როგორი ამინდი იქნება სანაპირო კურორტებზე – უახლოესი დღეების პროგნოზი

Written by

in

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ წერს.

„უახლოეს დღეებში – დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა ელჭექით. განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ნალექი შესაძლოა იყოს ძლიერი და თან ახლდეს სეტყვა.

სანაპირო კურორტებზე დღის საათებში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი, ხოლო ზღვა მშვიდი იქნება, რაც ხელს შეუწყობს დასვენებასა და ტურისტულ აქტივობებს.

გაითვალისწინეთ საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელი ნალექი და ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში.“ – წერს მეტეოროლოგი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *