Blog

  • წინასწარმეტყველები ამბობენ, ადამიანი რა რიცხვშიც იბადება, მთელი ცხოვრება ისეთი იქნებაო, შენ რომელ რიცხვში დაიბადე? ციფრი ჯერ დაწერე და შემდეგ ნახე პასუხი

    წინასწარმეტყველები ამბობენ, ადამიანი რა რიცხვშიც იბადება, მთელი ცხოვრება ისეთი იქნებაო, შენ რომელ რიცხვში დაიბადე? ციფრი ჯერ დაწერე და შემდეგ ნახე პასუხი

    1 – ეს შემოქმედებითი, კრეატიული, ორიგინალური და ძალზე დამოუკიდებელი ადამიანების ნიშანია. საკმაოდ ამბიციურები არიან და საოცნებო მიზნის მისაღწევად მზად არიან გარისკონ.
    2 – ისინი ნებისმიერ თხოვნას არ დატოვებენ უყურადღებოდ. მშვენიერი პარტნიორები არიან ბიზნესისთვის. კარგი კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები არიან. 2-იანი მხატვრებისა და რომანტიკოსების საკრალური რიცხვია.
    3 – ამ რიცხვში იბადებიან შეუპოვარი ოპტიმისტები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები და ისიამოვნონ ცხოვრებით. მათ გააჩნიათ ინტუიცია და იუმორის შესანიშნავი გრძნობა.
    4 – ისინი პასუხისმგებელი, სერიოზული და საიმედო პიროვნებები არიან. მათ გააჩნიათ ბრწყინვალე საქმიანი რეპუტაცია. საკუთარი შრომით შეუძლიათ დააგროვონ სოლიდური ქონება.
    5 – ძალიან კომუნიკაბელურები, ცნობისმოყვარულები და უნივერსალური ადამიანები არიან. ხშირად ეს გენიოსების ციფრული ნიშანია. მათ იზიდავთ ყველაფერი იდუმალი, უცნაური და უცნობი.
    6 – ეს სიყვარულისა და ურთიერთგაგების, პატიოსნებისა და ერთგულების, ოჯახისა და მეგობრობის ნიშანია. მათში ძლიერად არის განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. საკმაოდ ჯიუტები არიან.
    7 – სიბრძნისა და გონების ნიშანია. ეს ადამიანები მზად არიან ყოველთვის ისწავლონ რაიმე ახალი და დაუკავშირონ საკუთარი ცხოვრება ინტელექტუალურ მოღვაწეობას. უყვართ განმარტოება.
    8 – ნუმეროლოგიაში ეს ძალაუფლების, მფარველობისა და მმართველობის სიმბოლოა. ეს ადამიანები ხშირად პოულობენ საკუთარ მოწოდებას პოლიტიკაში და კომფორტულად გრძნობენ თავს. ასევე ეგოცენტრულები არიან და უყვართ როცა მათ აქებენ.
    9 – ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური ნიშანია. თავგანწირული მეგობრები, რომანტიკული ცხოვრების მეგზურები, დაინტერესებული საქმიანი პარტნიორები არიან. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა – ხელგაშლილობა.
    10 – ეს ადამიანები პირდაპირ მოქმედებენ, ერიდებიან რთულ გზებს, ყოველთვის ირჩევენ აშკარა და უტყუარ გზას. ისინი დიდი გულის პატრონები და პოპულარულები არიან მეგობრებს შორის.

