Blog

  • ვრცელდება ბერი ნიკოლოზის დაკრძალვის კადრები

    ვრცელდება ბერი ნიკოლოზის დაკრძალვის კადრები

    ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ბერი ნი­კო­ლო­ზის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია. პრო­ცე­სი­ას ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მიჰ­ყვე­ბა.

    მას ჯი­ქი­ას სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

    ის ორ სა­ათ­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის 6ა, “ჰერ­მე­სის”, რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს.

    შე­გახ­სე­ნებთ, მდუ­მა­რე ბერი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 19 აპ­რილს იპო­ვეს.

  • ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან მდებარე შენობაში აფეთქება იყო

    ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან მდებარე შენობაში აფეთქება იყო

    ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან მდებარე შენობაში აფეთქება იყო – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ.

  • ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • ხელფასი 300-ლარით იზრდება! – ვის შეეხება ცვლილება

    ხელფასი 300-ლარით იზრდება! – ვის შეეხება ცვლილება

    სკოლის მანდატურების ხელფასი 300-ლარით იზრდება.

    გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

    როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მანდატურების თვიური ანაზღაურება 1 400 ლარის ნაცვლად, 1 700 ლარით განისაზღვრა.

    როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 13 იანვრის ბრძანებაშია აღნიშნული, ხელფასის მატება შეეხებათ როგორც საჯარო, ასევე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებს.

  • როდის დათბება საქართველოში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    როდის დათბება საქართველოში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

    „ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია.
    22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.
    23 აპრილს კი – ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში – მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
    მაღალ მთაში ისევ მოთოვს.
    საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება.
    ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება?აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
    თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება”,- წერს ფარტენაძე.

     

  • ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    სოციალურ ქსელში პატარა გოგონას შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.

    „მიწამ როგორ უნდა მიგიღოს… არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ
    და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას ეცვლება ფერი.

    პატარა სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიწმინდეს ასხივებდა, დღეს ანგელოზად იქცა. ტკივილი დაგვიტოვე, რომელიც სიტყვებში ვერ ეტევა. ტკივილი, რომელიც გულში სამუდამოდ რჩება…  სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე.

    დარჩა სიჩუმე, ცრემლები და უსასრულო მონატრება. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა ანგელოზის ლამაზი სული. სიტყვები აქ უძლურია“, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

    როგორც ირკვევა, 12 წლის დიანა ცქიფურაშვილი სიმსივნით გარდაიცვალა.

  • “ამ მძიმე ბრძოლაში იგი დამარცხდა… დაგვიტოვა ტკივილი”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    “ამ მძიმე ბრძოლაში იგი დამარცხდა… დაგვიტოვა ტკივილი”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    59 წლის ქალი, რომელიც სამკურნალოდ რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

    იგი ონკოპაციენტი იყო. ბოლო პერიოდში ოჯახი მის ტრანსპორტირებას გეგმავდა საფრანგეთიდან სტამბოლში. დახმარების მიზნით კი უამრავი ადამიანი გაერთიანდა სოციალურ ქსელში.

    „ამ მძიმე ბრძოლაში იგი დამარცხდა… დაგვიტოვა ტკივილი, ცრემლი და უთქმელი სიტყვები. მისი ხმა, მისი სიკეთე და სიყვარული კი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. ხარების დღეს ზეცამ კიდევ ერთი ნათელი სული მიიღო — ნინო, რომელიც ახლა მშვიდად დაფრინავს იქ, სადაც ტკივილი აღარ არსებობს. ჩვენ კი მხოლოდ მისი ნათელი მოგონებები და სიყვარულით სავსე გზა გვრჩება, რომელიც მან დაგვიტოვა.”,-წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

    59 წლის ქალი სამეგრელოს ერთ-ერთი ქალაქის მკვიდრი იყო.

  • მოსალოდნელია სეტყვა, ქარი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    მოსალოდნელია სეტყვა, ქარი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო წერს, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • The most popular song by Victoria Justice

    The most popular song by Victoria Justice

    Victoria Justice (born February 19, 1993) is an American actress, singer-songwriter, and dancer. She debuted as an actress at the age of 10 and has since appeared in several films and television series including the Nickelodeon series Zoey 101 and Victorious. When not filming or recording music, Victoria is participating in several charity events.