⭕️ ქუთაისში საავადმყოფოში შეიყვანეს ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

Written by

in

ქუთაისში საავადმყოფოში შეიყვანეს  ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ბავშვი ქუთაისში კლინიკა “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია”  გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა გურიაში  მოხდა.

“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *