“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

Written by

in

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, გია ყრუ­აშ­ვი­ლის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი სტა­ტუ­სი გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც მისი 22 წლის შვი­ლიშ­ვი­ლის დათო ბლი­ა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე წერს.

“გუ­შინ მი­წას მი­ვა­ბა­რე ჩემი სიმ­წრით გაზ­რდი­ლი 22 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი – ჩემი და­თუ­ჩა… დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავ­და და 5 წელი ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და. მო­ნატ­რე­ბა­ში, ტკი­ვილ­ში და უსა­მარ­თლო­ბა­ში და­ლია სული…

პა­რას­კევს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­ტა­ნე მო­თხოვ­ნა სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა­ზე, რად­გან სწო­რედ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს კი­დევ 5 ახალ­გაზ­რდა – 5 ან­გე­ლო­ზი, იმა­ვე მი­ზე­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ვე­ლო­დე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ ცნო­ბას… და დღეს, ჩემი და­თუ­ჩას საფ­ლავ­თან და­დე­ბუ­ლი ფი­ცით ვამ­ბობ:მთელ ჩემს ენერ­გი­ას, გა­მოც­დი­ლე­ბას, ძა­ლას და სი­ცო­ცხლეს გა­მო­ვი­ყე­ნებ იმის­თვის, რომ ჩემი და­თუ­ჩა იყოს ბოლო მსხვერ­პლი…

ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ კარ­გად იცის, მე ვე­რა­ფე­რი გა­მა­ჩე­რებს.

ვერ გა­მა­ჩე­რე­ბენ ვერც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ახალ­გაზ­რდე­ბის და­ღუპ­ვა­ზე ხუ­ჭა­ვენ თვალს, ვერც ისი­ნი, ვინც ამ უბე­დუ­რე­ბას ხელს აფა­რე­ბენ.

მე და­ვი­წყებ ბრძო­ლას…ბრძო­ლას იმ სი­მარ­თლის­თვის, რო­მელ­საც წლე­ბია ფარ­და ადევს. თუ რას და რო­გორ ვი­წყებ – ამას ჩემი და­თუ­ჩას საფ­ლა­ვი­დან მო­გახ­სე­ნებთ…იქ, სა­დაც ფიცი დავ­დე ჩემს ან­გე­ლოზ­თან,“ – წერს ყრუ­აშ­ვი­ლი.

  • ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და გია ყრუ­აშ­ვილს და მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე ესა­უბ­რა:

– და­თუ­ჩა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის შვი­ლია, დე­და­მი­სი ნატო 5 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­შია, გერ­მა­ნი­ა­ში. დათო უწე­სი­ე­რე­სი ბავ­შვი იყო, ჩემ­თან, რკი­ნიგ­ზა­ში მუ­შა­ობ­და. ნა­ტოს ოჯა­ხი და­ენგრა და მას შემ­დეგ ჩემ­თან ცხოვ­რობ­დნენ. მამა რომ მო­მიკ­ვდა, და­თომ მი­თხრა, ბაბუ, ცხე­ნი მი­ყი­დე და სო­ფელ­ში გა­და­ვალ ბე­ბოს­თან და იქ ვის­წავ­ლი სკო­ლა­შიო. მარ­თლაც, გა­და­ვი­და ხა­რა­გა­ულ­ში და დე­დაც რომ მო­მიკ­ვდა, ბავ­შვს იქ ხომ არ დავ­ტო­ვებ­დი მარ­ტოს, ჩემ­თან წა­მო­ვიყ­ვა­ნე თბი­ლის­ში, მერე რკი­ნიგ­ზა­ში და­ვა­წყე­ბი­ნე მუ­შა­ო­ბა – ჯერ ცეხ­ში მუ­შა­ობ­და, მერე თა­ნა­შემ­წის პო­ზი­ცი­ა­ზე. ნა­ტოს მალე ბინა უნდა ეყი­და შვი­ლის­თვის და კუ­ბოს ყიდ­ვა მო­უ­წია, და­ვი­ღუ­პეთ…

ვი­ცით, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში და ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, დათო ცუდ წრე­ში არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, გზას არ ას­ცდე­ნო­და, ამი­ტომ გვერ­დი­დან არ ვი­შო­რებ­დი. ერთ დღეს მე­უბ­ნე­ბა, პროგ­რა­მის­ტო­ბა მინ­და, წე­რე­თელ­ზეა ოფი­სი და მე­ო­რე ად­გილ­ზე უნდა და­ვი­წყო მუ­შა­ო­ბაო. ვუ­თხა­რი, რა ძალა გად­გას, მუ­შა­ობ, 1500 ლარს იღებ, თუ რამე დაგ­ჭირ­და, დედა არ მო­გაკ­ლებს, აქ არაფ­რის ფულს შენ არ იხდი და არ გინ­და-მეთ­ქი. არაო, და­ი­ჟი­ნა. დათო და მა­რი­ა­მი (ჩემი შვი­ლი), ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად არი­ან გაზ­რდი­ლე­ბი. გუ­შინ ტი­რი­ლით მიყ­ვე­ბო­და, მე და ჩემ­მა სა­და­ქა­ლომ იმ­დე­ნი ვიწ­ვა­ლეთ, ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხეთ და­თო­სო. მა­რი­ამს ყვე­ლა­ფე­რი სცოდ­ნია, ნეტა ჩემ­თვი­საც ეთ­ქვათ…

6-8 თვის წინ დათო წა­ვი­და პროგ­რა­მის­ტის კურ­სებ­ზე და მას მერე აუ­რია და აუ­რია. მერე დე­დის­თვის მი­უ­წე­რია, ბა­ბუს­თან ვე­ღარ ვჩერ­დე­ბი, ვიწ­როდ ვართ და დე­ი­დას­თან (კერ­ძო სახ­ლში) გა­და­ვალ აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­შიო. დე­და­მისს ვუ­თხა­რი, 5-6 წელი არ იყო სი­ვიწ­რო­ვე და ახლა შე­ვიწ­როვ­და ოთა­ხე­ბი, ეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეძებს-მეთ­ქი და თუ და­გი­რე­კა, უთხა­რი, ბა­ბუ­ას და­უ­ჯე­რე-თქო. მო­ვე­დი და წა­სუ­ლი დამ­ხვდა სახ­ლი­დან…

როცა დათო და­ი­ღუ­პა, იმ ღა­მით ნარ­კო­ტი­კით კი­დევ 5 ბიჭი და­ღუ­პუ­ლა თბი­ლის­ში, პრო­ზექ­ტუ­რა­ში 6 ადა­მი­ა­ნი ვი­დე­ქით რიგ­ში. მერე კახა კა­ხიშ­ვი­ლი და კახა კუ­კა­ვა (და­თოს ნათ­ლი­აა) მო­ვიდ­ნენ… პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გვი­თხრა, ვი­ღუ­პე­ბით, სტა­ტის­ტი­კა გა­მო­ი­თხო­ვეთ, ბავ­შვი აღარ დარ­ჩა, ყო­ველ ღა­მით სულ მცი­რე 4 ახალ­გაზ­რდა კვდე­ბა, გუ­შინ­წინ 15 მოკ­ვდა კა­ხეთ­შიო. ახლა თუ რა­მე­ზე ხმა ამო­ი­ღე, გა­კი­ვი­ან, “ნაცი” ხარ, “ქოცი” ხარ, ამის ძა­ხილს გა­და­ა­ყო­ლეს ქვე­ყა­ნა, არა­და, მო­მა­ვა­ლი გვე­ღუ­პე­ბა, მინ­და, პატ­რი­არ­ქიც ჩა­ვა­ყე­ნო საქ­მის კურ­სში… გა­მო­ვი­დეს ყვე­ლა, ხმა ამო­ი­ღონ, იღუ­პე­ბა გე­ნო­ფონ­დი, ახალ­გაზ­რდო­ბა.

ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით… რო­გორც გა­ვარ­კვიე, და­თოს ან­გა­რი­ში­დან გა­და­რი­ცხუ­ლია 80 ათას ლარ­ზე მეტი. ფულს სა­დღაც რი­ცხავ თურ­მე და გიგ­ზავ­ნი­ან ამ სა­წამ­ლავს, ეტყო­ბა იწე­რენ. ნარ­კო­ბა­რი­გე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ეძე­ბენ ისეთ ბავ­შვებს, ვინც მუ­შა­ობს და შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ვისი დე­დაც ემიგ­რა­ცი­ა­შია, ასეთ ობი­ექ­ტებს ირ­ჩე­ვენ და ით­რე­ვენ ამ ჭა­ობ­ში.

და­თომ “მე­ფედ­რო­ნი“ თუ რა­ღაც რომ შე­იყ­ნო­სა, ცუ­დად გამ­ხდა­რა, “ბირ­ჟა­ზე“ გა­სუ­ლა და ბი­ჭებს უთ­ქვამს, სას­წრა­ფო­ში დავრე­კო­თო. ამას უთ­ქვამს, სას­წრა­ფოს პო­ლი­ცია მოჰ­ყვე­ბა და და­მი­ჭე­რე­ნო, სახ­ლში წა­სუ­ლა, და­წო­ლი­ლა… გული გა­უს­კდა. რომ არ და­წო­ლი­ლი­ყო იქ­ნებ რა­ღაც შვე­ლე­ბო­და. ზოგ­მა მი­თხრა, მეტ­როს­თან ვი­ღა­ცას ელო­დაო. ეტყო­ბა იქ მის­ცეს ნარ­კო­ტი­კი. დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტად ჯერ არ ვიცი…

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა შავ ცე­ლო­ფან­ში გახ­ვე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მიჩ­ვე­ნა, მის­თვის ხელი არ მო­მი­კი­დია და კარ­გად არ მი­ნა­ხავს, მა­გის თავი არ მქონ­და, ბავ­შვს და­ვემ­ხე და ვღ­რი­ა­ლებ­დი.

და­თუ­ჩა ყოვ­ლად უბო­რო­ტო, უეშ­მა­კო იყო. ესე­ნიც ხომ ასე­თებს არ­ჩე­ვენ, თო­რემ ვი­საც ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა აქვს, ისი­ნი სა­წამ­ლავს არ ეკა­რე­ბი­ან. რო­გორც ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში იცოდ­ნენ ამ გახ­რწნილ­მა ნარ­კო­მა­ნებ­მა, ფუ­ლი­ან კაცს რომ შეს­ვამ­დნენ ნარ­კო­ტიკ­ზე, ასეა ახ­ლაც, მაგ­რამ ახლა ღიად ხდე­ბა და პო­ლი­ცი­აც საქ­მის კურ­სშია. მე ჩამ­სვან კო­მი­სი­ა­ში, მომ­ცენ უფ­ლე­ბა და დღე­ში მი­ნი­მუმ 100 ბა­რი­გას გა­მო­ვავ­ლენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ უნდა მის­ცენ ამ ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლებს.

ჯერ შვი­ლიშ­ვი­ლის საფ­ლავს მივ­ხე­დო და მერე ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლას და­ვი­წყებ, ერთ დღე­საც არ გავ­ჩერ­დე­ბი, პარ­ლა­მენ­ტსაც მივ­მარ­თავ, სა­პატ­რი­არ­ქო­საც, შსს-საც, რომ რა­ღაც ზო­მე­ბი მი­ი­ღონ, სა­ნამ სულ და­ღუ­პუ­ლა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა, ჩა­ე­რი­ონ ამ საქ­მე­ში.

 

ვინც არ მი­მი­ღებს და თუ რე­ა­გი­რე­ბა არ ექ­ნე­ბათ, მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გვერ­დში დგო­მა დამ­ჭირ­დე­ბა, ვფიქ­რობ, ბევ­რი შე­მო­მი­ერ­თდე­ბა. როცა მდი­ნა­რა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, ჩვენ ომი არ გვინ­და, მშვი­დო­ბა გვინ­დაო, განა ეს ომი არაა? გამ­ცეს პა­სუ­ხი ამა­ზე. რა ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. ერთი შვი­ლი შშმ პირი მყავს და მას­ზე ვარ სულ გა­დარ­თუ­ლი, არ ვი­ყა­ვი კარ­გად ჩა­ხე­დუ­ლი ამ საქ­მე­ში, ბავ­შვე­ბი კვდე­ბი­ან, ხალ­ხო. ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა ისიც მი­თხრა, მი­შას დროს ხალ­ხმა წა­მა­ლი გა­და­აგ­დოო (თქვენ მა­ინც იცით, მი­შას მი­მართ ჩემი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა), ამათ კი­დევ, ეს ნარ­კო­მა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა საქ­მის­თვის სჭირ­დე­ბათ და ხელს უწყო­ბენ. უბე­დუ­რე­ბა გვჭირს, უბე­დუ­რე­ბა.

უნდა და­ვი­წყო ბრძო­ლა, ვი­საც უნდა ამ­ყვეს, თუ არა და ყო­ველ დღე გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, მო­ვიკ­ვლევ ყვე­ლა­ფერს, ჯერ სტა­ტის­ტი­კა მი­ვი­ღო. თუ მარ­თლა ასეა, რო­გორც პო­ლი­ცი­ელ­მა თქვა (მი­ნი­მუმ 4 ახალ­გაზ­რდა კვდე­ბა დღე-ღა­მე­ში, დღეს 5-იაო), ეს არის სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა. ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ხსე­ნე­ბის ღა­მით 5 ცე­ლოფ­ნით გა­მო­ვას­ვე­ნეთ 19-20-21 და 22 წლის ბავ­შვე­ბი მარ­ტო თბი­ლის­ში. რა ოჯა­ხის სიწ­მინ­დე, ბავ­შვი აღარ დარ­ჩა სო­ფელ­ში, ან კვერ­ცხის ფასი ვის აინ­ტე­რე­სებს, ან­გე­ლო­ზი­ვით ბავ­შვე­ბი გვე­ხო­ცე­ბა, ეს ომია, აბა, რა არის? დიდი ხნის სი­ცო­ცხლე მა­ინც არ დამ­რჩე­ნია და ამ პრობ­ლე­მას შე­ვაკ­ლავ თავს…

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *