ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო

Written by

in

ჰარვარდის ფიზიკოსი, მაიკლ გილენი აცხადებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გილენი ნაშრომში ცდილობს, ფიზიკის ენით ახსნას ერთ-ერთი უძველესი მეტაფიზიკური კითხვა – სად შეიძლება მდებარეობდეს სამყაროს საწყისი.

გილიენი არ საუბრობს ღმერთზე რელიგიური გაგებით. მისი მიდგომა უფრო აბსტრაქტულია: თუ „ღმერთს“ განვიხილავთ, როგორც აბსოლუტურ, პირველადი ინფორმაციისა და მიზნობრიობის წყაროს, რომელიც მთელ რეალობას მართავს, მაშინ, მეცნიერის აზრით, ამ „წყაროს“ ფიზიკური ანალოგი შეიძლება  კოსმოლოგიურ მოვლენათა ჰორიზონტი იყოს.

ეს არის წარმოსახვითი სფერო, რომელიც შემოსაზღვრავს დაკვირვებად სამყაროს, საიდანაც სინათლემ ჯერ კიდევ მოასწრო ჩვენამდე მოღწევა დიდი აფეთქების შემდეგ. ამ ჰორიზონტამდე გამოთვლილი მანძილი დაახლოებით 46,5 მილიარდი სინათლის წელია, ანუ დაახლოებით 439 კვადრილიონი კილომეტრი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *