Blog

  • რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად

    რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად

    თვალის და ნეგატივის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან რისიც გვეშინია, ვიზიდავთ, – ამის შესახებ ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე აცხადებს.

    „როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული ნეგატიური მუხტი, აუცილებელია, გარკვეული მოქმედებები: სხეული უნდა იყოს ტონუსში, სირბილი შეგიძლიათ დაიწყოთ…დაიმახსოვრეთ, დიდი ნეგატივი დიდი პოზიტივის დასაწყისია.

    კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ნეგატიურ ენერგიებთან სხვადასხვანაირი იმუნიტეტი გააჩნიათ:

    1-ელში, 10-ში, 19-ში და 28 რიცხვებში დაბადებულები განსაკუთრებით იზიდავენ ყურადღებას და თვალს, მაგრამ მდგრადები არიან ამ ყველაფრის მიმართ. წაიქცევიან, მაინც ადგებიან და გასაკეთებელს გააკეთებენ. ცუდი ის არის, რომ ისინი გაფრთხილებებს არ იღებენ.

    2, 11, 20 და 29 –  განსაკუთრებით სენსიტიურები არიან. ეს ადამიანები მგრძნობიარე ნატურები არიან, პოზიტიურ ენერგიას იმდენად ძლიერად გრძნობენ, რამდენადაც ნეგატიურს.  მათთვის დაცვა, თილისმების ტარება და შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ანალოგიურად, 3, 12, 21 და 30 რიცხვში დაბადებულებს აქვთ სამყაროსადმი ღიაობა და ხშირად, ადამიანები ამ ყველაფრით სარგებლობენ, ენერგოველს უბინძურებენ და შემდეგ მათ დახმარება სჭირდებათ, ამიტომ მათთვის თილისმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    რაც შეეხება, 4, 13, 22, 31 – კერკეტი კაკლებივით უტეხები არიან. ძლიერი დაცვა აქვთ, ძალიან დიდი მდგრადობა გააჩნიათ. საკუთარ თავს იმაზე მეტს უშავებენ, ვიდრე გარე პიროვნებები ახდენენ მათზე ზემოქმედებას.

    საკუთარი თავის გათვალვა თვალის და ნეგატივის ერთ-ერთი ფორმაა. საკუთარი ეჭვებით თავს აზიანებენ.

    5, 14, 23 – ამ ადამიანებს თვალის მიმართ კარგი თავდაცვის უნარი აქვთ, უბრალოდ, ხშირია, როცა ვერ აღიქვამენ როდის დაბინძურდნენ. როცა ცოდნით შეიარაღებულები არიან, მარტივად გაუმკლავდებიან ყველაფერს.

    6, 15, 24 – ეს ადამიანები ძალიან ამტანები არიან, მაგრამ სხვების მიმართ გახსნილები. მათ ძალიან დიდხანს შეუძლიათ ატარონ ნეგატიური ფიქრები, თვალი, არ აწუხებენ სხვებს… სჭირდებათ, რომ თავდაცვის მექანიზმები შეიმუშაონ.

    7, 16, 25 – ამ ადამიანებმა ყოველთვის იციან, ვინ და როგორ მოქმედებს მათზე ცუდად. ვინც მათ თვალავს, მის მიმართ ნეგატიური განწყობა ავტომატურად უჩნდებათ, სარკისებურად უბრუნებენ.

    8, 17, 26 – ასევე ძალიან ძლიერი ამტანობა გააჩნიათ, თუმცა, ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან მათი გამთვალავი. უცხოებისადმი კარგი იმუნიტეტი გააჩნიათ, ახლობლებთან უჭირთ. ამ დროს, მნიშვნელოვანია თავიანთი ინტერესები დაიცვან.

    9, 18, 27 – ამ შემთხვევაში გვანან 7-იანებს, მათაც ძლიერი ინტუიცია აქვთ. თუმცა, საკუთარი ეჭვებით და ფიქრებით თავს იზიანებენ.

    წყარო: ​primetime.ge

  • „გარდაცვლილი დილით საწოლში ნახეს…” – იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

    „გარდაცვლილი დილით საწოლში ნახეს…” – იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

    იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

    „გარდაცვლილი ნახეს დილით საწოლში იტალიაში, მარტინაფრანკაში. როგორც ფიზიკურად სულიერადაც ლამაზი იყავი ლალიკო. როგორ მენანები უფალმა სამარადისო დაგიმკვიდროს გამძლეობა შენს ოჯახს

    ეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!…

    მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა იქ სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი“, – წერია გავრცელებულ პოსტში.

  • სიახლე რომელიც საბავშვო ბაღებში ამოქმედდება

    სიახლე რომელიც საბავშვო ბაღებში ამოქმედდება

    საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესი ფინალურ ეტაპზეა, სადაც რეგისტრაციისა და სააღმზრდელო დაწესებულებების ინსპექტირების დასრულების შემდეგ, შესაბამისმა უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული ბაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო კრიტერიუმებს და აქვს თუ არა მას მუშაობის გაგრძელების უფლება. პროცესის ფარგლებში ინფრასტრუქტურა, სააღმზრდელო პროგრამები, კვება და აღმზრდელების კვალიფიკაცია შემოწმდა. ამის შესახებ სიუჟეტი “პირველმა არხმა” მოამზადა:

    2016 წელს მიღებული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესის ამ გადამწყვეტ ეტაპზე ავტორიზაცია ბაღების ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილმა, მათ შორის რამდენიმე კერძო სკოლამდელმა დაწესებულებამ მიიღო. ბაღებს, რომლებმაც საჭირო კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს, ავტორიზაციის მისანიჭებლად და იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად ვადა 2030 წლამდე ექნებათ, ხოლო ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში ეს დაწესებულებები დაიხურება. ​

    უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, დაცულობის განცდა, ჯანსაღი გარემო, ასაკის შესაბამისი პროგრამა და სრულფასოვანი კვება სწორედ ის აუცილებელი მინიმუმია, რომელსაც მშობელი შვილისთვის სააღმზრდელო დაწესებულებისგან ითხოვს. საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რომელ ბაღშია მაქსიმალურად დაცული ეს სტანდარტები და საჯარო ბაღი უნდა შევარჩიოთ თუ კერძო – ეს სწორედ ის საკითხებია, რომელთა წინაშეც ბაღის ასაკს მიუღწეველი ბავშვების მშობლები დგებიან. იმისთვის, რომ ყველა ბაღს საერთო საბაზისო სტანდარტები ჰქონდეს და ამ სტანდარტების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდებოდეს, ქვეყანაში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღს ავტორიზაციის გავლის ვალდებულება დაუწესდა.

    ამ ეტაპზე ქვეყანაში 1763 საჯარო და 295 კერძო ბაღი ფუნქციონირებს. მრავალწლიანი რეფორმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ის, რომ 2030 წლამდე ავტორიზაციის პროცესი ყველა ბაღმა გაიაროს. ამ დროისთვის 190-მდე საჯარო და ერთი კერძო ბაღია ავტორიზებული, ხოლო წლის ბოლომდე ამ სიას კიდევ 90 ბაღი დაემატება.

    განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ამბობს:

    “​ძირითადი მაინც ინფრასტრუქტურული და კვალიფიკაციის ნაწილებია, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ შედარებას, დღეისათვის მისი განხორციელება ძალიან რთულია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 189 საჯარო ბაღია ავტორიზებული და მათ ფონზე მხოლოდ ერთია კერძო. აქედან გამომდინარე, მსგავსი შედარება ამ ეტაპზე არარელევანტური იქნება, თუმცა დაახლოებით ორი წლის პერიოდში საჯარო და კერძო ბაღებს შორის ავტორიზაციის ნაწილში არსებული განსხვავებების უკეთ შედარებას შევძლებთ.”

