Blog

  • როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე – ვრცლად

    როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე – ვრცლად

    სიონის საპატრიარქო ტაძარი, სადაც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უწმინდესის საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგონ მას.

    სიონში მოქალაქეების ნაკადი ამ დროისთვისაც არ წყდება.

    საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილის თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს დაკრძალეს.

    უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან – წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

    პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.

    წყარო: primetime.ge

  •  სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი ემსხვერპლა

     სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი ემსხვერპლა

    🔻 კატარში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი ემსხვერპლა | ინფორმაციას CNN ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ვერტმფრენი ტერიტორიულ წყლებში რუტინული დავალების შესრულების დროს ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. მათივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უკვე დასრულდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი ბორტზე თურქეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდა

  • 9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა – რა დაადგინეს მეცნიერებმა?

    9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა – რა დაადგინეს მეცნიერებმა?

    2023 წლის სექტემბერში სეისმოლოგებმა უნიკალური სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც ცხრა დღის განმავლობაში მთელ პლანეტაზე ვრცელდებოდა. განსხვავებით მიწისძვრებისგან, ეს სიგნალი მხოლოდ ერთი სიხშირისგან შედგებოდა და ის ისმოდა არქტიკიდან ანტარქტიდამდე. თავდაპირველად მას “USO” ეწოდა — უცნობი სეისმური ობიექტი – წერს Science და Nature Communications-ი.

    საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სიგნალის მიზეზი გახდა მასშტაბური კატასტროფა აღმოსავლეთ გრენლანდიაში. 2023 წლის 16 სექტემბერს დიქსონის ფიორდში გიგანტური მეწყერი ჩამოიშალა, რომლის მოცულობა დაახლოებით 10 000 ოლიმპიური აუზის ტოლფასი იყო ქანების სახით. ამან გამოიწვია 200-მეტრიანი მეგაცუნამი — ტალღა, რომელიც სიდიდით აღემატებოდა ცნობილი სატელიტურ კოშკს, Space Needle-ს.

    ფიორდში წყალმა წინ და უკან მოძრაობა დაიწყო, რასაც სეიში ეწოდება — ფენომენი, რომელიც დაახლოებით 10 000-ჯერ აირეკლა ცხრა დღის განმავლობაში. სწორედ ეს მოძრაობა დააფიქსირეს სეისმურმა სენსორებმა მთელ მსოფლიოში. მეცნიერები კატასტროფის მიზეზად კლიმატის ცვლილებას და მყინვარების დნობას ასახელებენ, რამაც მთის ფერდობები არასტაბილური გახადა.

    „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა წყლის შხეფისგან წარმოქმნილი რხევა დედამიწის ქერქის გავლით მთელ პლანეტაზე გავრცელდა,“ — აღნიშნა სეისმოლოგმა სტივენ ჰიკსმა (UCL-დან).

  • ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, – „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

    პარტიის ცნობით, საბაზისო ინდექსის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ.

    „ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ოლიგარქიული ტენდენციები. ანგარიში ყურადღება საქართველოსაც ეთმობა. მკვლევართა შეფასებით საქართველო რისკფაქტორის მიხედვით ჩამორჩება მაგალითად შვეიცარიას, კვიპროსს, უნგრეთს და ა.შ. ( გვ. 41). მიუხედავად ანგარიშში რისკად აღქმული იმ მოცემულობისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, რეალური და მრავალფაქტორიანი მონაცემების ანალიზის საფუძველზე კვლევამ დაადგინა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია (გვ.42) (გვ. 89). ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით 2 ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო (გვ.42) და კორექტირებული (გვ. 89) მაჩვენებლები.

    ოლიგარქიზაციის ტენდენციის საბაზისო ინდიკატორი ასახავს 2012 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს 10 -წლიანი გაანგარიშებით და ეძღვნება იმის დადგენას, თუ როგორ შეიცვალა ეროვნულ სიმდიდრის ფორმირებაში საზოგადოების უმდიდრესი 1%-ის წვლილი.

    საბაზისო ინდექსის მიხედვით 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ (გვ.42). კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10 – წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს ოლიგარქიზაციის გაღრმავებას. ამასთან ოლიგარქიზაციის საბაზისო ინდიკატორი გაუარესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში . ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, დანია, ავსტრია, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი.

    მკვლევრებმა საბაზისო ინდექსის გარდა უფრო სიღრმისეული, მრავალფაქტორიანი ანალიზის საფუძველზე ოლიგარქიზაციის ცვლილების კორექტირებული ინდექსიც შეიმუშავეს (გვ. 89). ოლიგარქიზაციის ტენდენციის კორექტირებული ინდექსი აანალიზებს სიმდიდრის უთანაბრობის გაუმჯობესების და გაუარესების ხანგრძლივ ტენდენციებს, რომელიც სპეციალური ფორმულით შეწონილია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ცვლილების ტენდენციებთან 2013-2023 წლებში(გვ. 88-89). შედეგები საქართველოსთვის შთამბეჭდავად გამორჩეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ამ კორექტირებული ინდექსის მიხედვით, დეოლიგარქიცაზიის ხანგრძლივი 10- წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა ირლანდიის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ოლიგარქიზაციის ცვლილების შეწონილი მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან 17-ში გაუარესდა.

    ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ, რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“. https://corruptiondata.eu/a-report-on-causes-and-trends-of-corruption-risk-in-europe-41/“- ნათქვამია ინფორმაციაში

  • მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყველასთვის უცნობი” – ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

    მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყველასთვის უცნობი” – ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

    ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები ქვეყნდება :

    🔴მეგობრებო, ვინაიდან ახლა თითოეული ჩვენგანის ყურადღება საპატრიარქოსკენაა მიპყრობილი, შეგახსენებთ იმ წინასწარმეტყველებათა უმცირეს ნაწილს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ქართული ეკლესიის მომავალს ეხება.

     

    ✅ ცნობისათვის, ეს წინასწარმეტყველებები წარსულში უკვე გამოქვეყნებულია როგორც ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე მის წიგნებში „ახალი სიტყვა“ – სხვადასხვა წლების გამოცემებში როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე.

    📌2006 წელი, 29 ნოემბერი

    ვხედავ, მოდის პატრიარქად ახლაგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მე ვიცნობ კარგად, ისიც მიცნობს და მაფასებს. აღფრთოვანებულია. მთავრობა ზურგს უმაგრებს.

    რეფორმები საპატრიარქოსაც შეეხება. სამართალი იმარჯვებს! ყველაფერი სუფთავდება.

    📌2007 წელი, 17 დეკემბერი

    ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. გარდაიცვლება წინამძღვარი – პატრიარქი ილია II. ბევრი რამ შეიცვლება. საპატრიარქოში, ვხედავ, სიმშვიდეა.

    მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.

    მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი! რაც ძალიან სჭირდება საქართველოს.

    📌2008 წელი, 24 იანვარი

    ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველას და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი, მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში.

    მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა.

    ‼️ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს.

    მეუფეს ეს ბევრი წლის წინ ვუწინასწარმეტყველე პირადად, საპატრიარქოში, მის კაბინეტში <…>. იგი უნდა გახდეს ნამდვილი პატრიარქი საქართველოსი და განაგრძოს ქვეყნის აღმშენებლობა, რასაც აკეთებდა ილია II. უფრო განსხვავებულ გზას ვხედავ, მართალია, მაგრამ ყოველივე ეს ხომ ღმერთის ნებაა. ამინ!

    📌2009 წელი, 30 ნოემბერი

    ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში: ძლიერი, რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არამხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას.

    📌2009 წელი. 20 დეკემბერი

    კოსმოსი დაასუფთავებს უფლის სახლს და მერე როგორ?! ყველა იხილავს ამას. ასეთია ნება კოსმოსისა, რათა დარჩეს მღვდელი იგი პატიოსანი და ვხედავ, გადარჩება ბოლოს საპატრიარქო. განწმინდავს და დაასუფთავებს უფლის ხელი ყველაფერს. ირწმუნეთ, ვინაიდან თითოეული სიტყვა ასრულდება ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება.

    📌2017 წელი, 20 თებერვალი

    ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი. მასში დიდი ენერგიაა ჩადებული. კარგად იცის, რა თამაშებიცაა პოლიტიკაში და როგორ ითამაშოს. ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

    მთავარი კი ის არის, რომ მას სწამს, სჯერა ქართველი წინასწარმეტყველის, +ლელა+ კაკულიასი — როგორც მის წინამორბედ პატრიარქ ილია მეორეს. ამიტომ მას დიდი ძალა ეძლევა კოსმოსიდან. ეს ასეა. ამინ!

    მომავალში საქართველოს პატრიარქი ეყოლება, ვხედავ, და ყველაფერი ირგვლივ დამშვიდდება.

    📌2018 წელი, 30 ნოემბერი

    მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები. სინოდი ისე გადაწყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს, მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს.

    ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება — პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი. საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს.

    📌2019 წელი, 16 მარტი

    ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყველასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

    📌2020 წელი, 1 ივლისი

    უფლის, კოსმიური საცერი იცრება და ვხედავ, საპატრიარქოც გაიცრება. იქნება ისე, როგორც კოსმოსს სურს და არა ისე, როგორც ადამიანებს სურთ. ბევრი რამ შეიცვლება.

    📌2022 წელი, 25 აპრილი

    მოდის ახალი პატრიარქი. ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში — ყველა და ყველაფერი. და ამას ვერ შეაჩერებთ. ამინ!” – წერა პოსტში

  • “ეს იქნება დიდი შოკი….” –ვრცელდება ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება მიხეილ სააკაშვილის შესახებ

    “ეს იქნება დიდი შოკი….” –ვრცელდება ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება მიხეილ სააკაშვილის შესახებ

    „რუსეთს აუცილებლად გარიცხავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასე ვთქვათ, წონიანი, გავლენიანი ორგანიზაციებიდან!“ – ასე ბრძანა ქალბატონმა ლელამ 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც მისი საავტორო გაზეთის №66-ში გამოქვეყნდა და 2017 წელს გამოცემულ წიგნშიც შევიდა.
    თუმცა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა ქალბატონმა ლელამ კიდევ უფრო ადრე იწინასწარმეტყველა.

    მიმდინარე წლის 10 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთს არ სურს მონაწილეობა „ნატოსა და მისი მორჩილი მიმდევრის“, ევროკავშირის საქმიანობაში, რომელიც ევროსაბჭოს „დასავლური უპირატესობისა და ნარცისიზმის პლატფორმად“ გარდაქმნას ემსახურება, და ამიტომ კრემლმა ევროსაბჭოს დატოვება განიზრახა.

    გუშინ კი, 15 მარტს, მოსკოვმა პათეტიკურად განაცხადა, რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვაო.

    სინამდვილეში კი ეს ევროსაბჭომ გარიცხა თავისი რიგებიდან რუსეთი და შტაბბინის წინ აღმართული მისი სახელმწიფო დროშაც ოპერატიულად დაუშვა.
    და ეს ყველაფერი არ არის: მოსკოვს კიდევ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიაბრძანებენ, როგორც ეს არაერთხელ იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წარსულში.

    ქვემოთ ერთ ამონარიდს შეგახსენებთ – 13 წლის წინანდელს.

    2009 წელი, 14 ივნისი

    … რუსეთს საბოლოოდ აგრესორის სახელი ედება და ისინი ამას ვერ წაშლიან.ვხედავ, მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება მას, ვინაიდან რუსეთი თავხედურად ცდილობს ზეწოლას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და ასევე სხვა ევროპულ სახელმწიფოებზეც. არც გერმანიას მოერიდებიან. პირდაპირ განაცხადებენ, რომ ბერლინის კედელს ისევ ააშენებენ და არც არაფრის ეშინიათ, ევროპის აზრი არც აინტერესებთ.

    ეს იქნება დიდი შოკი ევროპისთვის. რომელსაც უცებ დაავიწყდება საყვარელი სიტყვები: „მოლაპარაკებები“, „დიალოგი და მხოლოდ დიალოგი“ და იწყებს სანქციების გამოყენებას, რომლებიც ყველა პოლიტიკურ ზღვარს ცდება. აი, აქ კი მართლა შეშინდება რუსეთის მთავრობა.

    ევროპამ რუსების მიმართ სანქციები ბოლომდე არ გამოიყენა, როცა ეს უკანასკნელი საქართველოში შემოიჭრა. ჰოდა, იმის ხედვა, რასაც რუსეთი მომავალში მოუწყობს ევროპელებს და შესაბამისად, ევროპის პასუხიც, რომელიც რუსულ პოლიტიკას დიდ დარტყმას მიაყენებს, ძალიან მსიამოვნებს<…>.

    და მთავარი: თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და ანგარიშს არ გაუწევს ევროპას, ვხედავ, მას ევროსაბჭოდან გამოაგდებენ; დიახ, ხმის უფლებასაც ჩამოართმევენ და გამოაგდებენ კიდეც.

    ევროპა და ამერიკა ძალიან მალე დაიღლებიან რუსეთის კაპრიზებით. აი, მაშინ იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები.”

  • “კანონიზაციის 7 ნიშანი არსებობს, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის…” – რას ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ?

    “კანონიზაციის 7 ნიშანი არსებობს, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის…” – რას ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ?

    კანონიზაციის 7 ნიშანი არსებობს, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა. აი ამაზე მეტი საყოველთაო თაყვანისცემა მე ვერც წარმომიდგენია. დანარჩენ ყველა ნიშანს აკმაყოფილებს პატრიარქი. ცხოვრებაში სასწაულქმედებდა და ამას უამრავი ადამიანი ადასტურებს. განსაკუთრებული სიწმინდით ცხოვრობდა და ამას ყველანი ვადასტურებთ, ვინც მასთან შეხებაში იყო.

    მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” | ამბობს ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მედიასთან.

  • 22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

    22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ამ დღეს პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მოვლენების უცაბედი შემობრუნება თქვენ სასარგებლოდ. ეცადეთ ოჯახისთვის გასართობი აქტივობები დაგეგმოთ — ახლა დადებითი ემოციები ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. იზრუნეთ თვითგანვითარებაზე — მალე თქვენი ცოდნა და უნარები დაფასდება და შეძლებთ ხელმძღვანელს ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ. ზედმეტ ინიციატივებს მოერიდეთ და საკითხები ეტაპობრივად, მათი წარმოჭრისთანავე მოაგვარეთ.

    შესაძლოა, მეგობრების დახმარებით დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. დროა, ექიმთან შეთანხმებით პროფილაქტიკური ვარჯიში დაიწყოთ, თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ — მაღალი დატვირთვა ყველასთვის სასარგებლო არ არის.

    კურო

    პლანეტები გირჩევენ, რომ მოთმინება გამოიჩინოთ და სასიყვარულო ურთიერთობებში მოვლენები არ დააჩქაროთ. ბევრ კუროს რომანტიკული თავგადასავალი, ძველ მეგობართან შეხვედრა ან სასიყვარულო პრობლემების მოგვარება ელის. მთელი ყურადღება კარიერისკენ გაქვთ გადატანილი, თუმცა ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ კოლეგების პატივისცემა არ დაკარგოთ.

    კარგი დღეა გარიგებებისა და ფინანსური დაწესებულებების მოსანახულებლად, ოღონდ ეცადეთ ხელის მოწერამდე საბუთები ყურადღებით წაიკითხოთ. მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმიც — ადრე დაწექით, რომ ძალები აღიდგინოთ.

    ტყუპები

    საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს კავშირს კარგი მომავალი აქვს. მარსის აქტივობა ოჯახურ იდილიას დროებით დაარღვევს და შესაძლოა ურთიერთობები დაიძაბოს. ახლობლებისთვის მიცემული პირობები არ დაივიწყოთ.

    სამსახურში რთული პერიოდი გელით და ვითარების გამოსასწორებლად ძალისხმევა დაგჭირდებათ. ფრთხილად იყავით ფულთან, განსაკუთრებით მაღაზიებში — ქურდობის ალბათობა მაღალია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აქტიურ სპორტს და გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.

    კირჩხიბი

    თუ ფიქრობთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლის დროა, იმოქმედეთ, დაყოვნება არ შეიძლება! დღეს ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან თქვენს ურთიერთობებს გამოცდა ელის. სავარაუდოდ, დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საქმეების სასწრაფოდ მოგვარება მოგიწევთ. მონდომება გამოიჩინეთ და ენერგიას ფუჭად ნუ დახარჯავთ. თუ თქვენი სამუშაო ფინანსებს უკავშირდება, ქაღალდების მოწესრიგება დიდ დროს წაგართმევთ.

    მოერიდეთ კრედიტების აღებას და ეცადეთ, თქვენი ხარჯები შემოსავლებს შეუსაბამოთ. იმაზე მეტი გადაინახოთ, ვიდრე ხარჯავთ. საღამოს ეცადეთ დროულად დაწვეთ და ნუ გამოიტენით თავს უსარგებლო ინფორმაციით.

    ლომი

    ამ დღეს დილიდან მოსალოდნელია გაუგებრობები და კონფლიქტები. ეცადეთ, ურთიერთობებში სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ. მართალია, ლიდერობა გსურთ, მაგრამ ახლა სჯობს, სიბრძნე გამოიჩინოთ და კომპრომისზე წახვიდეთ.

    მოვლენების მოულოდნელი განვითარება გაიძულებთ, რომ ბევრ სხვადასხვა ადამიანთან კავშირი დაამყაროთ. ფინანსური პრობლემები გაქვთ? ნუ იდარდებთ, იღბალი მალე თქვენკენ შემობრუნდება! მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს — ეს თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება.

    ქალწული

    არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს საკუთარი სიტყვებისა თუ ქმედებების გამო თავის მართლება ან ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. ნუ ინერვიულებთ — ცუდი განწყობა მალე გაივლის, მთავარია ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

    მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა, დაცინვის ობიექტი გახდეთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ „იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“. მალე შემოსავლის წყარო გამოჩნდება, რაც ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. შეიძლება დღის მეორე ნახევარში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ.

    სასწორი

    აღიარეთ, რა არის ის, რისი სწავლაც პარტნიორისგან გსურთ? იქნებ ეს ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულებაა? კარგი დროა მოგზაურობისთვის — ახალი შთაბეჭდილებები და შინაგანი სიმშვიდე სწორედ ისაა, რასაც მგზავრობიდან ჩამოიტანთ.

    შემოქმედებით სფეროში მომუშავეებს წარმატება ელით — ბოლოს და ბოლოს თქვენი საქმიანობა სათანადოდ დაფასდება. ვარსკვლავების განლაგება ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ, ოღონდ ბედისგან მეტისმეტს ნუ მოითხოვთ. დღის მეორე ნახევარში სასარგებლოა წყლის პროცედურები, აბანო ან საუნა.

    მორიელი

    ვარსკვლავები მარტოხელა მორიელებს შეხვედრას ჰპირდებიან, რომელიც რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი გახდება. გირჩევთ, სამსახურის პრობლემები კარის ზღურბლთან დატოვოთ, რათა ოჯახში მშვიდობა შეინარჩუნოთ.

    ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა ჯერჯერობით უპერსპექტივოა, თუმცა ძველ ნაცნობს ან ნათესავს შეუძლია ღირებული რჩევა მოგცეთ. ინტელექტუალურ ამოცანებს თავს ადვილად გაართმევთ, მაგრამ შრომისუნარიანობა დაგიქვეითდებათ, ამიტომ დასვენებაზეც იფიქრეთ. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები რომ აიცილოთ ეცადეთ, ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.

    მშვილდოსანი

    შესაძლოა, გულმა ახალი თავგადასავლებისკენ გაგიწიოთ. პლუტონისა და მთვარის კომბინაცია გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ. არახელსაყრელი დღეა რემონტის დაწყებისა და ინტერიერის განახლებისთვის — შედეგი ნაკლებად გაგახარებთ. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ და დაგროვილი საკითხების განსახილველად დრო გამონახოთ.

    ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანობის ახალი სფეროები მოძებნოთ, რადგან შესაძლოა მალე თქვენი პროფესია ნაკლებად მოთხოვნადი იყოს. საღამო გონების განტვირთვას დაუთმეთ — წიგნი ან მუსიკა საუკეთესო არჩევანია.

    თხის რქა

    საყვარელი ადამიანი თქვენზე ნაწყენია — სამუშაოს ზედმეტ დროს უთმობთ, მას კი ყურადღებას აკლებთ. დროა, სიტუაცია გამოასწოროთ! კარგი დღეა ახალი საქმეების დაგეგმვის, ძველი კავშირების გამყარებისა და ოჯახის წევრების დახმარებისთვის. ახალმა ინფორმაციამ შესაძლოა გეგმების შეცვლა გაიძულოთ.

    წინ მშვიდი პერიოდი გელით და არავისთვის არაფრის მტკიცება აღარ მოგიწევთ. რაც უნდა მიმზიდველად ჩანდეს, საქმიან შეთავაზებებს სიფრთხილით მოეკიდეთ. საღამოს საათებში ეცადეთ, კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

    მერწყული

    ახალგაზრდა მერწყულები, რომლებსაც სასიყვარულო საქმეებში გამოცდილება აკლიათ, ამ დღეს ფხიზლად უნდა იყვნენ —შესაძლოა, თქვენი მოხიბვლა არასაიმედო ადამიანმა სცადოს, რომელიც მალე იმედს გაგიცრუებთ. შესაძლოა, ბოლო დროს საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ფიქრობდით — დროა სხვების გრძნობებსაც ყურადღება მიაქციოთ. მალე ისეთი საქმის კეთება მოგიწევთ, რომელიც არ გიყვართ, თუმცა საქმეს მშვენივრად გაუმკლავდებით.

    ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ, თორემ მარტო დარჩებით! ამჟამად თქვენი იმუნიტეტი შესუსტებულია, ამიტომ ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.

    თევზები

    თუ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნიათ, გირჩევთ, სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ — მალე შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ბედს დაუკავშირებთ. აჩქარების გამო შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ, ამიტომ ეცადეთ, ყველა გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონოთ.

    ერთი შეხედვით უიმედო საქმე სასურველ შედეგს მოგიტანთ. დროა, ზედმეტ ხარჯებზე უარი თქვათ და დაზოგვა დაიწყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გადაიღალოთ, რადგან ფიზიკური დატვირთვა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

  • რა უბედურება ტრიალებს: 110 ბავშვია დაღუპული

    რა უბედურება ტრიალებს: 110 ბავშვია დაღუპული

    ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული.

    „სიენენის“ ცნობით, მათ შორის არის ოჯახი, რომელმაც ავიაიერიშის შედეგად ხუთივე შვილი დაკარგა.

    როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, ისინი სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც იერიშებს, საერთო ჯამში, ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

  • ვრცელდება პრემიერ მინსიტრის ახალი განცხადება

    ვრცელდება პრემიერ მინსიტრის ახალი განცხადება

    საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობა მრავალ სფეროში განაგრძობს განვითარებას და მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

    „დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ რამდენად აფასებს საქართველო ამ უმშვენიერეს ქვეყანასთან, უნგრეთთან მეგობრობასა და პარტნიორობას. საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ჩვენი პარტნიორობა მრავალ სფეროში განაგრძობს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ის კიდევ უფრო გაძლიერდება.

    სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მოკლებულია სუვერენიტეტს, ვერ გუობს ვერცერთ სუვერენულ მთავრობას, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. მათთვის მიუღებელია ეწვიო ამ ქვეყანას და იხილო ავთენტური უნგრეთი, იმ მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც არსებითად დაკარგეს საკუთარი იდენტობა. მათთვის მიუღებელია, რომ უნგრეთი, თავისი პატრიოტული მთავრობის წყალობით, ეფექტიანად იცავს თავს გენდერული პროპაგანდისგან, მიგრაციისგან და სხვა მანკიერებისგან, რაც თანამედროვე ევროპისთვის ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

    მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები,

    ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე გაიმართება.

    „ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში.

    მსურს პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე.

    დასასრულს, მსურს წარმატებები ვუსურვო მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთგულია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემის იდეისადმი, ამ მზარდი იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში“, – განაცხადა პრემიერმა.