Blog
-

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
„თაგვისარა – ბევრმა იცის ბევრმა არ იცის, ანთების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. რომელიც არასასიამოვნო უჯრედების განვითარებას უშლის ხელს.
კიბოს დაავადება როდესაც განვითარდება ადამიანის ორგანიზმში ესეც ერთ-ერთი ანთებაა, მაგის საწინააღმდეგოა, კისტების საწინააღმდეგოა…“
ნახეთ ვიდეო სრულად ⇓
-

გარდაიცვალა 4 წლამდე ბავშვი, რომელიც მშობლებმა სცემეს
აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში გარდაიცვალა 4 წლამდე ბავშვი, რომელსაც მშობლებმა სცემეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბავშვთა უფლებადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 4 წლამდე გოგო კლინიკაში სახესა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით 7 აპრილს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.
მთავარი
-

ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ექიმი ინფექციონისტი, პროფესორი ნუგზარ მაღლაკელიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ავრცელებს.
„თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციონისტის, პროფესორ ნუგზარ მაღლაკელიძის გარდაცვალების გამო.
პროფესორ ნუგზარ მაღლაკელიძის სახელი ღირსეულ ადგილს იკავებს ქართული მედიცინის ისტორიაში. მისი მრავალწლიანი პროფესიული, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი, სამუდამოდ დარჩება კოლეგების, სტუდენტებისა და პაციენტების მეხსიერებაში.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.
კლინიკის დამფუძნებლების, ადმინისტრაციისა და მთლიანი პერსონალის სახელით, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ პროფესორ ნუგზარ მაღლაკელიძის მიმართ კლინიკის განვითარებასა და პროფესიული საქმიანობის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის!“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
-

⭕️ ქუთაისში ახალგაზრდა გოგო მე-6 სართულიდან გადმოვარდა
ტელეკომპანია მეგა tv ის ინფორმაციით ქუთაისში , ბუკიას ქუჩაზე ცხრასართულიანი ბინის მე6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა.
როგორც წყარო გვიყვება გოგონა მანქანას დაეცა და სასწრაფო დახმარებამ სავადმყოფოში გადაიყვანა .
” 21 წლის გოგო გადმოვარდა, უფლის წყალობით გონზე იყო , მამის მარშუტკაზე დავარდა მე6 სართულიდან…” -ამბობს წყარო.
-

„აღარც ლეო, აღარც გიო…წავიდნენ და თან წაიღეს მთელი მუსიკა სამყაროდან…”😭😭 ცნობილი ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა
მომღერალი ნინი წიკლაური, რომელიც ოჯახთან ერთად წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, აქვეყნებს ვიდეოს ერთ-ერთი გამოსვლიდან, სადაც აწ უკვე გარდაცვლილ პიანისტ ლევან შენგელიასა და კონტრაბასისტ გიორგი ჯორჯაძესთან ერთად „ჩემო ციცინათელას“ ასრულებს.
გიორგი ჯორჯაძე ემიგრაციაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ნინი ამ ვიდეოთი სწორედ მას და ლევან შენგელიას იხსენებს:
„აღარც ლეო, აღარც გიო:((((( წავიდნენ და თან წაიღეს მთელი მუსიკა სამყაროდან… :((((
-

‼ “ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს” – რას წერს გარდაცვლილი მოსწავლის დედა იხილეთ პირველი კომენტარი👇
ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს ლუკა ჩხიკვიშვილის ახლობლები უყვებიან, ბიჭს ძვალი ჰქონდა გატეხილი და შესაბამისი ოპერაცია იყო ჩანიშნული. ისინი ექიმების მკაცრად დასჯას ითხოვენ.
“ოჯახის პოზიცია ისა, რომ ყველა პასუხს აგებს. ბავშვი ახლა ექსპერტიზაზეა და არავის შერჩება ის, რაც ჩაიდინეს. ლუკა რომ შეიყვანეს საოპერაციოში, ნარკოზის შეყვანის შემდეგ რეაქცია მოხდა, როგორც ვიცით. საოპერაციოში რა გააკეთეს, დანამდვილებით არ ვიცით. ორი საათის მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაიღუპაო. ექიმები გაიპარნენ. წინასაოპერაციო კვლევებიც ჩაუტარეს, მაგრამ რა კვლევები ზუსტად არც ეგ ვიცით. ერთი ძვალი ჰქონდა გატეხილი, ჯანმრთელი ბავშვი დაღუპეს” – გვიყვება მოზარდის ახლობელი.
სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს გარდაცვლილი ბიჭის დედაც: “ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს” – წერს ნინო სიხარულიძე.
ასევე სოციალურ ქსელში წერს მისი დაც: “არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ აღვწერო, ახლაც ვერ ვიაზრებ, რა მოხდა. ჩემი ნერვების მომშლელი, ჯიუტი ბიჭი უკვე აღარ არის… საშინელი ზაფხული დაგვიდგა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი ჯანმრთელი ძმა უბრალოდ მომიკლეს თვალის დახამხამებაში.ხშირად ვჩხუბობდით, ვკამათობდით, მაგრამ ახლა დავაფასე ძმის ფასი. მიყვარხარ და მენატრები, ჩემო ანგელოზო!…”.
-

🔻რას ამბობენ ოპერაციისას გარდაცვლილი მე-7 კლასელი მოსწავლის ახლობლები?
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
როგორც AMBEBI.GE-ს ლუკა ჩხიკვიშვილის ახლობლები უყვებიან, ბიჭს ძვალი ჰქონდა გატეხილი და შესაბამისი ოპერაცია იყო ჩანიშნული. ისინი ექიმების მკაცრად დასჯას ითხოვენ.
“ოჯახის პოზიცია ისა, რომ ყველა პასუხს აგებს. ბავშვი ახლა ექსპერტიზაზეა და არავის შერჩება ის, რაც ჩაიდინეს. ლუკა რომ შეიყვანეს საოპერაციოში, ნარკოზის შეყვანის შემდეგ რეაქცია მოხდა, როგორც ვიცით. საოპერაციოში რა გააკეთეს, დანამდვილებით არ ვიცით. ორი საათის მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაიღუპაო. ექიმები გაიპარნენ. წინასაოპერაციო კვლევებიც ჩაუტარეს, მაგრამ რა კვლევები ზუსტად არც ეგ ვიცით. ერთი ძვალი ჰქონდა გატეხილი, ჯანმრთელი ბავშვი დაღუპეს” – ამბობს მოზარდის ახლობელი.
ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ლუკა კვირას სტადიონზე წაიქცა და ხლეი მოიტეხა.
“დღეს დილით, 7 საათზე გავიგეთ ეს მძიმე ამბავი. ლუკას დამ დადო სტატუსი და ასე შევიტყვეთ. სხვა არაფერი ვიცით ჯერჯერობით. ლუკა ჩხიკვიშვილი ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. ბავშვი ჰყავდათ ხელის საოპერაციოდ ბათუმში, იაშვილის კლინიკაში წაყვანილი. წუხელ დედამ ჩატში დაწერა, რომ ბავშვს ბათუმში, იაშვილის კლინიკაში ხელის ოპერაციას ვუკეთებთო, რამდენიმე საათში შეიყვანენ საოპერაციოდო. ყველამ, რა თქმა უნდა, თანადგომა გამოვუცხადეთ და ვუსურვეთ ჯანმრთელობა.
ამ დილით, 7 საათზე გავიგეთ მომხდარი, დამ სურათი დადო, ჩემი ძმა აღარ მყავსო. ბავშვი ჯერ ჩამოსვენებული არ არის და არ ვიცით დეტალები. ერთი ეს შემიძლია გითხრათ, რომ ხელი მოტეხილი ჰქონდა. კვირას წაქცეულა სტადიონზე, თამაშობდა ბავშვებთან ერთად, უბანში რომ სტადიონია იქ და ხელი მოიტეხა. სხვა ვერაფერს გეტყვით. მეშვიდე კლასელია, ანგელოზივით ბავშვი, ძალიან მოწესრიგებული, კარგი მშობლების შვილი პატრონი, ძალიან კარგი ბავშვი. დიდი ტრაგედია. ძალიან გთხოვთ, მეტი არ შემიძლია გითხრათ” – ამბობს ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორიეთერ წილოსანი.
-

“თუ აუტისტია “ვაფშე” რატომ მოიყვანეო?” – ვრცელდება სკანდალური ვიდეო
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
“თუ აუტისტია “ვაფშე” რატომ მოიყვანეო?” – ვრცელდება სკანდალური ვიდეო, რას ამბობს ფსიქოლოგი, როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევაში.
-

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდება 14 წელი, ვალდებულია 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე. ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე.
პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან ისარგებლეთ დისტანციური მომსახურებით.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება მისამართზე რეგისტრაცია, მიმართეთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.
პირადობის ელექტრონული მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით.
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
მეორე მსოფლიო ომის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში – 10 ლარით, განმეორებით – 10 % (6 ლარით), ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურისგან – 50%-ით;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები – 50%-ით