    რეფორმა, რომელიც 2016 წელს “სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონით დამტკიცდა, არაერთ ეტაპს გულისხმობს. პირველი ეტაპი ბაღების რეგისტრაცია იყო, რადგან მანამდე სახელმწიფოს მათ შესახებ ზუსტი სტატისტიკაც კი არ ჰქონდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები ქვეყნის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში თავად დადიან, მათ მდგომარეობას ამოწმებენ, შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ და ავტორიზაციის ვადებსაც ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

    კანონის თანახმად, ყველა კერძო თუ საჯარო ბაგა-ბაღმა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და კვებითი რაციონი უნდა დაიცვას. სტრატეგიაში გაწერილია ინფრასტრუქტურული სტანდარტებიც. მაგალითად, ბაღის განთავსება შენობის მხოლოდ პირველ და მეორე სართულზეა შესაძლებელი. ამასთანავე, უდიდესი ყურადღება საგანმანათლებლო სტანდარტს მიექცევა, რადგან საბავშვო ბაღი არა უბრალოდ მოვლა-მეთვალყურეობის ადგილი, არამედ საგანმანათლებლო სივრცე უნდა იყოს. გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც.

    “​ავტორიზაციის პროცესი შესაბამის უწყებებს გარკვეული ტიპის მონიტორინგის დაწესების შესაძლებლობას აძლევს, რის საფუძველზეც მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოწმება განახორციელონ. ამ მიმართულებით მონიტორინგი საკმაოდ ინტენსიური იქნება, რადგან საუბარი ძალიან სპეციფიკურ დაწესებულებაზეა. სწორედ ამიტომ, ამ ნაწილს დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ და უახლოეს პერიოდში უფრო ნათლად გამოჩნდება, თუ რა მიმართულებით შეიძლება გახდეს საჭირო დამატებითი ჩარევა. სულ ოთხი ძირითადი სტანდარტი არსებობს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ, კვალიფიკაციისა და ადამიანური რესურსების ნაწილებს მოიცავს; კონკრეტული ბაღის შეფასებაც სწორედ ამ ოთხი ძირითადი პარამეტრის მიხედვით ხდება.”

    ​ავტორიზაციის პროცესში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 2023 წლიდან ჩაერთო. მიმდინარე სასწავლო წელს ავტორიზაციის წარმატებით გავლა დედაქალაქის ხუთმა საჯარო ბაღმა მოახერხა. სააგენტოში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე ავტორიზაციის მიღებას კიდევ ათ სააღმზრდელო დაწესებულებასთან დაკავშირებით ელოდებიან.

    თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გურამ ოქროპირიძე, ამბობს:

    “ეს პროცესი, უამრავი კრიტერიუმის გათვალისწინებით, საკმაოდ ვრცელ შემოწმებას მოიცავს. ამ მიზნით ყოველწლიურად ბიუჯეტში შესაბამისი თანხებია გათვალისწინებული, რაც, პირველ რიგში, ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მის ავტორიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. მოქმედი ბაღებისთვის შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადდა, რის შედეგადაც უახლოეს პერიოდში არსებული ინფრასტრუქტურა დადგენილი მოთხოვნების მიხედვით მოწესრიგდება.”

    101-ე საბავშვო ბაღი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა. სააღმზრდელო დაწესებულებას აღნიშნული სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ექნება. ბაღის დირექტორი იხსენებს, რომ ამ შედეგის მისაღწევად გუნდი თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი განმარტებით, კრიტერიუმების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმაოდ ბევრი დეტალის გათვალისწინება გახდა საჭირო.

    101-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, ქრისტინე მოდებაძე, ამბობს:

    “ავტორიზაციის ფარგლებში 101-ე ბაგა-ბაღში კურიკულუმის ჩარჩო დამტკიცდა, რაც ბავშვის ემოციურ კეთილდღეობასა და განვითარებას გულისხმობს. ამასთანავე, დაინერგა “ჰარტის” (Heart) და სასკოლო მზაობის პროგრამები. თითოეული აქტივობა ბავშვის ინტერესებისა და მისი თავისუფალი ნების გათვალისწინებით დაიგეგმა, ხოლო ავტორიზაციის პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ბავშვთა საერთო რაოდენობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა.”

    ​თუ დადგენილ ვადებში, ანუ 2030 წლისთვის ბაღები ავტორიზაციის სტატუსის მოპოვებას ვერ შეძლებენ, კანონის თანახმად, მათ ფუნქციონირების უფლება ავტომატურად ჩამოერთმევათ. ბაღებისთვის ავტორიზაციის პროცესი უფასოა. რეფორმის სრულად დასრულების შემდეგ კი, ავტორიზაციის ხელახლა გავლა ბაღებისთვის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სავალდებულო გახდება.

  • “ბებია მყავს სომეხი და არ ვარ სხირტლაძე” – დუტა თავის ნამდვილ გვარს ასახელებს

    “ბებია მყავს სომეხი და არ ვარ სხირტლაძე” – დუტა თავის ნამდვილ გვარს ასახელებს

    “მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ” – თქვა დუტამ.

    “მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ” – თქვა დუტამ.

  • 🔻ვრცელდება უმძიმესი კადრები – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻ვრცელდება უმძიმესი კადრები – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

    ინდოეთში, საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

    ინდოეთის საჰაერო ძალების An-32-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე ასამის შტატში ჩამოვარდა.

    ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ინდოეთის საჰაერო ძალების ხუთივე წევრი დაიღუპა.

    ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი გეგმურ ფრენას ახორციელებდა.

  • 🔻”იმ ნა­გავ­მა საშ­კამ მი­წე­რა და მის მერე არც უნა­ხავს… დავ­წერ დე­ტა­ლებ­ში ყვე­ლა­ფერს სრუ­ლად” – რას წერს ანი ნასყიდაშვილის მამა სოციალურ ქსელში?

    🔻”იმ ნა­გავ­მა საშ­კამ მი­წე­რა და მის მერე არც უნა­ხავს… დავ­წერ დე­ტა­ლებ­ში ყვე­ლა­ფერს სრუ­ლად” – რას წერს ანი ნასყიდაშვილის მამა სოციალურ ქსელში?

    გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულის, ანი ნასყიდაშვილის მამა ლაშა ნასყიდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიდეოს ჩაწერს, სადაც ყველაფერს დეტალებში მოყვება.

    “მის (გიგა ავა­ლი­ა­ნის) მოკ­ვლას­თან რა შუ­ა­შია ჩემი შვი­ლი? იმ ნა­გავ­მა თა­ვის კლა­სელ­მა მი­წე­რა უნდა ვნა­ხო ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის შემ­წუ­ხე­ბე­ლიო, რა იცო­და ანიმ თუ შე­მო­აკ­ვდე­ბო­და? ან რომ სთხო­ვენ რა­ტომ არ გა­ა­გე­ბი­ნე მი­ლი­ცი­ა­სო, არ იცო­და არც სა­ხე­ლი არც რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და…

    იმ ნა­გავ­მა საშ­კამ მი­წე­რა და მის მერე არც უნა­ხავს, რომ და­ა­კა­ვეს საშ­კა ეგეც კი არ იცო­და. ნია და ეგ საშ­კა რომ არ და­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში და რომ მო­ი­კი­თხეს, ნიამ თქვა ჭიპი გა­ვიხვრი­ტე და გა­მი­ღი­ზი­ან­დაო, დავ­წერ დე­ტა­ლებ­ში ყვე­ლა­ფერს სრუ­ლად, ვი­დე­ოს ჩავ­წერ.

    რო­მელს არ გა­გი­გი­ათ სკო­ლა­ში კლა­სე­ლე­ბის ჩხუ­ბის ამ­ბა­ვი? მი­ლი­ცი­ა­ში წა­სულ­ხართ? არ იცით დე­ტა­ლე­ბი და უს­მენთ გა­ბო­რო­ტე­ბულ კუ­პა­ტა­ძეს. გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე მო­ა­წე­რი­ნეს ხელი ჩე­მებს და აქამ­დე არ ვწერ­დი, რი­თაც სარ­გებ­ლობ­და ეკა. ვრცლად დავ­წერ ყვე­ლა­ფერს” – წერს ლაშა ნასყიდაშვილი.

    ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 ივნისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას­წავ­ლე­ბელ გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი­დან დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვანს 9.9 წლით, ანი ნას­ყი­დაშ­ვილს კი 5,3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე დე­მეტ­რე ჯინ­ჯო­ლი­ამ მი­ი­ღო.

    ასევე იხილეთ:როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ანი ნასყიდაშვილის მამის შეურაცხმყოფელ კომენტარს?

  • ტესტი: გვითხარი რომელ ვარდს ირჩევ და ჩვენ გეტყვით როდის აგიხდება სურვილები ჯერ დაწერე ციფრი და შემდეგ

    ტესტი: გვითხარი რომელ ვარდს ირჩევ და ჩვენ გეტყვით როდის აგიხდება სურვილები ჯერ დაწერე ციფრი და შემდეგ

    ფსიქოლოგიური სურათის ტესტი ძალიან სწრაფი და სახალისო გზაა საკუთარი თავის შესახებ რაღაც ახალი შეიტყოთ. სიყვარულში ადამიანებს შეუძლიათ ტრანსფორმაცია და ზოგჯერ მოულოდნელად იქცევიან.

    ამ ტესტში თქვენ უნდა აირჩიოთ სამი განსხვავებული ვარდიდან ერთ-ერთი. ისინი გეტყვიან, როგორი სასიყვარულო ურთიერთობა გექნებათ. ეს შეიძლება იყოს ვნება, რომანტიკა ან სიმშვიდე და სტაბილურობა.

    ვარდი 1

    თქვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდი და სტაბილური ურთიერთობის აშენება, რომელშიც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. შენდამი სიყვარული ურთიერთპატივისცემა, ნდობა და მოთმინებაა. თქვენ ცდილობთ ღრმა ემოციური კავშირის პოვნას და ხანგრძლივი, ძლიერი ურთიერთობების შექმნას.

    შეიძლება ზოგიერთისთვის ისინი საკმარისად ვნებიანი ან ქარიშხლიანი არ ჩანდნენ, მაგრამ ისინი სავსენი არიან სტაბილურობით, მშვენიერი მომენტებითა და ურთიერთკუთვნილების გრძნობით. ასეთ კავშირს შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ უბედურებას და განსაცდელებს.

    მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ბუნებრივად განვითარდეს და არა ძალდატანებით. თქვენს პარტნიორს შეუძლია დაეყრდნოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების ატმოსფეროს, ტკბილ ჟესტებს, გულწრფელ საუბრებსა და გაგებას.

    ვარდი 2

    თქვენ ძალიან ვნებიანი ადამიანი ხართ თბილი გულით. ყველაფერს აძლევ საყვარელ ადამიანს. არ გეშინია შენი გრძნობების გამოხატვის. განსაკუთრებით გსიამოვნებთ ის ვნება და ემოციები, რომლებსაც პარტნიორთან იზიარებთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ამან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში არეულობა გამოიწვიოს, თუ ემოციებს არ დააბალანსებთ.

    შენთან ურთიერთობა სავსეა თავგადასავლებითა და რომანტიკით, მაგრამ იმისათვის, რომ ის აყვავდეს, ძლიერი კავშირის დასამყარებლად საჭიროა ვნებასა და სიმშვიდეს შორის ბალანსი.

    თუ ამას შეძლებ, განუმეორებელ კავშირსა და გრძნობებს დაუვიწყარ სიყვარულს განიცდი.

    ვარდი 3

    ბუნებით ოპტიმისტი და ძალიან ღია ადამიანი ხართ. ეს დადებითი ენერგია ასევე გავლენას ახდენს თქვენს მიერ დამყარებულ ურთიერთობებზე.

