Blog

  • როდის გამოიდარებს საქართველოში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    როდის გამოიდარებს საქართველოში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

    „15 ივნისს – საქართველოში ძირითადად ღამის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
    16 ივნისიდან, მთელს ქვეყანაში გამოიდარებს და შედარებით სტაბილური ამინდია მოსალოდნელი ყველგან.
    დიდებულ დღეებს გისურვებთ”,- წერს ფარტენაძე.

  • „ნიკა ამტკიცებს, რომ მეორესთვის არ უსვრია, მაგრამ ისიც დაიღუპა… ამის შემდეგ მივიდა სახლში, იარაღი დადო მაგიდაზე და დარეკა” – რას ამბობენ ხრეშის გამო მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე?

    „ნიკა ამტკიცებს, რომ მეორესთვის არ უსვრია, მაგრამ ისიც დაიღუპა… ამის შემდეგ მივიდა სახლში, იარაღი დადო მაგიდაზე და დარეკა” – რას ამბობენ ხრეშის გამო მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე?

    ხაშურში ორი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული ბიზნესმენი ნიკოლოზ კილაბერიძე ამ დროისთვის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული მომხდარს აღიარებს, თუმცა ამტკიცებს, რომ გასროლის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იყო.

    ადვოკატის თქმით, შემთხვევამდე კილაბერიძემ ერთ-ერთ მეწილეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულმა ერთ პირს ესროლა, ხოლო მეორე მამაკაცი, სავარაუდოდ, გამჭოლი ტყვიის შედეგად დაიღუპა. ადვოკატის თქმით, კილაბერიძემ თავად დარეკა 112-ში, სამართალდამცველებს იარაღის ადგილსამყოფელიც აცნობა და დანაშაული აღიარა.

    დაცვის მხარე აცხადებს, რომ მხარეებს შორის მიმდინარე კონფლიქტზე გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, მისი თქმით, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

    “დილას, დღეს, ეტყობა, სამართალი რომ ვერ ნახა ბატონმა ნიკამ, დღეს დილას მან დაურეკა ერთ-ერთ მეწილეს და უთხრა, რომ შეხვედროდა, შეხვდა და უთხრა, რომ ეს იყო მისი ტერიტორია, სთხოვა, რომ დაეტოვებინათ, გასულიყვნენ ტერიტორიიდან. ისევ შელაპარაკება მოხდა, ისევ ლანძღვა-გინება. არ შეიძლება იმმის გამეორება, რასაც ისინი მას და მის ოჯახს აკადრებდნენ და დღეს დილას, აფექტურ მდგომარეობაში ამოიღო და ესროლა ერთ პიროვნებას. მასთან ერთად იმყოფებოდა მეორე პიროვნება. ნიკა ამბობს, რომ მეორესთვის არ უსროლია, მაგრამ გამჭოლი ტყვია იყო, ეტყობა და მეორესაც მოხვდა და დაიღუპა.

    ნიკამ აღიარა, მივიდა სახლში, იარაღი, რომლითაც მან დანაშაული ჩაიდინა, მაგიდაზე დადო, ამასობაშi ჩვენ დაგვირეკა, ჩავედით და მის მიერვე იქნა დარეკილი 112-ში და დარეკა და უთხრა, რომ “მე იარაღიც სახლში მაქვს, არ გადამიმალია, სახლში ვიმყოფები და მობრძანდით” აღიარა”, – ამბობს ნათია კორკოტაძე.

    გარდაცვლილია კომპანია „ბილტმორის“ ორი წარმომადგენელი. შემთხვევა იმ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც წიაღისეულის მოპოვებისა და გატანის საკითხზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

    ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავ უწყებებს დაპირისპირებაში ჩარევისა და პრევენციული ზომების გატარებისკენ დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა. მისი თქმით, კილაბერიძეების ოჯახი ამტკიცებდა, რომ კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა უკანონოდ ხდებოდა და რეაგირებას ითხოვდა.

