“გზიდან ტრაილერი გადავარდა” – ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის გზაზე – რა დეტალებია ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა.

შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, დღეს, დილით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.  ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო ჯგუფი.

ბაკურციხე-,თბილისის მაგისტრალის ბარჯისხევის მონაკვეთი განსაკუთრებით სახიფათოა და ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *