Blog

  • 21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    როგორც კი თავისუფლების მოთხოვნილება გაგიჩნდებათ, თქვენი ურთიერთობა, შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალოს. დღეს შესანიშნავი დროა ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ან ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

    ბოლო დროს ხელმძღვანელობა ხშირად გაქებთ, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა შესაძლოა, კოლეგებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს. ხელსაყრელი დროა ნებისმიერი სიახლის, აქტიური ქმედებებისა და მსხვილი შენაძენებისთვის.

    შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა სულიერი წონასწორობა დაგირღვიოთ, ამიტომ ეცადეთ ყველაფერს ფილოსოფიურად მიუდგეთ.

    კურო

    ეცადეთ, პარტნიორს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საყვედურების მოსმენა მოგიწევთ. მალე ბევრი საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება, მათ შორის ისიც, რაც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ოჯახს გაწუხებთ. ამ დღეს გაჩნდება შანსი, რომ ღირებული ინფორმაცია სხვებზე ადრე მოიპოვოთ ან ისწავლოთ ის, რაც უახლოეს დღეებში დაგჭირდებათ.

    მეწარმეებს მაკონტროლებელი ორგანოების შემოწმება ელით, დასაქმებულები კი პრემიას უნდა ელოდონ. ფიზიკური ენერგიის მოჭარბებამ შესაძლოა გადაღლა და თავის ტკივილი გამოიწვიოს. საღამოს ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს და ორგანიზმს მძიმე საკვებით ნუ დატვირთავთ.

    ტყუპები

    სასიყვარულო საქმეებში სხვისი რჩევების ნაცვლად საკუთარ გულს მოუსმინეთ. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა — შესაძლოა, გარშემომყოფებს შორის ისეთებიც იყვნენ, ვისაც თქვენი ბედნიერება კი არა, შური ამოძრავებს. გულწრფელობა დაძაბულობის განმუხტვაში დაგეხმარებათ.

    გამორიცხული არ არის, რომ სხვისი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ეს ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა სანაცვლოდ ერთგულ მეგობრებს შეიძენთ. მოერიდეთ დიდ ხარჯებს, კრედიტების აღებასა და ფულის გასესხებას. გაუფრთხილდით ბიუჯეტს და ფრთხილად იყავით, რათა ტრავმები და გაუფრთხილებელი ქმედებები თავიდან აიცილოთ.

    კირჩხიბი

    კირჩხიბებს ნებისმიერ სფეროში წარმატებული დღე აქვთ, თუმცა ის განსაკუთრებით ხელსაყრელია აქტიური დასვენების, შეხვედრებისა და სტუმრობისთვის. შეგიძლიათ მოგზაურობა ან ძვირად ღირებული შენაძენი დაგეგმოთ. სასურველია, რომ ოჯახის წევრებს მეტი დრო დაუთმოთ და სანთლების შუქზე ვახშამი მოაწყოთ.

    გირჩევთ ყოველი სიტყვა და ნაბიჯი აკონტროლოთ, რომ უსიამოვნო ისტორიებში არ გაეხვიოთ. ბიზნესმენები მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებენ – ეს შეიძლება სახელმწიფო დახმარება, მომგებიანი ხელშეკრულება ან შეთავაზება იყოს.

    თუ ართრიტისკენ გაქვთ მიდრეკილება, შესაძლოა სახსრების ტკივილმა თავი შეგახსენოთ.

    ლომი

    შესაძლოა მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს დაძაბავს. მოემზადეთ სირთულეებისთვის და ეცადეთ, საკუთარი სურვილები რეალობას შეუსაბამოთ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების განხილვისთვის. მოსალოდნელია დაწინაურება ან ფინანსური ჯილდო. აქტიურობა გამოიჩინეთ და ახალი შესაძლებლობები ეძებეთ.

    თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შენაძენებისა და ფინანსური ინვესტიციებისგან – რისკი შესაძლოა გაუმართლებელი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით, შინაგანი ენერგიის მოჭარბებამ შესაძლოა, თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. არსებობს გარშემომყოფებთან კონფლიქტის ალბათობაც. ეცადეთ საღამო რომანტიკულ გარემოში გაატაროთ – სიმშვიდე და სიმყუდროვე თქვენს კავშირს უფრო გააღრმავებს.

    ქალწული

    გირჩევთ პარტნიორის მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ — სიყვარულის მცირე გამოვლენასაც კი ნდობის აღდგენა და ურთიერთობის გაღრმავება შეუძლია. სტუმრების მისაღებად კარგად მოემზადეთ — სახლი დაალაგეთ და განსაკუთრებული ვახშამი მოამზადეთ.

    ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, სამსახურის ან სასწავლებლის შეცვლის, ახალი სპეციალობის ან ტექნიკის ათვისებისთვის. შესაძლოა ხელში საიდუმლო ინფორმაცია ჩაგივარდეთ, რომელიც ბიზნესში ან უძრავ ქონებაში წარმატებულ ინვესტიციას მოგიტანთ.

    თუ ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილი ხართ, ეცადეთ წნევის ცვალებადობა თავიდან აიცილოთ.

    სასწორი

    ვარსკვლავები სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას გპირდებიან. ეცადეთ მცირე შვებულება მოიწყოთ და მთელი დრო პირად ცხოვრებას დაუთმოთ. აუცილებელი არ არის, რომ ოჯახის წევრების ყველა კაპრიზი შეასრულოთ – ზოგჯერ სიმტკიცისა და პრინციპულობის გამოჩენა აუცილებელია.

    პლანეტების განლაგება საქმეში წარმატებას გპირდებათ, ამიტომ ეცადეთ მთელი ყურადღება გადაიტანოთ. მიზანდასახულობა დიდ მიღწევებს მოგიტანთ. მეწარმეებმა ფინანსებისა და ახალი წამოწყებების მიმართ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. თქვენს ნიშანს დღეს სიჩქარე ახასიათებს, რაც შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს. ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი ზედმეტად უნდა დატვირთოთ, განსაკუთრებით ნადიმის დროს.

    მორიელი

    ცხოვრების რადიკალურად შეცვლის დროა. შესაძლოა, მოსაბეზრებელი სამსახური მიატოვოთ ან უიმედო ურთიერთობა დაასრულოთ. მოერიდეთ ნათესავების კრიტიკას, რასაც შეიძლება დიდი უკმაყოფილება მოჰყვეს. ხელსაყრელი დროა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და ოჯახის წევრების დახმარებისთვის.

    გავლენიანი ადამიანის დახმარებისა და თქვენი შრომისმოყვარეობის წყალობით კარიერული წინსვლა რეალობად იქცევა. უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვეულ სიამოვნებებზე უარი თქვით. ხელსაყრელი დროა ფინანსური ოპერაციებისთვის, თუმცა დიდ მოგებას ნუ ელოდებით. დროა, სამომავლოდ გადადებული საქმეები დაასრულოთ. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, ეს დღე იდეალურია დიეტის დასაწყებად.

    მშვილდოსანი

    შესაძლოა, საინტერესო ადამიანთან რომანი გააბათ, თუმცა გრძნობები მალე გაქრება. თაყვანისმცემლების ყურადღება არასდროს გაკლდათ. სული რომანტიკას გთხოვთ, თუმცა ჯერჯერობით, საყოფაცხოვრებო პრობლემებთან და მოსაბეზრებელ ვალდებულებებთან გამკლავება მოგიწევთ. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და ახალ გარემოებებს შეეგუოთ.

    უახლოეს ხანებში გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ შოპინგისა და ფულის ხარჯვისგან თავი უნდა შეიკავოთ. სამაგიეროდ, კარგი დროა გრძელვადიანი გეგმების განხილვისთვის. იფიქრეთ ენერგიის აღდგენასა და დასვენებაზე. გეგმების განხორციელების დრო მოგვიანებით მოვა, ახლა კი რელაქსაციისთვის განეწყვეთ.

    თხის რქა

    ნეპტუნისა და სატურნის განლაგება მიანიშნებს, რომ დღეს ზედმეტად დაძაბული იქნებით. ეცადეთ განტვირთვის უსაფრთხო გზა იპოვოთ და საყვარელ ადამიანთან კამათს მოერიდოთ, განსაკუთრებით, ნათესავებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

    მიზნის მისაღწევად შესაძლოა, სხვადასხვა ხრიკისა და ეშმაკობის გამოყენება მოგიწიოთ, რაც მტრების რაოდენობას გაგიორმაგებთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ გამოიყენოთ თქვენი უნარები მატერიალური კეთილდღეობისთვის. ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, ჰიგიენური წესები მაინც არ დაივიწყოთ.

    მერწყული

    დღეს პაემანი ან მეგობრული შეხვედრა წარმატებით ჩაივლის. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ – ეს ორივეზე დადებითად აისახება და ოჯახურ ურთიერთობებს უფრო დაათბობს. ამ დღეს მერკურისა და იუპიტერის გავლენა შემცირდება, თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი კი გაიზრდება.

    სამსახურსა და სახლში მშვიდი გარემოს შექმნა სამუშაო საკითხების მოგვარებას ხელს შეუწყობს. ჯერჯერობით, ბანკიდან კრედიტის აღება არ ღირს – გამორიცხული არ არის, რომ წამგებიან პირობებზე დაგითანხმონ. ინტუიცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

    სასურველია, რომ ამ საღამოს გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბოთ.

    თევზები

    ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმეები გვერდით გადადოთ და მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. ამ დღეს გარემოს ნებისმიერი ცვლილება თქვენთვის სასარგებლო იქნება, ამიტომ მივლინებაზე უარს ნუ იტყვით. შესაფერისი დღეა საქმიანი კავშირების გასაფართოებლად.

    მალე მიხვდებით, კარიერულ წინსვლაში ვინ დაგეხმარებათ. შესაძლოა, გავლენიანი მფარველის დახმარებით თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჰიპერტონიისკენ მიდრეკილ თევზებს უნდა ახსოვდეთ, რომ ზედმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა ჯანმრთელობა შეგირყიოთ.

  • გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

    გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

    ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება და ვიდეოს აქვეყნებს.

  • ლეგენდარული მსახიობი გარდაიცვალა

    ლეგენდარული მსახიობი გარდაიცვალა

    May be an image of one or more people, beard and text
    🔻 ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა | ინფორმაციას მსახიობის ოჯახი ავრცელებს
    💬 “ჩვენი ოჯახი დამძიმებული გულით გატყობინებთ ჩვენი საყვარელი ჩაკ ნორისის მოულოდნელ გარდაცვალებას. გვსურს, გარდაცვალების მიზეზები კონფიდენციალურად დავტოვოთ, თუმცა იცოდეთ, რომ მან ოჯახის გარემოცვაში, მშვიდად განისვენა.
    სამყაროსთვის ის იყო საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, მსახიობი და სიძლიერის სიმბოლო. ჩვენთვის კი — ერთგული მეუღლე, მოსიყვარულე მამა, პაპა, საოცარი ძმა და ჩვენი ოჯახის გული.
    ის ცხოვრობდა რწმენით, მიზანდასახულობით და საყვარელი ადამიანების მიმართ ურყევი ერთგულებით. თავისი შრომით, დისციპლინითა და სიკეთით მან მილიონობით ადამიანი შთააგონა და ბევრის ცხოვრებაზე დატოვა წარუვალი კვალი.
    გული გატეხილი გვაქვს, თუმცა მადლიერნი ვართ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მან განვლო და იმ დაუვიწყარი წუთებისთვის, რაც მასთან ერთად გავატარეთ. გულშემატკივრების სიყვარულს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა — თქვენ მისთვის მხოლოდ ფანები არ იყავით, თქვენ მისი მეგობრები იყავით.
    გმადლობთ ლოცვისა და მხარდაჭერისთვის. ამ მძიმე დროს გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენი ოჯახის კონფიდენციალურობას.“ | წერს ნორისების ოჯახი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
    🔴 ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონი და მსახიობი ჰავაიზე საავადმყოფოში გადაიყვანეს, პარასკევს დილით კი ოჯახმა მისი გარდაცვალება დაადასტურა.
  • ,,მას მოიშორებენ…”– ვის გარდაცვალებას წინასწარმეტყველებს გოგა მანია

    ,,მას მოიშორებენ…”– ვის გარდაცვალებას წინასწარმეტყველებს გოგა მანია

    ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მის ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის გარდაცვალებას ეხება.

    “ახალი წინასწარმეტყველება!!! 12.01.2024 წლის ჩანაწერი✍️ !! დიდი ბრიტანეთი, მეფის გარდაცვალება!”– წერია აღწერაში.

    ვიდეოშიმანია ამბობს:”ამ ყველაფერს დიდი აღშფოთება მოჰყვება,მას მოიშორებენ, ეს იქნება ერთგვარი დადგმული სპექტაკლი. ეს ყველაფერიკეთდება იმიტომ, რომ მისი ადგილი დაიკავოს ახალგაზრდა ბიჭმა.

  • “მისი გარდაცვალება გამოიწვია…” – ექსპერტებმა ყველაფერს ფარდა ახადეს, პასუხი ცნობილია

    დაც­ვის მხა­რე აპე­ლი­რებ­და, რომ გიგა ავა­ლი­ა­ნი დარ­ტყმის შე­დე­გად ას­ფალტზე, კე­ფით, პი­რაღ­მა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ე­ცა და და­ზი­ა­ნე­ბა და­ცე­მის დროს მი­ი­ღო. ეს კო­მი­სი­ურ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ცალ­სა­ხად გა­მო­რი­ცხეს, რად­გან ავა­ლი­ანს შუბ­ლის ძვა­ლი მო­ტე­ხი­ლი აქვს პირ­და­პი­რი დარ­ტყმის შე­დე­გად, ფეხ­ზე მდგომს, – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ქე­თე­ვან სო­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

    • რო­გორც მან გან­მარ­ტა, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი სამი არას­რულ­წლოვ­ნის საქ­მე­ზე დღეს ორი ექ­სპერ­ტი და­კი­თხეს.

    „დღეს ერთ-ერთი, ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იქნა გა­მოკ­ვლე­უ­ლი, ეს არის კო­მი­სი­უ­რი სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა. და­კი­თხულ­მა ექ­სპერ­ტებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ გიგა ავა­ლი­ანს ნამ­დვი­ლად ჰქონ­და შუბ­ლის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია მისი უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია მის სა­სიკ­ვდი­ლო შე­დეგ­თან.

    აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ცალ­სა­ხად დად­გე­ნი­ლია, რომ მი­ყე­ნე­ბუ­ლია რა­ი­მე მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით. ექ­სპერ­ტი რა­ი­მე მკვრივ, ბლაგვ სა­განს გან­მარ­ტავს, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს რო­გორც ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­უ­რი ორ­გა­ნო, მათ შო­რის, ხელი, მუშ­ტი, ფეხი, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს – ქვა, აგუ­რი, ხის ნა­ჭე­რი და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გო­რი სა­ხის მკვრივ, ბლაგვ სა­გან­ზეა სა­უ­ბა­რი, ამას ექ­სპერ­ტი ცალ­სა­ხად ვერ ად­გენს.

    დაც­ვის მხა­რე აპე­ლი­რებ­და იმა­ზე, რომ დარ­ტყმის შე­დე­გად, გიგა ავა­ლი­ა­ნი ას­ფალტზე, კე­ფით, პი­რაღ­მა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ე­ცა და და­ცე­მის დროს უნდა მი­ე­ღო და­ზი­ა­ნე­ბა. თუმ­ცა, კო­მი­სი­ურ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ცალ­სა­ხად გა­მო­რი­ცხეს მსგავს გა­რე­მო­ე­ბებ­ში შუბ­ლის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, რად­გან შუბ­ლის ძვა­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს მო­ტე­ხი­ლი აქვს პირ­და­პი­რი დარ­ტყმის შე­დე­გად, ფეხ­ზე მდგომს და მი­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო წი­ნი­დან უკან და არა პი­რი­ქით. და­ცე­მის შე­დე­გად მას და­ზი­ა­ნე­ბა უნდა მი­ე­ღო კე­ფის არე­ში – უკ­ნი­დან წინ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, გიგა ავა­ლი­ანს და­ზი­ა­ნე­ბა პირ­და­პირ შუბ­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მას პი­რის­პირ ედგნენ”,- გა­ნა­ცხა­და სო­ნი­ძემ.

    ამ წუ­თებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვა­ზე შეს­ვე­ნე­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. 15:00 სა­ა­თი­დან კი, სა­სა­მარ­თლო­ში იმ ახალ­გაზ­რდებს და­კი­თხა­ვენ, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვის დროს გიგა ავა­ლი­ა­ნის დახ­მა­რე­ბას შე­ე­ცად­ნენ.

    ცნო­ბის­თვის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს, გი­ორ­გი რი­კა­ძე­სა და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვანს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რად, რა­საც გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა.

  • დაუჯერებელია‼️‼️ამას ვინ იფიქრებდა?…😱😱 LIVE: ირაკლი კობახიძე სპეციალურ ბრიფინგს მართავს

    დაუჯერებელია‼️‼️ამას ვინ იფიქრებდა?…😱😱 LIVE: ირაკლი კობახიძე სპეციალურ ბრიფინგს მართავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სპეციალურ ბრიფინგს მართავს.

  • ილია მეორის და უკრაინის პატრიარქის ბოლო მიმართვა მრევლს, დღეს უკრაინის პატრიარქიც გარდაიცვალა

    ილია მეორის და უკრაინის პატრიარქის ბოლო მიმართვა მრევლს, დღეს უკრაინის პატრიარქიც გარდაიცვალა

    ილია მეორეს ბოლო მიმართვა მრევლს

    დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, – ამ მოწოდებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დიდმარხვის დაწყების წინ, 22 თებერვალს მიმართა მრევლს.

    „დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა…

    ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, – გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება.

    ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.

    დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა („მოწყალებისა კარი განგვიღე“) ასევე 50-ე ფსალმუნი; ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.

    ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ.

    ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება.

    მუდამ თქვენთვის მლოცველი ილია II“.

     

     

    უკრაინის პატრიარქის ბოლო მიმართვა მრევლისადმი

    „სლავა იესუ ქრისტუ! ძვირფასნო ქრისტეში ძმებო და დებო!
    ამ კვირას სრულდება უკვე 212‑ე კვირა სრულმასშტაბური ომისა. ეს კვირაც ღირსეული ყოფილა თავისი მძიმე ლოდინისა და ტკივილისთვის. ომი ჩვენს ქვეყანაში გრძელდება, რომელიც ყოველდღიურად ვითხოვს მშვიდობიანთა სიცოცხლეს და რჩება ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ…
    ჩვენ მტკიცედ ვსვამთ ლოცვას მშვიდობისთვის და ვთხოვთ ღვთის ყოველჟამინდელ მცველობას ჩვენს ხალხსა და ჩვენს მიწაზე…
    ღმერთი გააძლიეროს თითოეული თქვენგანის სული, სიყვარული და რწმენა, რომლითაც ჩვენ ერთობლივად გავიმარჯვებთ ბოროტის წინააღმდეგ.
    ჰაი დედი გრუიპა იესუ ქრისტუ! (ქრისტეს დიდება!)

  • ეს ინფორმაცია არავინ იცოდა “მომავალი პატრიარქი იქნება ძმათა შორის, შვილებიდან არჩეული…” – მეუფე ანტონის განცხადება რომელიც მოულოდნელია (ვიდეო)

    ეს ინფორმაცია არავინ იცოდა “მომავალი პატრიარქი იქნება ძმათა შორის, შვილებიდან არჩეული…” – მეუფე ანტონის განცხადება რომელიც მოულოდნელია (ვიდეო)

    “რთული იქნება იმიტომ, რომ მე ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, პატრიარქი იყო ჩვენი, ყველას მამა და მამის წინაშე ყველანი ვიყავით შვილები და ახლა ვინც არ უნდა იქნეს მომავალი პატრიარქი ის იქნება ძმათა შორის, შვილებიდან არჩეული და შვილები, ძმები ერთმანეთს შეიძლება ცოტა, რაღაცნაირად რთული იქნება შვილებში. მამის წინაშე ვერავინ ვერ ამოიღებს ხმას და ძმის წინაშე შეიძლება უფრო მეტი ის იყოს… ამიტომ რთული ეპოქა იქნება აუცილებლად” – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ (ბულუხია)​ “TV პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

  • რას წერს ნიუ იორკ თაიმსი პატრიარქზე – ამერიკული მედიის სკანდალური ანალიზი ილია II-ზე

    რას წერს ნიუ იორკ თაიმსი პატრიარქზე – ამერიკული მედიის სკანდალური ანალიზი ილია II-ზე

    მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა, The New York Times, საქართველოს სულიერ ლიდერზე, ილია II-ზე ვრცელ მასალას აქვეყნებს, რომელმაც უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

    სტატიაში პატრიარქი წარმოდგენილია როგორც ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ ეკლესია, არამედ მთელი ქვეყნის სულიერი მიმართულება განსაზღვრა. ამერიკული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ეკლესია იქცა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციად საქართველოში.

    მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ქება.

    🔻 სტატიაში საუბარია მის უზარმაზარ გავლენაზე საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესებზე
    🔻 აღნიშნულია, რომ ეკლესიის როლი ხშირად სცილდებოდა მხოლოდ რელიგიურ სფეროს
    🔻 ასევე გაჟღერებულია კრიტიკული შეფასებები მისი კონსერვატიული პოზიციების შესახებ

    ავტორები წერენ, რომ ილია II იყო „ეპოქალური ფიგურა“, თუმცა ამავე დროს – ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ლიდერი, რომლის მემკვიდრეობაც მომავალშიც დებატების საგანი იქნება.

    სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, რომ მისი გარდაცვალება შეიძლება ნიშნავდეს ახალი ეპოქის დასაწყისს – როგორც ეკლესიაში, ისე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში.

    📌 „მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მისი წასვლა არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ეროვნულ ცვლილებებსაც გამოიწვევს“ – ასეთ შეფასებებსაც ავრცელებს გამოცემა.

    დღეს, როცა ქვეყანა ელოდება შემდეგ ნაბიჯებს, ერთი კითხვა ჰაერში რჩება:
    ვინ შეძლებს შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც ილია II-ის შემდეგ დარჩა?

    1. „ეკლესიის აღდგენის არქიტექტორი“

    სტატიის მთავარი ხაზი ასეთია:

    👉 ილია II იყო ადამიანი, რომელმაც
    საბჭოთა რეპრესიებიდან ეკლესია გამოიყვანა და ძლიერ ინსტიტუციად აქცია

    • 1977 წელს გახდა პატრიარქი
    • იმ დროს ეკლესია ფაქტობრივად დასუსტებული იყო
    • მისი ხელმძღვანელობით ეკლესია გადაიქცა საქართველოს ყველაზე გავლენიან ინსტიტუციად

    📌 ანუ NYT მას ხედავს როგორც რესტავრატორს + შემქმნელს


    2. „ეროვნული იდენტობის სიმბოლო“

    სტატიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აზრი:

    👉 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
    ეკლესია გახდა იდეოლოგიური სიცარიელის შემავსებელი

    • ხალხმა კომუნიზმის ნაცვლად ეკლესიას მიმართა
    • ეკლესია გადაიქცა ტრადიციისა და ეროვნული იდენტობის საყრდენად

    📌 ანუ:
    ილია II = არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი, არამედ
    ეროვნული ერთიანობის სიმბოლო


    3. „ძალიან ძლიერი გავლენა საზოგადოებაზე“

    NYT ხაზს უსვამს:

    • ეკლესია გახდა ყველაზე ნდობით სარგებლობადი ინსტიტუცია
    • თავად ილია II იყო ერთ-ერთი ყველაზე ნდობით სარგებლობადი ადამიანი ქვეყანაში

    📌 მნიშვნელოვანი დეტალი:
    მისი გავლენა არ იყო მხოლოდ ეკლესიაში
    👉 ვრცელდებოდა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზეც


    4. „კონსერვატორი ლიდერი“

    სტატიაში მკაფიოდ არის კრიტიკული ხაზიც:

    • მკვეთრად ტრადიციული შეხედულებები
    • წინააღმდეგობა:
      • ლგბტ უფლებებზე
      • აბორტზე

    📌 NYT აქ აჩვენებს კონფლიქტს:

    👉 საქართველო ცდილობს ევროპისკენ სვლას
    👉 ეკლესია იცავს ტრადიციულ ღირებულებებს


    5. „დაძაბული გეოპოლიტიკური კონტექსტი“

    სტატიაში ნახსენებია მისი პოზიციებიც:

    • უკრაინის თემაზე
    • რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობაზე

    👉 კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ეკლესიაზე
    რუსული გავლენის ელემენტები იგრძნობოდა

    მაგრამ ამავე დროს:

    • თავად ილია II ხშირად საუბრობდა მშვიდობაზე

    📌 ანუ სურათი არ არის შავი ან თეთრი
    არამედ საკმაოდ კომპლექსური


    6. „ეპოქალური, მაგრამ წინააღმდეგობრივი ფიგურა“

    საბოლოო შეფასება, რაც სტატიიდან მოდის:

    👉 ილია II არის:

    • ეპოქალური ლიდერი
    • ძალიან გავლენიანი ფიგურა
    • მაგრამ ასევე
    • დებატების საგანი მომავალშიც

    🎯 დასკვნა (ყველაზე ზუსტი ფორმულირება)

    The New York Times არ წერს არც მხოლოდ ქებას და არც მხოლოდ კრიტიკას.

    ის აჩვენებს ილია II-ს როგორც:

    🏛️ ადამიანი, რომელმაც ეკლესია გადააქცია ეროვნული ძალად
    🧠 ფიგურა, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის სულიერი იდენტობა
    ⚖️ ლიდერი, რომლის გავლენა იყო უზარმაზარი, მაგრამ არა ერთმნიშვნელოვანი

  • 🔻 97 წლის ასაკში საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა

    🔻 97 წლის ასაკში საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა

    უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა –  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია და სასულიერო პირები ავრცელებენ.

    97 წლია პატრიარქის გარდაცვალების შესახებ დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემაც.

    მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის წინამძღვარი და კიევის მიტროპოლია ღრმა მწუხარებით აცნობებს სრულიად უკრაინის სამწყსოს, რომ 2026 წლის 20 მარტს, ქრონიკული დაავადებების გამწვავების შედეგად, სიცოცხლის 98-ე წელს, მონაზვნობის 77-ე და მღვდელმთავრობის 65-ე წელს, ღმერთში განისვენა კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის საპატიო პატრიარქმა ფილარეტმა“, — ნათქვამია მიტროპოლიტ ევსტრატი ზორიას განცხადებაში.