“ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის ნაწილის გაუმართაობა” – რუსი ქალის ადვოკატი დადიანის ქუჩაზე მომხდარზე

Written by

in

💬 “მეც ვნახე სოციალურ ქსელში ზოგადად დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქე არის, მაგრამ მეუღლე ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან. აქ ცხოვრობენ და აქ მოღვაწეობენ. ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე. სპეციალურად რომ მოეკლა მაშინ განზრახ მკვლელობა იქნებოდა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. გამორიცხულია აბსოლუტურად სხვა განზრახვა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი. არსად გაქცეულა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც გარბიან და ტოვებენ. იქვე იყო, დარჩა, დააკავეს ადგილზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოკლედ დაკავდა” | ადვოკატი იმედა ქარქაშაძე.
🔴 გუშინწინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია, როგორ დაეჯახა ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მძღოლი დააკავეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *