ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.
„გრძელენიანებო, გისურვებთ ჩემი ცხოვრება გენატროთ! მე მჯერა, რომ უფალი არც მე და მით უმეტეს, ჩემს ალექსანდრეს არ გაგვწირავს…“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

Leave a Reply