ადვოკატი ნია იმნაძის საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს – “რა მტკიცებულება გაქვთ, რაც საფუძვლად დაუდეთ არასრულწლოვნის ამ მდგომარეობაში ჩაგდებას?”

Written by

in

გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე, ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის, ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლი იმ­ნა­ძის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებს ავ­რცე­ლებს. კად­რე­ბი მა­ში­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

  • ამას­თან, ად­ვო­კა­ტი წერს, რომ „პრო­კუ­რა­ტუ­რამ წნეხს ვერ გა­უძ­ლო“.

„ნიას მი­მართ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რომ არ გქონ­დათ, ეს სა­კა­მა­თო არც კი იყო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში აქამ­დე და­ა­კა­ვებ­დით, თუმ­ცა ახლა რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გაქვთ, რაც სა­ფუძ­ვლად და­უ­დეთ არას­რულ­წლო­ვა­ნის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩაგ­დე­ბას?

თა­ვად ეკა კუ­პა­ტა­ძეც ვერ უთი­თებს რა­ი­მე კონ­კრე­ტულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ გა­უძ­ლო წნეხს! გა­უძ­ლებს კი სა­სა­მარ­თლო ამ წნეხს? – წერს ად­ვო­კა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი და ნია იმ­ნა­ძე 5 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს.

ბრა­ლის მი­ხედ­ვით, იმ­ნა­ძეს ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბას ედა­ვე­ბი­ან, ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს კი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას.უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ნია იმ­ნა­ძემ მის მე­გობ­რებს – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას უთხრა, თით­ქოს­და, მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და მის მი­მართ, რი­თაც მან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი წა­ა­ქე­ზა, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად თავს დას­ხმო­და გიგა ავა­ლი­ანს. სა­ბო­ლო­ოდ, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­კა­ძის და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძე ჯგუ­ფუ­რად თავს და­ესხნენ გიგა ავა­ლი­ანს, რო­მე­ლიც 23 დღის შემ­დეგ, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, გი­ორ­გი მა­ლა­ნია, ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი. მათ­გან ოთხი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *