Blog

  • “ძალიან დიდი საფრთხე ელოდება ადამიანებს” – გოგა მანიას საგანგაშო წინასწარმეტყველება

    “ძალიან დიდი საფრთხე ელოდება ადამიანებს” – გოგა მანიას საგანგაშო წინასწარმეტყველება

    ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

    “21.01.2024 წლის ✍️ ჩანაწერი … რადიკალური ცვლილებები დიდ ბრიტანეთში! თავდასხმა რუსეთის მთავარსარდალზე! და ომი რომელიც გარდაუვალია, !! საქართველოს სათავეში ადამიანის მოსვლა, რომელიც ასე ძალიან უარყავით! დიდი გლოვა ეკლესიების კარიბჭესთან”

  • “რატომ ანრი, შვილოო…” – ნახეთ რა დაემართა ანრი ჯოხაძეს – ახლახან, სკანდალური ფოტო გავრცელდა

    “რატომ ანრი, შვილოო…” – ნახეთ რა დაემართა ანრი ჯოხაძეს – ახლახან, სკანდალური ფოტო გავრცელდა

    მომღერალმა და ტელეწამყვანმა ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რასაც მისი ფეისბუქ-

    მეგობრების კრიტიკა მოჰყვა. როგორც ჩანს, ანრის გადაპარსულ თმას ვერ ახდენენ.

    მარიო ბიონდის ჰგავხარ აქ“; „დაბნელება პირველ სახლში იმიჯზე აისახა, ხომ?“; „თურქული სერიალის პერსონაჟს რატომ ჰგავხარ?“; „ვაიმე, ანრი, რატომ შვილო? მაინც მიყვარხარ“; „არა ანრი, არ არის შენი“ – წერენ კომენტარებში.

  • რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში – წელს უფრი ხანგრძლივი არდადეგებია

    რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში – წელს უფრი ხანგრძლივი არდადეგებია

    წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამიტომ, 10-13 აპრილი ოფიციალურად უქმე დღეებია.

    აღსანიშნავია, რომ 9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, ასევე ოფიციალურად უქმე დღეა, რომელიც წელს ხუთშაბათს ემთხვევა.

    შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ. ამის შესახებ  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომაც დაადასტურა.

  • საჭმლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – ტრაგედია კახეთში

    საჭმლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – ტრაგედია კახეთში

    დაკონსერვებული პროდუქტით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30  წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა და თავი შეუძლოდ იგრძნო.

    სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა. ძლიერი ინტოქსიკაციის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზა დაინიშნა.

    გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

  • “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10-ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

    როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ორ კრიტერიუმში: ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

    „ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი 20-წლიან პერიოდში. ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევრებმა საბაზისო 2006-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2023-2025 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს. შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და ბოსნია და ჰერცეგოვინა“. მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10- ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

    ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ კრიტერიუმში, როგორიცაა ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

    არჩევანის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ლიეტუვა, ბულგარეთი, ბელგია, ესტონეთი, გერმანია, რუმინეთი, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, შეერთებული შტატები, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი.

    კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, ესპანეთი, მალტა, ხორვატია, ლიეტუვა, კვიპროსი, ლატვია, მონტენეგრო, სლოვენია, თურქეთი, ალბანეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

    ჟურნალისტებთან საუბრისას, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა, წლების წინ, პატრიარქთან საუბარი.

    „მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო –  გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე კიდია ეს გასაღებიო, აქ არის, თუ იქ არისო, მაგით მეტად აღარ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია, თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • თბილისში კაცმა დედა და ძმა მოკლა – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

    თბილისში კაცმა დედა და ძმა მოკლა – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.რ. ბრალდებულის სახით დააკავა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის 2026 წლის აპრილში ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება ​

    ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის 2026 წლის აპრილში ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება ​

    2026 წლის აპრილი ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის, გარდამტეხი ეტაპი იქნება. ამ თვეში პლანეტების იშვიათი განლაგება ადამიანებს საკუთარი ცხოვრების გადაფასებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას ჰპირდება.

    აღნიშნული პერიოდი შემთხვევით ცვლილებებს კი არა, არამედ იმ ღრმა შინაგან ძვრებს უკავშირდება, რომლებიც კარიერაზე, ურთიერთობებსა და პიროვნულ ზრდაზე გავლენას მოახდენს. სატურნის გავლენა მკაცრ, თუმცა აუცილებელ გაკვეთილებს მოგვიტანს, იუპიტერი ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს, ხოლო მთვარის კვანძები შემდგომი მოძრაობის მიმართულებას მიგვანიშნებს.

    ​რას ნიშნავს “ბედისწერის გადატვირთვა”?
    ​ასტროლოგიაში ეს ის პერიოდია, როდესაც ტრანზიტები ნატალური რუკის საკვანძო წერტილებს ააქტიურებს. 2026 წლის აპრილში აღნიშნული მოვლენა საკუთარი გზის მოულოდნელი გააზრებით, საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებით, მოძველებული ისტორიების დასრულებითა და ახალი, გრძელვადიანი ეტაპის დაწყებით გამოიხატება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, გავლენას ყველა ადამიანი იგრძნობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ზოდიაქოს 5 ნიშნის წარმომადგენლებისთვის იქნება:

     ​ვერძი

    აპრილმა თქვენი პროფესიული ცხოვრება შესაძლოა, სრულიად შეცვალოს. ახალი შესაძლებლობები ან მოულოდნელი შემობრუნებები მიზნების გადაფასებას გაიძულებთ. ეს ლიდერული პოზიციის დაკავების ან საქმიანობის სფეროს შეცვლის კარგი შანსია. ​

    კირჩხიბი
    მთავარი თემა ურთიერთობები გახლავთ. არჩევანის გაკეთება კავშირების გაღრმავებასა თუ გულწრფელ დამშვიდობებას შორის მოგიწევთ. ემოციური სიცხადე შინაგანი სიმშვიდის მოპოვების გასაღები გახდება.

    ​სასწორი
    ბალანსი საგრძნობლად ირღვევა. სამსახური და პირადი ცხოვრება სერიოზულ გადახედვას მოითხოვს. ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებები მომავალი წლების საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, თითოეულ გადაწყვეტილებასა და ინიციატივას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

    მორიელი
    ღრმა ტრანსფორმაციის დროა. ქცევის ძველი მოდელები აღარ მუშაობს, რაც შინაგან ცვლილებებს განაპირობებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2026 წლის აპრილი დიდი გადაფასებისა და ახალი სტრატეგიების დასახვის ეტაპი იქნება...ვრცლად

  • ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდა და იწყება “სამყაროს აღსასრული”

    ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდა და იწყება “სამყაროს აღსასრული”

    ებრაელი ფუნდამენტალისტების ჯგუფი აცხადებს, რომ წინასწარმეტყველება, რომელიც იუწყებოდა წითელი ხბოს დაბადებას, ახდა და მას “არმაგედონი” მოჰყვება.. ეს არის პირველი შემთხვევა ორი ათასი წლის განმავლობაში, როდესაც დაიბადა წითელი ხბო.. მათ სჯერათ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდა და სამყაროს აღსასრული ახლოვდება. ებრეალ ფუნდამენტალისტებს სჯეროდათ, რომ როდესაც დაიბადებოდა “ულაქო წითელი თხა”, ის მოიტანდა არმაგედონს და “ბიბლიურ სიწმინდეს”. ბიბლიის თანახმად, “წითელი ხბო” მსხვერპლად უნდა შეიწიროს, რის შემდეგადაც უნდა აშენდეს მესამე ტაძარი, რის შესრულებასაც აპირებენ ტაძრის მსახურნი.