჩაეტარებინათ მათ მიმართ. იგი არის ბანკის თანამშრომელი და არასდროს კანონდარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა. იგი თავის მეგობართან, ჩემს მეორე დაცვის ქვეშ მყოფ პირთან იმყოფებოდა გორში იმ ლოკაციაზე მიმდებარედ და როდესაც იგი ბრუნდებოდა ბანკში, სამსახურში, მან დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლები დიდი სისწრაფით შემოვიდნენ ეზოში და ლამის შეაჯახეს ავტომანქანა მას. როდესაც გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები უთხრა, რომ რატომ მოხდა ისე, რომ თითქმის დაეჯახნენ მას და ამის შემდეგ დაიწყო ეგრევე ძალადობა, თავიდან ძალადობდა 3 პოლიციის თანამშრომელი, გაუგებარი მიზეზით, ანუ იმის გამო, რომ როგორ შეუბრუნა სიტყვა, როგორ გამოხატა უკმაყოფილება მათი ავტომანქანის მანევრის გამო და ამის შემდეგ, გადავიდნენ პირდაპირ ძალადობაზე.

    ჩვენ ისიც ვნახეთ ვიდეოკადრებში, როდესაც დამხმარე ეკიპაჟი მოდის, პოლიციის თანამშრომლების, ისინიც, აბსოლუტურად უმიზეზოდ, იწყებენ ძალადობას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე.

    ერთ-ერთი პოლიციელი ამბობს, რომ თითქოს მას ცივი იარაღი ჰქონდა, მაგრამ ეს არის აბსურდი. ეს იყო ალბათ იმისთვის მოფიქრებული, რომ თავი გაემართლებინათ პოლიციის თანამშრომლებს სამომავლოდ.

    არ მეძლეოდა შესაძლებლობა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან, პაპუნა ლოცულაშვილთან მქონოდა კომუნიკაცია. მაქსიმალურად მალავდა სახელმწიფო იმას, სად იმყოფებოდა პაპუნა ლოცულაშვილი, რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილი ავტომანქანაში ეჯდათ პოლიციის თანამშრომლებს და მთელ ქალაქში დაატარებდნენ. საწყის ეტაპზე ამ პროცესისა, ჩვენ მინიმალური ინფორმაციაც არ გვქონდა იმასთან დაკავშირებით, სად იმყოფებოდა პაპუნა ლოცულაშვილი, ჩვენ მოვიარეთ პრაქტიკულად ყველა პოლიციის განყოფილება,” – ამბობს ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი.

    პაპუნა ლოცულაშვილთან ერთად ნაცემი კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ლაშა აბისონაშვილი გვეუბნება, რომ ის უკვე გამოიკითხა პროკურატურაში და ყველაფერი თქვა.

    “რაღა უნდა მივცე, ყველაფერი ნათელია და მეც ვთქვი რაც მოხდა, პროკურატურაშიც ვთქვი. არ ვიცი რაღა უნდა ვილაპარაკო. ერთეული არის ერთი და ორი ადამიანი. ისეთი სიტუაცია იყო ბევრი რამე კიდევ არ მახსოვს,” – ამბობს ლაშა აბისონაშვილი.

    დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    პოლიციელების ნაწილი ხაშურის, ნაწილი კი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.

    მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

    30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც

  • გაქურდულია რამდენიმე ბინა – მოპარულია დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა

    გაქურდულია რამდენიმე ბინა – მოპარულია დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა

    რუსთავში რამდენიმე ბინის ქურდობის ბრალდებით სამართალდამცავებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავა.

    ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სხვადასხვა დროს, რუსთავში მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, ფარულად, უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას და ძვირფასეულობას.

    პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო ნაქურდალი თანხისა და ძვირფასეულობის ნაწილი, ასევე, საკეტის გასახსნელი ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსეთის დუმამ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

    რუსეთის დუმამ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

    დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

    დოკუმენტი დუმას ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა, ხელშეკრულებას კი მოსკოვში 9 მაისს პუტინმა და დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოაწერეს ხელი.

    შეთანხმება ოფიციალურად თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს.

    რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ასევე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებასა და კანონმდებლობის დაახლოებას მოიცავს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დანცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

  • ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა კლინიკაში გარდაიცვალა

    ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა კლინიკაში გარდაიცვალა

    ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა.

    „შემოიყვანეს ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში იყო. ჩაუტარდა კვლევები,  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ კლინიკა „იმედის“ კლინიკური მენეჯერი.

    მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • იტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

    იტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

    იტალიაში, უდინეს პროვინციაში, ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 32 წლის ეკა ჯაჯვანი. მას ქვეითად გადაადგილებისას ავტომანქანა დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

    როგორც ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ, ამ წუთებში მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის გადასვენებული გარდაცვლილი.

    „ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა!!!

    ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 32 წლის ეკა ჯაჯვანი,უდინეს პროვინციაში მანქანამ გაიტანა.

    ძალიან მიმძიმს პოსტის წერა😭

    ჯერ არაფერი არ ვიცით სად გადაასვენეს,ადგილზე გარდაიცვალა…როგორც კი გაირკვევა რამე დავწერთ.

    ყველაზე მეტად საჭიროა სწორი და დროული რეაგირება მიცვალებულის გადასვენებისთვის.

    ვუსამძიმრებთ ოჯახს,ახლობლებს,მეგობრებს,უდინეს ემიგრანტებს და სრულიად საემიგრაციოს…

    ძალიან გთხოვთ ილოცეთ მისი სულის სიმშვიდისთვის.

    ძალიან გთხოვთ ფრთხილად იყავით ,გაუფრთხილდით საკუთარ თავს“, – უდინეს ემიგრანტების ჯგუფის ადმინი.

  • 🔻 “წლის ვიდეოა! ალბათ, ასჯერ ვუყურე” – კადრები, რომლებმაც ერთ დღეში მილიონი ნახვა და ათასობით კომენტარი დააგროვა

    🔻 “წლის ვიდეოა! ალბათ, ასჯერ ვუყურე” – კადრები, რომლებმაც ერთ დღეში მილიონი ნახვა და ათასობით კომენტარი დააგროვა

    “ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვების მენტორს ვერ მოვწყვიტე კამერა, ბრავო, მათემატიკის პედაგოგს (მამუკა ჭიჭინაძე)” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “წვეულების სახლი La Fiesta” წერს და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს N3 საჯარო სკოლის ბანკეტის ვიდეობს აქვეყნებს, როლებმაც ერთ დღეში მილიონი ნახვა და ათასობით კომენტარი დააგროვა.