“მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. მინდა, რომ ჩემი შვილიშვილები აუცილებლად ქართული ტრადიციებით გაიზარდონ. თუმცა, ეს შეუძლია გააკეთოს არაქართველმაც, რომელსაც ეყვარება თავისი ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე, რასაც საბოლოოდ ისევ ილია გადაწყვეტს და არ ვწყვეტ მე, როგორც ამის ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ. მე არავის ვურჩევ მეუღლეებს” – ამის შესახებ ილია თოფურიას დედამ, ინგა თოფურია-ბენდელიანმა გაანცხადა.
Blog
-

რას წერს ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში
“ვამაყობ ყველაფრით, რასაც აკეთებ და რაც აქამდე გაგიკეთებია, ჩემო ძმაო.
გამარჯვებისას თუ გაკვეთილის მიღებისას (მარცხისას)*, ყოველთვის მადლიერი ვარ ღმერთის, ყველაფრისთვის.“ | წერს ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში. -

ვინ არის ილია თოფურიას ვაჟის დედა, რომელსაც სპორტსმენი მედიისგან მალავდა და რა ფოტო გამოაქვეყნა პილარმა ილიას დედასთან ერთად, ბრძოლის წინა დღეს?
“არსებობს დარტყმები, რომლებიც კარიერას განსაზღვრავენ და კოლექტიურ მეხსიერებაში სამუდამოდ იბეჭდება. 2026 წლის 15 ივნისი არის დღე, როდესაც თოფურია მოკვდავი გახდა, მისი რეკორდი კი ახლა 17-1 შეადგენს“, – ასე აფასებს ესპანური წამყვანი მედია El Confidencial თეთრი სახლის ბაღში გამართულ UFC-ის ისტორიულ შოუს, რომელიც დონალდ ტრამპისა და დანა უაითის მეგობრობის წყალობით ნამდვილ გლადიატორთა კოლიზეუმად იქცა. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა, გულშემატკივრების ნაწილი, ამას ყოფილ ცოლთან ჯორჯინასთან ბოლო პერიოდში მიმდინარე სკანდალურ დაშორებასაც აბრალებენ. წერენ რომ ბოლო თვეებმა თოფურია ფსიქოლოგიურად გატეხა.

-
ექსკლუზივი: ვინ არის ილია თოფურიას ვაჟის, ჰუგოს დედა?
მართალია, ილიას წარმატების პარალელურად მსოფლიო და ქართული მედია მხოლოდ ჯორჯინაზე წერდა, ამ დროს ილიას უფროსი შვილის, ჰუგოს დედის ვინაობა, რომელიც მამასთან იზრდება, მედიისთვის ყოველთვის ტაბუდადებული თემა იყო.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა ესპანელი პილარ კასანოვაა. ქალის “ფეისბუქის“ პირად პროფილზე, რომელიც 2016 წლით თარიღდება, ილია თოფურიას შეყვარებულობის პერიოდის არაერთი საერთო, თბილი ფოტო იძებნება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია, შვილის ბრძოლის წინა დღეს ოჯახური შეკრებიდან “სთორებს“ აქვეყნებდა. ერთ-ერთ ფოტოზე ილიას დედასთან ჩახუტებული სწორედ პილარ კასანოვა ჩანს. ფოტო თავად პილარმაც გააზიარა, ილიას დედა მონიშნა და ქართული სიტყვა ინგლისური შრიფტით დააწერა: “deda“.

როგორც ჩანს, მიუხედავად დაშორებისა, ჰუგოს დედას თოფურიების ოჯახთან თბილი და ახლო ურთიერთობა აქვს და ის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ჩემპიონის ოჯახის გვერდით იყო. -
-

მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას შესახებ განცხადებას ავრცელებს
“ვამაყობ ჩემი მეომარი ძმით, ილიათი. ვიცი, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე” – წერს UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურიას მიმართავს.
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.
-

ვრცელდება უმძიმესი კადრები, 21 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ბრაზილიაში ბანჯი-ჯამპინგის დროს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ქვეყანა შეძრა. 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი სან-პაულუს შტატში, ქალაქ ლიმეირაში, ხიდიდან გადახტომისას დაიღუპა – გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების თოკი სათანადოდ არ იყო დამაგრებული.
შემთხვევა შაბათს, ე.წ. “ჩონჩხის ხიდზე“ მოხდა.
ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მარიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხიდზე გადახტომისთვის ემზადებოდა. ფოტოს აღწერაში მან ხუმრობით დაწერა: “ვინ იყო ის გიჟი, რომელმაც ხიდიდან გადმოხტომის უფლება მომცა?“
ვიდეოჩანაწერში, რომელიც შემთხვევის შემდეგ გავრცელდა, ისმის, როგორ ყვირიან ადგილზე მყოფები: “თოკი, ხალხო, თოკი!“
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე ქაოსი და პანიკა დაიწყო. ერთ-ერთმა მოწმემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხიდზე ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ და ტრაგედია საკუთარი თვალით ნახეს. განაგრძეთ კითხვა
-

“ილია საავადმყოფოშია, ძალიან მძიმედაა…” – რას ამბობს დანა უაითი ‼ იხილეთ პირველი კომენტარი👇
ბრძოლების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დანამ ილიას ჯანმრთელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ილიას ამ ეტაპზე დასვენება სჭირდება და მომავალ ჩხუბზე საუბარი ძალიან ადრეა.
ილია საადამყოფოშია, ძალიან მძიმედაა. ექიმი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მისი თვალბუდის ძვალი გატეხილია. ჩემი სურვილია სახლში დაბრუნდეს, გამოჯანმრტელდეს და დასასვენებლად დრო გამოიყენოს. დღეს მძიმე ღამე ჰქონდა.ახლა მის მომავალზე ბრძოლაზე არც კი ვისაუბრებ.
შეგახსენებთ, ილიას და გეიჯის ბრძოლა თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იყო. მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ თოფურიას დიდი ზიანი ჰქონდა და მე-5 რაუნდში ჩხუბი ვეღარ შეძლო. შესაბამისად, ბრძოლა გეიჯიმ მოიგო და მსუბუქი წონის ჩემპიონიც გახდა.
-

ისლამ მახაჩევის კომენტარი ილია თოფურიას დამარცხების შემდეგ.
ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
ბრძოლის შედეგს გამოეხმაურა ისლამ მახაჩევი – “ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება! ამ სპორტს დონეები აქვს!“
-

“მინდა ქართველი რძალი…ილიას გვერდით ყოფნა რთულია, მისი მეუღლე არ უნდა დანებდეს” – ინგა თოფურია-ბენდელიანის ინტერვიუ
ვაშინგტონმა, კერძოდ კი თეთრმა სახლმა, რამდენიმე საათის წინ უპრეცედენტო სპორტულ მოვლენას – Freedom UFC 250-ს უმასპინძლა. საღამოს მთავარი მოვლენა ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიასა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იყო.
ოქტაგონზე ნამდვილი ომი გაიმართა. ილია თოფურიამ ოთხი რაუნდის განმავლობაში ღირსეულად და თავგანწირვით იბრძოლა, თუმცა მიღებული ტრავმებისა და დაზიანებების გამო, კუთხის გადაწყვეტილებით, “ელ მატადორმა“ მეხუთე რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შესაბამისად, გამარჯვება ჯასტინ გეიჯს დარჩა. ბრძოლის მიმდინარეობისას ილიას კუთხიდან ასისტენტობას მისი უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია და ცნობილი ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე უწევდნენ.
ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს დარბაზიდან ადევნებდა თვალს თოფურიას ოჯახი: მშობლები და მისი ვაჟი, ჰუგო თოფურია.

ილიას დედის ინტერვიუ
საკულტო ბრძოლის დაწყებამდე, ჟურნალისტმა ნათია გვაზავამ ილიას დედასთან, ინგა თოფურია-ბენდელიანთან მოკლე, თუმცა ძალიან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან შვილის ოჯახურ გეგმებსა და ღირებულებებზე ისაუბრა.

“მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. მინდა, რომ ჩემი შვილიშვილები აუცილებლად ქართული ტრადიციებით გაიზარდონ. თუმცა, ეს შეუძლია გააკეთოს არაქართველმაც, რომელსაც ეყვარება თავისი ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე, რასაც საბოლოოდ ისევ ილია გადაწყვეტს და არ ვწყვეტ მე, როგორც ამის ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ. მე არავის ვურჩევ მეუღლეებს.
როგორ არ მინდა, რა თქმა უნდა, მინდა ქართველი რძალი. თავისთავად ლოგიკურიც არის და ბევრი მიზეზის გამო უნდა მინდოდეს კიდევაც – ძალიან მიყვარს ქართველი გოგოები. მე შემიძლია მას მხოლოდ რჩევა მივცე და ვუთხრა, თუ როგორი ადამიანი უნდა იყოს ასეთი ძლიერი კაცის გვერდით.
ილიას გვერდით ყოფნა რთულია. მისი მეუღლე არ უნდა დანებდეს, ის ძლიერი უნდა იყოს. ილიას გვერდით ძლიერი ბებიები და ძლიერი დედა დგანან, ამიტომ ის არა ძლიერ ადამიანთან კომფორტის ზონაში ვერ იქნება. ძლიერი არ ნიშნავს იმას, რომ ნაზი არ იყოს – ილიას ძალიან უყვარს სინაზე, მაგრამ მისი პარტნიორი მებრძოლი უნდა იყოს და ყველაზე მეტად – არ უნდა იწუწუნოს. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას გადაწყვეტილებაა,” – ამბობს ინგა თოფურია-ბენდელიანი.
-

რა თქვა ჯასტინ გეიჯმა ილია თოფურიაზე ,გამარჯვების შემდეგ.
ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
გამარჯვების შემდეგ გეიჯიმ განაცხადა – უნდა დავუფასო – ძალიან დიდი ზიანი მომაყენა. მაგრამ ისევ, [ყველაფერი შრომის დამსახურებაა]… ასეთი მომენტებისთვის ვარ შექმნილი. ეს სპორტი ჩემთვის შეიქმნა. და ამაღამ გაჩვენეთ, რატომ.” – განაცხადა ამერიკელმა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში
-

რატომ არ შეიძლება 7 წლამდე ბავშვებისა და ორსულების წაყვანა გასვენებაზე – ეზოტერიკოსი განმარტავს
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„რატომ არ შეიძლება 7 წლამდე ბავშვებისა და ორსულების წაყვანა გასვენებაზე?
ხშირად გვსმენია უფროსებისგან ფრაზა: „არ ვარგა ბავშვის და ფეხმძიმე ქალის გასვენებაში მიყვანა“. ბევრი ამას უბრალო ცრურწმენად მიიჩნევს, თუმცა ამ აკრძალვას ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და, რაც მთავარია, ეზოთერული საფუძველი აქვს.
აი, რატომ უნდა ავარიდოთ ისინი ამ გარემოს: ეზოთერული და ენერგეტიკული მიზეზები:
სუსტი დამცავი ველი: 7 წლამდე ბავშვებსა და მუცლადმყოფ პატარებს ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული საკუთარი ძლიერი ენერგეტიკული აურა. ისინი სრულად არიან დამოკიდებულნი დედის დაცვაზე და უკიდურესად მგრძნობიარენი არიან გარემოს მიმართ.ნეგატიური ენერგიის „შთანთქმა“: გასვენება არის ადგილი, სადაც კონცენტრირებულია უდიდესი ტკივილი, გლოვა, სასოწარკვეთა და შიში. ბავშვისა და ორსულის ნაზი ენერგეტიკა ღრუბელივით ისრუტავს ამ მძიმე ვიბრაციებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. „ენერგეტიკული გამოფიტვა“.
სულების სამყაროსთან სიახლოვე: ეზოთერიკაში ითვლება, რომ ახალშობილები და პატარა ბავშვები სულ მცირე ხნის წინ მოვიდნენ სულთა სამყაროდან, რის გამოც მათი კავშირი იმქვეყნიურთან ჯერ კიდევ ძლიერია. გასვენების სივრცეში, სადაც ხდება სულის გაცილება, ბავშვები უფრო მარტივად შეიგრძნობენ იმას, რაც ზრდასრულებისთვის უხილავია, ეს კი მათში დიდ შფოთვას იწვევს.
დედის ენერგიის გაყოფა: ორსულობისას ქალის მთელი ენერგეტიკული რესურსი მიმართულია ახალი სიცოცხლის დასაცავად. გლოვის ადგილას ყოფნისას, დედის ველი ზიანდება სტრესით, რის გამოც მუცლადმყოფი ბავშვი რჩება დაუცველი ნეგატიური გავლენებისგან.ფსიქოლოგიური და სამედიცინო ფაქტორები:
ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა: 7 წლამდე ბავშვს არ ესმის სიკვდილის საბოლოო არსი. ხმამაღალი ტირილი, გლოვა და ისტერიკა ბავშვში იწვევს ქვეცნობიერ შოკს, რაც მოგვიანებით ვლინდება ღამის კოშმარებში, ენის დაბმასა და უმიზეზო შიშებში.
ჰორმონალური დარტყმა ნაყოფზე: ძლიერი ემოციური სტრესის დროს ორსულის ორგანიზმში მკვეთრად იმატებს კორტიზოლისა და ადრენალინის დონე. ეს ჰორმონები პირდაპირ გადადის ნაყოფზე, იწვევს მის ჰიპოქსიას (ჟანგბადის შიმშილს) და ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს.
ინფექციური საფრთხე: გასვენება არის ხალხმრავლობის ადგილი დახშულ სივრცეში, სადაც ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელების რისკი მაღალია. ორსულისთვის ნებისმიერი ინფექცია ამ პერიოდში სახიფათოა.
დასკვნა: გასვენება არ არის ადგილი ახალი სიცოცხლისთვის და მათთვის, ვინც ამ სიცოცხლეს ატარებს. დაიცავით თქვენი შვილები და მომავალი თაობა მძიმე ემოციური და ენერგეტიკული ტრავმებისგან”,- წერს იოსელიანი.