    ტვ პირველი

  • 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    პირად ცხოვრებაში რაღაც რიგზე არაა და ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს მოჯადოებულ წრეზე დადიხართ. მსხვერპლის როლის მორგებას ნუ იჩქარებთ, უმჯობესია მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ — შეგიძლიათ ინტერიერი შეცვალოთ ან საფუძვლიანი დასუფთავება მოაწყოთ. თუ სამსახური დაკარგეთ, ნუ იდარდებთ — ახლობლები უფრო შემოსავლიანი სამსახურის პოვნაში დაგეხმარებიან. შესაძლოა, ძველი სამსახურის კონკურენტებმა თქვენი გადაბირებაც კი სცადონ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყების, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და შეხვედრების ჩატარებისთვის. დროთა განმავლობაში ყველაზე ავანტიურისტული პროექტიც კი კარგ დივიდენდებს მოგიტანთ. უახლოეს ხანებში ყველა სნეულება მოულოდნელად, თავისთავად გაქრება, თითქოს არასდროს ყოფილა.

    კურო

    ამ დღეს შეიძლება ისეთი რამ გააკეთოთ, რის გაკეთებასაც ძალიან დიდი ხანია გეგმავდით. მოსალოდნელია, რომ ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს. შეეცადეთ რომანტიკული ვახშმისთვის დრო გამონახოთ. ეს თქვენს კავშირს განამტკიცებს და ურთიერთობაში სიახლეს შემოიტანს. რჩევა მეწარმეებს — იფიქრეთ იმ უნიათო თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რომლებიც თქვენს საქმეს აფერხებენ. ყურადღება მიაქციეთ შემოსავლის მიღების ახალ შესაძლებლობებს. შესანიშნავი დღეა ფინანსური წიგნიერების შესწავლისა და უნარების ასამაღლებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ და სპორტული დარბაზის აბონემენტი შეიძინოთ.

    ტყუპები

    უახლოესი 24 საათის განმავლობაში საკუთარი გრძნობების საჯაროდ წარმოჩენას უნდა მოერიდოთ. დაე, ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდეს, ვისაც ეს ეხება. დამალეთ თქვენი საიდუმლო უცხო თვალისგან! მერკური ლომის თანავარსკვლავედში გადადის, ამიტომ დღეს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. სამსახურში როგორც იქნა, შეგამჩნიეს, თუმცა წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ არის. ეცადეთ ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა მოიპოვოთ. შეეცადეთ, ამ დღეს სავაჭრო ცენტრებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ, რადგან შეიძლება ქურდბაცაცების სამიზნე გახდეთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია — წინ მშვიდი, გაწონასწორებული პერიოდი გელით. ეცადეთ, ის საკუთარი თავისა და ახლობლების საკეთილდღეოდ გაატაროთ.

    კირჩხიბი

    ამ დღეს სამსახურის საქმეები დროებით გვერდზე გადადეთ და მთელი დღე ურთიერთობას დაუთმეთ. ნათესავებთან კამათი რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კონფლიქტის რომელიმე მხარემ სასამართლოს მიმართოს. სამუშაო გარემოში მოგიწევთ უაღრესად კორექტული და ყურადღებიანი იყოთ და დრო უქმად არ ფლანგოთ. კოლეგებთან დაპირისპირება მიმდინარე პრობლემების გადაჭრაში არ დაგეხმარებათ — პირიქით, მხოლოდ სირთულეებს დაგიმატებთ. მომსახურების სფეროში დასაქმებულ კირჩხიბებს წარმატებული და ნაყოფიერი დღე ელით. შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ. ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლოდინით პრობლემა მოგვარდეს.

    ლომი

    საყვარელი ადამიანი მიეჩვია, რომ გამუდმებით მისი კეთილდღეობისთვის ზრუნავთ. ახლობლებს თქვენი ჩივილითა ნუ შეაწუხებთ. შეეცადეთ, დაფიქრდეთ და საკუთარი პრობლემების მიზეზი თავად იპოვოთ. კარიერული და ფინანსური ზრდის თვალსაზრისით საინტერესო მოვლენები გელით. ნებისმიერი ახალი წამოწყება წარმატებული იქნება, მაგრამ ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ. ამ დროისთვის ჯობია, ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება სანანებელი გაგიხდებათ.

    ქალწული

    თუ მოინდომებთ, ამ დღეს ყველაფერს შეძლებთ: საყვარელ ადამიანთან შერიგებას, ძველი ურთიერთობის აღდგენას ან ახალი რომანის გაჩაღებას. ოჯახში ვითარება შეიძლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამწვავდეს. ნუ ეცდებით, ოჯახის წევრებს თქვენი სურვილი თავზე მოახვიოთ. არსებობს ალბათობა, რომ შემთხვევითმა გარემოებებმა თქვენი დღის განრიგი დაარღვიოს. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ფულად გზავნილებსა თუ ცვლილებებს გპირდებათ, თუმცა მოულოდნელი ხარჯები მოგების ნაწილს შეიწირავს. სასიცოცხლო ძალების დაქვეითება თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს გიშლით. ძილის წინ მედიტაცია ორგანიზმზე სასარგებლო გავლენას მოახდენს, რაც დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

    სასწორი

    ჰოროსკოპი ირწმუნება, რომ სულ მალე ყველა უთანხმოებას დაძლევთ და მშვიდი ოჯახური ცხოვრებით დატკბებით. ამ დღეს თქვენი ნიჭის ბრწყინვალედ წარმოჩენას შეძლებთ, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებს საზღვრები უნდა დაუწესოთ. შესაძლოა, აზარტულ თამაშებში გაგიმართლოთ, თუმცა ზედმეტად ნუ გარისკავთ. შესაძლოა, ოჯახის წევრები თქვენს მოსაზრებას არ იზიარებენ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. საღამოს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით — გამორიცხული არ არის, რომ ოფიციალური ურთიერთობა მეგობრულში გადაიზარდოს. მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად უკეთეს დროს ვერ იპოვით! თავი დაანებეთ მოწევას, ეს უკვე დიდი ხანია, მოდური აღარ არის.

    მორიელი

    საკუთარი ნიჭის გამოსავლენად საუკეთესო მონაკვეთი შუადღე და საღამოა, ხოლო დილის საათები ყველაზე მეტად რომანტიკულ შეხვედრებს შეეფერება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ წარსული შეცდომებიდან სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ. ახლა ხელმძღვანელობისთვის საკუთარი იდეების გაზიარების დრო არ არის — არსებობს რისკი, რომ თქვენი იდეები სხვამ მიითვისოს. ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობაში, ახალი ხელშეკრულებების დადებასა და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. ბევრი რამ თქვენს აქტიურობასა და პირად არჩევანზეა დამოკიდებული. ამ დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტად ძვირფასი ადამიანების მხრიდან ემოციური მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

    მშვილდოსანი

    თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, მოემზადეთ — მალე შეძლებთ, ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას სრულიად შეცვლის. შესაძლოა, შორს მცხოვრებ ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები წარმოიშვას. უახლოესი 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ პოლიტიკისა და სხვა მწვავე თემების განხილვისგან — ეს ახლობელ ადამიანებთან უთანხმოებამდე მიგიყვანთ. დღეს კარგი დღე გაქვთ რისკისა და გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად! თუ დიდი ხანია, მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობთ, ამ დღეს ერთადერთი და სწორი გამოსავლის პოვნას შეძლებთ. შესაძლოა, ღვიძლმა თავი შეგახსენოთ. გირჩევთ, უსიამოვნო სიმპტომების ასაცილებლად რაციონიდან მავნე პროდუქტები და ალკოჰოლი ამოიღოთ.

    თხის რქა

    დღეს თქვენი გული სიყვარულით იქნება სავსე. ყველა საოჯახო პრობლემის ერთბაშად გადაჭრას ნუ შეეცდებით. თავიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვარეთ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო საქმისა და კოლეგებისადმი კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება გახდება. ხელმძღვანელობა ეშმაკობის ყოველგვარ მცდელობას ძალიან უარყოფითად შეაფასებს. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში მოიფიქროთ, კრედიტის აღებაა. შეეცადეთ, არსებული სახსრები იმყოფინოთ. რაც შეიძლება ჯანმრთელობას, უმჯობესია ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ, რადგან მოსალოდნელია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები.

    მერწყული

    პირად ცხოვრებაში სასურველის მისაღწევად მეტი მეტი აქტიურობა მოგიწევთ. შეგიძლიათ იმ ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. სამსახურში ნურავის მისცემთ უფლებას, რომ აგაჩქარონ ან შეგაფერხონ — ეცადეთ, თქვენთვის კომფორტული რიტმი შეინარჩუნოთ. ამ დღეს ხელმძღვანელს თხოვნით ნუ მიმართავთ — შესაძლოა, უარი გითხრან და დამატებითი მოვალეობებითაც დაგტვირთონ. ვარსკვლავები გირჩევენ, სარისკო წამოწყებებს მოერიდოთ, განსაკუთრებით თუ მათში თითქმის უცნობი ადამიანი გითრევთ — შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ავტორიტეტი ისე დაზარალდეს, რომ დიდხანს ვეღარ აღიდგინოთ. ეს პერიოდი კარგია წყლის პროცედურებისთვის.

    თევზები

    ამ დღეს ახლობელი ადამიანი ყურადღებითა და ზრუნვით გაგახარებთ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოგიწევთ, ყოველდღიური ამოცანების გადაჭრას ენერგიულად შეუდგეთ. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით, თორემ ხელმძღვანელობისგან საყვედურს დაიმსახურებთ. გირჩევთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო სწორად გაანაწილოთ, თორემ მეუღლის საყვედურებს ვერ გადაურჩებით. თუ სამსახურში კარიერული ზრდის პერსპექტივას ვერ ხედავთ, დროა პროფესიის შეცვლაზე იზრუნოთ. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას, რადგან შესაძლოა, ღვიძლმა შეგაწუხოთ.

  • რატომ ქრება წყვილებს შორის სექსის სურვილი?! ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

    რატომ ქრება წყვილებს შორის სექსის სურვილი?! ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

    დღესდღეობით სექსოლოგები ძირითადად განასხვავებენ ადამიანებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ სექსი და ადამიანებს, რომელთაც იშვიათად აქვთ ინტიმური კავშირი.არსებობენ წყვილები, რომელთაც საერთოდ არ აქვთ სექსი და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს სრულიადაც არ უქმნით მათ დისკომფორტს. მათთვის ინტიმურ ურთიერთობაზე მნიშვნელოანი სულიერი კავშირია.ზოგადად, სექსი ორი ადამიანის საერთო ინტერესის შედეგი უნდა იყოს, რომ მისგან სიამოვნება მიიღოს ორივე მათგანმა, თუმცა გახშირებულია შემთხვევები, როდესაც წყვილიდან ერთ-ერთს მოჭარბებული სექსუალური მოთხოვნილებები გააჩნია, მეორეს კი უფრო ნაკლები, ან თითქმის საერთოდ არა, ამიტომ მათ შორის ჩნდება კონფლიქტი. საბოლოოდ კი, დგება შედეგი, რომ ორივე მათგანს უქრება სექსის სურვილი. ასე ხდება წყვილების 10%-ზე მეტთან. აქ მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზა, როგორ შევინარჩუნოთ ინტიმური კავშირის სურვილი?!

    სექსით დაკავების სურვილი კლებულობს პარტნიორის მოთხოვნილების უქონლობისას, ინტიმური დაუკმაყოფილებებისას, მონოტონურობისას და ა.შ., ამიტომ აუცილებელია სურვილის დაქვეითების მიზეზი იქნას ნაპოვნი და აღმოფხვრილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირი მცდელობა უშედეგო იქნება.სექსის სურვილის დაკარგვა არც ისე იშვიათია, თუმცა უფრო ხშირად ქალებს ახასიათებთ, რადგან მათ ზუსტად არ იციან რა სურთ ზუსტად. იმისათვის რომ თავიანთი სურვილები გამოამჟღავნონ, მათ ქვეცნობიერშია საჭირო წვდომა.

  • ავლაბარში კორპუსში ხანძარი გაჩნდა – რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე

    ავლაბარში კორპუსში ხანძარი გაჩნდა – რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე

    თბილისში, ავლაბრის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა.არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან ერთი დაშავებული მოქალაქე გამოიყვანეს – იგი კონტაქტურია და შესაბამის სამედიცინო შემოწმება უტარდება.ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.

  • მიწისძვრა საქართველოში – სად იყო ეპიცენტრი და რამდენს შეადგენდა მიწისძვრის სიმძლავრე?

    მიწისძვრა საქართველოში – სად იყო ეპიცენტრი და რამდენს შეადგენდა მიწისძვრის სიმძლავრე?

    ბაღდათის რაიონში სოფელ ალისმერეთში, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

    ინფორმაცოას სეისმური მონიტორიგის ცენტრო ავრცელებს. მიწისძვრა 05:21 საათზე დაფიქსირდა.

  • რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს – კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

    რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს – კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

     

    რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს?! კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!
    ის ფაქტი, რომ საკმეველის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ანიჭებს ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას, ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამას გარდა იგი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალსა და რაც მთავარია, ორგანიზმში!
    მაინც რა არის ამ სასწაულმოქმედი ნივთიერების საიდუმლო?
    ბიბლიაში ნათქვამია, რომ საკმეველის დამზადების რეცეპტი თავად უფალმა უკარნახა მოსეს: “უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.”
    სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება.
    შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა.
    სურნელოვანი ხელბანა – ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი – წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქვილ მდგომარეობაში უძველესი დოიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.
    აღნიშნული კომპონენტების ერთად შეზვების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმეველის სამკურალო თვისებები.
    შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი!
    აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა.
    მედიცინის ენაზე კი – ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა.
    საკმევლის მადლი გფარავდეთ!!!
  • ივნისის ბოლო ამ 3 ნიშანს დიდ ფულად შესაძლებლობას მოუტანს!

    ივნისის ბოლო ამ 3 ნიშანს დიდ ფულად შესაძლებლობას მოუტანს!

    2026 წლის ივნისი ფინანსური თვალსაზრისით გარდამავალი და გადაფასების თვე იქნება. ასტროლოგიური ფონი გვთავაზობს არა სწრაფ მოგებას, არამედ ჭკვიანურ დაგეგმვას, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ფინანსური ჩვევების გადახედვას.

    ვენერასა და მერკურის გავლენა განსაკუთრებით გააძლიერებს ხარჯებთან დაკავშირებულ ემოციურ გადაწყვეტილებებს, ამიტომ ივნისში მთავარი გამოწვევა იქნება სურვილებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის ბალანსის დაცვა.

    თვის განმავლობაში განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეებია:
    4, 9, 14, 18, 22 და 27 ივნისი – მოლაპარაკებებისთვის, ფინანსური გეგმების შედგენისთვის, ახალი თანამშრომლობებისა და მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის.

    ფრთხილად იყავით:
    7, 16, 21 და 29 ივნისს – ამ დღეებში მაღალია შეცდომების, იმპულსური ხარჯებისა და ფინანსური გაუგებრობების რისკი.

    ვერძი

    ნუ აჩქარდებით დიდ შესყიდვებზე

    ივნისში ვერძისთვის მთავარი გამოცდა ემოციური ხარჯები იქნება. შესაძლოა, განწყობის გამოსასწორებლად სპონტანური შოპინგისკენ გაგიწიოთ გულმა, თუმცა თვის ბოლოს მსგავსი გადაწყვეტილებები ნაკლებად მოგეწონებათ.

    ფინანსურად განსაკუთრებით წარმატებული იქნება:
    9 და 22 ივნისი – შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.

    რას უნდა მოერიდოთ:

    • ტექნიკის ან ძვირად ღირებული ნივთების დაუგეგმავ შეძენას;
    • სხვისი გავლენით ფულის დახარჯვას.

    კურო

    დროა, ფულს სხვა თვალით შეხედოთ

    კუროსთვის ივნისი ფინანსური სტაბილურობის გამყარების პერიოდია. კარგი დროა ბიუჯეტის დეტალურად გადასახედად და იმის გასაანალიზებლად, სად „ქრება“ თანხა ყოველდღიურად.

    ყველაზე ხელსაყრელი დღეები:
    4, 14 და 27 ივნისი – დანაზოგის, ინვესტიციის ან დიდი შენაძენის დაგეგმვისთვის.

    რჩევა:
    მეტისმეტ ეკონომიას ნუ გასწევთ – მცირე სიამოვნებებზე სრულად უარის თქმა ემოციურად დაგღლით.

    ტყუპი

    პრიორიტეტების სწორად შერჩევა ყველაფერს შეცვლის

    ივნისში ტყუპებს ბევრი საინტერესო შეთავაზება და იდეა ექნებათ, თუმცა ყველაფერში ერთდროულად ჩართვა ფინანსურ ქაოსს გამოიწვევს.

    წარმატებული დღეები:
    5, 18 და 22 ივნისი – ახალი პროექტების, ონლაინ საქმიანობისა და კონტაქტების გაფართოებისთვის.

    სიფრთხილე გმართებთ:
    16 ივნისს მოერიდეთ დაუგეგმავ ონლაინ შესყიდვებს.

    კირჩხიბი

    უსაფრთხოების განცდა მხოლოდ თანხას არ უკავშირდება

    კირჩხიბები ივნისში განსაკუთრებით ფინანსურ სტაბილურობაზე იფიქრებენ, თუმცა ზედმეტი კონტროლის სურვილმა შეიძლება მუდმივ შფოთვაში გამყოფოთ.

    ყველაზე კარგი დღეები:
    9 და 27 ივნისი – ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.

    მნიშვნელოვანი რჩევა:
    ზოგჯერ ფულის სწორად გამოყენება უფრო ღირებულია, ვიდრე მხოლოდ დაგროვება.

    ლომი

    შთაბეჭდილებისთვის დახარჯული თანხა შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს

    ივნისში ლომებს მოუნდებათ საკუთარი წარმატების დემონსტრირება ძვირად ღირებული ნივთებით, საჩუქრებით ან საიმიჯო ხარჯებით – თუმცა გაფრთხილებენ: ყველა ეფექტური შენაძენი ნამდვილად არ არის საჭირო.

    წარმატებული დღეები:
    14 და 18 ივნისი – კარიერული ფინანსური საკითხებისთვის.

    რას უნდა მოერიდოთ:

    • სტატუსის საჩვენებელი ნივთების შეძენას;
    • ემოციურ კონკურენციას.

    ქალწული

    პატარა ხარჯები დიდ პრობლემად იქცევა

    ქალწულებისთვის ივნისი იდეალური დროა ფინანსური „დასუფთავებისთვის“. გაფრთხილდით: მცირე, მაგრამ მუდმივი ხარჯები საბოლოოდ მნიშვნელოვან თანხა იქცევა.

    საუკეთესო დღეები:
    4 და 22 ივნისი – ფინანსური გეგმების შესადგენად.

    გადაამოწმეთ:

    • ონლაინ გამოწერები;
    • ავტომატური გადახდები;
    • ყოველდღიური მცირე ხარჯები.

    სასწორი

    ფინანსური შეთანხმებები ღია საუბარს მოითხოვს

    სასწორებისთვის ივნისში მნიშვნელოვანი იქნება საერთო ფინანსები – პარტნიორთან, ოჯახთან ან კოლეგებთან.

    ხელსაყრელი დღეები:
    9, 18 და 27 ივნისი – მოლაპარაკებებისა და შეთანხმებებისთვის.

    ფრთხილად იყავით:
    ნუ დატოვებთ გაურკვეველ ფინანსურ პირობებს „მოგვიანებით გასარკვევად“, ყველაფერი დროულად გაარკვიეთ.

    მორიელი

    ფული შეიძლება იქ აღმოჩნდეს, სადაც აღარ ეძებდით

    მორიელებს ივნისში ძველი პროექტები, დავიწყებული კავშირები ან წარსულში დაწყებული საქმეები ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

    წარმატებული დღეები:
    14 და 22 ივნისი.

    რჩევა:
    გადახედეთ ძველ იდეებს – ზოგი მათგანი ახლა გაცილებით პერსპექტიულია.

    მშვილდოსანი

    ახალი კონტაქტები ფინანსურ კარს გაგიღებთ

    ივნისში მშვილდოსნებისთვის მთავარი რესურსი ადამიანები იქნებიან. ახალი ნაცნობობები, საქმიანი საუბრები და თანამშრომლობები მომავალში მნიშვნელოვან მოგებად შეიძლება გადაიქცეს.

    ყველაზე კარგი დღეები:
    5, 18 და 27 ივნისი.

    მნიშვნელოვანია:
    ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას – ჯერ ყველა პირობა კარგად შეისწავლეთ და მერე გადაწყვიტეთ.

    თხის რქა

    თქვენი შრომა ნელ-ნელა შედეგს გამოიღებს

    თხის რქებისთვის ივნისი სწრაფი ცვლილებების დრო არ არის, თუმცა სწორედ ახლა გამოჩნდება ბოლო თვეების მუშაობის შედეგი.

    ხელსაყრელი დღეები:
    9, 14 და 22 ივნისი.

    რჩევა:
    ნუ დაკარგავთ მოთმინებას – პროგრესი უფრო სტაბილურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

    მერწყული

    საინტერესო იდეებს რეალური გათვლა სჭირდება

    მერწყულებს ივნისში შეიძლება უჩვეულო ფინანსური იდეები ან ახალი ინვესტიციების სურვილი გაუჩნდეთ. შთაგონება ძლიერი იქნება, თუმცა აუცილებელია ფაქტებისა და დეტალების შემოწმება.

    წარმატებული დღეები:
    4 და 18 ივნისი.

    ფრთხილად:
    ნუ წამოიწყებთ სარისკო ფინანსურ ექსპერიმენტებს ემოციების ფონზე. გადაწყვეტილება მიიღეთ მაშინ, როცა მშვიდად და გაწონასწორებულად იგრძნობთ თავს.

    თევზები

    ოცნებების რეალიზებისთვის კონკრეტული გეგმა დაგჭირდებათ

    ივნისი თევზებისთვის შემოქმედებითი და შთამაგონებელი იქნება, თუმცა ფინანსური წარმატებისთვის მხოლოდ იდეები საკმარისი არ არის – იდეებს ხორცშესხმა სჭირდება.

    ყველაზე ხელსაყრელი დღეები:
    9, 22 და 27 ივნისი.

    რა დაგეხმარებათ:

    • მკაფიო გეგმა;
    • ვადების განსაზღვრა;
    • მცირე, მაგრამ რეგულარული ნაბიჯები.

    ივნისის მთავარი ფინანსური რჩევა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

    ეს თვე სწრაფ მოგებაზე მეტად ფინანსური ჩვევების გადახედვასა და გრძელვადიან სტაბილურობაზე ფიქრს მოითხოვს. ივნისში მიღებულმა გააზრებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ზაფხულის მეორე ნახევარში უფრო მყარი ფინანსური საფუძველი და სიმშვიდის განცდა შეგიქმნათ

  • 🔻სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

    🔻სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

    🔻 ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს | გავრცელებული ცნობებით, მოკლულია კომპანია ,,ბილტმორის” ორი წარმომადგენელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის არსებულ დაპირისპირებას მოჰყვა. მთავარი დეტალებს შსს-ში არკვევს

  • “ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა” – მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვაზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს

    “ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა” – მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვაზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს

    მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვაზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს:

    ხსნა­დი ყავა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სარ­გებ­ლო არ არის, რად­გან მას­ში სხვა­დას­ხვა ფხვნი­ლე­ბია კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი. მე ვთხოვ პა­ცი­ენ­ტებს, რომ არ მი­ირ­თვან ხსნა­დი – კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ფხვნი­ლის ყავა. სა­სურ­ვე­ლია, ავი­ღოთ ცალ­კე რძე და ცალ­კე ყავა, ნა­ღე­ბი და ყავა და ამ ფორ­მით შე­რე­უ­ლი მი­ირ­თვათ. და სუ­ლაც უმ­ჯო­ბე­სია ყა­ვის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი – დაფ­ქვი­ლი ყა­ვის მარ­ცვლე­ბის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით გე­ტყვით, რომ ორი ჭიქა ყა­ვის და­ლე­ვა დღე­ში საკ­მა­რი­სია, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, და­ვუშ­ვათ, თუ გვაქვს თირკმლის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, მა­შინ არ იქ­ნე­ბა ყა­ვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ლე­ვა სა­სურ­ვე­ლი. რად­გან შარ­დმდე­ნი ეფექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წყალს ივი­წყე­ბენ ხოლ­მე და ფიქ­რო­ბენ, რომ მათ მი­ი­ღეს წყა­ლი ყა­ვის სა­ხით, რაც არ არის სწო­რი. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ფე­ინს, მას­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნა არ არ­სე­ბობს. მეც­ნი­ე­რე­ბის აზრი ყო­ველ­თვის ორად იყო­ფა. ზუს­ტად ცნო­ბი­ლი არ არის, რამ­დე­ნად მოქ­მე­დებს ის ჩვენს ნახ­შირ­წყლო­ვან ცვლა­ზე და რამ­დე­ნად გვიქ­ვე­ი­თებს მა­დას, მაგ­რამ ეს სა­კი­თხის მხო­ლოდ ნა­წი­ლია