    თქვენთვის სიყვარული სიხარულისა და შინაგანი ზრდის ამოუწურავი წყაროა. სირთულეების წინაშე დგომისას, თქვენ პოულობთ მათ დაძლევის გზებს თქვენი ბუნებრივი ოპტიმიზმისა და მოქნილობის წყალობით. თქვენი ცხოვრებისადმი ენთუზიაზმი თქვენს ურთიერთობებს სიმსუბუქეს, სიხარულს და ნათელ მომენტებს აძლევს. თქვენ შთააგონებთ თქვენს პარტნიორს, რომ თქვენთან ერთად გაიზარდოს, ურთიერთობას აღიქვამთ, როგორც საერთო მოგზაურობას, რომელიც სულს ავსებს. თავგადასავლებისა და ახალი გამოცდილებისადმი წყურვილი დაგეხმარებათ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ძლიერი კავშირების დამყარებაში. გახსნილობა და პოზიტიური განწყობა იზიდავს ადამიანებს თქვენკენ და თქვენ მათთან ქმნით ენერგიითა და სიცოცხლის სიყვარულით სავსე ურთიერთობებს.

  • ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    ჩხოროწყუს ერთ-ერთ სოფელში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. საბედნიეროდ, ოჯახის წევრები უვნებლად გადარჩნენ.

    მომხდარის მიზეზებს შესაბამისი სამსახურები ადგენენ. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები.

  • სასწრაფოდ მოაშორეთ სახლიდან ❗️ეს ჭურჭელი იწვევს თირკმლის სიმსივნეს და აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს – გიორგი ღოღობერიძის რჩევა

    სასწრაფოდ მოაშორეთ სახლიდან ❗️ეს ჭურჭელი იწვევს თირკმლის სიმსივნეს და აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს – გიორგი ღოღობერიძის რჩევა

    ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს რჩევას, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჭურჭელს ეხება.

    „ხშირად ჩვენი მტერი არა საკვები, არამედ ის ჭურჭელია, რომელშიც მას ვამზადებთ. ტაფებიდან ყველაზე ცუდია ტეფლონის და კარგია უჟანგავი ფოლადის. ხოლო საუკეთესოა კერამიკის ტაფები. რატომ არის ცუდი ტეფლონი. ის უეცრად ცხელდება 260 გრადუსამდე და გამოყოფს ძალიან ბევრ ტოქსინს. ეს აზიანებს ჩვენს ფარისებრ ჯირკვალს, იწვევს ჰიპოთირეოზს. ეს იწვევს თირკმლის სიმსივნეს და ორსულებში პრეეკლამპსიის განვითარებას. რაც შეეხება ქვავებს, ცუდი არის ალუმინის და კარგია თიხის. უკეთესია ქვის. თუ სახლში ჯერ კიდევ გაქვთ ალუმინის ქვაბები, უნდა გადაყაროთ, რადგან ის აქტიური მეტალია და ჩქარა რეაგირებს მჟავებთან. როდესაც ალუმინი გადმოდის თქვენს ორგანიზმში ის აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. რაც შეეხება ჭურჭლებს, ცუდია პლასტმასის, კარგია თუჯის, ხოლო გამორჩეული და უსაფრთხო არის მინის. პლასტმასამ შესაძლოა გაზარდოს შაქრიანი დიაბეტის რისკიც და გამოიწვიოს წონაში მატებაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

  • 🔻”მოგპარე? რამე წაგართვი? ჩემი ნაწვალები ფულით სად წავალ, რა შენი საქმეა?” – ფოტოგრაფი ხვიჩა ასამბაძე ქანიე ვესთის კონცერტთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს: 🔻ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻”მოგპარე? რამე წაგართვი? ჩემი ნაწვალები ფულით სად წავალ, რა შენი საქმეა?” – ფოტოგრაფი ხვიჩა ასამბაძე ქანიე ვესთის კონცერტთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს: 🔻ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    ფოტოგრაფი ხვიჩა ასამბაძე, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს, ქანიე ვესთის კონცერტთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

    ქანიე ვესთის კონცერტი, თბილისში, “დინამო არენაზე” გუშინ გაიმართა.