    {PAGEBREAK}

    11 – მატერიალური ფასეულობები მათ უკანასკნელ პლანზე აქვთ, ისინი, პირველ რიგში, ზრუნავენ საკუთარ სულზე. მათი აზრის მოსმენა ყურადღებით ღირს, რადგან მათი შინაგანი ინტუიცია გააჩნიათ.
    12 – ამ რიცხვში დაბადებულებმა ერთიანისგან აიღეს ძლიერი ნებისყოფა, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და ულევი ენერგია. ორიანისგან კი – შინაგანი ჰარმონია, შესანიშნავი ორგანიზაციის ნიჭი და კომუნიკაბელურობა. „12“ – მთელი კაცობრიობის საკრალური რიცხვია.
    13 – ამ ციფრული კოდის მატარებლები მთელი ცხოვრება მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. მათ ცხოვრებაში მუდმივად ხდება რაღაც ცვლილებები: როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურშიც.
    14 – არ ეცადოთ რამეში შეზღუდოთ ისინი, თორემ სამუდამოდ გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან. საკმაოდ ფიცხები არიან და სიბრაზეში ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს, თუმცა შემდეგ ნანობენ ამას.
    15 – ბუნებისგან დაჯილდოებულები არიან უამრავი ნიჭით. ნებისმიერი სიძნელეები და პრობლემები გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვთ. ძალიან მგრძნობიარენი არიან და მცირე კრიტიკაზეც კი მტკივნეულად რეაგირებენ.
    16 – პასუხისმგებელი, ზრდილობიანი, გულუხვი, თავისებურად იდუმალი და დამოუკიდებელი რიცხვია. გააჩნია შესანიშნავი ინტუიცია. წლებთან ერთად უფრო თავდაჭერილი და ფრთხილი ხდება.
    17 – გასაოცარია, როგორ ემიჯნება ასეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემები ფაქიზ სულს. გინდათ მათი გულის დაპყრობა? გულწრფელად გამოავლინეთ თქვენი სიყვარული და ალერსი. მათ არ უყვართ სიყალბე და თვალთმაქცობა. მათი დელიკატური ხასიათი ბავშვობიდან ვერ უძლებს კრიტიკას.
    18 -ეს ადამიანები მზად არიან ბოლომდე დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, არამედ მეგობრების უფლებებიც. კონსერვატიულები არიან, იშვიათად ითვალისწინებენ სხვის აზრს.
    19 – ნებისმიერი ჩადენილი საქციელი არასოდეს გაივლის მათთვის უკვალოდ – ბედისწერა მუდმივად ყველაფერს ირეკლავს და ათმაგად უბრუნებს. უყვართ სტაბილურობა: ოჯახშიც და პროფესიაშიც.
    20 – არ უყვართ მარტოობა. შესანიშნავი ორატორები და ერთგული მეგობრები არიან, სიამოვნებით მონაწილეობენ ღონისძიებებში. უყვართ მუსიკა და ცეკვა, გააჩნიათ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.

     

    21 – ისინი ჩაციკლულები არიან ფულზე. მათგან გამოდიან შესანიშნავი ფინანსისტები, ბანკირები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სტატუსს საზოგადოებაში და ასევე პარტნიორის სტატუსსაც. ცინიკურები და ირონიულები არიან.
    22 – ამ რიცხვში დაბადებულებს უყვართ სხვების სწავლა და ეს მშვენივრად გამოსდით. პედაგოგიური და სალექციო სამუშაო მათთვის არის შექმნილი. ისინი ნამდვილი ერუდიტები არიან. ბუნებამ დააკისრა მათ მისია აღმოაჩინონ და აუხსნან სხვებს ყველაზე რთული პროცესები.
    23 – მათი ნიჭი მრავალწახნაგოვანია. მაღალი ინტელექტის, კრეატიულობისა და პროგრესიული იდეების წყალობით, მათ შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ ნებისმიერი პროფესიით. ცხოვრებაში მათთვის ყველაზე მთავარია – თავისუფლება, მათ არ უყვართ არავისთან ანგარიშის ჩაბარება.
    24 – არ არსებობს კალენდარული თვის მათზე უფრო ყურადღებიანი და ფრთხილი წარმომადგენელი. სანამ ისინი ნაბიჯს გადადგამენ, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან და მხოლოდ შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან უყვართ ჭამა და ძალზე დისციპლინირებულები არიან.
    25 – ისინი ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან, ვისი აზრიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ. ჯამში ორიანი და ხუთიანი იძლევა შვიდიანს, ეს კი ინტელექტის სიმბოლოა.
    26 – ყველაზე ერთგული მეგობრები და მეუღლეები არიან. ისინი საკუთარ თავზე მფარველის როლს იღებენ – ამისათვის მათ გააჩნიათ ყველა საწყისი მონაცემები: მტკიცე ხასიათი, ძლიერი ენერგეტიკა, ხელმძღვანელის ნიჭი. მათ უყვართ წესრიგი, სახლში ყოველთვის სუფევს სისუფთავე და სილამაზე.
    27 – ნუმეროლოგიაში ეს განკურნების ძალის სიმბოლოა. მისი წარმომადგენლები შესანიშნავი მკურნალები არიან. „27“- ის მფლობელები ემოციურები არიან, გააჩნიათ ინტუიცია, ღრმა თანაგრძნობის უნარი – ახლობლების ზრუნვას ისინი სულის თითოეული უჯრედით შეიგრძნობენ.
    28 – ამ რიცხვში დაბადებულებს გააჩნიათ დიდი პასუხისმგებლობა. ისინი მუდმივად მოუწოდებენ ყველას წესრიგისკენ და წესების დაცვისკენ. მათ უწერიათ იყვნენ კარგი მოსამართლეები ან იმუშაონ იურისპრუდენციის სფეროში. თავად არასოდეს არ აღიარებენ ბრალს.
    29 – ხშირად ვარდებიან უკიდურესობებში. დიპლომატიურები არიან, გააჩნიათ ქარიზმა, უყვართ თავგადასავლები. ფულის მხრივ ბედი სწყალობთ, ადვილად შოულობენ ფულს, უმართლებთ ლატარიებში. აი პირად ცხოვრებაში კი ხშირად არ უმართლებთ.
    30 – გააჩნიათ ფანტასტიკური მეხსიერება, შესანიშნავი კონცენტრირების უნარი. მათი ინტელექტის შესაძლებლობები უზარმაზარია, გონების გამჭრიახობა კი ეხმარებათ გაუმკლავდნენ ყველაზე რთულ სიტუაციებს. მათი ცხოვრება გაჯერებულია მოვლენებით, მათთან არ მოიწყენთ.
    31 – ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომელსაც მათ ცხოვრება სთავაზობს. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს კიდებენ, სრულყოფილამდე იქნება მიყვანილი. ეს თვისება ეხმარება მათ დაიკავონ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა. ყველაზე გაბედული პროექტების შესანიშნავი ორგანიზატორები არიან. აფასებენ სტაბილურობასა და ერთგულებას.

  • “მენინგიტი აქვს, სავარაუდოდ, ბაქტერია ანესთეზიის გაკეთების დროს შეეჭრა” – რა დეტალები ხდება ცნობილი 20 წლის გოგოზე, რომლის მდგომარეობა ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გართულდა

    “მენინგიტი აქვს, სავარაუდოდ, ბაქტერია ანესთეზიის გაკეთების დროს შეეჭრა” – რა დეტალები ხდება ცნობილი 20 წლის გოგოზე, რომლის მდგომარეობა ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გართულდა

    ბათუმში, 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ გართულდა. პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს.

    “ლოდინის და თანხის მობილიზების არც დრო და არც საშუალება იყო, რადგან ყოველი წამი მისთვის გადამწყვეტი იყო, ამიტომ სასწრაფო რეაგირებით გადმოვიყვანეთ თურქეთში” – წერს სოციალურ ქსელში თურქეთში მცხოვრები სანდრა ზოიძე.

    მისივე თქმით, 20 წლის ქალი სამსუნის კლინიკაში იმყოფება და უდიდეს თანხებთანაა დაკავშირებული მისი სიცოცხლის გადარჩენა.

    “დამეხმარეთ ყველა, რომ შევძლოდ ერთიანობით ამ უდიდესი პრობლემის მოგვარება”- წერს სანდრა ზოიძე.

    “ელვის სისწრაფით გადავაზიაროთ, დამეხმარეთ და მონიშნეთ ყველა კეთილი ბლოგერები რომლებიც ამ პოსტს გადაიზიარებენ. #გავერთიანდეთ რომ 2 ანგელოზს დედა დავუბრუნოთ/

    #დანიშნულებაში: ასმათი

    ზარი 1 ლარი

    #0901700350

    საბანკო დანიშნულებაში:

    ზარი 1 ლარი

    #0901700350

    საბანკო რეკვიზიტები

    მიმღები: ჩვენი ფონდი

    საქართველოს ბანკი

    #GE08BG0000000586688967

    თბს ბაკი

    #GE08TB7935736080100016 gel

    #GE15TB7935736180100003 $€

    ლიბერთი ბანკი

    #GE15LB0115134423600003 gel

    ქართუ ბანკი

    #GE33CR0120009543103608 gel

    #GE54CR0120009543103618 $€0009543103618 $€” – წერს სანდრა ზოიძე.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    27 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც წვიმაა, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +13 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

    მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

    ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +11 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

    უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

  • „ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა… ეხება მომავალს 2028 წლამდე“ – გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს

    „ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა… ეხება მომავალს 2028 წლამდე“ – გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს

    ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

    „2025 წლის ჩანაწერების გაგრძელება!!! ეხება მომავალს 2028 წლამდე !! ძალიან ბევრი ლიდერია ლიკვიდირებული და უდიდესს თამაშს თამაშობენ ხალხის წინაშე… ახალი წინასწარმეტყველებით მოვედი თქვენთან!! ომები ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი!! საქართველო დაცულია!!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი. ბოლომდე ნახეთ!! გააზიარეთ!! ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა და მერე თქვენამდე მოტანა მერწმუნეთ!!! ვერტმფრენი!!!”, – წერს გოგა მანია.

  • „ეს ხდება 165 წელიწადში ერთხელ“ – რატომ არის 26 აპრილი განსაკუთრებული მნიშვნელობის

    „ეს ხდება 165 წელიწადში ერთხელ“ – რატომ არის 26 აპრილი განსაკუთრებული მნიშვნელობის

    ურანის ინგრესია (გადასვლა) ტყუპებში, რომელიც 84 წელიწადში ერთხელ ხდება:

    • 2026 წლის 26 აპრილი: ამ დღეს ურანი ჯერ კიდევ კუროს ბოლო გრადუსებზეა, თუმცა მისი ენერგია უკვე მაქსიმალურად დაძაბულია.

    • 2026 წლის 7 ივლისი: ეს არის ის კონკრეტული თარიღი, როდესაც ურანი პირველად შედის ტყუპების ზოდიაქოში 1940-იანი წლების შემდეგ.

    რეტროგრადული მოძრაობა:

    მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ურანი ნელა მოძრაობს, ამიტომ 2026 წელს ის ბოლომდე არ რჩება ტყუპებში:

    1. 7 ივლისი, 2026: შედის ტყუპებში.

    2. 8 ნოემბერი, 2026: რეტროგრადული (უკანმავალი) მოძრაობის გამო ისევ ბრუნდება კუროს ნიშანში.

    3. 22 მაისი, 2027: საბოლოოდ გადადის ტყუპებში და იქ რჩება 2033 წლამდე.

    რატომ არის 2026 წლის 26 აპრილი მნიშვნელოვანი?

    26 აპრილთან ახლოს ხდება სხვა უიშვიათესი მოვლენა — ნეპტუნის გადასვლა ვერძის ნიშანში (ეს ხდება 165 წელიწადში ერთხელ!).

    • 2026 წლის 30 მარტი: ნეპტუნი შედის ვერძში.

    • 2026 წლის 20 აპრილი: ხდება მზის და წერტილოვანი შეერთებები სხვა პლანეტებთან.

    მოკლედ რომ ვთქვათ, 2026 წლის აპრილი-ივლისის პერიოდი არის კაცობრიობისთვის „დიდი გადატვირთვის“ დასაწყისი. 84-წლიანი ციკლი (ურანი) და 165-წლიანი ციკლი (ნეპტუნი) თითქმის ერთდროულად იცვლიან ფონს, რაც ისტორიულად ყოველთვის ნიშნავს მსოფლიო წესრიგის, ტექნოლოგიების და ცნობიერების რადიკალურ შეცვლას.​

  • ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

    ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

    სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შეხვდებით. დედების მთავარი კითხვაა, როგორ და რა გზით მოაშორონ შვილებს ტილები. რჩევები განსხვავებულია. დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხშირად შეხვდებით ისეთ რჩევებს, სადაც დედები ძაღლების რწყილის წამლის, “ბარსის” გამოყენებას ურჩევენ.

  • ცვლილება, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება

    ცვლილება, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება

    მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.

    „განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

    ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

    კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

    რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.

    აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.

    აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

    ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში – მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებისთვის

    სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში – მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებისთვის

    მორიელის ნიშანში სავსემთვარეობის გზავნილი ყველა ზოდიაქოსთვის…

    მაისის თვეში გვაქვს ორი სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში ამიტომ ეს არ იქნება უბრალო მაისი

    ასტროლოგიურად მორიელის სავსემთვარეობა ხშირად უკავშირდება სიმართლის გამოტანას ზედაპირზე, ემოციურ ინტენსივობას, დასრულებას, გათავისუფლებას და ღრმა ტრანსფორმაციას — განსაკუთრებით იმ თემებში, რომლებიც აქამდე ჩუმად, დაფარულად ან დაძაბულად იყო დარჩენილი.

    გაითვალისწინეთ როგორც მზის, ასევე ასცენდენტის ნიშნითაც….

    ვერძი

    ეს სავსემთვარეობა გთხოვთ, შეხედოთ იმას, რასაც აკონტროლებდით შიშით. ფული, ვალი, ემოციური მიჯაჭვულობა, ძალაუფლების თამაში — რომელ სფეროში ხართ ზედმეტად დაჭიმული? ახლა დროა გაუშვათ ის, რაც თქვენს ენერგიას ფარულად შთანთქავს. თქვენთვის ეს არის შინაგანი გამბედაობის გამოცდა: არა შეტევით, არამედ ღრმა სიმართლით.

    კურო

    თქვენთვის მთავარი აქცენტი ურთიერთობებზე მოდის.. შეიძლება ნათლად დაინახოთ, ვინ დგას თქვენ გვერდით მართლა და ვინ — მხოლოდ ფორმალურად.

    თუ რამე უთქმელი დაგიგროვდათ პარტნიორულ, პირად თუ საქმიან კავშირში, ეს სავსემთვარეობა მას გამოაჩენს. არჩევანი იქნება: ან უფრო ღრმა გულწრფელობა, ან დასრულება….

    ტყუპები

    მორიელის სავსემთვარეობა თქვენს ყოველდღიურობაში, სხეულში, რეჟიმში და საქმეში დაგანახებთ იმას, რაც აღარ მუშაობს. შეიძლება იგრძნოთ გადაღლა, არეულობა, ან ემოციური დაღლა, რომელიც უკვე ფიზიკურ დონეზეც გადადის. დროა გაწმინდოთ დღე, გრაფიკი, გარემო და ჩვევები.

    კირჩხიბი

    თქვენთვის ეს სავსემთვარეობა სიყვარულის, შემოქმედების, სურვილისა და გულის თემას ანათებს. შეიძლება ნათლად მიხვდეთ, რას აკეთებთ სიყვარულით და რას — შიშით, მიტოვების შიშით ან დამტკიცების საჭიროებით. თუ გულში რაღაც დიდი გიდევთ, ახლა ის ითხოვს გამოხატვას. ეს შეიძლება იყოს აღიარება, გათავისუფლება ან ახალი შემოქმედებითი დაბადება..

    ლომი

    თქვენს ფესვებს, ოჯახს, სახლს და შინაგან საყრდენს ეხება ეს სავსემთვარეობა. შეიძლება გაიხსნას ძველი ემოციური ფენა, ოჯახური ისტორია ან შინაგანი დაუცველობა, რომელსაც აქამდე ძლიერების უკან მალავდით. ახლა ძალა სწორედ სიმართლეშია. ყველაფერი, რაც შინაგან საფუძველს აღარ გაძლიერებთ, უნდა გარდაიქმნას.

    ქალწული

    ეს სავსემთვარეობა სიტყვას აძლიერებს: ნათქვამი, უთქმელი, დამალული, ნაწერი, საუბარი, შეტყობინება — ყველაფერს მეტი წონა ექნება. შეიძლება გაიგოთ მნიშვნელოვანი ამბავი ან თავად თქვათ ის, რასაც დიდხანს იკავებდით. თქვენთვის ეს დროა: სიტყვა ან კურნავს, ან ჭრის. თქვით ზუსტად, მაგრამ ღრმად….

    სასწორი

    ფასეულობების, ფულის, თვითღირებულებისა და მატერიალური სტაბილურობის სფერო აქტიურდება. სავსემთვარეობა გაჩვენებთ, სად აფასებთ საკუთარ თავს ნაკლებად, ან სად ხართ დამოკიდებული გარე დამტკიცებაზე. შეიძლება დასრულდეს ერთი ფინანსური ეტაპი ან შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება ფულთან. ახლა მთავარი კითხვა იქნება: რას ღირს მართლა თქვენი ენერგია?

    მორიელი

    ეს თქვენი სავსემთვარეობაა. თქვენთვის ის ძალიან პირადულია. შეიძლება იგრძნოთ, რომ ძველი კანი ვეღარ გერგებათ — იმიჯი, როლი, ურთიერთობის ფორმა, შინაგანი თვითაღქმა. ახლა შეიძლება ძლიერი ემოციური ტალღა მოვიდეს, მაგრამ სწორედ მასშია განახლება. ნუ შეეცდებით ყველაფრის გაკონტროლებას. გაითავისუფლეთ თავი , რათა თავიდან დაიბადოთ…

    მშვილდოსანი

    თქვენთვის ეს სავსემთვარეობა ფარულ შრეებს ეხება: უგონოს, ძილს, სიზმრებს, უხილავ შიშებს, სულიერ გადაღლას… შეიძლება მიხვდეთ, რომ რაღაცა უკვე დასრულებულია, მაგრამ ჯერ არ გაგიშვიათ. ახლა კარგი დროა განმარტოების, ლოცვის, რიტუალის, პატიების და შინაგანი გაწმენდისთვის. პასუხი გარეთ კი არა, შიგნით არის..

    თხის რქა

    მეგობრები, ჯგუფები, თანამოაზრეები, საერთო მიზნები — აქ მოხდება გამჭვირვალება. შეიძლება დაინახოთ, ვისთან გაქვთ რეალური კავშირი და ვისთან მხოლოდ სტრუქტურული კავშირი. შესაძლოა დასრულდეს ერთი კოლექტიური ისტორია ან შეიცვალოს თქვენი მომავლის ხედვა. თქვენი ოცნება ახლა ითხოვს უფრო ნამდვილ გარემოცვას.

    მერწყული

    კარიერის, სტატუსის, მიმართულების და საზოგადოების წინაშე თქვენი როლის სფერო ძლიერდება. შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დასრულება ან პროფესიული სიმართლის აღიარება დადგეს. თუ თქვენში ძველი ამბიცია კვდება, ეს მარცხი არ არის — ეს ფორმის შეცვლაა. ახლა თქვენთვის კითხვა ასეთია: რა არის თქვენი ნამდვილი მისია და არა მხოლოდ გარეგანი რეპუტაცია?….

    თევზები

    მორიელის სავსემთვარეობა გიხსნით რწმენების, სწავლების, გზის, მსოფლმხედველობის თემას. შეიძლება რაღაც ძველი შეხედულება დაინგრეს, რათა უფრო ღრმა, პირადი სიმართლე დაიბადოს. მოგზაურობა, სწავლა, სულიერი ძიება ან იურიდიული/საზღვარგარეთული საკითხიც შეიძლება გახდეს აქტიური. ახლა თქვენთვის მთავარი არა ინფორმაციის რაოდენობაა, არამედ ჭეშმარიტება, რომელსაც გული ცნობს….

    საერთო გზავნილი ამ სავსემთვარეობისთვის:

    მორიელი გვთხოვს, არ დავრჩეთ ზედაპირზე.

    რაც დამალულია — გამოჩნდება….

    რაც დაძაბულია — მოითხოვს გარდაქმნას….

    რაც მკვდარია — უნდა დასრულდეს….

    რაც ნამდვილია —ის გაღრმავდება….

  • ფიზიკური დაპირისპირება 4 პირს შორის, ოთხი დაჭრილი და ერთი დაღუპული – რა დეტალები ხდება ცნობილი დუშეთიდან

    ფიზიკური დაპირისპირება 4 პირს შორის, ოთხი დაჭრილი და ერთი დაღუპული – რა დეტალები ხდება ცნობილი დუშეთიდან

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 4 პირს შო­რის მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი ოთხი­ვე მათ­გან­მა მი­ი­ღო.

    უწყე­ბის ცნო­ბით, ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სა­მი­ვე პირი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.ამას­თან, გან­მარ­ტა­ვენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი.

    “ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, დუ­შეთ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს.

    და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ზ. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს, გვი­ან ღა­მით, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 4 პირს შო­რის მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი ოთხი­ვე მათ­გან­მა მი­ი­ღო. ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი – 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სა­მი­ვე პირი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

    სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გ.ბ.-ს სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა 1991 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ლ.ზ.-მ. მი­ა­ყე­ნა. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლ.ზ. შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის დად­გე­ნი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

    თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

    🔻 მთავარის ინფორმაციით, თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. მთავარი დეტალებს შსს-ში აზუსტებს