შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად მიიპყროს თქვენი ყურადღება და გაგაღიზიანოთ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენებთ აღებული საქმის, თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. იყავით წინდახედული და უფრო მეტად მოქნილი.
კურო
ნუ დაელოდებით ყველაფრის თავისთავად დალაგებას, თუმცა ზედმეტი შფოთი და აჟიოტაჟიც არაფერს გარგებთ, გულისყურით მოეკიდეთ საქმეს და იზრუნეთ ყველაფრის ხარისხიანად შესრულებაზე.
ტყუპები
მეტი იფიქრეთ და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. სხვათა დაპირებებსაც ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას, რადგან შეიძლება, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლონ მოცემული პირობის შესრულება.
კირჩხიბი
შესაძლოა, დღეს გაუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, რომლებზეც სხვებს გაბედულება და სითამამე არ ჰყოფნით, თქვენი შეუპოვრობა და ძალისხმევა თავადვე გაგაკვირვებთ, სხვები კი თქვენს შესაძლებლობებში ეჭვის შეტანასაც ვერ გაბედავენ.
ლომი
მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, საჭიროების შემთხვევაში, რჩევისთვის მეგობრებს მიმართეთ. ნუ შეგეშინდებათ გული გაუხსნათ ახლობლებს, მათი თანადგომა დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციის დალაგებაში.
ქალწული
შესაძლოა, დღეს არაკეთილმოსურნეებს გადაეყაროთ, რომლებსაც სურვილი ექნებათ, თქვენი გეგმების რეალიზაციას ხელი შეუშალონ. ღირსეულად იბრძოლეთ თქვენი პოზიციების დასაცავად და ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ დასრულდება.
სასწორი
იმისათვის, რომ აღებული ვალდებულება პირნათლად შეასრულოთ, დიდი ძალისხმევა და ზედმეტი სამუშაოს გაწევაც შეიძლება, მოგიწიოთ. მაგრამ ამას ნუ იდარდებთ. შედეგები მრავლისმეტყველი და სასიამოვნო იქნება.
მორიელი
როგორი კარგი მიზანი, ან განზრახვაც უნდა გამოძრავებდეთ, შესაძლოა, დღეს ისეთ გარემოში მოხვდეთ, რომ უმჯობესი იქნება, თუ საკუთარი გეგმების განხორციელებაზე დროებით უარს იტყვით. მშვიდად დაელოდეთ უკეთესს დროს.
მშვილდოსანი
კარგი იქნება, თუ სამსახურებრივ კონფლიქტს გაერიდებით და არ ჩაერევით გაუგებრობებსა და გარჩევებში, სასურველია, გადახედოთ თქვენს გეგმებს და საქმე სანდო ადამიანებზე გადაანაწილოთ.
თხის რქა
ნუ იქნებით ზედმეტად პრაგმატული და ანგარიშიანი, მოდუნდით და გახალისდით, ცხოვრება სავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებით.
მერწყული
ნებისმიერი საკითხისადმი ფილოსოფიურად მიდგომა და სიტუაციების დადებითი მხრიდან განხილვა, დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებასა და წინსვლაში.
თევზები
დღეს, ზომიერების ფარგლებში, რისკი გამართლებულია, მთავარია, თქვენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს.
ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად ცურავს და შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, ვერ გებულობს თუ როგორ შეიძლება ზღვის სანაპიროსთან ახლოს დახრჩობა. როდესაც ისინი გებულობენ ინფორმაციას, მსგავსი შემთხვევების შესახებ, ფიქრობენ, რომ მსხვერპლმა ცურვა არ იცოდა, ან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ამ შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი სულ სხვა რამაა.
აქ საუბარია ძალიან სახიფათო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ მოვლენაზე – უკუგდების დინებები, რომლებსაც ასევე «მქაჩველ ტალღებს» და «რიპებს» (ინგ. – rip current) ეძახიან. ასეთი დინებები (ტალღები) პლანეტის ყველა კუთხეში არის – მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზეც. მათთან გამკლავებას ჩვეულებრივ ადამიანები კი არა, პროფესიონალი მოცურავეებიც ვერ შეძლებენ, თუ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მასში მოხვედრის შემთხვევაში.
ყველაფერი უცაბედად ხდება: ჩვეულებრივ, ადამიანი ნაპირიდან გარკვეულ მანძილზე დაშორების შემდეგ, უკან ბრუნდება და ისევ სანაპიროსკე მიცურავს, მაგრამ მას ვერ უახლოვდება და შეიძლება პირიქით, უფრო დასცილდეს კიდეც… ადამიანი ცურვას აგრძელებს და ძალისხმევას არ აკლებს, მაგრამ ყველაფერი უშედეგოა, ძალები ნელ-ნელა ელევა, ის პანიკაში ვარდება და თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, დაიღუპება.
მსგავსი სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უპირველესყოვლისა, რიპის მოქმედების პრინციპის გაგებაა საჭირო. ზღვების და ოკეანეების ასეთი დინებები, ნაპირებთან მართ კუთხეს ქმნიან და უკუსვლის დროს, წარმოქმნიან ტალღას, რომელიც ნაპირთან მოსულ წყლის მასებს ზღვისკენ მიმართავენ.
ყველაზე სახიფათოდ დაბალი სიღრმის მქონე ქვიშიანი სანაპიროები და ვიწრო ყურეები ითვლება. ამ უკანასკნელში, წყლის მაღალი წნევის გამო, უკუგდების ტალღის სიჩქარე 2, 5–3, 0 მ/წმ-ია.
სქემატურად რიპი ასე გამოიყურება: სანაპიროსთან მოსული წყლის მასა, ზღვისკე, სანაპიროს პერპენდიკულარული მიმართულებით მოძრაობს.
უკუგდების «დერეფნები», სხვადასხვა ადგილზე, წყლის მოქცევის დროს ჩნდება: ტალღებს სანაპიროსკენ წყლის მასა მოაქვს, ხოლო შემდეგ, განსხვავებული სიჩქარით, წყალი ზღვაში ბრუნდება. სწორედ სხვადასხვა სიჩქარის ტალღებს შორის წარმოიქმნება უკუგდების დინებები.
ჩვეულებრივ, რიპის დერეფანი ვიწროა, დაახლოებით 2-3 მ. სიგანის, ხოლო ტალღის სიჩქარე 4-5 კმ/სთ-ია. ეს სახიფათო არ არის, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს 50 მ. სიგანის და 200-400 მ-მდე სიგრძის რიპები, 15 კმ/სთ სიჩქარით! ასეთი ტალღები ხშირად არ წარმოიქმნება, მაგრამ მაინც ვითარდება დრო და დრო.
სანაპიროზე ამ დინებების აღმოჩენა ზღვაზე დაკვირვებით შეიძლება: 1. სანაპიროს პერპენდიკულარულად არხი ჩნდება, აქაფებული წყლის სახით. 2. სანაპირო ზონაში ჩნდება მონაკვეთები, წყლის განსხვავებული ფერით: მაგ., ირგვლივ ყველაფერი ღია ცისფერი ან მწვანეა, ხოლო ზღვის ერთი ნაწილი – თეთრია. 3. წყლის მოქცევის ზოლში ტალღის 5–10 მეტრიანი წყვეტაა.
თუ ზემოთ აღწერილი ნიშნებიდან რომელიმეს ხედავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, და უბრალოდ, თავი მოარიდეთ ასეთ ადგილებს. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სახიფათო რიპების 80% მოულოდნელად ჩნდება და ვიზუალურად არანაირად არ ვლინდება. ამ ტალღების განვითარება სანაპიროსთან ხდება და თუ თქვენ წელამდე წყალში ხართ და მით უმეტეს, თუ მკერდის მიდამოები გაქვთ წყლით დაფარული, რიპი თქვენს გატაცებას შეძლებს. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხეა მათთვის, ვინც ცურვა არ იცის, რადგან ისინი, სწორედ სანაპიროს მიდამოებში არიან ყველაზე ხშირად — უბრალოდ წყალში დგანან და არ ცურავენ.
ამიტომ, თუ ცურვა არ იცით, არასოდეს ჩახვიდეთ ზღვაში მარტო, დაზღვევის გარეშე!
ყველაზე მთავარი მომენტი ის არის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში მოხვედრის შემთხვევაში?
უკუგდებოს ტალღაში ქცევის წესები: 1. ნუ ჩავარდებით პანიკაში!
საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, რადგან ადამიანები, რომლებმაც მსგავს სიტუაციაში ქცევის წესები იციან, 99% არ იღუპებიან. 2. დაზოგეთ ძალები!
არ არის საჭირო, მთელი ძალით, დინების წინააღმდეგ ცურვა და ენერგიის მარაგის ხარჯვა. ცურვა ნაპირის მიმართულებით კი არა, მის პარალელურად – გვედზე არის საჭირო. თუ რიპი ვიწროა (5 მეტრამდე), თქვენ იქიდან ძალიან მალე დააღწევთ თავს. 3. გაანალიზეთ!
თუ სწორედ იცურებთ – ანუ პლიაჟის პარალელურად, მაგრამ თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ, ე. ი. რიპი განიერია (20 მ. და მეტი). და მაშინ, შეწყვიტეთ ცურვა! უკუგდების ტალღა, ჩეულებრივ, ხანგრძლივი დროით არ გრძელდება და 3–4 წუთის შემდეგ, ქრება. ამის შემდეგ, გაცურეთ გვერდზე 50–100 მეტრი, ხოლო ამის შემდეგ, მშვიდად და დასვენებით, ნაპირისკე. გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ: 1. რიპი ფსკერზე არ ჩაგითრევთ.
ეს მორევი არ არის და ხშირ შემთხვევაში, ტალღა მოკლეა და დიდი სიჩქარით, მხოლოდ წყლის ზედა ფენები მოძრაობს, რომელსაც ადამიანი არა ფსკერისკე, არამედ ნაპირიდან ზღვისკე მიჰყავს! 2. რიპი ძალიან განიერი არ არის.
მისი სიგანე არასდროს აღემატება 50 მეტრს. ხოლო უმეტეს შემთხვევაში, 10–20 მ. არის. სანაპიროს პარალელურად 20–30 მეტრის გაცურვის შემდეგ, მიხვდებით, რომ რიპიდან გახვედით. 3. რიპის სიგრძე შეზღუდულია.
დინების სიჩქარე საკმაოდ სწრაფად ეცემა. «მქაჩველი» ტალღა ძალას იქ კარგავს, სადაც ტალღა პიკს აღწევს და დაშლას იწყებს. სერფერები ამ ადგილს «ლაინ აპს» (line up) ეძახიან. სწორედ იქ ელოდებიან ისინი, მომავალ ტალღებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო 13 ივნისამდე ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
,,უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით+28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება”.- ნათქვამია განცხადებაში.
ლიზა ჩაჩუამ, რომელმაც ახლახან მესამე შვილი გააჩინა, სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც ლიზა აღნიშნავს, ქეთო 3,500 კგ დაიბადა, პატარა ბუნებრივ კვებაზე იმყოფება.
ლიზა ასევე წერს, რომ მშობიარობას მისი მეუღლე, ირაკლი მაქაცარია და დედა, ქეთი ასათიანი დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ლიზამ გოგონას, დედის პატივსაცემად ქეთო დაარქვა.
„არავინ იცოდა რას ვარქმევდით, ბოლომდე „საიდუმლოდ“ შევინახეთ. დედამ ბლოკში გაიგო ირაკლიმ როდესაც გააჟღერა სახელი, უზომოდ გაუხარდა,“ – წერს ლიზა ჩიჩუა.
ლიზამ მეუღლის გვერდში დგომაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა:
„მე ვფიქრობ, მთავარია გყავდეს ადამიანი, რომელიც ყველაფერში ხელს გიწყობს, გეხმარება და უპირობოდ უყვარხარ, მაშინ ყველაფერს შეძლებ, ჩემს შემთხვევაში ასეა,“ – ამბობს ლიზა.
ეზოთერიკოსი, გოგა მანია საზოგადოებას მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს:
,,ძველი ბებიებისგან ხშირად გაგვიგია ხოლმე, თუმცა ეს რეალობაა, ღამე ნუ დატოვებთ ჭურჭელს ნიჟარაში გასარეცხს. ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ შემოსასვლელებში ეგრეთ წოდებულ welcome-ს ,,მობრძანდი”- რადგან ამით არ იწვევთ მხოლოდ ადამიანებს ეს პირდაპირი პორტალია, ჩვენს სიტყვას აქვს უდიდესი ძალა და შეგიძლიათ ეს უბრალოდ კლასიკურით ჩაანაცვლოთ”- ამბობს ,,პრაიმტაიმთან” გოგა მანია.
ახალგაზრდა გოგო ჩიყვის ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“მილქაააა,ხელები მიკანკალებს წარსულში როგორ მოგიხსენიო,ალალო,თბილო უბორტო შვილო.სიგიჟემდე მენანები,გამეგლიჯა გული.
უფალო ნათელში ამყოფე მილქას ალალი და კეთილი სული,დაუმკვიდრეე სამუდამო სასუფეველი.გაძლება შენს მშობლებს.”
„მილქა, ძალიან თბილო, კეთილო საყვარელო გოგო. მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამბავი. როგორ მატკინე გული კიდე ვერ ვიჯერებ ნათელში იყავი სადაც მართალნი განისვენებენ…“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ლიმონის, წიწაკას და მარილს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე უბრალოდ გემრიელი კერძის მომზადება. ძლიერი სამეული შეგიძლიათ სხვადასხვა დაავადების დროს გამოიყენოთ.
ნაღვლკენჭოვანიდაავადება
ნაღვლკენჭოვანი დაავადება ჩვეულებრივ საჭმლის მომნელებელ სითხეში იწარმოება, რომელიც ნაღვლის ბუშტში გროვდება. ის ტკივილს იწვევს და საჭმლის მონელებას გავლენას ახდენს. ჩვეულებრივ კენჭების მოშორება ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მაგრამ, ამ პრობლემის გადაჭრა 3 ნაწილი ზეითუნის ზეთის, 1 ნაწილი ლიმონის და 1 ნაწილი წიწაკის ნარევის მიღებით შეგიძლიათ.
სურდოდაგაციება
ნახევარ ლიმონის წვენს 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაუმატეთ და დალიეთ, რომ გაციების ნიშნები შეამსუბუქოთ. ლიმონი წყალში 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ამოიღეთ, თაფლით დაატკბეთ და ეს სამკურნალო სასმელი დალიეთ.
გულისრევა
1 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ შავი წიწაკა თბილ წყალს დაუმატეთ, რომ გულისრევა აღმოფხვრათ. შავი წიწაკის ნარევი მუცელს ამშვიდებს და ლიმონი გულისრევას აქრობს.
ასთმისშეტევა
2 მიხაკი, 10 წიწაკის მარცვალი და 15 ბაზილიკის ფოთოლი მდუღარე წყალს დაუმატეთ. დაბალ ცეცხლზე დადგით და 15 წუთით ხარშეთ. სითხე გადაწურეთ და მინის თავდახურულ ქილაში გადაიტანეთ. თაფლით დაატკბეთ და ყოველდღე ასთმის ნიშნების შესამბუქებლად გამოიყენეთ.
ყელისტკივილი
1 ს/კ ლიმონის წვენი, ნახევარი ჩ/კ შავი წიწაკა და 1 ჩ/კ მარილი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ. ამ ხსნარით ყელი გამოივლეთ.
გამონაყარი
1 ს/კ ჰიმალაის ვარდის მარილის და თბილი წყლის ნარევით ყელი გამოივლეთ, რომ წყლულები მალე შეხორცდეს და სახიფათო ბაქტერიები გააქროთ.
კბილისპასტა
ნახევარი ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა და მიხაკის ზეთი აურიეთ. მტკივნეულ კბილზე წაისვით და ტკივილი რამდენიმე წუთში გაქრება.
წონისდაკლება
2 ს/კ ლიმონის წვენი, კოვზის მეოთხედი დაფქული წიწაკა და 1 ს/კ ნატურალური თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ლიმონში შემავალი პოლიფენოლები წონის მომატებას აფერხებს, მეტაბოლიზმს აჩქარებს და ინსულინს აკონტროლებს.
დახშულიცხვირი
ეს საშუალება ცემინებს ხელს უწყობს და გაჭედილ ცხვირს ასუფთავებს. კვლიავი, წიწაკა, დარიჩინი და ილი უბრალოდ თანაბარი პროპორციით ერთმანეთს აურიეთ.
ცხვირისსისხლდენა
ბამბის ჩხირი ლიმონის ახალ დაწურულ წვენში დაასველეთ და ნესტოში მოათავსეთ. თავი უკან გადასწიეთ, რომ სისხლი ყელში არ გადავიდეს. ეს გულისრევას შეამცირებს და სისხლხდენას ერთ წუთში შეაჩერებს.