
სამყაროსთვის ის იყო საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, მსახიობი და სიძლიერის სიმბოლო. ჩვენთვის კი — ერთგული მეუღლე, მოსიყვარულე მამა, პაპა, საოცარი ძმა და ჩვენი ოჯახის გული.
ის ცხოვრობდა რწმენით, მიზანდასახულობით და საყვარელი ადამიანების მიმართ ურყევი ერთგულებით. თავისი შრომით, დისციპლინითა და სიკეთით მან მილიონობით ადამიანი შთააგონა და ბევრის ცხოვრებაზე დატოვა წარუვალი კვალი.
გული გატეხილი გვაქვს, თუმცა მადლიერნი ვართ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მან განვლო და იმ დაუვიწყარი წუთებისთვის, რაც მასთან ერთად გავატარეთ. გულშემატკივრების სიყვარულს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა — თქვენ მისთვის მხოლოდ ფანები არ იყავით, თქვენ მისი მეგობრები იყავით.
გმადლობთ ლოცვისა და მხარდაჭერისთვის. ამ მძიმე დროს გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენი ოჯახის კონფიდენციალურობას.“ | წერს ნორისების ოჯახი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply